You are on page 1of 9

ჭიამაიას სკოლა

Trasitive und intransitive Verben – am Beispiel


liegen und legen

ტრანზიტული და ინტრანზიტული ზმნები


liegen და legen მაგალითზე

ზმნის ტრანზიტიულობა - die Transitivität / გარდამავლობა – გვკარნახობს,


რამდენი წევრი უნდა იყოს წინადადებაში, გრამატიკულად სრულყოფილად რომ
ჩაითვალოს. transitive და intransitive Verben / ზმნები იოლად განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან.

მარტივად რომ ავხსნათ:

სრულყოფილი წინადადებისათვის Transitive Verben / გარდამავალ ზმნებს /


ქვემდებარის გარდა (შეიძლება) დასჭირდეთ Akkusativobjet / პირდაპირი
ობიექტი.

Ich stelle das Kind auf den Stuhl.


Der Mann legt das Buch auf den Tisch.
Die Oma setzt die Enkelin in den Kinderwagen.
Sie hängt die Wäsche auf die Leine.
Mein Freund fährt mich zum Bahnhof.

ამ ზმნებს შეუძლია პასიური ფორმის წარმოება, ნიშნავს მოკლედ: ქრება მოქმედი


პირი საერთოდ, პირდაპირი დამატება იკავებს წინადადებაში სუბიექტის ადგილს.
პასივი იწარმოება დამხმარე ზმნით werden და შინაარსის მატარებელი ზმნის
Partizip II-ით. ნახეთ მაგალითებში:

Das Kind wird auf den Stuhl gestellt.


Das Buch wird auf den Tisch gelegt.
Die Enkelin wird in den Kinderwagen gesetzt.
Die Wäsche wird auf die Leine aufgehängt.
Ich werde zum Bahnhof gefahren.

გარდაუვალ ზმნებს / Intrasitive Verben / არ აქვთ Akkusativobjekt.

Ich stehe auf dem Stuhl.


Der Mann liegt im Bett.
Die Enkelin sitzt im Kinderwagen.
Die Wäsche hängt auf der Leine.
Mein Freund fährt zum Bahnhof.
ჭიამაიას სკოლა

ინტრანზიტული ზმნები ვერ აწარმოებენ პასივს, მათ არ გააჩნიათ საამისოდ


საჭირო აკუზატივის ანუ პირდაპირი ობიექტი.

ზოგიერთი ზმნა მსგავსად ჟღერს, მაგრამ ზოგჯერ ტრანზიტულია, ზოგჯერ


ინტრანზიტული. ასეთი ზმნები (მაგალითად hängen და hängen) განსხვავდებიან
თავიანთი ძირითადი ფორმებით. ტრანსიტული ზმნები არიან , როგორც წესი,
რეგულარული ანუ სუსტად აწარმოებენ ძირითად ფორმებს. არატრანზიტულები
არიან არარეგულარული:

transitiv Intransitiv
setzen, setzte, hat gesetzt sitzen, saß, hat gesessen
Die Oma setzt die Enkelin in den Die Enkelin sitzt im Kinderwagen.
Kinderwagen.
stellen, stellte, hat gestellt stehen, stand, hat gestanden
Ich stelle das Kind auf den Stuhl. Ich stehe auf dem Stuhl.

legen, legte, hat gelegt liegen, lag, hat gelegen


Der Mann legt das Buch auf den Tisch. Der Mann liegt im Bett.

hängen, hängte, hat gehängt hängen, hing, hat gehangen


Sie hängt die Wäsche auf die Leine. Die Wäsche hängt auf der Leine.

