You are on page 1of 29

დრო და კილო

კილო
ზმნის კილო სამია:
თხრობითი, კავშირებითი და
ბრძანებითი
 თხრობითი კილო გამოხატავს ზმნით
აღნიშნულ მოქმედებას, რომელიც ხდება,
მოხდა ან მოხდება (წერს, დაწერა, წეროს). მას
აქვს სამივე დრო.

 კავშირებითი კილო გამოხატავს


მოქმედებას, რომელიც სასურველია მოხდეს.
ძველ ქართულში კავშირებითი კილო
მომავალი დროის გამოხატვის ძირითადი
საშუალებაა: წერდეს, წეროს (დაწერს).

 ბრძანებითი კილო გამოხატავს მოქმედებას,


რომელიც მთქმელის სურვილით, უნდა
შესრულდეს.
ბრძანებითი კილოს ორი ფორმა
არსებობს: წართქმითი და უკუთქმითი
 წართქმითი ბრძანებითი გვიჩვენებს, რომ
ზმნით გამოხატული მოქმედება უნდა
შესრულდეს. მის გადმოსაცემად ძველ
ქართულში იყო ორი მწკრივი: I ბრძანებითი
და II ბრძანებითი.
 უკუთქმითი ბრძანებითი გვიჩვენებს, რომ
ზმნით გამოხატული მოქმედება არ უნდა
შესრულდეს. მის გადმოსაცემად ზმნურ
ფორმას დაერთვის ნუ და არა ნაწილაკები. ნუ
ნაწილაკი ახლავს ახლანდელი დროის
ფორმას (ნუ იყოფინ!), არა - კავშირებითს (არა
წერდეს, არა დაწეროს).
 ბრძანებითს აქვს მხოლოდ ორი დრო:
იშვიათად ახლანდელი, ჩვეულებრივ
ახალი ქართული ძველი ქართული

I სერია I სერია
აწმყო (რას ვშრები?) ვწერ, წერ, წერს აწმყო (რას ვშრები?) ვწერ / დავწერ, დასწერ, დასწერს
უწყვეტელი (რას ვშვრებოდი?) ვწერდი, სწერდი, აწმყოს ხოლმეობითი (რას ვშვრები ხოლმე?)
წერდა წერნ / დაწერნ, დაწერედ, დასწერედ
აწმყოს კავშირებითი (რას ვშვრებოდე?) ვწერდე, უწყვეტელი (რას ვშვრებოდი?) ვწერდ(ი) /
წერდე. წერეს დავწერდ(ი), დაწერდი, წერდა, წერდეს
მყოფადი (რას ვიზამ?) დავწერ, დაწერდი, დაწერდეს უწყვეტლის ხოლმეობითი (რას ვშვრებოდი
ხოლმე?)
ვწერდი/დავწერდი,დაწერდი, დაწერდის, წერდიან
ხოლმეობით-შედეგობითი (რას ვიზამდი?) I ბრძანებითი (რას უნდა შვრებოდე?) წერდინ,
დავწერდი, დაწერდი, დაწერდა წერდით, წერდეთ
მყოფადის კავშირებითი (რას ვიზამდე?) I კავშირებითი (რას ვშვრებოდე?)
დავწერდე, დაწერდე, დაწერდეს ვწერდე/დავსწერდე, სწერდე, წერდეს, წერდენ
II სერია II სერია
წყვეტილი (რა ვქენი?) დავწერე, დაწერე, დაწერა წყვეტილი (რა ვქენი?) ვწერე,//დავწერე, წერა//
დაწერა
II კავშირებითი (რა ვქნა?) დავწერო, დაწერო. II ბრძანებითი (რა უნდა ქნა?) წერე/დაწერე,
დაწეროს წერენ//დაწერენ, წერეთ, წედედ
II ხოლმეობითი (რას ვქნა ხოლმე?)
ვწერი//დავწერი, წერის, წერით, წერიან
II კავშირებითი (რა ვქნა?) ვწერო//დავწერო,
წეროს, ვწეროთ, წერონ
III სერია III სერია
I თურმეობითი (რა მიქნია?) დამიწერია, დაგიწერია, I თურმეობითი (რა მიქნია?) მიწერიეს, გიწერიეს,
დაუწერია უწერიეს
II თურმეობითი (რა მექნა?) დამეწრა, დაგეწერა, II თურმეობითი (რა მექნა?) მეწერა, გეწერა, ეწერა
დაეწერა
III კავშირებითი (რა მექნას?) III კავშირებითი (რა მექნას?) მეწეროს, გეწეროს,
დრო
ძველ ქართულში დრო უღლების კატეგორიაა.
იგი გვიჩვენებს მიმართებას ზმნით გამოხატულ
მოქმედებასა და უბნობის მომენტს შორის.

