You are on page 1of 5

13. სათავისო მოქმედება; სასხვისო მოქმედება.

ვნახოთ, როგორ არის განმარტებული ერთი რიგის ზმნები ქეგლ-ის მიხედვით; ეს


ზმნები ორ ჯგუფად დავყოთ:

ა)

იკეთებ-ს აკეთებს თავისას ან თავისთვის.

[გუგული] თავის დღეში ბუდეს არ იკეთებს (თ. რაზიკ.). „იცი, რას


გეტყვი? აი, სახლის წინ რომ ყვავილების ბაღს იკეთებ, მოდი
გიორგისაც დაეკითხე ხოლმე“ (ილია);

იშენებ-ს  აშენებს თავისას ან თავისთვის. 

ქარხნის მუშები კოტეჯებს იშენებენ.  გურული


სადგომად იშენებს ფიცრის სახლს (ი. გოგებ.). თუ [არწივს] ბინა ვაკე
ტყეში აქვს, მაშის ბუდეს მაღალსა და მიუდგომელ ხეებზე იშენებს (ი.
გოგებ.). 

იმზადებ-ს ამზადებს თავისთვის, – იკეთებს.

ყველა თავის საქმეს აკეთებს, ზამთრის საზრდოს იმზადებს (ვაჟა).


ყველას ცეცხლები დაენთო და ზედ ქვაბები ეკიდა, სადილს
იმზადებდნენ (ვაჟა). ბაბო ნელ-ნელა იმზადებდა მზითევს (ეკ. გაბ.).

იდუღებ-ს ადუღებს თავისთვის.

წყალს იდუღებს. 

იხატავ-ს ხატავს თავისთვის. 

[ნაცარქექია] იხატავდა წარსულ დროს, იგონებდა წინაპრებს (აკაკი).

იწერ-ს  წერს თავისთვის, – ინიშნავს.


1
რასაც ფშაველები ამ დროს ლექსებს თუ ანდაზებს
ამბობდნენ, ...ჩუმად ვიწერდი პატარა რვეულში (ვაჟა). კრების
დასასრულს ჯგუფის ორგანიზატორი დღიურში იწერს მოკლე
ანგარიშს („ახ. კომ.“). 

ირეცხავ-ს  რეცხავს თავისას ან თავისთვის. 

წინდებს ირეცხავს.

იღებავ-ს ღებავს ან აღებვინებს თავისას. 

კაბას იღებავს. – [თინათინი] იღებავდა თმას (ე. ნინოშ.).

ბ)

უკეთებ-ს აკეთებს მისას ან მისთვის, – უქმნის, უმზადებს. 

[ჩალხო] ხან კოდავდა წისქვილს პატარა ფოლადის კვერით, ხან


ბორბალს ფრთებს უკეთებდა, ხან წყალს უგდებდა (ვაჟა). უჯრებს,
სადაც თაფლს აგროვებენ, [ფუტკრები] უკეთებენ ფიჭის სახურავსა (ი.
გოგებ.).

უშენებ-ს აშენებს მისას ან მისთვის, – უგებს. 

ვახტანგმა... ფარნა თბილისში ჩამოიწვია და ფარნა


ახლა უშენებს თბილისს (გ. ლეონ.).

უმზადებ-ს ამზადებს მისთვის. 

მსახური დიამბეგს საუზმეს უმზადებდა (ვაჟა). მაკრინე...


უკერავს საცვლებს, უმზადებს ოთახს [მიტოს] (ეკ. გაბ.).

უდუღებ-ს ადუღებს მისას ან მისთვის. 

ავადმყოფს რძეს უდუღებს. – ბავშვს ფაფას უდუღებს. –


მკითხავები და მკურნალები... ბალახ-ბულახს უდუღებენ [ეთერს] (შ.
არაგვ.). 

2
უხატავ-ს ხატავს მისას ან მისთვის. 

დავწექ, დედა დამესიზმრა, მიხატავდა მზეს და ბაღნარს (გ. კაჭახ.).


|| ფიგურ. [ონისეს] ოცნება უხატავდა გაბრწყინვებულ სურათებს (ა.
ყაზბ.).

უწერ-ს წერს მისას ან მისთვის.

