You are on page 1of 35

ზმნის უღლება

სერიები და მწკრივები

ქართული ზმნა
კავკასიის უნივერსიტეტი
2023
შინაარსი

 სერიები და მწკრივები
 მწკრივი როგორც რთული გრამატიკული კატეგორია
 I, II, III სერიის მწკრივები; გარდამავლობა
 ზმნის გარდამავლობასთან დაკავშირებული პრაქტიკული
საკითხები
უღლება / უღვლილება,
უღლების ტიპები
ზმნის ფორმაცვალების აღსანიშნავად ორი ტერმინი გამოიყენება:
უღლება და უღვლილება. ფორმობრივად განსხვავებული ეს
ტერმინები შინაარსობრივად არ სხვაობენ, იდენტურია. ტერმინის
შექმნის საფუძველი უღელ ფუძეა.
ა. შანიძემ ტერმინ უღლების განმარტებისას სამ მნიშვნელობაზე
გაამახვილა ყურადღება: ა) იგი აღნიშნავს პირიან ზმნათა
ფლექსიას და, ამ მხრივ, იგი უპირისპირდება უპირო ზმნათა და
საკუთრივ სახელთა ფლექსიას. თუ სახელთა ფლექსია ანუ მიმოხრა
ნიშნავს სიტყვის ცვალებას ბრუნვათა მიხედვით ერთ-ერთ რიცხვში
(...), პირიან ზმნათა მიმოხრა ნიშნავს სიტყვის ცვალებას პირთა
მიხედვით ერთ-ერთ მწკრივში და ერთ-ერთ რიცხვში (მხოლობითში
ან მრავლობითში) ან ორივე რიცხვში (უმეტესად).
ფაქტობრივ, ეს არის უღლება ვიწრო გაგებით _ ზმნის
ფორმაცვალება პირისა და რიცხვის მიხედვით ერთი
მწკრივის ფარგლებში. ბ) მეორე გაგებით უღლება აღნიშნავს
პირიანი ზმნის ფორმაცვალებას ყველა მწკრივში, რომელიც
კი მოეპოვება კონკრეტულ ზმნას - ეს არის უღლება ფართო
გაგებით _ ზმნის ფორმაცვალება მწკრივთა მიხედვით,
მწკრივის შიგნით _ პირისა და რიცხვის მიხედვით. გ) მესამე
გაგებით უღლება გულისხმობს ტიპს, რომელსაც მისდევს ესა
თუ ის ზმნა სამივე სერიის ფორმათა წარმოების დროს.
თვალსაზრისები უღლების ტიპებად დაყოფის თაობაზე