დრო

წარსული მომავალი
ახლანდელი
(დგა, ქმნა) (დგეს, ქმნეს)
(დგას, იქმს)
დრო
 ახლანდელია დრო, თუ მოქმედების
მომენტი უბნობისას ემთხვევა (დგას,
იქმს, წერს, დახწერს...)

 წარსულია დრო, თუ მოქმედების


მომენტი უბნობისას უსწრებს (დგა,
ქმნა, წერა, წერდა...)

 მომავალია დრო, თუ მოქმედების


მომენტი უბნობისას მოსდევს (დგეს,
ქმნეს, წერდეს, წეროს...)
ზოგადი დრო / უდროო
ფორმები
 ძველ ქართულში არის ისეთი ფორმები, რომლებიც
არ გამოხატავენ კონკრეტულ დროს.
 ზოგჯერ აწმყოს მწკრივით გამოხატულია მოქმედება,
რომელიც კონკრეტული დროული გაგებისაგან
დაცლილია, ხდება საზოგადოდ, ანუ ესაა ზოგადი
დრო, ამგვარ ფორმებს უდროოსაც უწოდებენ.

მაგალითები:
 რომელი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე (ჰგიეს -
ყოფნა)
 რომელი პირველითგანვე არს და აცხოვნებს
ყოველსა სოფელსა.
ძველ ქართულში:

 დროის კატეგორიას
მორფოლოგიური მარკერი არ
მოეპოვება.

 ამა თუ იმ დროის გაგებას ზმნის


მთლიანი ფორმა იძლევა.
მყოფადის გამოხატვა ახალ
ქართულში
 თუ ახალ ქართულში მყოფადის
(მომავალი დროის) გამოხატვა
ზმნისწინს აკისრია (წერს – და-
წერს), ძველ ქართულში
განსხვავებული ვითარებაა.
 დროის გამოხატვა არ არის
ზმნისწინის პირველადი ფუნქცია.
 ზმნისწინის თავდაპირველ
ფუნქციას მიმართულების
აღნიშვნა წარმოადგენდა.
მომავალი დროის გამოხატვის
საშუალებები ძველ ქართულში

 ძველ ქართულში თხრობითი კილოს


მომავალი დროის გამოხატვის პირველი
და ძირითადი საშუალება იყო
კავშირებითის მწკრივები.
 ძველ ქართულში ამ ფუნქციით, ძირითადად,
ორი მწკრივი იხმარებოდა: I კავშირებითი და
II კავშირებითი:
 I კავშირებითი გამოიყენებოდა უსრული
ასპექტის, II კავშირებითი კი - სრული
ასპექტის მომავალი დროის მოქმედების
გამოსახატავად (უფრო ინტენსიურად)

ვსწერდე//დავსწერდე (=დავწერ, ვწერ მომავალში) – I


კავშ.
ვწერო//დავწერო (=დავწერ) – II კავშირებითი
ახალ ქართულში კავშირებითის
ოთხი მწკრივია:

• აწმყოს კავშირებითი
• მყოფადის კავშირებითი
• II კავშირებითი და
• III კავშირებითი

