You are on page 1of 24

ასპექტი, აქტი, გზისობა,

თანმიმდევრობა
ასპექტი
ასპექტი
 ასპექტი ერთ-ერთი კარგად
გამოკვეთილი ზმნური კატეგორიაა.
 მისი საერთო და ყველასათვის
მისაღები განსაზღვრება დღემდე არ
არსებობს, თუმცა პირობითად
შეიძლება ითქვას, რომ ასპექტი არის
ზმნის კატეგორია, რომელიც
მოქმედებას დასრულებულად ან
დაუსრულებლად წარმოგვიდგენს.
 ამის მიხედვით გვაქვს ასპექტის ორი
სახე: სრული და უსრული.
ქართულში გვაქვს ასპექტის ორი
სახე

ასპექტი

უსრულ
სრული

განსხვავება ძველსა და ახალ ქართულს შორის:
ძველ ქართულში ასპექტის გამოხატვა სხვა
პრინციპს ემყარებოდა, ახალში – სხვას.
 თუ ძველ ქართულში ასპექტი უღლების კატეგორია
იყო, ახალში წარმოქმნის კატეგორიაა.
 ახალ ქართულში სრულ ასპექტს ზმნისწინი
აწარმოებს, ამიტომ ზმნისწინიანი ფორმები სრული
ასპექტისაა, ხოლო უზმნისწინო – უსრული,
სულერთია, რომელ სერიას განეკუთვნებიან:
პირველს, მეორეს თუ მესამეს, მაგ.:

უსრული ასპექტი სრული ასპექტი


აწმყო წერს, აკეთებს მყოფადი დაწერს,
გააკეთებს
წყვეტ. წერა, აკეთა დაწერა, გააკეთა
I თურ. უწერია, უკეთებია დაუწერია,
გაუკეთებია
ყველა ზმნა, ცხადია, ამ ზოგად
წესში ვერ ჯდება:
 ზოგიერთი ზმნა საერთოდ ვერ იგუებს ზმნისწინს
(უყვარს, სძულს...);

 ან, დართვის მიუხედავად, მაინც უსრულ ასპექტს


გამოხატავს (მო-დის, მი-ქრის...),
 ზოგიერთი უზმნისწინოდაც სრული ასპექტის
გაგებას შეიცავს (უთხრა, სტყორცნა...).

 ზმნათა გარკვეული ჯგუფი ასპექტს აწარმოებს


დეფექტურად. ამ ტიპის ზმნებს ა. შანიძე უწოდებს
უასპექტოს, ხოლო ზ. ჭუმბურიძე – ასპექტნაკლს
(ავტორის აზრით, ყველა ზმნა, მართალია, არ
იცვლება ასპექტების მიხედვით, მაგრამ ყოველი
ზმნური ფორმა ეკუთვნის რომელიმე ასპექტს.
განსხვავება ძველსა და ახალ
ქართულს შორის

 ასპექტის გამოხატვის პრინციპები


ძველ ქართულში სრულიად
განსხვავებული იყო ახალი
ქართულისაგან.

 ის არაა დამოკიდებული ზმნისწინის


დართვა დაურთველობაზე, როგორც
ახალ ქართულშია დღეს (ვწერ – და-
ვწერ).
ძველ ქართულში სრული და უსრული
ფორმების გარჩევა ემყარება სერიათა
დაპირისპირებას, კერძოდ:
 I სერიის მწკრივები უსრულ
ასპექტს გამოხატავენ,
 II სერისაა – სრულს.
 ძველ ქართულში წერს და და-
წერს ორივე უსრულია, რადგან
ორივე I სერიის მწკრივის
ფორმაა (აწმყოსი),
 წერა – და-წერა - ორივე
სრულია, რადგან ორივე II
სერიის წყვეტილის მწკრივის
ფორმაა.
ძველ ქართულში ასპექტის
გარჩევა პარადიგმულად
ხდებოდა.
დაიმახსოვრეთ!
ძველ ქართულში I სერიის ყველა მწკრივი, როგორც
ზმნისწინიანი, ისე უზმნისწინო, უსრული
ასპექტისაა, II სერიის ყველა მწკრივი, ზმნისწინის
დართვა-დაურთველობის მიუხედავად - სრული
ასპექტისა.

ვწერ/დავსწერ (აწმყ.),
ჭამდა/შეშჭამდა (უწყვ.),
იკითხვიდის /წარიკითხვიდის (უწყვ. ხოლმ.),
კლვიდეს/მოჰკლვიდეს (I კავშ.)
ყველა ესენი უსრული ასპექტის ფორმებია, რადგან I
სერიაა.