senken, senkte, hat gesenkt (მაგ. sinken, sank, ist gesunken (ჩაძირვა,
ჩამოწევა, დახრა, ჩაძირვა) დაწევა მაგ. ფასების)
Ich senke den Arm Das Schiff sinkt im Ozean
fällen, fällte, hat gefällt fallen, fiel, ist gefallen
Der Mann fällt den Baum - კაცი ჭრის ხეს Der Baum fällt auf den Boden - ხე იქცევა
(„აქცევს“), აქედან სიტყვა der Holzfäller მიწაზე
პროფესია ხისმჭრელი, მეტყევე
erschrecken, erschreckte, hat erschrecken, erschrak, ist
erschreckt erschrocken
Der Junge erschreckt das kleine Kind Das kleine Kind erschreckt sich
სასაუბრო ენაში ორივე ფორმა
შეგხვდებათ:
ich habe mich erschreckt / ich habe mich
erschrocken;
schwellen, schwellte, hat geschwellt schwellen, schwoll, ist geschwollen
(გაბერვა, გაჭიმვა mit geschwellter Brust (გასიება, მოცულობის მომატება)
- მკერდგაჭიმული მაგ სიამაყით) Mir schwillt der Kopf - გადატანითი
der Wind schwellte die Segel - ქარი მნიშვნელობით, თავი
აფრებს შლიდა „მისივდება“ ბევრი საზრუნავის გამო

თუ აღმოჩნდებით სამხრეთ გერმანიაში, მოისმენთ ხშირად Perfekt-ით ნაწარმოებ


ზმნებს - რომლებსაც წესით haben სჭირდებათ - sein დამხმარე ზმნით: ist
gestanden, ist gelegen, ist gesessen, ist gehangen.
ჭიამაიას სკოლა

liegen და legen

ამ ზმნებს თავისი მნიშვნელობებით დაწვრილებით გავარჩევ, ისე რომ


გრამატიკასთან ერთად დამატებით ბევრ სიტყვა-გამოთქმას ისწავლით.

ვიწყებ ტრანზიტული ზმნით legen, legte, hat gelegt

ამ ზმნას დადება-დაწოლის გარდა ბევრი სხვა მნიშვნელობაც აქვს. გავყვეთ


თანმიმდევრობით:

რაღაცის, ვიღაცის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოყვენა, დადება, დაწოლა:

- Die Sanitäter legten den Verletzten sofort - სანიტრებმა დაშავებული მაშინვე


დააწვინეს

- Weinflaschen soll man legen, nicht stellen - ღვინის ბოთლებს დებენ, არ


აყენებენ

- Er legte das Kind auf den Rücken - ბავშვი ზურგზე დააწვინა

- Leg die Füße nicht auf den Sessel! - ნუ შემოაწყობ ფეხებს სავარძელზე!

მიყუდება/მიდგომა

- Leg die Leiter an den Baum, an die Mauer - მიაყუდე/მიადგი კიბე ხეს, კედელს
(ეს გარეთა კედელი იგულისხმება, ან კიდევ აგურებით გაკეთებული გალავანი

რეფლექსიურ ფორმაში, როცა ემატება sich: დაწოლა

- Sie legt sich ins Bett, aufs Sofa, an den Strand, auf die Terrasse, in den Sand,
in die Sonne - წვება საწოლში, დივანზე, პლიაჟზე, ტერასზე, ქვიშაში, მზეზე (აქ
მიაქციე ყურადღება წინდებულს in - მზეში)

- das Kind legt sich auf den Bauch, auf die Seite - ბავშვი წვება მუცელზე,
გვერდზე

- Ich leg mich aufs Ohr (= ich leg mich zum Schlafen hin) - ეს გამოთქმაა, ყურზე
დავწვებიო. იგივეა რაც „დასაძინებლად დავწვები“.
ჭიამაიას სკოლა

ნახეთ კიდევ ამ მაგალითებში:

- Schnee legt sich wie eine Decke auf das Feld - თოვლი საბანივით ედება
მინდორს

- Nebel legt sich auf/über die Stadt - ნისლი წვება ქალაქში. ორივე წინდებული
გამოიყენება

გადატანითი მნიშვნელობით რეფლექსიურ ფორმაში, როცა რაღაცა რაღაცაზე


ცუდად მოქმედებს:

- Der Rauch legt sich auf die Bronchien - კვამლი (მაგალითად სიგარეტის)
„წვება“ ბრონხებზე ანუ ძალიან აზიანებს მას სამომავლოდ

- Seine Erkältung hat sich auf die Nieren gelegt - მისმა გაციებამ თირკმელები
დააზიანა

ასევე, როცა რაღაც თუ ვიღაც რაიმე პოზიციაში მოგვყავს, არ არის ამ დროს


აუცილებელი, ეს იყოს ჰორიზონტალური მდგომარეობა.