უღლების ტიპებად დაყოფა, ზმნათა კლასიფიკაცია ტიპების


გამოყოფის გზით არ არის ახალი მოვლენა. ჯერ კიდევ
პრაქტიკულ გრამატიკებში ცდილობდნენ ავტორები უღლების
ტიპების გამოყოფას სხვადასხვა ზმნური კატეგორიებისა თუ
ფორმაწარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ძირითადად ორი
თვალსაზრისია გატარებული ქართული ზმნების
კლასიფიკაციის, უღლების ტიპების გამოყოფისა.
ჩვეულებრივ, ზმნათა დაჯგუფება ხდება რამდენიმე ნიშნის
მიხედვით.
ა. შ ა ნ ი ძ ი ს აზრით, მთავარია: როგორი ურთიერთობაა სამივე
სერიის ფორმებს შორის წარმოების თვალსაზრსით. ძირითად
საკლასიფიკაციო ნიშნად გვარის კატეგორია არის მიჩნეული,
დამატებით ნიშნად _ სტატიკურობა-დინამიკურობა.
I ტიპი
უღლება მოქმ. გვარის ზმნებისა. მათი მთავარი თავისებურება
ის არის, რომ ისინი III სერიის ფორმებს ინვერსიულად
აწარმოებენ. ამას გარდა, პირდაპირი მიმართების ფორმები
მხოლოდ აქ არის შესაძლებელი.
II ტიპი
უღლება დინამიკური ვნებითი გვარის ზმნებისა. ძირითადი
განსხვავება პირველი ტიპის ზმნათა უღლებისაგან III სერიაში
იჩენს თავს. აქ ზმნები განიყოფა იმის მიხედვით,
ერთპირიანია ფორმა თუ ორპირიანი: მათ განსხვავებული
წარმოება აქვთ. ამას გარდა, ამ ტიპის ზმნებს პირველი ტიპის
ზმნათაგან განასხვავებს სავრცობი (- ოდ).
III ტიპი
უღლება საშუალ-მოქმედებითი (მედიოაქტივი) ზმნებისა. ამ
ზმნებს შენაცვლების წესით აქვთ ნაწარმოები II და III სერიის
ფორმები, აგრეთვე I სერიის მყოფადის წრისა.
შენაცვლებისას გამოყენებულია იმავე ფუძის მოქმედებითის
სათავისოს ან სასხვისოს ფორმები.
IV ტიპი
უღლება საშუალ-ვნებითი (მედიოპასივი) ზმნებისა და
სტატიკური ვნებითი გვარის ზმნებისა.
ამათ ყველას აერთიანებს მწკრივების კლება (ან მეორე
სერიისა მთლიანად, ან უწყვეტლისა და აწმყოს
კავშირებითისა I სერიიდან). ისინი აწმყოში მეშველ ზმნას
დაირთავენ პირველსა და მეორე პირში.
თითოეული ტიპის შიგნით კიდევ არის დაყოფა.
I ტიპის უღლებაში ზმნები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ
როგორ არის ნაწარმოები აწმყო (სრული ასპექტის
შემთხვევაში: მყოფადი), ე. ი. რა თემის ნიშანი აქვს ზმნას და
იკუმშება ფუძე თუ არა. მნიშვნელოვანია, როგორ არის
ნაწარმოები წყვეტილი; და რა თემას იყენებს III სერიაში.
II სერიაში პრეფიქსიან (ინ _ ენიან) ვნებითს თავისი წარმოება
არა აქვს და მიჰყვება სათანადო ზმნის მოქმედებითს. ამ
მხრივ, ეს ზმნები ძირითადად განსხვავდება სუფიქსიან
(დონიან) და უნიშნო ვნებითის უღლებისაგან. III სერიაში კი
განსხვავება სხვადასხვა ტიპის ვნებითებს შორის იკარგება,
მაგრამ თავს იჩენს განსხვავება ერთპირიანებსა და
ორპირიანებს შორის.
III ტიპის უღლების ზმნებს შორის მთავარი განსხვავება
მყოფადის წარმოებაა, რაც დამოკიდებულია სათანადო
ფუძის მოქმედებითი გვარის ფორმაზე.
IV ტიპის უღლების ზმნებს შორის მთავარი განსხვავებული
ნიშანია, თუ რა მწკრივები აკლია მათ: I სერიისა თუ II სერიისა,
რაც იგივეა, უწყვეტელი აქვს თუ წყვეტილი, I კავშირებითი თუ II
კავშირებითი. ამ მხრივ, სტატიკურებთან ერთად არის
მდგომარეობის გამომხატველი ზმნები (ა. შანიძე, ქართული
