You are on page 1of 18

16 ოქტომბერი, 2020

ახალი ქართული ენა - მორფოლოგია 2


მეოთხე ლექციის გეგმა-კონსპექტი

გრამატიკული დრო, დროის ფორმათა არაპირდაპირი მნიშვნელობით


გამოყენების შემთხვევები, დროის ფორმათა აბსოლუტური და მიმართებითი
მნიშვნელობით ხმარება;
კილო, კილოს რაობა, სახეები და გამოხატვის საშუალებანი;
ჯერობა, ჯერობის რაობა და გამოხატვა;
აქტი, აქტის რაობა და სახეები;
თანამდევრობა.
დროის რაოდენობის საკითხი ისტორიული თვალსაზირისთ
ქართულში I
• ს. ხუნდაძე გამოყოფდა 11 დროს:
5 დროს მოთხრობით კილოში:
 აწმყო - ვკითხულობ
 ნამყო I - ვკითხულობდი
 ნამყო II - ვიკითხე
 ნამყო მესამე - მიკითხავს
 მყოფადი - ვიკითხავ
5 დროს ნატვრით კილოში:
 აწმყო - ვკითხულობდე
 ნამყო I პირველი - მეკითხა
 ნამყო II - მეკითხოს
 მყოფადი I - ვიკითხავდე
 მყოფადი II - ვიკითხო
1 დრო პირობით კილოს:
 ნამყო დრო - ვიკითხავდი, წავიკითხავდი
დროის რაოდენობის საკითხი ისტორიული თვალსაზირისთ
ქართულში II
• ნ. მარისათვის ძირითადი დრო არის 8:
აწმყო
ნამყო უსრული
ნატვრითი
აორისტი
კავშირებითი (იგივე მომავალი)
ნამყო სრული
წინარეწარსული
ნამყო კავშირებითი
დროის რაოდენობის საკითხი ისტორიული თვალსაზირისთ
ქართულში II

• არნ. ჩიქობავა გამოყოფს 6 დროს:


აწმყო - აკეთებს
მყოფადი - გააკეთებს
ნამყო უწყვეტი ანუ უსრული - აკეთებდა
ნამყო ძირითადი ანუ ნამყო წყვეტილი
(აორისტი) - აკეთა
თურმეობითი პირველი - უკეთებია
თურმეობითი მეორე - ეკეთებინა
ა. შანიძის მსჯელობა სამზე მეტი
დროის შესახებ:
„ასეთი მცდარი შეხედულაბა დროის შესახებ იქიდან
მომდინარეობს, რომ სპეციალურ ლიტერატურაში
გრამატიკული დროის პრობლება სწორედ არ არის
დასმული და გადაწყვეტილი საზოგადოდ, დროის
კატეგორიას რევენ მწკრივის ერთ-ერთ
კატეგორიასთან (კილოსთან ან თანამდევრობასთან).
უხვი მასალის შესწავლა და სხვა ენებზე დაკვირვება
გვარწმუნებს, რომ დრო ერთ-ერთი ელემენტია
მწკრივისა და რომ ის შეიძლება მხოლოდ სამი სახისა
იყოს“.
ვწერდი, ვწერე, დამიწერია, მიწერია ̶ ყველა
წარსული დროის ფორმაა.
დროის რაობა
ტერმინებისათვის:
 აწმყო, ნამყო, მყოფადი ანტონ კათალიკოსი
 ახლანდელი, წარსული, მომავალი . შანიძე.
დროის განმარტებისათვის ენაში.
მოქმედებისა და უბნობის მომენტის შეფარდება.
• ახლანდელი - მოქმედებისა და უბნობის
მომენტი ერთმანეთს ემთხვევა - ვხატავ
• წარსული - მოქმედება წინ უსწრებს უბნობის
მომენტს - დავხატე
• მომავალი - უბნობის მომენტი წინ უსწრებს
მოქმედებას - დავხატავ
უდროო ფორმები
• დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს;
• „გიორგი კარგად თევზაობს“ - უდროო, შდრ.:
„გიორგი თევზაობს და ლოქოსაც დაიჭერს“.
• დროის პირდაპირი (ვასწავლი - ახლანდელი,
ვასწავლი - მომავალი, ვასწავლე - წარსული)
და არაპირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება:
„მომიყვანე ბავშვი და გაკვეთილს ვასწავლი“.
ვასწავლი ჩეულებრივ, პირდაპირი
მნიშვნელობით ახლანდელია, ამ მშემთხვევაში
კი არაპირდაპირი მნიშვნელობითაა
გამოყენებული და მომავლის გაგება აქვს.
დრო: გრამატიკული თუ სემანტიკური კატეგორია

