You are on page 1of 20

მორფოლოგია 2

1) სუბიექტური პირისა და რიცხვის ნიშნები მხოლობითსა და მრავლობით


რიცხვში. სუბიექტური პირის ნიშანთან დაკავშირებული მართლწერის
საკითხები

სუბიექტური პირის ნიშნები:


� ვ ------ ვ ------ თ
� ჰ, ს, ხ, 0 ------ ჰ, ს, ხ, 0 ------- თ
� ------ს. ა. ო -------- ენ, ან, ნენ, ნ, ეს
ვ- პრეფიქსი - ივ. ჯავახიშვილისა და არნ. ჩიქობავას სკოლის შეხედულებით უძველეს
ქართულ ენაშ არსებობდა კლასის კატეგორია და იყო მამაკაცთა, ქალთა, ნივთთა და
უასაკოთა კლასები. მათი აზრით თავსართი ვ’ინი მამაკაცთა ნიშანია. ჯავახიშვილი ვ
თავსართიან რამდენიმე ერთეულსაც გამოყოფს, ესენია: ვაცი, ვარძლი/სავარძელი, ვერძი, ვინ
ნაცვალსახელი. ამ ყველაფრის გამო სამართლიანია ვარაუდი, რომ უძველეს ხანაში უღლება
პიროვან-კლასოვანი იყო.
ვ - თ ცირკუმფიქსი - თ სუფიქსი მრ.რ ის გამომხატველია. ის პარალელს ავლებს
გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებელ ეთ აფიქსთან. ეთ ნიშნის მრავლობითობა კარგად ჩანს
სიტყვაში ,,მოწამეთა“, რომელიც გამოხატავს როგორც გეოგრაფიულ ადგილს, ისე მოწამეების
სიმრავლეს.
ჰ, ს, ხ 0 პრეფიქსები - ისინი ერთი ნიშნის ფონეტიკური ვარიანტებია, ანუ ალომორფები.
შანიძის ნაშრომში S2O3 გამოკვლეულია რომ ჰანის სანიზაცია დამახასიათებელია სამეულების
წინ. თანხმოვანთა ამ წყებას მან დედისმიერი ბგერები უწოდა, რადგან დ თანხმოვნით იწყება.
ჰაეს დაკარგვა ბუნებრივია ხმოვანთა წინ. არის ის მიდგომაც რომ ჰაე და სანი არ გამოხატავენ
სუბიქტს, რადგან მათ არ აქვთ პირთა განმასხვავებელი ფუნქცია და ძირითადად ექსპრესიული
ფუნქციით არიან დაკავებულნი. ჰ ძველ ქართულში თხრობით კილოს აღნიშნავდა, ხოლო ჰ-ს
გარეშე კილო ბრძანებითი იყო.
ს სუფიქსი - ისტორიული ნივთის კატეგორიის ნიშანი. ის პარალელურია მიცემითი ბრუნვის
ნბიშნის. ქართულ მეცნიერებაში არის ტერმინებიც ნ’არის ფენა და ს’ანის ფენა. ამ სუფიქსის
დროს I, II, III პირის ფუძეები ერთმანეთს ემთხვევა. მაგ: ვ-ნახავ, ნახავ, ნახავს, ვწერ, წერ, წერს
ა სუფიქსი - სავარაუდოდ არის არს ზმნის მოკვეცილი ვარიანტი.
ო სუფიქსი - მიღებუბლი უნდა იყოს ვა’ კომპლექსის ო’ში გადასვლით. ეს
დამახასიათებელია ქართველური ენებისთვის: ყვავილი - ყოვილი, ვიყვი - იყო.
ენ სუფიქსი - ისტორიულად ადამიანთა კლასის აღმნიშვნელი მრ.რ ის გამომმხატველი
ნარიანი ალომორფი
ან სუფიქსი - ენ’ გადადის ან’ში თუ მას წინა პოზიციაში ი მიუძღვის. მაგ: ხტიან, ყვირიან.
გურულშ დღესაცაა ყვირიენ. მხ.რ-დან მრავლობითში ან ორკეცდება (წვანან).
ნენ სუფიქსი - მიღებულია ენ+ენ ნომინაციით. ერთი გაოხატავდა პირდაპირი O-ის მრ.რ-ს,
ხოლო მეორე S-ს. ის მხოლოდ მესამე პირშ უნდა იყოს, პირსველსა და მეორეში არა. მაგ:
იყვენით - იყვნენ.
ნ სუფიქსი - ვხვდებით კავშირებიტის მწკრივებში, მას წინ ყოველთვის მიუძღვის
კავშირებითის ნიშნები - ხმოვნები: ა, ე, ო. ნ არის ენ-ის რედუცირებული ვარიანტი და გვაქვს
აკეთოენ - აკეთონ.
ეს სუფიქსი - ნივთთა კლასის გამომხატველი იყო და უპირისპირდებოდა კლასის მიხედვით
ენ ფორმას. ის მხოლ.ოდ გარდამავალ ზმნებს შერჩათ წყვეტილში.
ხ პრეფიქსი - შემორჩენილია მხოლოდ ორ ზმნაში, ესენია: ხარ, ხვალ

ახლა ვისაუბრებ მართლწერის შესახებ. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი იწერება მაშინაც ,
როდესაც ზმნის ფუძე იწყება შემდეგ ბგერებზე: უ, ო ან ვ. მაგალითად: ვ-ვარჯიშობ, გადა-ვ-
ვარდი...ვ-უამბე, ვ-უთხარი...ვ-ომობ, ვ-ოხუნჯობ, ვ-ოცნებობ...
ხშირად ერთპირიან ზმნებს, სადაც არაა ობიექტური პირი, გამოხატავენ ობიექტური პირის
ნიშნით, რაც არასწორია. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ თქვან: ჩანს, აბობენ ს-ჩანს...
1) I S პირის ნიშანი ვ- პრეფიქსი არ წარმოითქმის უ, ო ხმოვნებისა და ვ თანხმოვნის წინ,
მაგრამ აუცილებლად უნდა ვწეროთ: მე ვუთხარი, მე ვვარჯიშობ...
2) ზოგიერთ 1-პირიან ზმნაში S ნიშნის გარდა წარმოდგენილია O პრეფიქსიც, რაც არასწორია.
უნდა იყოს: შედგა, ჩანს, დუმს და არა: შესდგა, სჩანს, სდუმს.
3) როცა ზმნაში II O პირის მრავლობითობაა აღნიშნული, მაშინ მასთან შეწყობილი III S პირის
ნიშანი ს იკარგება: გწერ-ს ის შენ მას, გწერ-თ ის თქვენ მას.
4) თუ ზმნა იწყება მ თანხმოვნით, I O პირის მ ნიშნის დართვის შემდეგ 2 მ გვექნება: მმალავს.
5) თუ ზმნა იწყება გ თანხმოვნით, II O პირის ნიშნის გ პრეფიქსის დართვის შედეგად 2 გ
მოიყრის თავს: გგონია.
6) თუ ზმნა იწყება გვ თანხმოვნებით, გვ პირის ნიშნის დართვისას 2 გვ გვექნება მოგვგვარა.
7) III პირდაპირობიექტურ პირს ნიშანი არ უნდა, მაგრამ ზოგჯერ ისიცაა აფიქსით
წარმოდგენილი: სთქვა - მან ის. ამგვარი ფორმები გრამატიკულად მცდარია.
8) ზოგჯერ თანხმოვნით დაწყებული ზმნის ერთ ფორმაში თავს იყრის 2 პრეფიქსი. ეს მაშინ,
როცა სუბიექტად I პირია და ობიექტად III: ვჰკითხე - მე მას ის.

� 2) ობიექტური პირის ნიშნები მხოლობითსა და მრავლობით


რიცხვში. სუბიექტისა და ობიექტის ნიშნები ზმნის ერთ ფორმაში.
ობიექტური პირის ნიშანთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები
სუბიექტური ნიშნებისაგან განსხვავებით ობიექტური ნიშნები ქართულ ზმნას მხოლოდ
თავში აქვს. ბოლოში მარტოოდენ მრავლობითის ნიშანი ემატება. I და II პირში პირდაპირსა და
ირიბს ერთი და იგივე ნიშანი მოუდის, ხოლო მესამე პირში განსხვავებული ვითარებაა: ნიშანი
აქვს ირიბობიექტურ პირს, პირდაპირობიექტურს კი ნიშანი არა აქვს.
პ.O ირ. O
I მ- გვ--- მ----- გვ-------თ
II გ- გ---თ გ------ გ---------თ
III ----- ----- ჰ-,ს-, O----- ჰ-, ს-, O-, ------თ