გრამატიკის საფუძვლები).
თუ დავაკვირდებით, საკლასიფიკაციოდ რამდენიმე ნიშანია
გამოყენებული:
• გვარის კატეგორია,
• ინვერსიულობა,
• მწკრივთა წარმოების შესაძლებლობა,
• მწკრივთა წარმოების თავისებურებანი.
კლასიფიკაციის ამგვარმა თვალსაზრისმა საჭირო გახადა სხვა
მორფოლოგიური კატეგორიების გათვალისწინებაც და
ქვეტიპების გამოყოფა. ამ შემთხვევაში ყურადღება
მახვილდება
 თემაზე
 თემის ნიშნებზე
 მწკრივის ფუძეთა ურთერთმიმართებაზე
 ვნებითის წარმოების ტიპზე
 რა საშუალებით ხდება ნაკლული მწკრივების შევსება...
ფონეტიკური პრინციპიც იჩენს თავს _ იკუმშება ფუძე თუ არა...
არსებობს სხვა თვალსაზრისიც - ა რ ნ. ჩ ი ქ ო ბ ა ვ ა ს აზრით,
„ქართული ზმნების ძირითადი საკლასიფიკაციო
ერთეულებია: სტატიკური და დინამიკური ზმნები, ერთი
მხრივ, გარდაუვალი და გარდმავალი ზმნები, მეორე
მხრივ“. შესაბამისად, სამი ტიპი გამოიყო:
I. დინამიკური ზმნები: ი- ვნებითიანი ტიპი
II. დინამიკური ზმნები: დ- ვნებითიანი ტიპი
III. სტატიკური ზმნები ორი ქვეტიპით:
ა) სტატიკური ერთპირიანი ზმნები
ბ) სტატიკური ორპირიანი ზმნები
მწკრივს ასეც განმარტავენ: „ზმნის პირიან ფორმათა ისეთ
ჯგუფს, რომელიც აერთიანებს ერთმანეთისგან მხოლოდ
პირისა და რიცხვის მიხედვით განსხვავებულ ფორმებს,
მწკრივი ეწოდება“ (ლ. კვაჭაძე).
ტერმინი „მწკრივი“ დაამკვიდრა ა. შანიძემ, არნ. ჩიქობავა
„ნაკვთს“ უწოდებს. გამოიყენება ტერმინები“დრო, კილო,
დრო-კილო, ფორმა.
შანიძე აღნიშნავს, რომ მწკრივი მწკარ, პწკარ სიტყვისგანაა
წარმოქმნილი. თავდაპირველად ის წევრს, შემდეგ რიგს
ხმარობდა. 1938 წლიდან შემოიღო ტერმინი მწკრივი.
ა. შანიძე მწკრივს თვლის ზმნის ერთ-ერთ გრამატიკულ
კატეგორიად, ჩიქობავა არ იზიარებს ამ თვალსაზრისს. მისი
აზრით, „ნაკვთი“ ტექნიკური ტერმინია და მიუთითებს
უღვლილების ერთეულზე ამ ერთეულის ფუნქციის
აღუნიშნავად, ამიტომ ვერ იქნება კატეგორია.
ვ. თოფურიაც თვლის, რომ მწკრივს არ გააჩნია გრამატ.
კატეგორიის არც ფუნქცია, არც ფორმა, ხოლო
საწარმოებლად მიჩნეული სუფიქსები (ა, ე, ი, ო..)დროის,
კილოსა და ჯერობის მაწარმოებელია, ამიტომ მწკრივი არ
არის კატეგორია.
მწკრივი რთული ზმნური კატეგორიაა - შეიცავს რამდენიმე
კატეგორიას, რომელსაც მწკრივის ელემენტი ჰქვია. მწკრივის
ელემენტები საერთო ან უცვლელია თითოეული
მწკრივისთვის (დრო, კილო, ჯერობა (ზოგჯერ), აქტი,
თანამდევრობა).
ახალ ქართულში 11 მწკრივია: აწმყო, უწყვეტელი, აწმყოს
კავშირებითი, მყოფადი, ხოლმეობითი, მყოფადის
კავშირებითი, წყვეტილი, მეორე კავშირებითი, I თურმეობითი,
II თურმეობითი, III კავშირებითი.
ფორმათა წარმოებისა და სინტაქსურ თავისებურებათა
თვალსაზრისით ახალ ქართულში მწკრივები სამ სერიად იყოფა:
პირველი, მეორე და მესამე.
I - 6
II - 2
III - 3
ძვ. ქართულში სერიები ქვესერიად/წრედ არ იყოფოდა, წრეების
წარმოქმნის საფუძველი გახდა ასპექტის სისტემის შეცვლა.
ზოგიერთი გამონაკლისის გარდა აწმყოს წრეში გაერთიანდა
უზმნისწინო, მყოფადისაში - ზმნისწინიანი ფორმები, შესაბამისად,
აწმყოს წრე უსრულასპექტიანია, მყოფადისა - სრული. მეორე და
მესამე სერიაში შეიძლება იყოს სრულიც და უსრულიც.
აწმყოს წრე