 აქედან მყოფადის კავშირებითი,


რომელიც მყოფადის მწკრივისაგან
იწარმოება, ძველში არც გვქონდა, ამიტომ
მყოფადის გამოხატვის ფუნქციით
არასდროს ყოფილა გამოყენებული.
 III სერიის ფორმები კი საერთოდ
შედარებით გვიანაა ჩამოყალიბებული,
ამიტომ ვერც III კავშირებითს
დაეკისრებოდა ეს ფუნქცია.
თხრობითი კილოს მომავალი დროის
გამოსახატავად II კავშირებითი
გაცილებით ხშირად იხმარებოდა, ვიდრე I
კავშირებითი
 მაგალითები:
ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და ჰსწყუროდის
სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ.

 დააკვირდით:
ამ წინადადებაში თხრობითი კილოს მომავალი დროის
გადმოსაცემად გამოყენებულია როგორც უსრული
ასპექტის მქონე I კავშირებითის (ჰშიოდის = ეშიება,
ჰსწყუროდის = ეწყურება), ისე II კავშირებითის
სრული ასპექტის მქონე ფორმები (იყვნენ =
იქნებიან, განძღენ = განძღებიან).

და აწ დამტკიცებულად გითხრა (=გეტყვით, II კავშ.)


თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა
შუშანიკისი.
კავშირებითის მწკრივთა ძირითადი
დანიშნულება ძველ ქართულში (და
ახალშიც) კავშირებითი კილოს
გადმოცემა იყო.
დააკვირდით:
კავშირებითის მწკრივებით გადმოცემული
მოქმედება ძველადაც და ახლაც უფრო
მომავალ დროს, მომავალში შესასრულებელ
მოქმედებას გულისხმობს:

მაგალითად:
მინდა, რომ ვწერდე,ვაკეთებდე (აწმყ. კავშ.)
მინდა რომ ვისწავლო, ვაკეთო (II კავშ.).

თხრობითი კილოს მომავალი დროის გამოხატვის


ფუნქცია (დამატებითი ფუნქცია) მათ შეთავსებული
ჰქონდათ.
როგორ განვასხვაოთ, როდის აქვს ასეთ
ფორმებს თხრობითი კილოს გაგება და
როდის კავშირებითისა?
გარჩევის წესი:
1. შინაარსობრივი მხარე (ახალ ქართულთან შედარება)
2. ფორმალური მხარე (გარკვეული კავშირების
გამოყენება)
 თუ კავშირებითით გამოხატული ფორმის შინაარსი ახალ
ქართულში მყოფადის მწკრივით გადმოიცა, კილო
თხრობითია (თხრობითი კილოს მომავალი დრო)
 თუ ძველი ქართულის კავშირებითი ახალშიც კავშირებითის
ფორმით გადმოდის, კილო კავშირებითია.

მაგალითები:
მიგცნე (=მოგცემ) შენ ათნი მცნებანი (თხრობ. კილო)
რომელმან აღიმაღლოს (=აიმაღლებს) თავი თჳსი, იგი
დამდაბლდეს (=დამდაბლდება). (თხრობ. კილო)
„ეძიებდეთ და ჰპოვოთ“ (=ეძიეთ და იპოვით) - თხრობითია.

შდრ.: მითხართ მე, რაჲთა მეცა მივიდე (=რომ მივიდე) (კავშ. კილო)
როდის გამოხატავს კავშირებითის
მწკრივები კავშირებით კილოს
და როდის თხრობითს - ამის გარჩევაში
გვეხმარება
 გარკვეული კავშირების გამოყენება.
 თუ გვაქვს რაჲთა, ნუუკუე (=ვაითუ), უკუეთუ (=თუკი),
კავშირები, მაშინ კილოც კავშირებითია,
 თუ არა გვაქვს – თხრობითია.