მ პრეფიქსი - ეკვივალენტია მენა ნაცვალსახელური ძირის, ამიტომ გამოხატავს პირველ


პირს, როგორც ცნობიერ, აღმქმელ პირს. თავსართი მ მდედრის კლასის აღმნიშვნელი უნდა
იყოს. თვით ლქსიკური ერთეულში ,,მდედრი“ მ აღდგენილია ჯავახიშვილის მიერ, როგორც
მდედრისკლასის ნიშანი.
გვ პრეფიქსი - შერწყმული ნიშანი. თავს იყრის ორი გრამატიკული ოდენობა: გ - მეორე
ობიექტური პირის ნიშანი და ვ - პირველი სუბიექტური პირის ნიშანი. საქმე ისაა, რომ
განირჩეოდა ექსკლუზია და ინკლუზია. ჩვენ გაიგებოდა ორგვარად: მე და შენ და მე და ის.
მეოე პირის ჩართვა განაპირობებდა ინკლუზივ-ექსკლუზივს. ეს პროცესი ძველ ქართულშ
გრამატიკულად გამოიხატებოდა:
მომეც ჩუენ (მე და მას)
მოგუეც ჩვენ (მე და შენ)
ესე იგი გვ კომბინაცია მეორე პირის აღმნიშვნელი გ ფორმატისგან შედგება. რაც შეეხება ვ-ს,
ის პირველი სუბიექტური პირის ნიშანი, თუმცა ამგვარი კომბინაცია ბადებს ეჭვს, რამდენად
გამოხატავდა ვ’ინი მხოლოდ სუბიექტს და ხომ არ იყო ის საზიარო ნიშანი, როგორც ეს არის
S2O3-ში.
გ პრეფიქსი - მეორე პირის გამომხატველი ოდენობა. ის ფიქსირდება ნაცვალსახელურ
ძირებში, რომლების მეორე პირს პიემართება: ეგეთი, მაგნაირი, მაგისთანა, ე...
ჰ, ს, ხ, 0 - სამცხე-ჯავახეთშ ფიქსირდება ტოპონიმი ხერთვისი, რომელშიც შემონახულია ხ
მორფემა მესამე ობიექტური პირის. ეს არის ნაშთი ხანმეტობის. ენის განვითარების უძველეს
ეტაპზე სავარუდებელია მოქმედი და სამოქმედო პირების ერთიანობა, ამიტომაა სუბიექტისა
და ობიექტის მონაცვლეობაც.
მართლწერა:
1. როცა ზმნაში II ობიექტური პირის მრავლობითობაა აღნიშნული, მაშინ მასთან შეწყობილი III
სუბიექტური პირის ნიშანი ს იკარგება: გწერს, გწერთ...
2. თუ ზმნა იწყება მ თანხმოვნით, I ობიექტური პირის მ ნიშნის დართვის შემდეგ ორი მ
გვექნება: მმალავს, მმარხავს...
3. თუ ზმნა იწყება გ თანხმოვნით, II ობიექტური პირის ნიშნის გ პრეფიქსის დართვის შედეგად
ორი გ მოიყრის თავს: გგონია, გგზავნის, გგავს...
3. თუ ზმნა იწყება გვ თანხმოვნებით, გვ პირის ნიშნის დართვის ორი გვ გვექნება: მოგვგვარა...
თუ ზმნის ფუძე ვ-თი იწყება და გვ- პრეფიქსი დაერთვის, ორი ვ იწერება: დაგვვარდნია,
შეგვვერცხლებია...
4. III პირდაპირ ობიექტურ პირს ნიშანი არ უნდა, მაგრამ ზოგჯერ იგიცაა აფიქსით
წარმოდგენილი: ს-თქვა მან ის, გადა-ს-წყვიტა მან ის... ამგვარი ფორმები გრამატიკულად
მცდარია. მათში პირდაპირობიექტური პირის ნიშნის პოვნიერება შეპირობებული ჩანს, ერთი
მხრით, III ირიბობიექტური პირის ანალოგიითა და, მეორე მხრივ, სტილისტურ-
გამომსახველობით თვალსაზრისით.
5. ზოგჯერ თანხმოვნით დაწყებული ზმნის ერთ ფორმაში თავს იყრის ორი პრეფიქსი. ეს მაშინ
ხდება, როცა სუბიექტად პირველი პირია და ობიექტად - მესამე: ვჰკითხე მე მას ის, მოვსტაცე მე
მას ის... ახალ ქართულში, როგორც წესი, ჯერ სუბიექტის ნიშანია, შემდეგ ობიექტისა, ძველი
ქართულისათვის ასეთ შემთხვევაში რიგი შებრუნებული იყო.
როცა ფორმაში სუბიექტიცაა და ობიექტიც, მოსალოდნელია, რომ ორივეს ნიშნები იქნება
წარმოდგენილი. ხანდახან ისინი ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა არასდროს მაშინ, როცა
სუბიექტი მე-3 პირია. მას მხოლოდ სუფიქსები დაერთვის, ხოლო ობიექტს პრეფიქსით იქნება:
მნახავს, გნახავდნენ... როცა ერთმანეთს ხვდებია:
� სუბიექტად პირველი პირია, ობიექტად მე-3. ---- ვჰკითხე, მივჰგვარე
� ორცა ერთი იკარგება და მეორე რჩება:
ა) იკარგება ობიექტური, რჩება სუბიექტური,ეს ხდება მაშნ, როცა სუბიექტი პირველია,
ობიექტი მსამე და შემდეგი ბგერა ხმოვანია: ვთხოვე, გამოვეთხოვე ( და არა ვჰთხოვე).. ხან
ხდება ეს თანხმოვნების დროსაც
ბ) იკარგება სუბ, რჩება ობიექტი, ეს ხდება მაშინ, როცა სუბიექტი პირველია, ობიექტი -მეორე,
ან პირიქით. მაგ: გკლავ, მკლავ, გვთხოვ, გნახავ ...
გ) ვერ ვიგებთ რომელი იკარგება და რომელი რჩება. ძირითადად მაშნ, როცა ორივე პირს
ერთნაირი ნიშანი მოუდის, ანუ როცა სუბიექტად მეორე პირია, ობიექტად მესამე (ირიბი). მაგ:
მოჰპარო, ჰგავხარ, მოსტაცო...
� ორივე ნიშნის დაკარგვა, როცა სუბიექტი მეორეა, ობიექტი - მესამე და აქვთ
ერთნაირი ნიშნები. მაგ: აბარებ, გაატან, შეუთვალო...
არევ-დარევა. ეს ხდება S2O3-ის დროს, რადგან ერთნაირი ნიშნები აქვთ. ჰ, ს, ხ, 0... ხშირად ეს
ნიშნები არის ან ისე ნახმარი რომ არაა საჭირო, ან სჭიროების დროს არის დაკარგული.
მაგალითად ბარათაშვილის ,,მერანში“ ვკითხულობთ:
გაჰკვეთე ქარი, გააპრე წყალი... - აქ ჰ არაა საჭირო, რადგან წართქმითი ბრძანებითია, თუმცა
ავტორი მას ხმარობს მეტი ექსპრესიულობისთვის. ხშირად ერთი და იმავე ნაწარმოებში ესა თუ
ის ფორმა სწორადაც არის მოცემული და არასწორადაც, ესეც წინა მიზეზის გავლენაა.
როცა ზმნა ერთპირიანია მისი პირი აუცილებლად სუბიექტია, თუ ორ ან სამ პირიანია არიას
ერთი სუბიექტი და ორი ობიექტი და გარჩევის დროსაც ასევე უნდა მოხდეს დალაგება.
სამპირიანში ირიბის აღნიშვნდა უნდა უსწრებდეს პირდაპირისას.
ხშირია პირნაკლი ზმნები, მაგ: წვიმს (ის) - ესე იგი როდესაც ზმნას აკლია ესა თუ ის პირი.
სუბიექტური აკლია აბსოლუტური აგებუბლებისსასაც და რელატიურისასაც. მაგ:
აბსოლუტურია: ბნელა, ცივა, თბილა (ის). ბოლოსართი ა არის არს ზმნის ნაშთი (ცივ არს, ცხელ
არს..)
ასევე პოლისემია, ანუ პირთა დაკარგვა: ჭიკჭიკებს ის მას... ასეთივეა: მაციებს, მაკანკალებს,
მათრთოლებს... მძინავს, მღვიძავს...
არსებობს ცვალებადი და უცვალებელი პირი. მაგალითად ზმნა
ვიცი მე ის
შეგვიძლია შევვცალოთ სუბიქტი (იცი შენ ის, იცის მან ის), თუმცა ვერ შევცვლით ობიექტს (მიცი
შენ მე ან გიცის მან შენ). ძველ ქართულში ეს შესაძლებელი იყო (,,უფალო შენცა მიცი“) .
ასეთივეა ზმნები სმა (ვსვამ მე მას თუმცა არა მსვამს მე ის), კითხვა, თქვა, ბრძანა...
უფრო ხშირია სუბიექტის უცვალობლობა. მაგ: მყავს შეგვიძლია ვაქცით ვჰყავარ ფორმად,
თუმცა ,,მაქვს“ ზმნას ეს ფუნქცია არ აქვს.
სათავისო ქცევაში სუბიექტურია ცვალებადი. სამპირიან ზმნებშ ორი ობიექტისგან
ცვალებადია ირიბი.