- Der Koch legt das Fleisch in den Kühlschrank - მზარეული ხორცს მაცივარში
დებს

- Die Männer legten Bretter über die Grube - კაცები ორმოზე ფიცრებს
ალაგებდნენ

- Die Frau legt sich eine Kette um den Hals - ქალი ყელსაბამს იკეთებს (ყელზე
იდებს ყელსაბამს).

- Die Mutter legt das Baby an die Brust (= sie stillt es) - სიტყვასიტყვით, დედა
იდებს ბავშვს მკერდზე. ნიშნავს, დედა ბავშვს ძუძუს აწოვებს. stillen, stillte, hat
gestillt - მკერდით ბავშვის კვებას ნიშნავს.

- Leg den Hund an die Kette (mach an der Kette fest) - ძაღლს ჯაჭვი შეაბი
(გერმანულად სიტყვასიტყვით ნიშნავს, დადე ძაღლი ჯაჭვზე).

შეიძლება ვიხმაროთ მაგალითად ფულთან დაკავშირებით ასეთ მაგალითში

- Meine Mutter hat ihr ganzes Geld auf die hohe Kante gelegt (gespart) -
დედაჩემმა მთელი თავისი ფული დაზოგა (გამოთქმაა „მაღალ კიდეზე დადება“,
წარმოიდგინეთ, მაღალი კარადის თავზე რომ შემოდებ ფულს შესანახად, ზმნა
sparen-sparte-gespart არის დაზოგვა)
ჭიამაიას სკოლა

ხელოსნების ენაა:

- Heute soll ich Fliesen, Rohre, eine Leitung, ein Kabel legen - დღეს კაფელი,
მილები, გაყვანილობა, კაბელი მაქვს „დასადები“/გასაყვანი

- Der Teppichboden, das Parkett muss noch gelegt werden - ხალიჩის იატაკი,
პარკეტი არის კიდევ დასაგები.

ასევე

- Die Näherin legt den Stoff in Falten - მკერავი ქალი ქსოვილს „ნაკეცებად დებს“,
ნიშნავს, რომ რაღაც ნიმუშის მიხედვით კეცავს ქსოვილს ანუ ტანსაცმლის ფორმას
აძლევს. იგივეა sie faltet den Stoff კეცავს ქსოვილს.

Meine Mutter legt Wäsche – დედაჩემი გამშრალ სარეცხს „დებს“, ანუ ლამაზად
და კოხტად კეცავს, მოწესრიგებულად ალაგებს ერთმანეთზე.

Sie lässt sich die Haare in Wellen, Locken legen - თმას ტალღის ფორმას,
კულულების ფორმას „აკეთებინებს“, ანუ ქალი პარიკმახერთანაა და ის ამ ქალს
თმას უხვევს. თმის „დაწყობა“ ხდება

რაღაც კარგავს ძალას, მცირდება, ქრება - იხმარება რეფლექსიურად sich-ით

- Der Wind legt sich - ქარი იკლებს (ისე გამწარებით აღარ უბერავს, ნელნელა
ჩერდება)

- Das legt sich - ამ გამოთქმას ვხმარობთ, როცა ვინმეს ვამშვიდებთ, რომ ეს


(რაღაც) მოგვარდება.

- Die Aufregung, der Zorn, die Begeisterung hatte sich schnell gelegt -
აღელვება, მრისხანება, აღფრთოვანება მალე „დაჯდა“, დამშვიდდა, გაქრა. ანუ ეს
ემოციები დიდხანს არ გაგრძელდა.

- Ihre Trauer wird sich bald legen - მისი მწუხარება მალე ჩაცხრება
ჭიამაიას სკოლა

ეხლა მივხედოთ არატრანზიტულ ზმნას -


intransitiv Verb - liegen, lag, hat gelegen

ჯერ ნიშნავს, როგორც ყველა დამწყები სწავლობს, სადმე, რაღაცაზე ვიღაცის


წოლას, რაღაცის დებას.