აწმყო - რას ვშვრები? ვწერ, ვთბები, ვხატავ...


• დრო - ახლანდელი, იშვიათად - მომავლის გაგებაც
შეიძლება ჰქონდეს ან სულ დაცლილი იყოს დროის
გაგებისგან: ხვალ ამასაც ვასწავლი... 20 წელია, ქართულ
ენას ვასწავლი...
• კილო - თხრობითი
ნუ ნაწილაკის დართვისას - უკუთქმითი ბრძანებითი
ან „ზოგადი აწმყო“
მწკრივის ნიშანი გარდამავალ ზმნას არ აქვს, გარდაუვალს -ი
აქვს პირველ და მეორე პირში, მესამეში დაკარგულია ა-ს
გამო.
უწყვეტელი
რას ვშვრებოდი? ვწერდი, ვხატავდი, ვაკეთებდი, ვთიბავდი...
დრო - წარსული
კილო - თხრ.
მწკრ. ნიშანი - ი პირველ და მეორე პირში, სავრცობი -დ -
გარდამავალ ზმნებში, და - ოდ - გარდაუვალში.
ნაწარმოებია აწმყოსგან (ამოსავალია აწმყო). გამოიყენება
ტერმინებიც: ნამყო უწყვეტელი, ნამყო უსრული.
აწმყოს კავშირებითი
რას ვშვრებოდე?
ვწერდე, ვხატავდე, ვქარგავდე, ვკითხულობდე, ვთბებოდე...
დრო - ახლანდელი ან მომავალი
კილო - კავშირებითი
მწკრ. ნიშანი: ე სუფიქსი სამივე პირში
სავრცობი: -დ, -ოდ.
სახელწოდება დარქმეულია წრისა და კილოს მიხედვით.
მყოფადის წრე

მყოფადი - რას ვიზამ? დავწერ, დავხატავ, გავეზრდები...