� 3) ინვერსიის რაობა. გარდამავალ ზმნათა ინვერსიულობის


საკითხი. ინვერსიასთან დაკავშირებული საკითხები გარდაუვალ ზმნებში
ინვერსია ჰქვია შექცევას, შებრუნებას,რომელიც საზოგადოდ თავს იჩენს რიგის
შემთხვევაში.ვთქვათ, რომელიმე ენის რომელსამე საკითხში 2გრამატიკული ოდენობის რიგი
ნორმალურად ასეთია: AB, მაშინ იმავე ენის იმავე საკითხში იმავე ოდენობათა BA რიგი იქნება
შექცეული, ანუ ინვერსიული. ცნობილია ქვემდებარისა და შემასმენლის ინვერსია ევროპულ
ენებში კითხვის დასმის დროს. ქართულში ცნობილია მსაზღვრელ-საზღვრულის ინვერსია:
მეზობლის სახლი-სახლი მეზობლისა. ინვერსია ქართულში თავს იჩენს ასევე პირის ნიშანთა
გამოყენებისას ზმნაში.
პირის ნიშნები ქართულში ორგვარია: სუბიექტური და ობიექტური. სუბიექტურია
ნიშანი,რომელიც პირს ზმნის ფორმაში სუბიექტად ანუ მოქმედად წარმოგვიდგენს და
ობიექტურია ნიშანი, რომელიც ზმნის ფორმაში გამოხატულ პირს ობიექტად სახავს.
რადგანაც ერთ რიგს მეთაურობს პირველი პირის ნიშანი „ვ“, ხოლო მეორეს იმავე პირველი
პირის ნიშანი „მ“, ამიტომ შეგვიძლია სუბიექტურ რიგს „ვინის“ რიგი ვუწოდოთ, ობიექტურს კი
„მანის“.
პირის ნიშანთა ინვერსიის საფუძველი. ვამბობთ, ვინის რიგის ნიშნები სუბიექტურია და
მანის რიგისა კი ობიექტურიო,მაგრამ აღმოჩნდა,რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ როგორც
სუბიექტის, ასევე ობიექტური პირის ფუნქციაც. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა
დანიშნულება ეძლევა მთლიანად ორპირიან ფორმას, რა ურთიერთობა უნდა დაამყაროს
მან პირებს შორის. შესაძლებელია, რომ ერთისა და იმავე შედგენილობის ფორმა ერთ
შემთხვევაში ერთი ფუნქციით გვევლინებოდეს, სხვა შემთხვევაში კი სხვით. მაგ: ვანო
მომიკლავს კურდღელს. მომიკლავს-ის მე მას. მ არის პირველი ობიექტური პირის ნიშანი, ს
კი მესამე სუბიექტური პირის ნიშნი. მაგრამ წინადადებაში- ჩემს ცხოვრებაში არასდროს
მომიკლავს კურდღელი. მომიკლავს-მე ის. ამ შემთხვევაში მ არის პირველი სუბიექტური
პირის ნიშანი, ს კი ობიექტური პირის ნიშანი. პირველი წინადადების ზმნა ნორმალურია,
მეორისა კი შექცეული, ანუ ინვერსიული. პირველსა და მეორე პირში ობიექტური ნიშნები
ერთი და იგივეა მიმართების დროს, განსხვავება მაშინ იჩენს თავს,როდესაც ობიექტური
პირი მესამეა, სადაც პირდაპირ ობიექტური პირი უნიშნოა,ირიბ ობიექტური კი
ნიშნიანი.ინვერსიის შემთხვევაში მესამე პირის სუბ.ნიშნებს,რომლებიც სუფიქსებია, ირიბ
ობიექტური პირის ნიშანი ენაცვლება.აქედან განზოგადებას ვახდენთ პირველისა და მეორე
პირისთვისაც და ვამბობთ,რომ ინვერსიის დროს სუბიექტურ ნიშნებს ირიბ ობიექტურის
ნიშნები ენაცვლებაო.
ინვერსიულია მესამე სერიის გარდამავალი ზმნები (რა მიქნია?რა მექნა? რა მექნას?)
გარდამავალი ზმნის ინვერსიული ფორმა ორპირიანია (თუ პირი დაკარგულია,
ერთპირიანიც). გარდაუვალ ზმნათაგან ინვერსიულად არის გაგებული მაქვს და მყავს
ზმნათა ზმნისწინიანი ფორმები. მიმაქვს, მიმყავს,მომყავს... ქართულში არცთუ ცოტაა ისეთი
გარდაუვალი ზმნები,რომელთა ინვერსიულობის საკითხი სადავოა. აკ. შანიძის
აზრით,გარდაუვალ ზმნათაგან ინვერსიულია მხოლოდ მაქვს და მყავს ზმნათა ზმნისწინიანი
ფორმები, ზოგს კი მიაჩნია,რომ მომწონს,მიყვარს, მძინავს, მიხარია- ეს ზმნებიც
ინვერსიულია.
როგორც დ.მელიქიშვილი ამბობს, ინვერსიის მიზეზი არის ზმნაში ლოგიკურად პასიური
სუბიექტისა და ლოგიკურად აქტიური ობიექტის არსებობა. ინვერსიის პროცესის არსი
მდგომარეობს მოლაპარაკის ცნობიერებაში შინაარსობრივი მხარის წინ წამოწევაში
და ,შესაბამისად,ლოგიკურად აქტიური ობიექტის გრამატიკულ გააქტიურებაში. დამანა
მელიქიშვილი შეეხო გრძნობა-აღქმის გარდაუვალ ზმნებსაც და აღნიშნა, რომ მიყვარს ტიპის
ზმნები სტატიკურისაგან განსხვავებით, შეიცავენ მოქმედ, აქტიურ პირს. დინამიკურ
ზმნათაგან კი განსხვავდებიან იმით, რომ მათი ისტორიული გრამატიკული სუბიექტი არ
ემთხვევა რეალურ სუბიექტს,არამედ რეალურად იგი ობიექტს წარმოადგენს.ამ ზმნებს
სტატიკურ და დინამიკურ ზმნებს შორის საშუალო ადგილი უჭირავთ.ისინი გამოხატავენ არა
უბრალოდ მოქმედებას,არამედ გარკვეული მოქმედების მდგომარეობას.
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ორი განსხვავებუბლი აზრი არსებობს:
� აკაკი შანიძე
სუბიექტ-ობიექტის მონაცვლეობას განიხილავს მხოლოდ მესამე სერიაში და არ ცნობს
ინვერსიულ ზმნათა იმ ჯგუფს, რომელთაც გრძნობა-აღქმის ზმნებს უწოდებენ. მაგ: ფორმაში
მიყვარს, შანიძე პირებს ასე შეუწყობს
მიყვარს ის მე
მისივე აზრით, სუბიქტია ის პირი, რომელსაც გრძნობის გამოწვევა შეუძლია. პირთა
შეწყობის ამგვარ კომბინაციაში ლოგიკურია, რომ გრამატიკული სტრქუტურა ისევეა
გამართული, როგორც არაინვერსიულ ზმნებში. ის ამას ასე ამტკიცებს - რომ არ იყოს
ობიექტი რა ეყვარებოდა სუიბექტს. თუმცა ასეთივე შემტხვევაა ვაკეთებ ზმნაში - ვაკეთებ მე
მას, რომ არი იყოს საქმე ვერ გააკეთებდა, თუმცა აქ ინვერსია არაა. ესეიგი შანიძე ინვერსიას
არ ცნობს გარდაუვალ ზმნებში.
� არნ ჩიქობავა -
აღიარებს ინვერსიას გარდაუვალ ზმნების ერთ ჯგუფთან, რომელიც გრამატიკულად ისევე
იქცევა, როგორც გარდამავალ ზმნებში მესამე სერიაში. მან ორპირიანი გარდამავალი
ზმნებისთვის შემოიღო ოთხი ტერმინი:
RS - რეალური სუბიექტი
RO - რეალური ობიექტი
MS - მორფოლოგიური სუბიექტი
MO - მორფოლოგიური ობიექტი
ინვერსიულ ზმნებში რეალური სუბიექტია პირი, რომელიც თავად განიცდის მოქმედებას,
ანუ რეალურად მოქმედებს, ზოლო რეალური ობიექტია პირი რომელიც ამ განცდის
შეგრძნების, აღქმის ობიექტად გაიაზრება
RSMO ROMS
მიყვარს მე ის
� დამანა მელიქიშვილი
მისი აზრით ინვერსიული ზმნის ობიექტი ყოველთვის მოიაზრებს ადამიანის კატეგორიას
გრძნობა-აღქმის ზმნებში. ის არის აღმქმელი და ცნობიერი პირი, ამიტომ დროთა
განმავლობაში მან დატოვა ისტორიული მორფოლოგიური სუბიექტი და რეალუყრ
სუბიექტად ჩამოყალიბდა, ხოლო ნივთის გამომხატველი სუბიექტი კი აღმოჩნდა შედარებით
სუსტი ოდენობა და იქცა რეალურ ობიექტად. (მიყვარს მე ის, იგულისხმება ადამიანი
სუბიექტში, ხოლო ობიექტად ხშირად ესაძლოა ნივთიც იყოს.
ამიტომ უმჯობესია ობიექტს ინვერსიულ ზმნებშ ვუწოდოთ არა ირიბი, არამედ ინვერსიული
ზმნის ობიექტი.