• დროის კატეგორიას ნიშანი არ აქვს ა. შანიძე


• მორფოლოგიურ გამოხატვაზე მხოლოდ წარსულის
მიმართ საუბრობენ და ნიშნებად შემდეგს ასახელებენ: -
დ, -ე, -ი, უ-ი, ე-ინ. არნ. ჩიქობავა, ვ. თოფურია.
• დრო სემანტიკური კატეგორიაა არნ. ჩიქობავა, ბ.
ჯორბენაძე.
• დროის კატეგორიის მაწარმოებლად ვერ ჩაითვლება
დასახელებული მაწარმოებლები, რადგანაც მათთვის
ძირითადია სხვა ფუნქციები:
 -დ (უწყვეტლისა)
 -ე, -ი (წყვეტლში)
 უ-ი (I თურმეობითში)
 ე-ინ (II თურმეობითში)
დასკვნა დროის კატეგორიის შესახებ
„დრო არ არის მორფოლოგიური კა--ტეგორია,
რადგან: ა) არ ხდება მისი გამოხატვა
მორფოლოგიურად; ბ) დროული
მნიშვნელობა ცვალებადია ერთი მწკრივის
ფარგლებში. კონტექსტის გარეშე ფორმის
დროული მნიშვნელობა ვერ გაირკვევა;
დროის გაგებას ფორმას კონტექსტი
ანიჭებს.
(თანამედროვე . . . გვ. 332)
კილო
• კილოს განმარტება: კილო არის ზმნის ფორმა, რომელიც
გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული ზმნით
გამოხატული მოქმედება სინამდვილის თვალსაზრისით.
• ზმნით გამოხატული მოქმედება შეიძლება გაგებული იყოს:
 უეჭველ ფაქტად
 სასურველ მოქმედებად
 აუცილებლად შესასრულებელ მოქმედებად
ამის მიხედვით კილო სამია:
 თხრობითი
 კავშირებითი
 ბრძანებითი
კილოს ამ სამ სახეს ა. შანიძემ 1973 წელს დაუმეტა პირობით-
შდეგობითი კილოც
ბრძანებითი კილო
• ბრძანებითი კილო გვიჩვენებს, რომ
მოუბარის სურვილი უნდა შესრულდეს.
წართქმითი ბრძანებითი, მისი
საწარმოებელი მწკრივის ფორმები.
წართქმითი ბრძანებითი ძველ ქართულში
(მოკალ! დაწერე! შდრ. მოჰკალ, დასწერე)
უკუთქმითი. არ და ნუ ნაწილაკები
უკუთქმით ბრძანებითთან და მათი
საწარმოებელი მწკრივის ფორმები
წართქმითი ბრძანებითი თანამედროვე
ქართულ ჟარგონულ მეტყველებაში.
პირობით-შდეგობითი კილოს შესახებ

 პირობითი კილოს ფორმა, რომელიმე მოქმედებას


წარმოგვიდგენს, როგორც აუცილებელ პირობას მეორე
მოქმედების შესასრულებლად.
 ეს კილო რთულ ქვეწყობილ წინადადებაში გვხვდება, სადაც
აუცილებლად იქნება შდეგობითი კილოც.
 ეს კილოები უერთმანეთოდ არ გვხვდება.
 შდეგობითი კილოს ფორმა გვიჩვენებს, რომ მოქმედება
მოხდებოდა თუ სათანადო პირობა იქნებოდა შესრულებული.