წერა/დაწერა (წყვეტ.)
ჭამოს/შეჭამოს (II კავშ.)
ეცით/მიეცით (II ბრძან.)
როგორც II სერიის ფორმები, სრული ასპექტისა
იქნება.
რამდენიმე ყურადსაღები
ფაქტი:
 ძველ ქართულში III სერიის მწკრივები
მოკლებული იყვნენ ასპექტის გამოხატვის
უნარს.

 II სერიაში განცალკევებით დგას II


ხოლმეობითი. იგი უძველესი ფორმაციის
მწკრივია და გამოხატავს მრავალგზის,
განმეორებად მოქმედებას, რომელიც
კონკრეტულ დროულ ჩარჩოებში ვერ
ექცევა, მარად დამახასიათებელია მოქმედი
პირისთვის, ამიტომ ასპექტის მიხედვით
სრული ვერ იქნება.

„ნახის, ცეცხლი განუახლდის, წყლული გახდის უფრო


წყლულად“
XI საუკუნიდან ასპექტის
გამოხატვაში დიდი ცვლილება
ხდება
 ასპექტის გამოხატვა უკვე ზმნისწინს ეკისრება,
ამიტომ იგი უღლების კატეგორიიდან გადაირიცხა
წარმოქმნის კატეგორიაში.

 ა. შანიძის აზრით, ეს იყო დიდი მოხვეული ქართული


სალიტერატურო ენის განვითარების გზაზე, რომელმაც
დადო ზღვარი ძველსა და ახალ ქართულს შორის.

 თუ აქამდე ძველ ქართულში ასპექტი ბერძნულის


სისტემებრ გამოიხატებოდა, ახალა ის ე.წ. სლავური
სისტემის მსგავსად იწარმოება.

ცნობისათვის: ძველ ბერძნულში სრულ ასპექტს მთელი


სერია, ე.წ.აორისტის ჯგუფი გამოხატავდა, ხოლო
უსრულს ასპექტს – აწმყოს ჯგუფი (γράφω – εγραφεν,
λεγω-ελεγεν)
სლავურში სრული ასპექტი ზმნისწინის დართვით
იწარმოება (писал- написал, читать-прочитать)
რას უნდა გამოეწვია ასპექტის
გამოხატვის პრინციპის
შეცვლა?
 ა. შანიძის აზრით, ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო
ზმნისწინის მიახლოება, შეზრდა ზმნის ფუძესთან.
ზმნისწინის თავდაპირველ ფუნქციას მიმართულების
აღნიშვნა წარმოადგენდა.
 ძველ ქართულში ზმნისწინი უფრო დამოუკიდებელი იყო,
ზმნისწინსა და ზმნის ფუძეს შორის შეიძლებოდა სხვა
სიტყვა ჩამჯდარიყო, რასაც ეწოდებოდა ტმესი (=
ზმნისწინის გათიშვა ზმნისგან)
შე-რაჲ-ვიდა (=როცა შევიდა), მო-ღა თუ ვინმე-
გაკუდინოს (=იქნებ ვინმემ მოგკლას).
 ზმნისგან ასე დაშორებული და გათიშული ზმნისწინი ვერ
შეძლებდა ზმნის რთული კატეგორიების წარმოებას,
მაგრამ ტმესის მოშლამ, ზმნისწინის ზმნასთან მჭიდროდ
დაკავშირებამ, მის ფუძესთან შეზრდამ გამოიწვია მისი
როლის თანდათანობითი ზრდა:
 ზმნისწინს, რომელიც გარდა მიმართულების აღნიშვნისა,
აწარმოებდა ახალ ლექსიკურ ერთეულებს (შდრ.: აღ-
თქუმა და გან-თქუმა; აღმო-კითხვა და გან-კითხვა; და-
ცემა და მი-ცემა...), დაეკისრა სრული ასპექტის
გამოხატვაც.
რატომ უნდა დაკისრებოდა ზმნისწინს
სრული ასპექტის გამოხატვის ფუნქცია?