� 4) გრამატიკული დროის რაობა და სახეები. დროის ფორმათა


არაპირდაპირი მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევები. ჯერობის
რაობა და გამოხატვა. თანამდევრობა
დრო არის ზმნის ფორმა,რომელიც გვიჩვენებს მოქმედების შესრულების შეფარდებას
თქმის მონეტთან.ზმნით გამოხატული მოქმედება შეიძლება ხდებოდეს ან თქმის მომენტში ან
თქმამდე,ან თქმის შემდეგ.ამის მიხედვით დროს სამია ქართულში: ახლანდელი,წარსული და
მომავალი.ახლანდელია ფორმა,თუ ზმნით გამოხატული მოქმედება თქმის მომენტში ხდება:
ვაშენებ,ვწერ,ვუსმენ. წარსულის ფორმა გვიჩვენებს,რომ მოქმედება ხდებოდა ან მოხდა
თქმამდე: ვაშენებდი,ვწერდი,ვუსმენდი. მომავალი დრო აღნიშნავს, რომ მოქმედება
მოხდება თქმის შემდეგ: ავაშენებ,დავწერ,მოვუსმენ.ზმნას შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა
ფორმა მოეპოვებოდეს.
დრო ზმნის ისეთი გარამატიკული კატეგორიაა,რომელსაც ნიშანი არ
გააჩნია.ახლანდელისგან წარსულის ფორმა შეიძლება გაირჩეს ზმნისწინის დართვა-
დაურთველობით ან სხვა ფუძით: ვწერ-დავწერ; ვარ-ვიქნები.
დროის ფორმათა აბსოლუტური და მიმართებითი მნიშვნელობით ხმარება.ზმნის ესა თუ
ის ფორმა გამოხატავს მოქმედების მიმართებას თქმის მომენტთან: მოქმედება და თქმა
ერთდროულია ან ერთ-ერთი უსწრებს მეორეს.ესაა ამ ფორმათა აბსოლუტური
მნიშვნელობით ხმარება.მაგრამ ზმნის ფორმა იხმარება მიმართებითი მნიშვნელობითაც, ე.ი
გვჩვენებს,თუ როგორია დროის ხაზზე 1 ზმნით გამოხატული მოქმედების მიმართება მეორე
ზმნით გამოხატულ მოქმედებასთან- ერთდროულია თუ ერთისა უწინარესია და მეორესი
შემდგომი.მაგ.:“ისინი რომ წიგნს კითხულობდნენ,მე რადიოს ვუსმენდი“.აქ ზმნები
ერთდროულ მოქმედებას გამოხატავენ.აბსოლუტური მნიშვნელობა ამ ზმნებისა ისაა,რომ
ორივე წარულში მომხდარ მოქმედებას გამოხატავს, მიმართებითი მნიშვნელობა კი
ისაა,რომ ამ ზმნებით გამოხატული 2 მოქმედება ერთდროულად ხდება.ზმნის ფორმათა
მიმართებითი ხმარება ჩვეულებრივია შერწყმულ და რთულ წინადადებაში.
მეცნიერი ნიკო მარი ქართულ ენაში ძირითად 8 დროს გამოყოფდა: აწმყო, ნამყო უსრული,
ნატვრითი, აორისტი,კავშირებითი,ნამყო სრული,წინარეწარსული, ნამყო
კავშირებითი.არნოლდ ჩიქობავა კი 6 დროს: აწმყო(მაგ. ცეკვავს), მყოფადი(იცეკვებს), ნამყო
უწყვეტი ანუ უსრული(ცეკვავდა), ნამყო ძირითადი ანუ ნამყო წყვეტილი(აორისტი)-
მაგალითად,იცეკვა, თურმეობითი პირველი -უცეკვია, თურმეობითი მეორე -ეცეკვა. მეცნიერი
აკაკი შანიძე კი აღნიშნავდა: დროის საკითხის შესახებ ასეთი მცდარი შეხედულებები იქიდან
მომდინარეობს, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში გრამატიკული დროის პრობლემა
სწორად არ იყო დასმული და გადაწყვეტილი, რომ დროისა და მწკრივის
კატეგორიებს(კილო ან თანამდევრობა) ერთმანეთში ურევენ.ხაზგასმით ამბობდა, რომ დრო
მხოლოდ სამი არსებობს: წარსული, ახლანდელი , მომავალი და ზმნის ფორმები: ვწერდი,
ვწერე, დამიწერია, მიწერია- ესენი ყველა წარსულის ფორმებია. ზმნის უდროო ფორმების
შესახებ ამბობდა, რომ დრო, საზოგადოდ, ერთი მთავარი ნიშანია ზმნისა, რომ ის მოეპოვება
როგორც პირიან ზმნას, ისე უპიროსაც, ე.ი მიმღეობასაც. ზოგადად პირიანი ფორმა დროიანი
ფორმაცაა, მაგრამ ხანდახან პირიან ფორმას დროის შინაარსი შეიძლება გამოეცალოს.
მაგალითად პირიანი ფორმაა- მღერის, რომელიც ახლანდელ დროს, ანუ უბნობის მომენტში
გამოხატულ მოქმედებას აღწერს წინადადებაში: ,,მარიამი ახლა კონცერტზეა და გასაოცრად
მღერის", მაგრამ თუკი ჩვენ ზოგადად ვიტყვით, რომ მარიამს სიმღერის ნიჭი აქვს,
ვიტყვით ,,მარიამი მღერის",ამ შემთხვევაში კი ეს ზმნაა უდროო ფორმა გამოდის.
ქართულ ენაში წარსულის ფორმები (გააკეთა, გაარემონტა) სხვა დროთა ფორმებისგან
მკაფიოდ გამოირჩევა, თუმცა ახლანდელ და მომავლის დორებს შორის ასეთი მტკიცე
სხვაობა ფორმის თვალსაზრისით არ გვაქვს. აი, მაგალითად, ზმნები: ასწავლის, უყურებს,
ათამაშებს, მათი წარსული ფორმები იქნება: ასწავლა, უყურა, ათამაშა, მაგრამ
ფორმას ,,ასწავლის" გამოვიყენებთ როგორც ახლანდელი შინაარსით, ისე მომავლის
გაგებით: ,,ნინო ბავშვებს გაკვეთილზე ასწავლის, როგორ იმოძრაონ ქუჩაში სწორად,
გაკვეთილი რამდენიმე წუთში დამთავრება"- ამ შემთხვევაში ახლანდელი ფორმაა, მაგრამ
წინადადებაში: ,,ნინო ხვალინდელ გაკვეთილზე ბავშვებს ასწავლის, თუ როგორ იმოძრაონ
ქუჩაში სწორად"- აქ მომავალი დროის ფორმაა.
ჯერობა/გზისობა - ჰქვია ზმნის ფორმას, რომელიც მიგვითითებს ზმნით გამოხატული
მოქმედება ერთხელაა მომხდარი, თუ მრავალჯერ. უფრო ნათელი რომ იყოს ამ კატეგორიის
რაობა ერთმანეთს შევუპირისპიროთ ერთი და იმავე ზმნის ფორმები.გზისობა
აღწერილობითაც შეიძლება გადმოიცეს, ამ შემთხვევაში ზმნის ფორმას ახლავს ისეთი
სიტყვა, როგორიც თავისი ლექსიკური მნიშვნელობით მიგვითითებს, თუ რამდენჯერ ხდება,
ხდებოდა ან მოხდება ზმნით გამოხატული მოქმედება. ასეთია ნაწილაკი ხოლმე და ერთი
წყება ზმნიზედებისა (ორჯერ, ათჯერ, მრავალჯერ). გზისობა, როგორც გრამარიკული
კატეგორია მაშინ გვაქვს, როდესაც ზმნის ფორმა სხვა სიტყვის დაუხმარებლად
მიგვითითებს, ერთელაა მოქმედება ჩადენილი თუ მრავალჯერ.
თანამდევრობა -ეს არის ზმნის ფორმა,რომელიც გვიჩვენებს,თუ როგორია 2 მოქმედების
დროული მიმართება წარსულსა ან მომავალში.2 მოქმედების შეფარდებისას შეიძლება
აღმოჩნდეს,რომ ორივე ერთ დროს მიმდინარეობდა და მაშინ საქმე გვექნება
ერთდროულობასთან. მაგრამ თუ არის განსხვავება დროში,მათ შორის ისეთი ურთიერთობა
იქნება,რომ 1 წინ უნდა უსწრებდეს მეორეს.სწრება და მოდევნა ხდება მხოლოდ 2
გრამატიკულ დროში - წარსულში და მომავალში.ერთდროულობა ჩვეულებრივ მხოლოდ
წარსულშია გამოხატული.თანამდევრობა ახლო დგას დროსთან,მაგრამ ისინი 2
განსხვაბეული კატეგორიებია.დროის დასადგენად 1 მოქმედება (უბნობის მომენტია
საჭირო),ხოლო თანამდევრობისთვის 2.თანამდევრობის ფორმები ქართულში 3:
ერთდროულობა,უწინარესობა,შემდგომობა.
ერთდროულია ზმნის ფორმა,რომელიც გვიჩვენებს რომ 1 მოქმედება სხვა დასახელებულ
მოქმედებასთან ერთად ხდებოდა.ის შეიძლება გამოხატული იყოს წარსულში.მაგ.: „შინ რომ
დავბრუნდი,თოვდა“. „თოვდა“ ფორმით გამოხატული დრო ემთხვევა შინ დაბრუნების
დროს.ერთდროულობის გამოსახატავად განსაკუთრებული მწკრივი არ
მოგვეპოვება,მისთვის უწყვეტლის მწკრივია განკუთვნილი: ამხანაგი რომ
შემოვიდა,ვთამაშობდი,ვჭრიდი,ვთლიდი.
უწინრესობა და შემდგომობა. თუ თანამდევრობით გათვალსიწინებულია,რომ 1 უსწრებდა
სხვა მომქედებას,მაშნ 1 უწინარესია და მეორე შემდგომი.ქართულში მხოლოდ წარსულის
ხაზით შეგვიძლია დავამყაროთ განსხვავება 2 მოქმედებას შორის,რომელთაგანც 1
უსწრებდა,მეორე კი მოსდევდა.მაგ.: „მონადირე გადაწვა კლდეზე და ისე დაინახა
ჯიხვი,რომელსაც ვარჯიში მოსწყენოდა გასულიყო კლდის ნაპირად,ამოედო სამი ფეხი
ქვეშ,მეოთხე კი პირდაპირ გაეშვირა და ისე დაწოლილიყო“. აქ უწინარესია ჯიხვის
მოქმედების გამომხატველი ზმნის ფორმები,შემდგომია მონადირის მოქმედების
აღმნიშვნელი.
უწინარესობა დამოკიდებულ წინადადებაში იხმარება და II თურმეობითის საშუალებით
გადმოიცემა ქართულში,შემდგომობა კი- წყვეტილით.
კილო:
კილო არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ უნდა იყოს გაგებული ზმნით
გამოხატული მოქმედება სინამდვილის თვალსაზრისით: უეჭველ ფაქტად, სასურველ-
შესაძლებელად თუ შესასრულებლად. ამის მიხედვით კილო სამია ქართულში: თხრობითი,
კავშირებითი და ბრძანებითი.
თხრობითი კილო გვიჩვენებს, რომ ამ ზმნით გამოხატული მოქმედება უნდა იყოს გაგებული
უეჭველ ფაქტად, რომელიც მოხდა წარსულში, ხდება ახლა ან მოხდება მომავალში:
აკეთებდა, გააკეთა, გაუკეთებია. თხრობითი კილო ყველაზე მდიდარია ფორმებით.
თხრობითი კილოსა და კავშირებითის ფორმები სამივე დროისა შეიძლება იყოს,
ბრძანებითის კი დროის მიხედვით ახლანდელია ან მომავალი/ ნუ აკეთებ!-ნუ გააკეთებ!
თხრობითი კილოს ფორმამ იმავე კილოს სხვა ფორმასთან მიმართებით შეიძლება ახალი
კილოს მნიშვნელობა მოიპოვოს. ეს კილოებია პირობითი და შედეგობითი, რომლებიც
მუდამ ერთად იხმარება რთული ქვეწყობილი წინადადების ნაწილებში-მთავარსა და
დამოკიდებულში: ,,სიცხე რომ ყოფილიყო (პირობა) , მთის წყაროს წყლით
გავგრილდებოდით (შედეგი) .“
კავშირებითი კილო ისეთ მოქმედებას გამოხატავს, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო
წარსულში, ხდებოდეს ახლა, ან მოხდეს მომავალში. (რომ) წერდეს, (რომ) დაწეროს.
კავშირებითის ფორმა ცალკე ნაკლებად იხმარება. იგი ჩვეულებრივ მთავართან რომ
კავშირით შეერთებულ წინადადებაში გვხვდება (,,მისთვის ატ ვმღერ, რომ
ვიმღერო“, ,,ბარტყები ნისკარტს სცემენ ნაჭუჭს, რომ გამოამტვრიონ და გამოვიდნენ გარეთ).
კავშირი ზოგჯერ გამოტოვებულია, მაგრამ იგულისხმება: ,,აქლემის ტვირთი ისე არ
დაპატარავდება, ვრისა აღარ გამოვიდესო“. კავშირის გარეშე კავშირებითის ფორმა
შეიძლება შეგვხვდეს ზმნური წარმოშობის ნაწილაკებთან: შეიძლება, უნდა, იქნებ: შეიძლება
გააკეთოს, უნდა გააკეთოს, იქნებ გააკეთოს. დამოუკიდებლად ნახმარი კავშირებითის
ფორმა შესაძლებელია ბრძანებითად იქნეს გამოყენებული
ბრძანებითი კილო გადმოგვცემს, რომ მთქმელი (1-ლი პირის) სურვილი უნდა იქნეს
შესრულებული: გააკეთე! გააკეთოს! შინააარს-ინტონაციურად მე-2 პირისადმი მიმართული
ბრძანებითის ფორმა მრავალგვარია: იგი, საკუთრივ ბრძანებითის გარდა, შესაძლოა
გამოხატავდეს თხოვნა-მუდარას (მიშველეთ!), დალოცვას (კარგი კაცი გაიაზარდე, შვილო),
დარიგებას (ფრთხილად იარე!), გამხნევებას (გამაგრდი! გული არ გაიტეხო!) და სხვ. მაგრამ
ყველა ბრძანებითის ფორმაა, მათ შორის გრამატიკულად განსხვავება არაა. ბრძანება
ჩვეულებრივ მეორე ან მესამე სუბიექტური პირისადმია მიმართული ორივე რიცხვში: ააშენე!
ააშენე! ააშენოს! ააშენონ! მოწოდების სახით შეიძლება ებრძანოს პირველ სუბიექტურ
პირსაც მრავლობითში: ავაშენოთ!
ბრძანებითი კილო ორგვარია: წართქმითი და უკუთქმითი. წართქმითი-მოქმ. უნდა
შესრულდეს, უკუთქმითი-არ უნდა შესრულდეს (ეძახიან აკრძალვითსაც), უკუთქმითს
ყოველთის ახლავს ნაწილაკი ნუ ან არ. უკუთქმითს საკუთარი ფორმები არ გააჩნია, იგ მათ
თხრობითი და კავშირებითი კილოებისგან სესხულობს. თხრობითთან ნუ ნაწილაკი
იხმარება( ნუ აკეთებ! ნუ წერთ!), კავშირებითთან -არ (არ გააკეთოთ! არ წეროთ!). დროის
მიხედვით უკუთქმითი ბრძანებითი ახლანდელია ან მომავალი, ზოგჯერ გვხდევა წარსული
დროის ფრომაც (ნუ გააფუჭე! გული ნუ დაიმშვიდე!).
პირველი და მესამე პირის წართქმით ბრძანებითს საკუთარი ფორმები არ გააჩნია.
იყენებენ კავშირებითი კილოს ფორმებს: გავაკეთოთ! გავთბეთ! გააკეთოს! გათბეს!
მონახონ! ამოწყდნენ! მეორე პირის ბრძანებითის გარჩევა თხრობითისაგან შემონახულია
მხოლოდ ვედ ზმნაში: მოხვედი-თხრობითი, მოდი!-ბრძანებითი. სხვა შემთხვევაში
თხრობითი და წართქმითი ბრძანებითი მე-2 პირისა თანამედროვე სალიტერატურო
ქართულში ერთმანეთისგან ფორმით არარაა განსხვავებული: გააკეთე (შენ რომ საქმე
გააკეთე, ყველას მოსწონს)- თხრობითია. გააკეთე!-წართქმითი ბრძანებითი. დროის
მიხედვით წართქმითი ბრძანებითი მომავალია: წერე! დაწერე! წართქმითი ბრძანებითის
ფორმა შეიძლება შეიკვეცოს. ეს შეკვეცა ისე შორს მიდის, რომ ზოგჯერ მარტო ზმნისწინია
დარჩენილი: ,,მუხავ მომე (მომეცი) რკო!“, ,,წა(წადი), შეები ხატაელთა“, გამო გარეთ
(გამოდი) , კოჭები უნა დაგიხვრიტო! ძველ ქართულში წართქმითი ბრძანებითის ფორმა
მეორე პირისა გარჩეული იყო თხრობითისაგან: თხრობითს სუბიექტური ნიშანი ჰქონდა,
წართქმით ბრძანებითს-არა. ამის მიხედვით და-ხ-წერე (და-ს-წერე, და-ჰ-წერე) თხრობითის
ფორმა იყო, და-წერე კი-წართქმითი ბრძანებითისა.
დღევანდელ სალიტერატურო ენაში აღარ არსებობს ისეთი ფორმალური საშუალება, რაც
წარტქმითი ბრაძანებითს გამოხატავს მეორე პირში,ძველად კი წარტქმით ბრძანებითს
საკუთარი მწკრივი ჰქონდა- ბრძანებითს სუბიქეტური ნიშანი არ ჰქონდა, თხრობითს კი
ჰქონდა: მაგალითად, მოკალ (პირის ნიშნის გარეშე) იყო ბრძანებითი კილოს ფორმა, მო-ჰ-
კალ კი თხრობითის.ხანმეტ ტექსტებში გვხვდება: მო-ხ-კალ და ა.შ. დღეს კი ამ ორ კილოს
შორის მხოლოდ ვედ ზმნაშია შემონახული განსხვავება: მოდი და მო-ხ-ვედი.
მთის დიალექტებში ისეთი ფორმები გვვდება, რომლებიც ბრძანებითია, მაგრამ თხოვნის
ელფერი აქვს, ვაჟა-ფშაველა წერს: ,,მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი გულ-მკერდზე დაიწეროდი".
აქტის რაობა. ნახული და უნახავი აქტი :
აქტი - წარსულში მომხდარი მოქმედება მოუბარს ორგვარდ შეუძლია წარმოიდგინოს: ან
ისე,რომ ზმნით გამოხატული მოქმედების პროცესს ის დაესწრო ან უნახავს,ან ისე,რომ ზმნით
გამოხატულ მოქმედებას არც დასწრებია და არც უნახავს.მაგ.: მუხა წაიქცა და მუხა
წაქცეულა.პირველი გვიჩვენებს,რომ ან ნახა მოქმედება სუბიექტმა ან დაესწრო, მეორე კი
გადმოგვცემს ან სხვის მიერ გადმოცემულ ამბავს ან კიდევ შედეგის მიხედვით
გათვალისწინებულ მოქმედებას.
ზმნის ფორმას,რომელიც მიგვითითებს,მოუბარმა ნახა თუ არა ზმნით გამოხატული
მოქმედება,აქტი ანუ საქმე ჰქვია. აქტი ორგვარია: ნახული და უნახავი.
ნახული აქტის ფორმა გვიჩვენებს,რომ ზმნით გამოხატული მოქმედება მიუბარმა ნახა.
უნახავი აქტი გვიჩვენებს,რომ ზმნით გამოხატული მოქმედება მოუბარს არ უნახავს.უნახავი
აქტის ფორმა „თურმე“ს გაგებას შეიცავს,ამიტომ მას თურმეობითსაც ეძახიან.ეს „თურმე“
შეიძლება დაერთოს კიდევაც ზმნას.უნახავი მოქმედების შესახებ შეიძლება ორგვარად
გაიგოს მოუბარმა:
1)სხვისგან
2)მოქმედების შედეგი ნახოს და ამის მიხედვით თვითონ დაასკვნას თუ რა
მომხდარა.“თურმე“ ასევე შეიძლება დაერთოს ზმნის ისეთ ფორმას,რომელიც არაა უნახავი
აქტის.მისი დართვით ის უნახაობის გაგებას შეიძენს: თურმე დაწერა. ამ შემთხვევაში
უნახაობა აღწერილობითაა გადმოცემული და ის მზნის მორფოლოგიურ კატეგორიას არ
წარმოადგენს.