- Du sollst ruhig liegen - წყნარად უნდა იწვე

- Weinflaschen sollen liegen, nicht stehen - ღვინის ბოთლები უნდა ელაგოს, არ


იდგეს.

- Ich liege gern hart - მე სიამოვნებით ვწევარ „მაგრა“ ანუ მაგარ ლეიბზე.
საწინააღმდეგოა, თუ თავი პრინცესა გგონიათ და ლეიბში ჩაფლობა გიყვართ: Ich
liege gern weich.

- Sie hat die ganze Nacht wach gelegen (hat nicht schlafen können) – მთელი
ღამე ფხიზლად იწვა, ნიშნავს, ვერ შეძლო დაძინება.

- Die Katze liegt auf dem Sofa - კატა დივანზე წევს

- Ich liebe es, lange [im Bett] liegen zu bleiben - მიყვარს, დიდიხნით ვიწვე
[საწოლში].

რაიმეზე მიყრდნობა/მიყუდება

- Die Leiter liegt am Baum - კიბე ხეზეა მიდგმული

- Er lag an ihrer Brust - მის მკერდზე იყო მიყრდნობილი, თუ მის მკერდზე იწვა,
მაშინ იქნებოდა წინდებული auf და არა an.

როცა მდებარეობის/წოლის რაღაც გარკვეულ ფორმაზეა ლაპარაკი

- Der Griff des Tennisschlägers liegt bequem in der Hand - ჩოგანის ტარი
მოხერხებულად დევს ხელში

- Der Skispringer lag fast waagerecht in der Luft - ტრამპლინიდან მხტომელი


(თხილამურებით მხტომელი) ჰაერში თითქმის ჰორიზონტალურად იწვა

ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით

- Der Schnee liegt meterhoch - თოვლი ერთი მეტრის სიმაღლეზე დევს


ჭიამაიას სკოლა

- Es liegt Schnee - თოვლი დევს

- Bei dieser Kälte bleibt der Schnee sicher liegen - ამ სიცივეში თოვლი დარჩება
(დადებული), ვერ ადნება

- Nebel liegt auf/über den Feldern - ნისლი წევს მინდვრებზე (ორივე წინდებული
იხმარება)

ნახეთ კიდევ ამ წინადადებებში:

- Das Haar liegt in Locken, liegt gut - თმა დაკულულებულია, ლამაზად


„დევს“ ანუ „თავზე კარგად არის მორგებული“

- Der Tisch liegt voller Bücher - მაგიდა წიგნებითაა დაფარული; სიტყვასიტყვით


იქნებოდა: მაგიდა დევს წიგნებით სავსე)

- Hast du das Buch irgendwo liegen sehen? - წიგნი სადმე (დადებული) დაინახე?
იგულისხმება liegen gesehen - მაგრამ ეს სხვა გრამატიკული თემაა

- Die Bücher blieben auf dem Schreibtisch liegen - წიგნები საწერ მაგიდაზე
(დადებული) რჩება

- Pass auf, dass dein Schirm nicht liegen bleibt - ყურადღებით იყავი, შენი
ქოლგა სადმე არ დარჩეს (დადებული) ანუ იგივეა, არ დაგავიწყდეს შენი ქოლგა
სადმეო.

- Ein liegen gebliebenes Fahrzeug blockiert den Weg – „დადებულად


დარჩენილი“ ნიშნავს ამ შემთხვევაში გაფუჭებული მანქანა გზას ბლოკავს.

ამ ზმნას ხმარობენ ასევე, როვა ლაპარაკია გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ან როცა


რაღაცა არის ერთ გარკვეულ ადგილას.

- Unsere neue Wohnung liegt verkehrsgünstig, zentral, nördlich, ruhig - ჩვენი


ახალი ბინა მდებარეობს (ტრანსპორტით) მოხერხებულად, ყენტრალურად,
ჩრდილოეთით, მშვიდ ადგილას

- Ein einsam liegender/gelegener Bauernhof sieht wie gemalt aus - მარტო


მდებარე ფერმა დახატულივით გამოიყურება

- Der kleine Ort liegt an der Elbe / bei Dresden - პატარა ადგილი/დასახლება
(მდინარე) ელბასთან / დრეზდენთან მდებარეობს

- Mein Zimmer liegt nach vorn, zur Straße, nach Süden - ჩემი ოთახი გადის წინ,
ქუჩაზე, სამხრეთისკენ
ჭიამაიას სკოლა

- Das rote Haus blieb links liegen - წითელი სახლი მარცხნივ დარჩა ანუ ისე
ჩავუარეთ, რომ მარხცნივ მოვიტოვეთ.