თუმცა ზოგჯერ უკუეთუ კავშირითაც შეიძლება იყოს


გადმოცემული თხრობითი კილო:
მაგალითად:
„უკუეთუ განჰკურნო მთავარი ესე, განგამდიდრო“ - ორივე ზმნა
თხრობითი კილოს ფორმაა.
ukueTu ganmiteo (=Tu gamiSveb), migcne (=mogcem) Sen samni
mcnebani. (Txrob. kilo)
 დაიმახსოვრეთ: რაჲთა კავშირთან კილო ყოველთვის
კავშირებითია.
რაჲთა ვპოო ცხორებაჲ საუკუნოჲ
შეადარეთ:
თხრობითი კილო კავშირებითი კილო

ჭამოს (=შეჭამს) რაჲთა ჭამოს (=რომ ჭამოს)

არარაჲ აქუს, რაჲთა ჭამონ


მოიღოს პური და ჭამოს იგი
(=რომ ჭამონ)
მარტომან

ცნას (=გაიგებს) ნუუკუე ცნას (=ვაითუ


გაიგოს)
ვერავინ ცნას საიდუმლოჲ იგი მისი
ნუუკუე ცნას (=ვაითუ გაიგოს) და
მომკლას (=მომკლას) მე?!
ძველ ქართულში თხრობითი კილოს
მომავალი დროის გამოსახატავად
არსებობდა მეორე საშუალებაც –აღწერითი
წარმოება (მასდარული კონსტრუქცია)
 გამოყენებული იყო საუღლებელი ზმნის
ვითარებითში დასმული საწყისი + ყოფა მეშველი
ზმნა აწმყოს მწკრივის ფორმით (ვარ,ხარ,არს...)
მოსლვად ვარ = მოვალ; შობად არს = დაიბადება.
 ასეთი მომავალი დრო შინაარსობრივად
განსხვავებული იყო, კერძოდ, კატეგორიულობის
ნიუანსი ჰქონდა: გამოხატავდა ისეთ მოქმედების
დროს, რომელიც აუცილებლად მოხდებოდა, ამიტომ
მას კატეგორიულ მომავალს უწოდებენ (ა. შანიძემ
უწოდა „უნდაობითი“)
მაგალითები:
„ძჱ კაცისაჲ მოსლვად არს“ (ძე კაცისა მოვა)
„მე აქ არღარა მოქცევად ვარ“ (მე აქ აღარ მოვალ);
„ღუაწლსა დიდსა შესლვად ხარ (=შეხვალ),
დედოფალო“
„სადა შობად არს (=უნდა იშვეს) ქრისტე?“
თხრობითი კილოს მომავალი დროის
გამოხატვა აღწერითი წარმოების მეშვეობით
(მასდარული კონსტრუქცია)
 ორპირიან ფორმებში მეშველი ზმნის
ფუნქციით გამოიყენებოდა მიც (=მაქვს),
გიც, უც (თუ სუბიექტი მხოლობით
რიცხვშია)
 ან მისხენ, გისხენ, უსხენ (თუ სუბიექტი
მრავლობითშია)
„შეყუარებად უც (=შეუყვარდება) მას კეთილი
სარწმუნოებაჲ ქრისტჱს ღმრთისაჲ და მოძულებად
უსხენ (=მოსძულდებიან) კერპნი ჴელით-ქმნულნი“.
შენიშვნა: უც რიცხვში მონაცვლე ზმნაა: უც/უსხენ.
თხრობითი კილოს მომავალი დროის
გამოხატვა აღწერითი წარმოების
მეშვეობით
(მასდარული კონსტრუქცია)
 ძველ ქართულშივე აღწერით მოდელში
ხდება გარკვეული ცვლილება, მასდარი
იცვლება მიმღეობით, ძირითადად,
მომავალი დროის მიმღეობით.
„მომავალ არს ლავრასა ზედა ფრიადი მწუხარებაჲ“
„ორასსა მარჩილსა მისაცემსა ვარ“
 შემდეგ უკვე მიმღეობასთან ნახმარი
მეშველი ზმნა შეიძლებოდა კავშირებითის
მწკრივითაც გადმოცემულიყო:
„ორასი მარჩილის მიმცემი ვიყო“ (II კავშ.).
თხრობითი კილოს მომავალი
დროის გამოხატვა ძველ
ქართულში
 ძველი ქართულის ძეგლთა სხვადასხვა რედაქციაში
მყოფადის გადმოცემისას ზოგჯერ ერთმანეთს
ენაცვლება კავშირებითი და მასდარული
კონსტრუქცია:
– დაჰბრკოლდეთ // დაბრკოლებად ხართ
– იყოს // ყოფად არს