ათანასე... აწერდა ხელს... წერილებს, რომელთაც ერთი დიაკვანი


უწერდა (ე.ნინოშ.). პატრიოტი ქალები...დაჭრილებს უწერენ
წერილებს („კომ.“).

ურეცხ[ავ]-ს რეცხავს მისას.

ნენე ორ დიდ უბანს ქალაქისას უცხობდა პურსა და ურეცხავდა


სარეცხს (ს. მგალობ.). [სალომე] გამგეს... სარეცხს ურეცხდა (ვ. ბარნ.).

უღებავ-ს ღებავს მისას ან მისთვის. 

კაბას უღებავს. – იატაკს უღებავს.

 პირველი რიგის ფორმებში ჩანს, რომ სუბიექტური პირი მოქმედებს


თავისთვის, სათავისოდ;
 მეორე რიგის ფორმებში ჩანს, რომ სუბიექტური პირი მოქმედებს სხვისთვის,
სასხვისოდ;

ამოსავალი სწორედ სუბიექტური პირია: თავისთვის ასრულებს ის მოქმედებას თუ


სხვა პირისთვის.

3
აქედან გამომდინარე, პირველი რიგის ფორმებს სათავისო
მოქმედების ფორმები შეიძლება ვუწოდოთ (სპეციალურ
ლიტერატურაში მათ სათავისო ქცევის ფორმებს უწოდებენ);

მეორე რიგის ფორმებს სასხვისო მოქმედების ფორმები


შეიძლება ვუწოდოთ (სპეციალურ ლიტერატურაში მათ სასხვისო
ქცევის ფორმებს უწოდებენ);

როგორ ხდება ამ შინაარსის გრამატიკულად გამოხატვა?

სათავისო მოქმედების ფორმებს ი- თავსართი აძლევს სათანადო მნიშვნელობას;

ეს ი- ყველა პირშია წარმოდგენილი;

სასხვისო მოქმედების ფორმებში ი-/უ- მონაცვლეობა გვაქვს:

პირველ-მეორე პირში გვაქვს ი-, მესამეში - უ-.

თუ არც სათავისო მოქმედებაა გამოხატული და არც სასხვისო, მოქმედება


ნეიტრალურია. აკეთებს, ხატავს, წერს, აშენებს... ამგვარი ნეიტრალური ფორმებია, - აქ
მოქმედება ისე სრულდება, რომ მისი ადრესატი არ ჩანს, მას ადრესატი არ გააჩნია, არ ჩანს,
ვისთვის ხდება მოქმედება, ვისთვის არის განკუთვნილი მოქმედების შედეგი.

სათავისო მოქმედების გამოხატვა პირების მიხედვით

ვ-ი-შენებ მე (კაცი) მას (სახლს) ვ-ი-შენებ-თ ჩვენ (კაცები) მას (სახლს)

4
ი-შენებ შენ (კაცი) მას (სახლს) ი-შენებ-თ თქვენ (კაცები) მას (სახლს)

ი-შენებ-ს ის (კაცი) მას (სახლს) ი-შენებ ისინი (კაცები) მას (სახლს)

სასხვისო მოქმედების გამოხატვა პირების მიხედვით

ვ-უ-შენებ მე (კაცი) მას (სახლს) ვ-უ-შენებ-თ ჩვენ (კაცები) მას (სახლს)

უ-შენებ შენ (კაცი) მას (სახლს) უ-შენებ-თ თქვენ (კაცები) მას (სახლს)

უ-შენებ-ს ის (კაცი) მას (სახლს) უ-შენებ-ენ ისინი (კაცები) მას (სახლს)

ან ასე:

სასხვისო ქცევის გამოხატვა პირების მიხედვით

მ-ი-შენებ-ს ის (კაცი) მე გვ-ი-შენებ-ს ის (კაცი) ჩვენ


(კლიენტს) მას (სახლს) (კლიენტებს) მას (სახლს)

გ-ი-შენებ-ს ის (კაცი) შენ გ-ი-შენებ-თ ის (კაცი) თქვენ


(კლიენტს) მას (სახლს) (კლიენტებს) მას (სახლს)

უ-შენებ-ს ის (კაცი) მას უ-შენებ-ს ის (კაცი) მათ (კლიენტებს)


(კლიენტს) მას (სახლს) მას (სახლს)

You might also like