დროზე როცა ვლაპარაკობთ, მაშინაც შეგვიძლია გამოვიყენოთ

- Diese Geschichte liegt schon in der Vergangenheit / das liegt schon hinter mir
/ es liegt in der Zukunft - ეს ისტორია უკვე წარსულს ეკუთვნის („დევს
წარსულში“) / ეს უკვე უკან მოვიტოვე / ეს მომავლის საქმეა

გერმანელები გადატანითი მნიშვნელობით იტყვიან, როცა ორი ერთმანეთს


რაღაცეებს აბრალის, და ორივე იძახის, მეორე ტყუისო

- Die Wahrheit liegt in der Mitte - სიმართლე შუაში დევს

რანგზე, პოზიციაზე, რაღაც ადგილზე როცა არის ლაპარაკი

- Unsere Mannschaft liegt an der Spitze / liegt auf dem dritten Tabellenplatz -
ჩვენი გუნდი („წვერში დევს“) პირველია / ცხრილში მესამე ადგილზეა

- Wir liegen im Rückstand / wir liegen in Führung - ჩვენ ვაგებთ / ჩვენ ვიგებთ

- Der Preis liegt bei etwa 5000 Euro - ფასი დაახლოებით 5000 ევროა

- Die Temperatur liegt bei 38 Grad - ტემპერატურა 38 გრადუსია (წარმოიდგინეთ


თერმომეტრი და ვერცხლისწყალი შიგ, რომელიც „დევს“ 38-ის მაჩვენებელზე)

- [so] wie die Dinge liegen, sieht das nicht gut aus für dein Studium - როგორც
ჩანს (ეს მყარი გამოთქმაა), შენი სწავლის საქმე კარგად არ გამოიყურება.

რაიმე სიტუაციაში ყოფნასაც ნიშნავს

- Ich liege mit meinem Bruder im Streit - მე ჩემს ძმასთან ჩხუბი მაქვს (და ეს
ჩხუბი გრძელვადიანია, მაშინ იტყვი ასე, შერიგებას ჯერ პირი რომ არ უჩანს)

- Sie liegt in Scheidung - ის განქორწინებაშია

- Seine Armeeeinheit lag unter Beschuss (მეორენაირად იტყვით = wurde


beschossen) - ჯარის მის ნაწილს ესროდნენ (რომ ვერ გაინძრევი, სანგარში რომ
ხარ ჩამალული).

ნახეთ ასეთი გამოთქმებიც:


ჭიამაიას სკოლა

- Darin liegt eine große Gefahr - ეს დიდ საფრთხეს მოიცავს („ამაში დევს დიდი
საფრთხე“)

- Das liegt nicht in meiner Absicht, in meinem Interesse - ეს არ არის ჩემი


განზრახვა, ეს ჩემს ინტერესში არ არის.

- Darin liegt der Unterschied - ამაშია სხვაობა

- Das liegt in Gottes Hand - ეს ღმერთის ხელშია

- Es liegt ganz allein an/bei dir, ob du teilnimmst - ეს შენზეა დამოკიდებული,


მონაწილეობას მიიღებ თუ არა (ორივე წინდებულის გამოყენება შეიძლება)

- Die Verantwortung liegt bei dir - შენი პასუხისმგებლობაა

- Die Schuld liegt bei dir - შენი ბრალია

- Ich weiß nicht, woran es liegt - არ ვიცი, რის გამოა ეს

- An mir soll es nicht liegen - მე არ ვიქნები ხელისშემშლელი

- Diese Arbeit liegt ihr nicht - ეს საქმე მას არ გამოსდის (შეიძლება ცდილობს,
მაგრამ ვერ ახერხებს)

- Er liegt mir mehr als sein Bruder - ის ჩემთვის მის ძმაზე სიმპათიურია

You might also like