5) ზმნისწინის რაობა. ზმნისწინთა შედგენილობა. ზმნისწინის ფუნქციები:


გეზისა და ორიენტაციის გამოხატვა
ზმნის იმ ნაწილს,რომელიც შეიძლება უსწრებდეს თავში დართულ პირის ნიშნას, ზმნისწინი
ანუ პრევერბი ჰქვია.თუ ზმნას პირის ნიშანი არ აქვს მაშინ ზმნისწინი ფუძის ან პრეფიქსად
წარმოდგენილი სხვა ნიშნის წინ დაიჭერს ადგილს. მაგ.: და-ვ-წერე, გა-ვ-აკეთე.
ზმნისწინი დაერთვის სახელზმნასაც - საწყისს (და-ხატვა) და მიმღეობას (და-მხატავი).
ზმნისწინის ხმარების თვალსაზრისით ზმნის ფორმები სამგვარია:
� ზმნის ფორმები,რომლებიც ზმნისწინს არ დაირთავენ. ასეთებია:
უყვარს,სძულს,სძინავს,სწყურია,შია,სტუდენტობს,ნადირობს,სცემს,სწერს,გდია.
� ზმნები,რომელთაც მოეპოვება ისეთი წყვილ-წყვილი ფორმა,რომლებიც
ერთმანეთისგან გარეგნულად მხოლოდ ზმნისწინის დართვა-დაურთველობით
განსხვავდებიან. ასეთი ზმნები ენაში ბევრია. მაგ.: ხატავს და და-ხატავს, აკეთებს და გა-
აკეთებს.
� ზმნისწინიანი ფორმები, რომელთაც უზმნისწინო პარალელური ფორმები არ
გააჩნიათ: წავიდა,მიფრინდა,გაგორდა,გაბრაზდა,გაანჩხლდა. (არ ვამბობთ:
ვიდა.ფრინდა,გორდა,ბრაზდა)
ზმნისწინთა შედგენილობა.
დღევანდელ ქართულში საყოველთაოდ 16 ზმნისწინი იხმარება. ესენია :
ა) საიქეთო: მი, ა, და, გა, შე, ჩა, გადა, წა, უკუ
ბ) სააქეთო: მო, ამო(დამო), გამო, შემო, ჩამო,გადმო,წამო,უკმო
სააქეთო ზმნისწინები პირველის გარდა, წარმოადგენენ მათი ოპოზიციის
გამეორებას,ოღონდ დართული აქვთ მო ე.ი.მათი განსხვავება გამოხატულია სწორედ ამ „მო“
ნაწილით. შეიძლება დავასკვნათ, რომ საიქეთო მარტივი ზმნისწინებია, სააქეთო კი
შედგენილობით რთული. თუმცა გვაქვს ჩა-, რომელიც მივიღეთ „შედა“-დან, და გამო- ასევე
რთული შედგენილობის საიქეთო ზმნისწინი.
ზოგ ზმნისწინს ძველად სხვა სახე ჰქონდა. მაგ: გა იყო გან. ა-აღ, ჩა-შთა, გადა-გარდა, წა-წარ.
განვიდა, შთააგდო.... თუმცა ეს ზმნისწინები ზოგიერთ ზმნაში დღესაც შემოგვრჩა:
განთავისუფლდა, განყენებული, შთაბეჭდილება,შთაგონება,აღზრდა, აღდგენა..

შედგენილობის მიხედვით ზმნისწინი შეიძლება იყოს მარტივი და რთული.


მარტივი ზმნისწინებია : მი, მო, ა, და , ჩა, შე, გა, წა.
რთული ზმნისწინები მიიღება მარტივზე მო– ზმნისწინის დართვით: ამო, ჩამო, შემო, გამო,
წამო, გადმო...