 მოქმედების მიმართულების ჩვენება


თავისთავად გულისხმობს ამ პუნქტამდე
მიღწევითობასაც, გარკვეულწილად,
დასრულებასაც.
 ესეც უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი
იმისა, რომ ზმნისწინიანი (პრევერბიანი)
ფორმები თანდათან აღქმულ იქნა, როგორც
უფრო სრული უზმნისწინო (უპრევერბო)
ფორმებთან შედარებით (გ.მაჭავარიანი)
 სრული ასპექტის შეძენამდე ზმნისწინი
მოქმედებას მეტ კონკრეტულობას,
განსაზღვრულობას ანიჭებდა.
ასპექტის სისტემის შეცვლამ
გამოიწვია მთელი რიგი
ცვლილებებისა ქართული ენის
მორფოლოგიაში:
1. ზმნისწინს, გეზისა და ორიენტაციის
გამოხატვასთან ერთად, დაეკისრა სრული
ასპექტის გამოხატვა.
2. ასპექტი უღლების კატეგორიიდან გადაირიცხა
წარმოქმნის კატეგორიაში.
3. I სერიაში ზმნისწინიანი და უზმნისწინო
ფორმები ერთმანეთს დაუპირისპირდა
დროული და ასპექტობრივი თვალსაზრისით,
რის საფუძველზეც I სერიაში ჩამოყალიბდა
ორი წრე: აწმყოს წრე და მყოფადის წრე:
აწმყოს წრე - უსრული ასპექტისა, მყოფადისა
კი - სრული ასპექტისა
ძველ ქართულში I სერიაში ორი წრე არ
ასპექტის სისტემის შეცვლამ
გამოიწვია მთელი რიგი
ცვლილებებისა ქართული ენის
მორფოლოგიაში:
4. კავშირებითის მწკრივები გათავისუფლდა
მყოფადის გამოხატვის ფუნქციისაგან.
5. ვინაიდან აწმყოს წრეში დაგვრჩა უზმნისწინო
ფორმები, ისინი ვერ გვაძლევენ ვერც გეზისა
და ორიენტაციის და ვერც სრული ასპექტის
გაგებას. ზოგადად, უსრული ასპექტისა და,
შესაბამისად, უზმნისწინო ზმნა II-III
სერიებშიც მოკლებულია გეზისა და
ორიენტაციის გამოხატვის საშუალებას.
6. ასპექტი გარჩეულია III სერიის ფორმებსა და
სახელზმნებშიც.
ასპექტის სისტემის შეცვლამ
გამოიწვია მთელი რიგი
ცვლილებებისა ქართული ენის
მორფოლოგიაში:
7. ძველი ქართულის გავლენით ზოგიერთი ზმნა,
მათი სემანტიკიდან გამომდინარე
(უზმნისწინოდაც სრულ ასპექტს
გამოხატავენ), გადაირიცხა მყოფადში, მაგ.,
იტყვის, ნახავს, ჰკითხავს, იხილავს... ეს
ზმნები წყვეტილშიც სრული ასპექტისაა: თქვა,
ნახა, ჰკითხა, იხილა, უთხრა... ზ. ჭუმბურიძე ამ
ტიპის ზმნებში ასპექტს უწოდებს
მოქმედების სახეს. აწმყოში
დაცარიელებული ადგილი, ძირითადად,
მიმღეობაზე დაყრდნობილმა ფორმებმა
შეავსო: ნახულობს, კითხულობს...
აქტი
აქტი არის კატეგორია, რომელიც
გვიჩვენებს, რომ ზმნით გამოხატულ
მოქმედებას მოუბარი შეესწრო, თუ არა

აქტი

ნახულ უნახავ
ი ი
ნახულ მოქმედებას ძველ ქართულში თავისი მწკრივები
არა აქვს (წერდა, დაწერა, დაწერის), უნახავს კი აქვს. ის
გამოიხატება III სერიის ფორმებით:
დაუწერიეს, დაუხატიეს, მოუკლავს
გზისობა
გზისობა არის კატეგორია, რომელიც
გვიჩვენებს ზმნით გამოხატული მოქმედების
ჯერობას

გზისობა

მრავალგზის
ერთგზისი

მრავალგზის მოქმედებას ძველ ქართულში
ხოლმეობითის მწკრივები გამოხატვადნენ,
კერძოდ:

 აწმყოს ხოლმეობითი – წერნ


(შდრ. ერთგზისი - წერს)
 უწყვეტლის ხოლმეობითი –
წერდის (შდრ. ერთგზისი წერდა)
 II ხოლმეობითი – დაწერის (შდრ.
ერთგზისი დაწერა)
 III ხოლმეობითი - დაეწერის (შდრ.
ერთგზისი დაეწერა)
თანმიმდევრ
ობა
თანამიმდევრობა

 ეს არის ზმნის შესაძლებლობა,


გამოხატოს მოქმედებათა
მიმდევრობა დროში.
 ორი მოქმედებიდან ერთი
შეიძლება უსწრებდეს მეორეს, ან
მოსდევდეს, ან თანადროული,
სინქრონული იყოს.
თანამიმდევრობა
 უწინარესობა-შემდგომობა
კარგად არის გარჩეული წარსული
დროის ფორმებში.
 უწინარესი მოქმედება II
თურმეობითით გადმოიცემა.
და ვითარცა შევიდა, პოვა, რამეთუ ცოლსა მისსა
წარეღო ყოველი მონაგები თჳსი და ლტოლვილ იყო,
ყრმაჲ ჩჩჳლი მწოვარი, შვილი თჳსი, დაეგდო მარტოჲ
სახლსა შინა (კიმენი I, 327,16)

You might also like