You are on page 1of 5

ლექცია 2.

მოქმედი პირის გამოხატვა ზმნაში

მოქმედ პირს სუბიექტური ჰქვია, სამოქმედოს – ობიექტური.


ორპირიან ზმნაში ერთი პირი სუბიექტურია, მეორე – ობიექტური. მაგ., ვხატავ
ფორმაში პირველი პირია სუბიექტური, მესამე – ობიექტური.
ერთპირიან ზმნაში წამოდგენილია მხოლოდ სუბიექტური პირი (პირველი, მეორე ან
მესამე): ვდგები მე, დგები შენ, დგება ის.
სამპირიან ზმნაში ერთი პირი სუბიექტურია, ორი – ობიექტური. მაგ., დაგიხატე (მე შენ
ის) ფორმაში პირველი პირი სუბიექტურია, მეორე და მესამე – ობიექტური. დამიხატე შენ
მე ის: მეორე პირია სუბიექტური, პირველი და მესამე – ობიექტური. დაუხატა მან მას ის:
სამივე პირი მესამეა. ამათგან ერთი (მან) სუბიექტურია, ორი (მას ის) – ობიექტური.

როგორ გამოვიცნოთ, რომ პირი აქტიურია, სუბიექტურია? ასეთი პირი სათანადოდ


გამოიხატება:
ვ-თი ზმნაში გამოიხატება აქტიური, მოქმედი, სუბიექტური პირველი პირი.

მეორე აქტიურ პირს არანაირი ნიშანი არ სჭირდება, – საკმარისია პირველი პირის


ფორმას ვ- ჩამოვაცილოთ და მეორე პირის ფორმას მივიღებთ:

ნიმუშები:

აკეთებ შენ მას (საქმეს) ჭამ შენ მას (მსხალს)


აღებ შენ მას (კარს) ბარავ შენ მას (მიწას)
ამზადებ შენ მას (საუზმეს) თესავ შენ მას (კიტრს)
ღებავ შენ მას (ფანჯარას) ხატავ შენ მას (ძაღლს)
წერ შენ მას (წერილს) ჭრი შენ მას (პურს)...

მესამე აქტიური პირის გამოხატვა უფრო რთულად ხდება, – იმის გამო, რომ
სხვადასხვა გრამატიკულ სიტუაციაში ამ პირის აღნიშვნა სხვადასხვა ნიშნით გამოიხატება;
ეს ნიშნებია: -ს, -ა, -ო ბოლოსართები.
ნიმუშები:
აკეთებ-ს ის (კაცი) მას (საქმეს)
აღებ-ს ის (კაცი) მას (კარს)
ამზადებ-ს ის (კაცი) მას (საუზმეს)
ღებავ-ს ის (კაცი) მას ფანჯარას)
წერ-ს ის (კაცი) მას (წერილს)

ჭამ-ს ის (კაცი) მას (მსხალს)


ბარავ-ს ის (კაცი) მას (მიწას)
თესავ-ს ის (კაცი) მას (კიტრს)
ხატავ-ს ის (კაცი) მას (ძაღლს)
ჭრი-ს ის (კაცი) მას (პურს)...
გააკეთ-ა მან (კაცმა) ის (საქმე
მოამზად-ა მან (კაცმა) ის (საუზმე)
შეღებ-ა მან (კაცმა) ის (ფანჯარა)
დაწერ-ა მან (კაცმა) ის (წერილი)
შეჭამ-ა მან (კაცმა) ის (მსხალი)

დაბარ-ა მან (კაცმა) ის (მიწა)


დათეს-ა მან (კაცმა) ის (კიტრი)
დახატ-ა მან (კაცმა) ის (ძაღლი)
დაჭრ-ა მან (კაცმა ის (პური)
გააჩერ-ა მან (კაცმა ) ის ( მანქანა)

გააღ-ო მან (კაცმა) ის (ფანჯარა)


შეაქ-ო მან (კაცმა) ის (ბავშვი)
დარგ-ო მან (კაცმა) ის (ნერგი)
წაიღ-ო მან (კაცმა) ის (წიგნი)
დააგდ-ო მან (კაცმა) ის (სიგარეტი)

მოიგ-ო მან (კაცმა) ის (თამაში)


გაიგ-ო მან (კაცმა) ის (ამბავი)
დაანთ-ო მან (კაცმა) ის (ცეცხლი)
გაართ-ო მან (კაცმა) ის (ბავშვი)
დად-ო მან (კაცმა) ის (წიგნი)

სახელობითი ბრუნვის ფუნქციებზე მსჯელობისას არ იყო დასახელებული მისი


ყველა ფუნქცია.
ასევე არ იყო წარმოდგენილი მიცემითი ბრუნვის სრული ფუნქციური დახასიათება.

მოთხრობით ბრუნვაზე ითქვა, რომ მისი ერთადერთი ფუნქციაა


სწორედ მოქმედი პირის გამოხატვა.

3
მოქმედი პირის გამომხატველი ასევე შეიძლება იყოს სახელობითი ბრუნვა.

მოქმედი პირის გამომხატველი ასევე შეიძლება იყოს მიცემითი ბრუნვა.

ა) სახელობითი ბრუნვა მოქმედების შემსრულებლის (ჩამდენის),


მოქმედის ბრუნვაა:

ბავშვი ხატავს სურათს


მოსწავლე წერს დავალებას
მშენებელი აშენებს სახლს...

მიცემით ბრუნვაშია მოქმედი, მოქმედების შემსრულებელი:


მხატვარი ხატავს სურათს - მხატვარმა დახატა სურათი - მხატვარს დაუხატავს
სურათი
მწერალი წერს წიგნს - მწერალმა დაწერა წიგნი - მწერალს დაუწერია წიგნი
მუსიკოსი უკრავს მუსიკას - მუსიკოსმა დაუკრა მუსიკა - მუსიკოსს დაუკრავს
მუსიკა

კაცი ცხოვრობს - კაცმა იცხოვრა - კაცს უცხოვრია


ბავშვი სწავლობს - ბავშვმა ისწავლა - ბავშვს უსწავლია
მუშა მუშაობს - მუშამ იმუშავა - მუშას უმუშავია
მასწავლებელი ლაპარაკობს - მასწავლებელმა ილაპარაკა - მასწავლებელს
ულაპარაკია...

4
ამ შემთხვევაში ლექსიკურადაც და გრამატიკულადაც
თანაბარი ღირებულებისაა სახელობითი,
მოთხრობითი და მიცემითი, - მათ აქვთ ერთი და
იგივე ფუნქცია: სახელობითი = მოთხრობითი =
მიცემითი

You might also like