ზმნისწინის ფუნქციები.
ზმნისწინის ძირითადი ფუნქციებია :
1.აღნიშნოს მოქმედების გეზი
2.ორიენტაცია
3.გამოხატოს მოქმედების დასრულება
4.აწარმოოს ახალი ზმნა.
გეზის სახელით აღინიშნება გრამატიკული კატეგორია,რომელიც გვიჩვენებს თუ როგორია
ზმნით გამოხატული მომქედების დამოკიდებულება სივრცეში მდებარე სხვადასხვა
პუნქტთან.ამის მიხედვით ასხვავებენ უარყოფით და დადებით დამოკიდებულებებს. თუ
უარყფითია, ზმნა არ აღნიშნავს არავითარ მიმართულებას-მოქმედება აბსოლუტურია.
დადებით შემთხვევაში კი მოქმედება მიმართულია რომელიმე პუნქტისაკენ.პუნქტი შეიძლება
იყოს მაღლა ან დაბლა, შიგნით ან გარეთ, გადაღმა ან გადმოღმა, წინ ან უკან. ამის მიხედვით
გვაქვს ორი გეზი: მიუმართავი და მიმართული. მაგ: წერა და ჩაწერა, გდება და გადაგდება,
ფრენა და გადაფრენა.ამათგან მიუმართავია: წერა, ხატვა, მიმართული კი ჩაწერა,
ჩახატვა.მიუმართავი გეზის ფორმა უზმნისწინოა,მიმართულისა-ზმნისწინიანი.მიმართული
გეზის ცნება მიმართულება არის. მიმართულება კი რამდენიმე სახისაა.
ორიენტაციის სახით აღვნიშნავთ გრამატიკულ კატეგორიას,რომელიც გვიჩვენებს მოუბარი
პირის დამოკიდებულებას ზმნით გამოხატულ მოქმედებასთან, რომლის მიხედვითაც ირკვევა ,
განიხილავს მოუბარი ამ მოქმედებას ისეთს, რომელიც თვითონ უჭირავს სივრცეში, თუ
როგორც ისეთს, რომელიც მის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუ მოქმედება მიმართულია
მოუბარისკენ, მაშინ მოქმედების სუბიექტი ან პირდაპირი ობიექტი აქეთ მოემართება.თუ
საწინააღმდეგოდ მიემართება მოქმედება-იქით. ამის მიხედვით გვაქვს ორი ორიენტაცია:
მაახლოებელი და მაშორებელი ანუ სააქეთო და საიქეთო.
ა)საიქეთო - მი, ა, და, გა, შე, ჩა, გადა, წა, უკუ
ბ)სააქეთო - მო, ამო-გომო, შემო, ჩამო, გადმო, წამო, უკმო.
აქეთა მიმართულების ზმნისწინებიდან „მო“ მარტივია, ყველა დანარჩენი - რთული.საიქეთო
ზმნები ყველა მარტივია რთულ ზმნისწინებთან შეპირისპირებით.
ზმნა,რომელიც ზმნისწინს არ დაირთავს, მოკლებულია გეზსა და ორიენტაციას.ხშირია ისეთი
შემთხვევაც,როცა ზმნისწინი გეზსა და ორიენტაცას არ გამოხატავს. მაგ.: გააკეთა
ზმნისწინაიანია, მაგრამ არ ჩანს მოქმედების გეზი და ორიენტაცია.
3.ზმნისწინი ხშირად მოქმედების დასრულებას გამოხატავს. მაგ.: ვხატე და დავხატე.პირველი
მიგვითითებს, რომ მომქედება დაუსრულებელი, მეორე კი, რომ მოქმედება დასრულდა.
ზმნისწინს შეუძლია ერთდროულად გამოხატოს გეზიც,ორიენტაციაც და მოქმედების
დასრულებაც. მაგ.: შეფრინდა- დასრულებული მოქმედება,მიმართული გეზი და და
მაშორებელი ორიენტაცია.
4.ზმნისწინი წარმოქმნის საშუალებადაც არის გამოყენებული. მაგ.: „გ“ ძირისგან ზმნისწინის
მეშვეობით გვაქვს ნაწარმოები სხვადასხვა მნიშვნელობის ზმნები :
დააგო,წააგო,ჩააგო,მოიგო.
მიმართულების სახეები და მათი გამოხატვა.
მოქმედების მიმართულების გამოხატვა ზმნისწინის პირვანდელი დანიშნულება
იყო.ქართული ზმნისთვის საორიენტაციოდ პირველი პირია აღებული, სწორედ მისი
მდებარეობით განისაზღვრება მოქმედების მიმართულება.მაგ: ავიღოთ ზმნისწინები „მი“ და
„მო“. ცურავს-მიცურავს-მოცურავს. მოცურავს აღნიშნავს მოქმედებას (ცურვას) და
მიმართულებას-აქეთკენ-სადაც მე ვარ. მიცურავს -იქითკენ, სადაც მე არ ვარ.იგივე შეგვიძლია
ვთქვათ სხვა ზმნებზეც.მხოლოდ „ცურავს“ მიმართულებას ვერ გაგვაგებინებს.მიმართულების 5
სახე არსებობს: იქითკენ (მესამე პირისკენ), აქეთკენ (პირველი პირისკენ). არსებობს
ზმნისწინები, რომლებიც გვიჩვენებენ იმას,თუ საიდან იწყება მოქმედება და საით მიემართება.
ანუ აქ პირველი პირის პოზიციაცაა გამოხატული და ურთიერთობა 2 პუნქტს შორისაც.
ა) აფრინდა-ქვემოდან ზემოთ (პირველი პირი ქვევითაა)
ბ) დაეშვა-ზევიდან ქვევით
გ)გამოფრინდა-შიგნიდან გარეთ
დ)შეფრინდა-გარედან სიგნით
ე)გადაფრინდა-მოძრაობის დროს დაძლეულია შემხვედრი დაბრკოლება.
მიმართულების თითოეულ სახეს მოეპოვება წყვილ-წყვილი ზმნისწინი. ერთი შედგენილობით
მარტივია და გამოხატავს მაშორებელ ორიენტაციას, მეორე კი შედგენილობით რთულია და
გამოხატავს მაახლოებელ ორიენტაციას („მო“ აქვს დართული ).
1.ქვევიდან ზევით : ა) ა(აღ) : აფრინდა,ავარდა. (მაშორებელი ორ.)
ბ) ამო: ამოფრინდა,ამოვარდა (მაახლობელი ორ.)
2.ზევიდან ქვევით : ა) და: დაფრინდა,დავარდა,დააგდო.
3.შიგნიდან გარეთ: ა) გა: გაფრინდა,გავიდა,გააგდო
ბ) გამო: გამოფრინდა,გამოვიდა,გამოაგდო.
4.გარედან შიგნით: ა) შე: შევიდა,შეფრინდა,შეაგდო.
ბ) შემო: შემოვიდა,შემოფრინდა, შემოაგდო.
5.დაბრკოლების გადალახვა: ა) გადა: გადავიდა, გადაფრინა, გადააგდო.
ბ) გადმო: გადმოვიდა, გადმოფრინდა, გადმოაგდო.
ზოგიერთი ზმნისწინი ერთდროულად ორმაგ მიმართულებას გამოხატავს.ასეთია მაგ.: ჩა და
ჩამო : ჩაფრინდა- ეს არის მოქმედება გარედან შიგნით და ზევიდან ქვევით, ე.ი ამ ზმნისწინშ
გაერთიანებულია ფუნქციები „შე“ და „და“ ზმნისწინებისა.ასევე „ჩამო“ ზმნისწინი,სადაც
მოქმედება 1-ლი პირისკენაა მიმართული.

6) ზმნისწინთა ძველი და ახალი ფორმები, მიმართულების სახეები


და მათი გამოხატვა. ზოგიერთი ზმნისწინის დამატებითი
მნიშვნელობის შესახებ, ზმნისწინების ურთიერთობა
თანდებულებთან.
ზოგ ზმნისწინს ძველად სხვა სახე ჰქონდა, ვიდრე დღეს. სალიტ. ენის მანძილზე
ძირითადი მარაგიდან ცვლილება არ განუცდია ოთხს; ესენია: მი, მო, შე, და; სხვები
კი იცვალნენ, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად: ყველაზე მეტი ცვლილება შთა-ს
მოუვიდა, რომელიც ჩა-დ იქცა, სხვებს კი ჩამოეკვეცათ ბოლო თანხმოვანი (სრული
შედგენილობის გარდა-ში „ბოლო თანხმოვანი“ პირველ ნაწილს აქვს), როგორც
ამას აქვე შესადარებლად დართული ცხრილი გვიჩვენებს:

ა) ძ ვ ე ლ ა დ იყო: გან აღ შთა გარ-და წარ

ბ) ე ხ ლ ა არის: გა ა ჩა გა-და წა

ძველად იტყოდნენ: გან-ვიდა, გან-აღო, გან-ყო, გან-მართლდა, ეხლა კი ვამბობთ:


გა- ვიდა, გა-აღო, გა-ყო, გა-მართლდა. ძველად იტყოდნენ: შთა-ვიდა, შთა-ყო, შთა-
აგდო, ეხლა კი ვამბობთ: ჩა-ვიდა, ჩა-ყო, ჩა-აგდო. ძველად იტყოდნენ: გარდა-
აგორვა, გარდა-იღო, გარდა-ჰკიდა, ეხლა კი ვამბობთ: გადა-აგორა, გადა-იღო,
გადა-ჰკიდა. ძველად იტყოდნენ: წარ-ვიდა, წარ-უძღუა, წარ-მოიყვანა, ეხლა კი
ვამბობთ: წა-ვიდა, წა-უძღვა, წა-მოიყვანა. მაშასადამე, გან-მა ნ დაკარგა და
დაგვრჩა გა, აღ-მა ღ დაკარგა და მივიღეთ ა, შთა ჩა-დ იქცა, გარდა-სგან გადა
მივიღეთ, წარ-მა რ დაკარგა და დაგვრჩა წა. მაგრამ ეს ძველი სახის ზმნისწინები
ზოგ შემთხვევაში ეხლაც გვხვდება და იხმარება როგორც პირიან ზმნაში, ისე
უპიროში. მაგალითები:

გან: გან-ახლება, გან-აგრძობს, გან-გმირვა, გან-დევნა, გან-დეგილი, გან-


ვითარება, გან- ზრახვა, გან-თავისუფლება, გან-თიადი, გან-თქმული, გან-
კარგულება, გან-კერძოებული, გან- კიცხული, გან-კუთვნილი, გან-კურნება, გან-
მარტება, გან-მეორებით, გან-მტკიცება, გან- საზღვრა, გან-სხვავება, გან-ქრა (ყაზ.,
«ელისო»), გან-ჰქრა (ყაზ., «მამის მკვლ.»), გან-ქიქება, გან-ყენებული, გან-შორება,
გან-ცვიფრება, გან-ცხადება, გან-ცხრომა, გან-წირული, გან- ხილვა, გან-
ხორციელება და სხვა. აღ: აღ-ბეჭდილი, აღ-გზნება, აღ-დგენა, აღ-დგომა, აღ-ზრდა,
აღ-კვეთა, აღ-კრძალვა, აღ-მატება („არ აღემატება“), აღ-ნიშვნა, აღ-ნუსხვა, აღ-
ორძინება, აღ-რევა, *აღ-სრულება (აქედან: აღმასრულებელი, აღმასკომი, § 158),
აღ-ტაცება, აღ-ტყინება, აღ-ფრთოვანება, *აღ- შენება (აქედან: აღმშენებელი,
აღმშენებლობა), აღ-შფოთება, აღ-წერა, აღ-ჭურვა და სხვა; აღმო-სავლეთი, აღმო-
ფხვრა, აღმო-ჩენა, აღმო-ცენება და სხვა. შთა: შთა-ბეჭდილება, შთა-გონება, შთა-
მო-მავლობა, შთა-ნთქმული. გარდა: გარდა-მავალი, გარდა-უვალი, გარდა-ტეხა,
გარდა-ქმნა, გარდა-ცვალება.

წარ: წარ-დგომა (წარ-დგა), წარ-მავალი, წარ-მო-თქმა, წარ-მო-შობა. კაცმა რომ


თქვას, ეს სიტყვები არსებითად ლიტერატურული გზით არის ძველი ქართულიდან
გადმოცემული ან გადმოღებული.