დრო - მომავალი; კილო - თხრ.
მწკრ. ნ. გარდაუვალ ზმნასთან - ი- სუფიქსი, გარდამავალთან - 0
(მყოფადი = მომავალი)
ხოლმეობითი - რას ვიზამდი? დავწერდი, გავთბებოდი...
დრო -წარსული; კილო - თხრ. (შეიძლება კავშირებითის შინაარსიც
ჰქონდეს), ჯერობა - მრავალგზისი, მწკრ. ნ. - ი სუფიქსი, სავრცობი - დ და
ოდ.
სახელწოდება ჯერობის მიხედვით დაერქვა. * ჩიქობავა: პირობითი...
გ. გოგოლაშვილი: მყოფადის წრის ნაკვთთა გამოყოფა ფორმობრივ
საფუძველსაა მოკლებული.
მყოფადის კავშირებითი - რას ვიზამდე? დავწერდე,
გავთბებოდე, დავაბამდე...
დრო - მომავალი
კილო - კავშირებითი
მწკრივის სავრცობი - დ - ოდ, მწკრ. ნ. - ე.
მყოფადის წრის ისტორია იწყება XII საუკუნიდან, მას შემდეგ,
რაც ზმნისწინმა შეიძინა ასპექტის გამოხატვის უნარი.
შესაბამისად, ძვ. ქ-ში არ გვქონდა: მყოფადი, ხოლმეობითი,
მყოფ. კავშირებითი.
II სერია
წყვეტილი - რა ვქენი? დავწერე, დავხატე...გავთბი...
დრო - წარსული; კილო - თხრ. , მწკრივის ნიშნები: ე, ი.
ამ მწკრივში ზოგიერთ ზმნას სრული ფუძე აქვს: შალა (წყვეტილი,
სრული) შლის - (აწმყო, უსრული)
ნ. მარი: აორისტი
ნამყო ძირითადი...
II კავშირებითი - რა ვქნა? დავწერო, დავხატო, გავთბე...დავაბა...
დრო - მომავალი; კილო - კავშირებითი.
მწკრივის ნიშნები: ო, ე, ა.
ძირითადია ე (მივცე)
III სერია
I თურმეობითი, II თურმეობითი, III კავშირებითი.
 გარდაუვალ ზმნათა III სერიის ფორმები ინვერსიულია;
 გარდაუვალ ზმნებს ახასიათებთ მეშველზმიანი წარმოება;
 III სერიაში სამპირიანი გარდამავალი ზმნა არ გვხვდება;
 გარდამავალ ზმნებს ქცევის გაგება არ აქვთ.
 ა. შანიძის აზრით, I და II სერიის სამპირიანი ფორმა მესამე
სერიაში ორპირიანი ხდება: ირიბი ობიექტი დაირთავს -თვის
თანდებულს და იქცევა უბრალო დამატებად: უგზავნის ის მას
მას - გაუგზავნია ის მას.
დ. მელიქიშვილი: მესამე სერიაში რომ სამპირიანი
გარდამავალი ზმნა არ გვაქვს, ამის მიზეზად ირიბი ობიექტის
უბრალო დამატებად ქცევა არ მიაჩნია, იგი თვლის, რომ ეს
ზმნები სამპირიანები არც არასოდეს ყოფილან. ისინი
წარმოშობით ორპირიანი გარდაუვალი სტატიკური ზმნები
არიან.
ახალ ქ-ში მესამე სერიაში სამპირიანობას მაინც ინარჩუნებს
ზოგიერთი ზმნა: შესდავებია ის მას მას, შესცილებია ის მას
მას.
I თურმეობითი - რა მიქნია? დამიწერია, გავზრდილვარ,
მიმიცია, დამიდგამს...
დრო -წარსული, კილო - თხრ., აქტი - უნახავი (უმეტესად),
მწკრივის ნიშანი - ი.
II თურმეობითი - რა მექნა? დამეწერა, გავმთბარიყავ,
დამება..
დრო - წარსული (იშვიათად მომავალი), კილო - თხრ. ან
კავშირებით-პირობითი, აქტი - უნახავი.
III კავშირებითი - რა მექნას? დამეწეროს, დამეხატოს,
დამებას...
დრო - წარსული ან მომავალი, კილო - კავშირებითი, მწკრ. ნ. -
ე,ა,ო.
ქართული ზმნის დრო-კილოებად დაყოფა ნ. მარის
სახელთანაა დაკავშირებული. მან პირველმა შემოიტანა
გარკვეულობა უღვლილების სისტემაში, დააჯგუფა ერთნაირი
წარმოების ფორმები და გამოყო სამი ჯგუფი. ამ დაყოფიდან
ჩანს, რომ I და II სერიისთვის ამოსავალია საწარმოებელ
ფუძეთა ერთიანობა (თემის ნიშნის ქონა-არქონა) და ესაა
მორფოლოგიური პრინციპი.
III სერია ამ პრინციპს მოკლებულია - თუ აწმყოს ჯგუფი აწმყოს
ფუძეზეა დამყარებული, II სერიისა - წყვეტილზე. I
თურმეობითი არ არის ამოსავალი II თურმეობითისთვის და III
კავშირებითისთვის. III სერიაში მთავარია წარმოების
ერთიანობა: გარდამავალთათვის - ინვერსია,
გარდაუვალთათვის - მეშველზმნიანი წარმოება. ეს
უკანასკნელი პრინციპი კი ნაწილობრივ ეხება ორპირიან
გარადაუვალ ზმნებს, რომელთაც აღწერითი წარმოება აქვთ.
მაშასადამე, ქართულში მწკრივთა სერიებად დაყოფას ორი
განსხვავებული პრინციპი უდევს საფუძვლად, კლასიფიკაცია
არ არის მთლიანად სრულყოფილი. მიუხედავად ამისა, ეს
ტრადიციული დაყოფა ძალაშია.
არნ.ჩიქობავა სერიებად დაყოფას ქართულ ლინგვისტიკაში
ნ. მარის დამსახურებად თვლის, თუმცა აღნიშნავს, რომ
უფრო თანმიმდევრული უქნებოდა მწკრივთა
დაჯგუფებისთვის წარმოების პრინციპი ბოლომდე
გაგვეტარებინა. ყველა ნაკვთი გაერთიანდებოდა ორ
სერიაში - აწმყოსა და ნამყოს წყებაში.
გარდამავლობა
ყველა ზმნა, რომელსაც პირდაპირობიექტური პირის
ფორმები აქვს, გარდამავალია.
ერთპირიანი ზმნა - გარდაუვალია, სამპირიანი -
გარდამავალი. ორპირიანი - გარდამავალია, თუ შეეწყობა
სუბიექტი და პირდაპირი ობიექტი:
იზრდება ის
ზრდის ის მას
ეხმარება ის მას
გარდამავალი ზმნის სუბიექტი ბრუნვაცვალებადია: I სერიაში
სახელობითშია, II სერიაში - მოთხრობითში, III-ში მიცემითში:
წერს ის მას, დაწერა მან ის, დაუწერია მას ის.
პირდაპირი ობიექტიც ბრუნვაცვალებადია: I სერიაში
მიცემითშია, II და III სერიაში - სახელობითში - ხატავს ის მას,
დახატა მან ის, დაუხატავს მას ის.
ირიბი ობიექტი ყოველთვის ბრუნვაუცვლელია, ყოველთვის
მიცემთშია. ირიბი ობიექტი ზმნას I და II სერიაში შეეწყობა,
გარდაუვალს - სამივე სერიაში.
გარდამავლობის გამოსაცნობი კრიტერიუმები:

• შეეწყობა პირდ. ობიექტი


• სუბიექტი ბრუნვაცვალებადია
• წყვეტილში სუბიექტი მოთხრ. ბრუნვაშია
• წყვეტილში (მრ.რ) სუბიექტური პირის ნიშანია ეს სუფიქსი
• III სერიაში ზმნა ინვერსიულია, სუბიექტი მიც. ბრუნვაშია.
გამონაკლისები:
• არის ზმნები, რომელთაც შეეწყობა ბრუნვაცვალებადი
სუბიექტი, მაგრამ არ ახლავს პირდ. ობიექტი: გაიცინა მან,
იცხოვრა მან.
• ზოგი ზმნა შეიწყობს ბრუნვაცვალებად სუბიექტსა და ირიბ
ობიექტს: უხელმძღვანელა მან მას, უდარაჯა მან მას
(დაკარგული გარდამავლობა... შანიძე, კვაჭაძე);
(გარდამავლად მივიჩნიოთ... ჩიქობავა, თოფურია,
სუხიშვილი) - დეფექტური ზმნები - აკლიათ პ. ობიექტი...
გარდამავლობა არ არის ზმნის მუდმივი ნიშანი:
გაიარა მან ის; გაიარა მან
გარდამავალ ზმნას სტაბილური კონსტრუქცია აქვს I სერიაში,
მეორეში კი ლაბილურია: გაითოხნა მან ის და გაითოხნა ის
გარდაუვალ ზმნასთან შეწყობილი სუბიექტი
ბრუნვაუცვლელია: იზრდება ის, გაიზარდა ის, გაზრდილა ის...
მართლწერის საკითხები:

• გარდაუვალი ზმნის სუბიექტი წყვეტილის მწკრივში სახ. ბრ.


ფორმით უნდა იყოს: კაცი წავიდა და არა კაცმა წავიდა.
• გარდამავალი და ე.წ. დეფექტური ზმნების სუბიექტს
წყვეტილის მწკრივში პირისა და მრ. რ-ს ნიშნად მოუდის -ეს
და არა -ენ: გააკეთეს, იცხოვრეს...
• გარდაუვალ ზმნას III სუბ. პირის ნიშნად წყვეტილში არის -
ნენ და არა ენ: წავიდნენ - შდრ. წავიდენ.

You might also like