თუ სოფიო სპირიდონს
უბედურ ამირანს ეშველება, ყველაფერს დაუჯერებს
კილო მორფოლოგიური კატეგორიაა თუ
სემანტიკური

კილოს გაიაზრებენ მორფოლოგიურ


(გრამატიკულ) კატეგორიად. ზოგი ავტორი
კავშირებითის მწკრივებში გამოვლენილ -ა
(მოვკლა), -ე (ვხატავდე, დავხატავდე), -ო
(ვხატო, დავხატო) სუფიქსებს კილოს
ნიშნებად მიიჩნევს, რის შესაბამისადაც როცა
კილოს მორფოლოგიურ გამოხატვაზეა
საუბარი, მსჯელობა მხოლოდ კავშირებით
კილოზეა.
დასკვნა კილოს კატეგორიის შესახებ
„კილო არ არის მორფოლოგიური კატეგორია,
რადგან: ა) არ ხდება მისი გამოხატვა
მორფოლოგიურად; ბ) კილოური
მნიშვნელობა ცვალებადია ერთი მწკრივის
ფარგლებში. კონტექსტის გარეშე ფორმის
კილოური მნიშვნელობა ვერ გაირკვევა;
კილოურ მნიშვნელობას ფორმას კონტექსტი
ანიჭებს.
(თანამედროვე . . . გვ. 338)
გზისობა / ჯერობა

• ერთგზისი / ერთჯერადი მოქმედება


• მრავალგზისი / მრავალჯერადი
მოქმედება.
• გზისობის გადმოცემის საშუალებები.
• გზისობის კატეგორიის შესახებ.
აქტი

• ნანახი აქტის ფორმები


• უნახავი აქტის ფორმები
• აქტის კატეგორიის შესახებ:
 ივანე ქავთარიძის მიხედვით უნახაობა არ არის
გრამატიკული კატეგორია, რადგან ქართულში არ არის
ამისათვის სპეციალური ფორმა, მწკრივი. მკვლევრის
დაკვირვებით თურმე ნაწილაკის დართვით სხვა
მწკრივებმაც შეიძლება აწარმოონ უნახაობა.
 ძველი ქართულის ნათარგმნი თუ ორიგინალური ძეგლების
მიხედვით გამოტანლია დასკვნა, რომ ზმნის ფორმა ძველ
ქართულში ატარებს მხოლოდ უნახაობის აქტის ნიუანსს (გ.
ნინუა, ზ. სარჯველაძე).
 აქტს დროისა, კილოს და გზისობის გვერდით განიხილავენ
(თანამედროვე . . . 346)
თანამდევრობა ეს არის დროული მიმართება
ორი მოქმედებისა წარსულსა და მომავალში
• ერთდროულობა:
 შინ რომ დავბრუნდი, თოვდა
 ამხანაგი რომ შემოვიდა, მე ვწერდი
• უწინარესობა და შემდგომობა:
მონადირე გადაწვა კლდეზე და ისე
დაინახა ჯიხვი, რომელსაც ვარჯიში
მოსწყენოდა, გასულიყო კლდის ნაპირად,
ამოედო სამი ფეხი ქვეშ, მეოთხე კი
პირდაპირ გაეშვირა და ისე დაწოლილიყო.
ლიტერატურა:
ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკის
საფუძვლები, თხზ., ტ. III, თბ., 1980, გვ. 198-215.
ლ. კვაჭაძე, ქართული ენა, თბ., 2001, 208-211,
ჟ. ფეიქრიშვილი, ქართული ენის
მორფოლოგია, ქუთაიასი, 2007, გვ. 187-196.
აგრეთვე: თანამედროვე ქართული ენის მორ-
ფოლოგია, სალიტერატურო ენა, გამომცემლობა
„მერიდიანი“, თბ., 2011; ქართული ენა, ენციკ-
ლოპედია, თბ., 2008; თამაზ გამყრელიძე, ზაზა
კიკნაძე, ინგა შადური, ნანა შენგელაია, თეორი-
ული ენათმეცნიერების კურსი, თბ., 2003

You might also like