ზმნისწინის ფუნქციები.
ზმნისწინის ძირითადი ფუნქციებია :
1.აღნიშნოს მოქმედების გეზი
2.ორიენტაცია
3.გამოხატოს მოქმედების დასრულება
4.აწარმოოს ახალი ზმნა.
გეზის სახელით აღინიშნება გრამატიკული კატეგორია,რომელიც გვიჩვენებს თუ როგორია
ზმნით გამოხატული მომქედების დამოკიდებულება სივრცეში მდებარე სხვადასხვა
პუნქტთან.ამის მიხედვით ასხვავებენ უარყოფით და დადებით დამოკიდებულებებს. თუ
უარყფითია, ზმნა არ აღნიშნავს არავითარ მიმართულებას-მოქმედება აბსოლუტურია.
დადებით შემთხვევაში კი მოქმედება მიმართულია რომელიმე პუნქტისაკენ.პუნქტი შეიძლება
იყოს მაღლა ან დაბლა, შიგნით ან გარეთ, გადაღმა ან გადმოღმა, წინ ან უკან. ამის მიხედვით
გვაქვს ორი გეზი: მიუმართავი და მიმართული. მაგ: წერა და ჩაწერა, გდება და გადაგდება,
ფრენა და გადაფრენა.ამათგან მიუმართავია: წერა, ხატვა, მიმართული კი ჩაწერა,
ჩახატვა.მიუმართავი გეზის ფორმა უზმნისწინოა,მიმართულისა-ზმნისწინიანი.მიმართული
გეზის ცნება მიმართულება არის. მიმართულება კი რამდენიმე სახისაა.
ორიენტაციის სახით აღვნიშნავთ გრამატიკულ კატეგორიას,რომელიც გვიჩვენებს მოუბარი
პირის დამოკიდებულებას ზმნით გამოხატულ მოქმედებასთან, რომლის მიხედვითაც ირკვევა ,
განიხილავს მოუბარი ამ მოქმედებას ისეთს, რომელიც თვითონ უჭირავს სივრცეში, თუ
როგორც ისეთს, რომელიც მის საწინააღმდეგოდაა მიმართული. თუ მოქმედება მიმართულია
მოუბარისკენ, მაშინ მოქმედების სუბიექტი ან პირდაპირი ობიექტი აქეთ მოემართება.თუ
საწინააღმდეგოდ მიემართება მოქმედება-იქით. ამის მიხედვით გვაქვს ორი ორიენტაცია:
მაახლოებელი და მაშორებელი ანუ სააქეთო და საიქეთო.
ა)საიქეთო - მი, ა, და, გა, შე, ჩა, გადა, წა, უკუ
ბ)სააქეთო - მო, ამო-გომო, შემო, ჩამო, გადმო, წამო, უკმო.
აქეთა მიმართულების ზმნისწინებიდან „მო“ მარტივია, ყველა დანარჩენი - რთული.საიქეთო
ზმნები ყველა მარტივია რთულ ზმნისწინებთან შეპირისპირებით.
ზმნა,რომელიც ზმნისწინს არ დაირთავს, მოკლებულია გეზსა და ორიენტაციას.ხშირია ისეთი
შემთხვევაც,როცა ზმნისწინი გეზსა და ორიენტაცას არ გამოხატავს. მაგ.: გააკეთა
ზმნისწინაიანია, მაგრამ არ ჩანს მოქმედების გეზი და ორიენტაცია.
3.ზმნისწინი ხშირად მოქმედების დასრულებას გამოხატავს. მაგ.: ვხატე და დავხატე.პირველი
მიგვითითებს, რომ მომქედება დაუსრულებელი, მეორე კი, რომ მოქმედება დასრულდა.
ზმნისწინს შეუძლია ერთდროულად გამოხატოს გეზიც,ორიენტაციაც და მოქმედების
დასრულებაც. მაგ.: შეფრინდა- დასრულებული მოქმედება,მიმართული გეზი და და
მაშორებელი ორიენტაცია.
4.ზმნისწინი წარმოქმნის საშუალებადაც არის გამოყენებული. მაგ.: „გ“ ძირისგან ზმნისწინის
მეშვეობით გვაქვს ნაწარმოები სხვადასხვა მნიშვნელობის ზმნები :
დააგო,წააგო,ჩააგო,მოიგო.
მიმართულების სახეები და მათი გამოხატვა.
მოქმედების მიმართულების გამოხატვა ზმნისწინის პირვანდელი დანიშნულება
იყო.ქართული ზმნისთვის საორიენტაციოდ პირველი პირია აღებული, სწორედ მისი
მდებარეობით განისაზღვრება მოქმედების მიმართულება.მაგ: ავიღოთ ზმნისწინები „მი“ და
„მო“. ცურავს-მიცურავს-მოცურავს. მოცურავს აღნიშნავს მოქმედებას (ცურვას) და
მიმართულებას-აქეთკენ-სადაც მე ვარ. მიცურავს -იქითკენ, სადაც მე არ ვარ.იგივე შეგვიძლია
ვთქვათ სხვა ზმნებზეც.მხოლოდ „ცურავს“ მიმართულებას ვერ გაგვაგებინებს.მიმართულების 5
სახე არსებობს: იქითკენ (მესამე პირისკენ), აქეთკენ (პირველი პირისკენ). არსებობს
ზმნისწინები, რომლებიც გვიჩვენებენ იმას,თუ საიდან იწყება მოქმედება და საით მიემართება.
ანუ აქ პირველი პირის პოზიციაცაა გამოხატული და ურთიერთობა 2 პუნქტს შორისაც.
ა) აფრინდა-ქვემოდან ზემოთ (პირველი პირი ქვევითაა)
ბ) დაეშვა-ზევიდან ქვევით
გ)გამოფრინდა-შიგნიდან გარეთ
დ)შეფრინდა-გარედან სიგნით
ე)გადაფრინდა-მოძრაობის დროს დაძლეულია შემხვედრი დაბრკოლება.
მიმართულების თითოეულ სახეს მოეპოვება წყვილ-წყვილი ზმნისწინი. ერთი შედგენილობით
მარტივია და გამოხატავს მაშორებელ ორიენტაციას, მეორე კი შედგენილობით რთულია და
გამოხატავს მაახლოებელ ორიენტაციას („მო“ აქვს დართული ).
1.ქვევიდან ზევით : ა) ა(აღ) : აფრინდა,ავარდა. (მაშორებელი ორ.)
ბ) ამო: ამოფრინდა,ამოვარდა (მაახლობელი ორ.)
2.ზევიდან ქვევით : ა) და: დაფრინდა,დავარდა,დააგდო.
3.შიგნიდან გარეთ: ა) გა: გაფრინდა,გავიდა,გააგდო
ბ) გამო: გამოფრინდა,გამოვიდა,გამოაგდო.
4.გარედან შიგნით: ა) შე: შევიდა,შეფრინდა,შეაგდო.
ბ) შემო: შემოვიდა,შემოფრინდა, შემოაგდო.
5.დაბრკოლების გადალახვა: ა) გადა: გადავიდა, გადაფრინა, გადააგდო.
ბ) გადმო: გადმოვიდა, გადმოფრინდა, გადმოაგდო.
ზოგიერთი ზმნისწინი ერთდროულად ორმაგ მიმართულებას გამოხატავს.ასეთია მაგ.: ჩა და
ჩამო : ჩაფრინდა- ეს არის მოქმედება გარედან შიგნით და ზევიდან ქვევით, ე.ი ამ ზმნისწინშ
გაერთიანებულია ფუნქციები „შე“ და „და“ ზმნისწინებისა.ასევე „ჩამო“ ზმნისწინი,სადაც
მოქმედება 1-ლი პირისკენაა მიმართული.

ზოგიერთი ზმნისწინის დამატებითი მნიშვნელობის შესახებ.


„და“ მოქმედების გეზის გამოხატვაში „ა“-ს უპირისპირდება (დაფრინდა-აფრინდა). იგი
აღნიშნავს ასევე მოძრაობას გაურკვევლი მიმართულებით: დახტის,დარბის,დადის.
მასთან დაკავშირებული ზოგჯერ მოქმედებს ინტენსივობა.ასეთ „და“-ს ინტენსივობის ან
თითოობის „და“-ს უწოდებენ. ასეთი ზმნისწინი გამოხატავს ისეთ მომქედებას,რომელიც
შესრულებულია ცალ-ცალკე რამდენიმე პირდაპირ ობიექტზე. ეს კი გარდამავალ ზმნასთანაა
შესაძლებელი. მაგ.: „სტუმრები დასხა ქამა,დაჰხადა ფეხთ“.
„შე“ ზმნისწინი გამოხატავს მიმართულებას გარედან შიგნით. ზოგჯერ კიდევ ზევით მიმართულ
მოქმედებას. (შეჯდა,შეხტა), ან გულისხმობს ისეთ მოქმედებას,რომელიც ნაკლები ზომითაა
გამოხატული. მაგ.: შეწითლდა,შეთეთრდა.
„გადა“-ს ძირითადი ფუნქციაა წინააღმდეგობის გადალახვის ჩვენებამ მაგრამ ზოგჯერ იგი
ზმნით გამოხატული მოქმედების სიჭარბესაც გვიჩვენებს: გადაიტვირთა,
გადაიქანცა,დაგაიღალა.
გვაქვს შემთხვევები,როცა ზმნისწინი ასრულებს ზმნის ფუნქციასაც : „მო დავსხდეთ
ტარიელისად ცრემლი მდის შეუშრობელი“.

ზმნისწინისა და თანდებულის ურთიერთობა.

ზმნისწინი იგივეა ზმნისათვის, რაც თანდებული სახელისათვის . ერთიც და მეორეც


დამოუკიდებელი სიტყვა იყო ერთ დროს, მაგრამ დამოუკიდებლობა დაკარგეს და
შეეზარდნენ სახელს ან ზმნას. მსგავსება ამით არ ამოიწურება. ზოგ შემთხვევაში ერთი და
იგივე „სიტყვა“ (ოდესღაც დამოუკიდებელი) სახელთან თანდებულად არის
გამოყენებული, ზმნასთან კი – ზმნისწინად: 1. ში – შე. სახელებში ში გვხვდება : ქალაქ -ში ,
სოფელ-ში, ქუჩა-ში და სხვა. ეს ში ძველად შინა-ს სახით იხმარებოდა, მაგრამ აქ ნა იგივეა ,
რაც ნა შემდეგ სიტყვებში: ქვე-ნა, ზე- ნა, აქა-ნა (იმერ.). როცა ში-ნა-ს ნა ჩამოჰშორდა,
დაგვრჩა პირველი შემადგენელი ნაწილი (ში), რომელიც ზმნაში ფონეტიკური
სახეცვლილებით არის წარმოდგენილი (შე). ასე რომ, როცა ვამბობთ „ქალაქ-ში შე -ვიდა “-
ო, არსებითად ვიმეორებთ ერთსა და იმავე მორფემას. 2. გან. კიდევ უფრო ნათელია
იგივეობა გან თანდებულისა და გან ზმნისწინისა. როგორც ვიცით, გამოსვლითი ბრუნვა
მიღებულია მოქმ. ბრუნვისაგან გან თანდებულის დართვისა და მერმე შერწყმის ნიადაგზე :
ქალაქით-გან → ქალაქიდან (§ 93).