 მყოფადის გადმოსაცემად მასდარული


კონსტრუქციის გამოყენება ქართულისთვის არაა
ორგანული (ბერძნულის გავლენაა), ძველ
ქათულშივე შედარებით ახალი წარმონაქმნი ჩანს და
ისე გავიდა ხმარებიდან, მისი კვალიც აღარ შერჩა
ახალ ქართულს.
მესამე, ახალი საშუალება მყოფადის
გამოხატვისა იყო თხრობითი კილოს
ზმნისწინიანი ფორმები
 ზმნისწინისთვის ეს ფუნქცია მეორეულია და
უკავშირდება მისი მოქმედების არის გაფართოებას და
სრული ასპექტის გამოხატვის უნარს.
 სანამ ზმნისწინი ამ ფუნქციით აღიჭურვებოდა, აწმყოს
ზმნისწინიანი ფორმები დროის მიხედვით ახლანდელი
იყო: წარ-ვალს (=მიდის), შე-ვჰკრებ (=ვკრებ), და-ხწერს
(=წერს)...
 ძველ ქართულში მყოფადის ზმნისწინიანი წარმოება
მეტად იშვიათია, გვაქვს ჩანასახის სახით, თუმცა უკვე
ხანმეტ ტექსტებში იჩენს თავს.
 XI საუკუნიდან ამგვარი წარმოება აშკარად
მატულობს, თუმცა მომავალი დროის გამოხატვის
ძირითად საშუალებად ერთხანს კვლავ კავშირებითის
მწკრივები რჩება.
 ახლებური წარმოება საბოლოოდ მკვიდრდება საშუალ
ქართულში.
ძველი წარმოებიდან ახალზე გადასვლა ერთბაშად არ
მომხდარა. თავდაპირველად პარალელურად იხმარებოდა
მყოფადის გამოხატვის ორივე საშუალება (ძველიც და
ახალიც)
 გვაქვს ერთი და იმავე ძეგლის
სხვადასხვა რედაქცია, რომლებშიც
დასტურდება მყოფადის პარალელური
წარმოება, მაგ.:
„დავსცე მწყემსი და განიბნინენ
ცხოვარნი“ (მყოფადი გამოხატულია ძველი
საშუალებით, II კავშირებითის მწკრივებით).
„დავსცემ მწყემსსა და განიბნინენ
ცხოვარნი“ (მყოფადი გამოხატულია ახალი
საშუალებით, მყოფადის მწკრივით).
რატომ, როგორ და სად უნდა შეეძინა
თხრობითი კილოს ზმნისწინიან ფორმებს
მომავალი დროის გაგება?
 წერილობითი ძეგლების შესწავლამ აჩვენა,
რომ ყველაზე ხშირად ძველ ქართულში
თხრობითის ზმნისწინიანი ფორმა მომავლის
გაგებით გვაქვს უარყოფით ნაწილაკებთან
(აკრძალვითთან).
 ამიტომ თხრობითი კილოს ზმნისწინიან
ფორმებს მომავალი დროის გაგება
პირველად სწორედ ნუ ნაწილაკიანი
უკუთქმითი ბრძანებითის აწმყოს
მწკრივის ფორმებში უნდა შეეძინა.
 ვინაიდან ბრძანებითი კილო გულისხმობს
უბნობის მომენტის შემდეგ შესასრულებელ
მოქმედებას, სწორედ აქ უნდა შეეძინა
ზმნისწინიან ფორმას მომავალი დროის
გაგება. შემდეგ იგი ზმნისწინიანი აწმყოს
თხრობითი კილოს ფორმებზეც გავრცელდა.
ამ ტიპის ფორმები ძველ ქართულში
საკმაოდაა:

 ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა.


 ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა,
ნუცა დაუგებთ მარგალიტთა
ღორთა.
 ნუ წარსწყმედ სახლსა ამას
სადედოფლოსა!
მყოფადის ახლებურად
გამოხატვის დამკვიდრება
 „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“: „ბასილო,
მოკლედ შენ ხანძთას მამასახლისად დასდგები”.
 მყოფადის მწკრივის დამკვიდრებას სალიტერატურო
ქართულში ხელი შეუწყო საერო მწერლობამ,
რომელიც ნაკლებად იყო შეზღუდული ძველი
გრამატიკული ნორმებით და ცოცხალ სასაუბრო
მეტყველებას ემყარებოდა.
 „ვეფხისტყაოსანში“, რომელიც საშუალი
ქართულის ძეგლია, მომავალი დროის თხრობითი
კილოს აღსანიშნავად ორივე წარმოება გვხვდება,
კავშირებითის ფორმები მაინც უფრო სჭარბობს,
თუმცა არც მყოფადია იშვიათი.
 უფრო მეტიც, თვით ერთი და იმავე სტრიქონის
ფარგლებში, პოეტური სტრუქტურის
მოთხოვნისამებრ, შეიძლება ორივე წარმოება
დასტურდებოდეს.
მაგალითები
„ვეფხისტყაოსნიდან“
 „ვივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო,
ვუძღვნა ძღვენი“.
პირველი სამი ფორმა მყოფადის მწრივშია , ბოლო
ორი - II კავშირებითში . მოგვყავს ახლებუ რი მყოფადის
(მყოფადის მწკრივის )
 სხვა მაგალითები „ვეფხისტყაოსნიდან“:
„რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და
შევიყვარებ“
„უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ
დანასა“
„შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი
კვესითა“

 XI-XIII საუკუნეებში აწმყოს ზმნისწინიანმა ფორმებმა


თანდათან დაკარგეს ახლანდელი დროის გაგება და
გამოყენებულ იქნენ მომავალი დროის თხრობითი
კილოს აღსანიშნავად.
 ამგვარად, მყოფადი უკვე დამოუკიდებელ
შევაჯამოთ:
მომავალი დრო ძველ ქართულში
გამოიხატება:
1. კავშირებითი კილოს ფორმებით:
ვწერო, დავწერო, განგიტეო..
ნეტარ იყვნენ (=იქნებიან) გლახაკნი სულითა,
ტანჯუაჲ დიდი მოიწიოს (=მოიწევა) შენ ზედა,
მზჱ დაბნელდეს და მთვარემან არა გამოსცეს ნათელი

2 .აღწერითად – (სახელზმნა + მოდალური ზმნა) ვითარებითში დასმული


საწყისის ან მიმღეობის და მეშველი ზმნის შეერთებით
ე.წ.კატეგორიული მომავალი (ა.შანიძემ უწოდა უნდაობითი).
ძე კაცისა მოსლვად არს, შობად არს...

3. ზმნისწიანი ფორმებით
დავცსე (=დავსცემ) მწყემსნი და განიბნინენ (= განიბმნევიან)
ცხოვარნი .
მოვალს ჟამი, ოდეს ...= მოვა დრო. როცა... (ზმნისწინით)
იყოს ჟამი, ოდეს ... = იქნება (მოვა) დრო, როცა (კავშირებითით)

XI საუკუნიდან მოხშირებულია მომავლის გაგებით ზმნისწინიანი


ფორმების ხმარება. ე. წ. ახალი წარმოება უკუეთუ მოხვიდე,
განგიღებ

You might also like