თუ აღვადგენთ ამ ძველ ფორმას და თან გა ზმნისწინის ძველ სახესაც მოვიგონებთ (§ 314),


მივიღებთ გან-ის ერთნაირ მოხმარებას სახელის ბოლოში და ზმნის თავში: ქალაქით -გან
გან- ვიდა (= ქალაქიდან გავიდა). 3. მი – მო. ეს წყვილი ხშირად გვხვდებოდა სახელებთან ,
მაგრამ დღეს მარტო მი გვაქვს: მეგობრისად-მი და სხვა (§ 87). ოღონდ ეს მი ქართულში
დღეს ბოლოში მოუდის სახელს; ოდესღაც კი, ძალიან ძველად, მწერლობის დაწყებამდე ,
ის წინაც შეიძლებოდა დართოდა სახელს (პრეპოზიციაც იყო), როგორც ამას ამტკიცებს
მდე (მდის) თანდებულის ისტორია: მდე და მდის (სოფლა-მდე, ქალაქა-მდე; სოფლა -მდის ,
ქალაქა-მდის) მიღებულია მი-დღედ და მი-დღის ფორმათაგან: მი-დ(ღ)ე(დ), მი-დ(ღ)ის,
აქედან შემდეგ: მ(ი)დე, მ(ი)დის, მდე, მდის (ნ. ჩემი „მდე თანდებულის გენეზისისათვის “:
საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ. III, 1942, N 5). რამდენადმე სახელის წინ ხმარების
შემთხვევები ძველ ქართულშიც არის დადასტურებული. ასეთივეა აგრეთვე : მოაქამდე
(მათ. 11,12 C). იგივე მი და მო ზმნასთან ზმნისწინია და ორიენტაციას აძლევს ზმნით
აღნიშნულ მოქმედებას. შ ე ნ ი შ ვ ნ ა. ეხლა ამბობენ: „ჩემი მი-სამართი“-ო, რაც
გვიჩვენებს, რომ ზმნისწინს დაუკარგავს საორიენტაციო ძალა. 4. გარდა . ამისი
თანდებულობა აშკარაა ასეთ გამოთქმებში: მეგობრის გარდა, ამის გარდა (ამას გარდა ).
იგივე „გარდა“ ზმნისწინია გარდა-ტეხა-ში და სხვაგანაც. აქედან შემდეგ მიღებული გვაქვს
გადა (§ 314).

აქ ასეთი ვითარებაა: ზმნიზედა „გარდა“ გამოყენებული ყოფილა ზედსართავად და ეს


ზედსართავი შეჰზრდია სოფლის სახელს, როგორც ეს გვაქვს ახალ-ქალაქ-სა, ახალ- ციხე -
სა და სხვებში (§ 187,2). ამგვარივე წარმოშობისაა გარდაბანი-ც (გარდა-უბანი). 5. გამო.
მიღებულია გან-მო-საგან: ამის გამო, დიდი მწუხარების გამო და მისთ. გან თანდებულიც
არის და ზმნისწინიც, იგივეა არსებითად მო-ც.

� 7) ასპექტის რაობა და სახეები. სრული ასპექტის წარმოება. ასპექტი


და დრო. უასპექტო ზმნები
ასპექტი, ანუ სახე არის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს,რომ ზმნით გამოხატული მოქმედება
დასრულებულია ან დაუსრულებელი. ამის მიხედვით გვაქვს ორი ასპექტი-სრული და უსრული.
მაგ: ვწერე- დავწერე, ვხატე-დავხატე, ვღებე-შევღებე...“ითმინა დიდხანს და ვეღარ მოითმინა“ ამ
შემთხვევაში „ითმინა“ უსრულ ასპექტს გამოხატავს, რადგან მოქმედება არ არის
დასრულებული, მოითმინა კი სრული ასპექტის გამომხატველი ზმნაა, იგი დასრულებულ
მოქმედებას გამოხატავს. ორივე ზმნა მოქმედების ხანგრძლივობას გამოხატავს,თუმცა პირველი
არ გამოხატავს იმას, რომ მოქმედებას ბოლო მოეღო, (მეორისაგან განსხვავებით).
სრული ასპექტის წარმოების საშუალება ქართულში.
ასპექტის საწარმოებლად ქართულ ენას მხოლოდ ერთი საშუალება მოეპოვება: ეს არის
ზმნისწინის დართვა.თუ ზმნა ასპექტიანია, უზმნისწინოდ ის უსრული სახისაა, ხოლო თუ
ზმნისწინი დაერთო, სრული სახისა იქნება. ამ შემთხვევაში სულ ერთია, თუ რომელი ზმნისწინი
იქნება:მაახლოებელი თუ მაშორებელი ორიენტაციისა, მარტივი თუ რთული შედგენილობის
თვალსაზრისით. ამიტომ ერთ უსრულ ფორმას, მაგ „წერას“ რამდენიმე სრული ასპექტის ზმნა
შეესაბამება: „დაწერა“, „ჩაწერა“ „გადაწერა“....რომელიც ყველა ერთია ასპექტის
თვალსაზრისით. ასეა ეს ახალ ქართულში.
ძველ ქართულში კი უსრული და სრული ასპექტი სხვა საშუალებით იყო ერთმანეთისაგან
გარჩეული. ზმნისწინი ასპექტს ვერ აწარმოებდა. ამიტომ ამა თუ იმ ასპექტის ფორმა შესაძლოა
ზმნისწინიანიც ყოფილიყო და უზმნისწინოც. ამის გადმონაშთი დღევანდელ ქართულშიც გვაქვს:
რამდენიმე ზმნა უზმნისწინოდაც სრული ასპექტისაა: თქვა, უთხრა, ბრძანა, ჰკითხა, სთხოვა,ქნა,
სცემა, ნახა...მეორე მხრივ,მოგვეპოვება ზმნისწინიანი ფორმები,რომლებიც ახლანდელი დროის
გაგებით უსრული ასპექტისაა: აღნიშნავს, აღწერს, განიხილავს, განმარტავს...იგივე ზმნები
მომავლის გაგებით სრული ასპექტისაა.
ასპექტი და დრო.
მოქმედება, რომელიც თქმის მომენტში ხდება, არ შეიძლება,დასრულებული იყოს. ამიტომ
ახლანდელი ფორმა ზმნისა, რომელსაც ასპექტის კატეგორია მოეპოვება, უსრულია. წარსულის
ფორმით გადმოცემული მოქმედება დასრულებულიც შეიძლება იყოს და დაუსრულებელიც.მაგ:
ვღებე და შევღებე. „ვღებე“ მიუთითებს, რომ მოქმედება არ დასრულებულა. „შევღებე“ კი
გვამცნობს,რომ მოქმედება დასრულებულია.მომავლის ფორმა უსრულიც შეიძლება იყოს და
სრულიც. მაგ: ვხატავ (მოვალ და ვხატავ) და დავხატავ. „ვხატავ“ ასპექტის მიხედვით უსრულია,
„დავხატავ“ კი სრული. მართალია, დავხატავ მოქმედება თქმის მომენტში არ არის
დასრულებული, თუმცა ის აუცილებლად შესრულდება.მაშასადამე, სრული ასპექტის ფორმა
დროის მიხედვით მომავალია ან წარსული, უსრულო ასპექტის ფორმას კი სამივე დრო აქვს.
უასპექტო ზმნები.
უასპექტოა ზმნის ფორმა, რომელიც ზმნისწინს არ დაირთავს: არის, უყვარსმ სძულს, იცის,
სძინავს, ცხარობს, გდია, აფენია, აკერია, ანთია, აწყვია...უასპექტოა ასევე ისეთი
ზმნები,რომლებიც ზმნისწინებს მხოლოდ მიმართულების აღსანიშნად დაირთავენ.როცა გვინდა
დავადგინოთ, ზმნისწინიანი ფორმა ასპექტიანია თუ უასპექტო,შემდეგით უნდა
ვიხელმძღვანელოთ: თუ ზმნისწინის დართვას ახლანდელი დროის ფორმა მომავალში ვერ
გადაჰყავს,ზმნა უასპექტოა.მაგ: აკეთებს ახლანდელი დროის ფორმაა,რომელიც ზმნისწინის
დართვისას მომავალში გადადის:გააკეთებს.ე.ი. აკეთებს და გააკეთებს ასპექტიანი
ფორმებია.აკეთებს-უსრული, გააკეთებს-სრული. ახლა ავიღოთ ფრინავს და მიფრინავს.
ზმნისწინმა ზმნის დრო ვერ შეცვალა, შესაბამისად იგი უასპექტოა. უასპექტო ზმნები ჩვეულებრივ
გარდაუვალია, იშვიათად გარდამავალიც(ვიცი)
ასპექტის კატეგორიის ჩამოლყალიბება წინ უსწრებს დროის კატგორიის ჩამოყალიბებას.
უძველესი ქართული ენისთვის ნავარაუდევია წყვილადი ოპოზიციური სისტემა. ერთმანეთს
უპირისპირდებოდა გრძლიობა, ანუ დიურატივი და მომენტობრივი ასპექტი. ტერმინი ასპექტი
ფრნაგული სიტყვაა და სახეს, სახეობას ნიშნავს. ასპექტის დამკვიდრება, ტწრმინის, აკაკი
შანიძეს მიეწერება.
დიურატიული ასპექტი უძველეს ენაში მორფოლოგიური გამოხატულების იყო, ის ი სუფიქსით
გამოიხატებოდა (აკეთის, განფენის), თუ7მცა ძველ ქართულში უკვე გრძლიობის ი-ს ფუნქცია
შეცვლილი აქვს და მას მრავალჯერადი მოქმედების ფუნქცია აქვს დაკისრებული, ამიტომ
აკეთის ნიშნავს აკეთა ხოლმე-ს (ხოლმეობითი).
სამართლიანი შეხედულება, რომ მეორე სერიის მწკრივები თავის წარმოშობით უძველესია.
უთემისნიშნო პარადიგმები ქრონოლოგიურად უსწრებენ თემისნიშნიან წარმოებებს, მათ
შორისაა დიურატიული ფორმებიც. უძველეს ქართულში მეორე სერიის ფორმები იწყებენ
მიგრაციას მიგრაციას პირველ სერიაში და ქმნიან აწმყო დროის ფორმებს. ამ მიგრაციის
ნიმუშია ორი ზმნა, რომელთაც გადმოჰყვათ დიურატივის ი ნიშანი და მოთხრობითში დასმული
სუბიექტი - ერგატიული კონსტრუქცია, ეს ზმნებია: იცის და უწყის.
ერთადერთი მორფოლოგიური კატეგორია რომელმაც ძველი ქართულიდან დღემდე
გამოხატვის სისტემა შეიცვალა არის ასპექტი. ძველ ქართულში ასე იყო:
პირველი სერია - უსრული ასპექტი
მეორე სერია - სრული ასპექტი
ახალ ქართულში ასე აღარაა და უკვე რუსთაველთან ზმნიწინიანი ფორმები გამოხატავს
სრულს, უზმნისწინო კი - უსრულს.
არსებობს უასპექტო ზმნებიც. თუ ზმნას არ ძალუძს ზმნისწინის დართვა, უასპექტოა. მაგ:
მიყვარს (შემიყვარს და დამიყვარს არ არსებობს)
საშუალ-მოქმედებითი გვარის ზმნები მომავალ დროს ი თავსართით აწარმოებენ. ასეთებია
იჭიკჭიკებს, იცოხვრებს, იყვირებს... არ არის დადგენილი ეს სრული მოქმედებაა თუ უსრული.
რადგან ეს ზმნები ზოგჯერ დაირთავენ ზმნისწინს, ხშირად და- ზმნისწინს, ამიტომ მხოლოდ ი
თავსართიანებს სასურველია ვუწოდოთ უსრული ასპექტი.

You might also like