You are on page 1of 20

<<მოქმედებითი გვარი ინგლისურ ენაში>>

I აწმყო- Present:
1) THE PRESENT SIMPLE TENSE // აწმყო (ახლანდელი) განუსაზღვრელი
დრო

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას(მოქმედებებს),რომელიც


1. ხდება რეგულარულად, განმეორებით და ის ყოველდღიურ
ჩვეულებას წამოადგენს(მე სკოლაში ყოველდღე დავდივარ)
2. წარმოადგენს ზოგად ჭეშმარიტებას(დედამიწა ბრუნავს ღერძის
გარშემო,მზე ანათებს და ა.შ.)

ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები,როგორიცაა:


Always-ყოველთვის
Often-ხშირად
Sometimes-ზოგჯერ
Seldom-იშვიათად
Usually-ჩვეულებრივ
On Mondeys - ორშაბათობით

წარმოება: სუბიექტი + ზმნა ( III პირში ზმნას + s)

მაგალითად : I / You/ We/They -work


She/He/It – works
*კითხვითში შემოდის დამხმარე ზმნა- Do და Does
Do I/you/we/they work?
Does she/he/it work? (Does works არის შეცდომა!)

*უარყოფითში- Do not//Don’t და Does not// Doesn’t


I/you/we/they do not//don’t work.
She/he/it does not//doesn’t work.

*have- haves არასწორია!


სწორია have-has
2) THE PRESENT CONTINUOUS TENSE//აწმყო განგრძობითი დრო

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას,რომელიც:

1.ხდება ახლა,ჩვენი საუბრის მომენტში (ბავშვები თამაშობენ ).


2.ხდება ბოლოხანებია,დღესდღობით-nowadays (ხალხი იყენებს
ფეისბუქს საკომუნიკაციოდ).
3.მიმდინარეობს პროგრესულად,ანუ გამოხატავს თანდათანობით
ცვლილებას(ნელნელა ცხება, თანდათანობით იკლებს ღამის
ხანგრძლივობა).
4.ხდება ყოველთვის და მოლაპარაკეს აღიზიანებს(შენ ყოველთვის
დაუკითხავად იღებ ჩემს ნივთებს!).
5.დიდი ალბათობით მოხდება მომავალში,იქნება წინასწარ
დაგეგმილი(ამ კვირაში საყიდლებზე წავალ).

ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები,როგორიცაა:


Now//Right now-ახლა
At the moment-ამ მომენტში
Look…-შეხედე...
Listen...-მოუსმინე...

წარმოება: სუბიექტი + to be (am, is, are) + ზმნა+ing

მაგალითად : შეხედე! ბავშვები ბაღში თამაშობენ.


Look! Children are playing in the garden.

 To be: I am…you/we/they are…she/he/it is

 კითხვითში: სუბიექტი და to be შეცვლიან ადგილებს


Look! Are children playing in the garden?

 უარყოფითში: to be + not
Look! Children are not//aren’t playing in the garden.

არსებობს ზმნები, რომლებიც ვერ აწარმოებენ განგრძობით დროს:


Appear-გამოჩენა Love-სიყვარული
Be-ყოფნა Need-საჭიროება
Believe-დაჯერება Prefer-უპირატესობის მინიჭება
Belong to-კუთვნილება See-დანახვა
Hate-სიძულვილი Seem-ჩანს
Have-ქონა/ყოლა Taste-გემო
Include-შემცველობა Understand-გაგება, მიხვედრა
Know-ცოდნა Want-სურვილი
Like-მოწონება
*Think- ფიქრი, აზრის ქონა (იმ შემთხვევაში თუ გამოვიყენებთ ფიქრის
მნიშვნელობიბით - I am thinking about my future გამართლებულია,მაგრამ თუ
გამოვიყენებთ მიმაჩნია,ვვარაუდობ- I think your dress is too tight - არა.)

3) THE PRESENT PERFECT SIMPLE TENSE//აწმყო სრული განუსაზღვრელი


დრო

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას,რომელზეც ვსაუბრობთ


ახლა,მაგრამ მოხდა და დასრულდა წარსულში,ამ დრომდე.

მაგალითად: დავწერე დავალება, ბევრი ვიცეკვე, საუზმე


მოვამზადე(არ ვამბობ-როდის,მაგრამ შედეგი სახეზეა).

ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები,როგორიცაა:


Already-უკვე It’s the first time-პირველად
Just-ეს-ესაა For-განმავლობაში
Ever-ოდესმე Since- ...-დან
Never-არასდროს Recently-ბოლო ხანებში
Yet - ჯერ/ჯერ არ
ეს დროის გარემოებები ჯდება Have(Has)-სა და მთავარ ზმნას შორის.

 ამ დროში მომხდარ მოქმედებას გააჩნია პერპექტივა,რომ მოხდეს


მომავალში.

წარმოება: სუბიექტი + Have(Has) + ზმნა III ფ. (+ ed


არაწესიერებთან).

მაგალითად:
I have already learnt - უკვე She has travelled-იმოგზაურა
ვისწავლე

 კითხვითში Have(Has) და სუბიექტი შეენაცვლებიან:


Have I learnt?
Has she travelled?

 უარყოფითში იქნება Have not//Haven’t და Has not// Hasn’t


I have not//haven’t learnt.
She has not//hasn’t travelled.

4) THE PRESENT PERFECT CONTINUOUS TENSE// აწმყო სრული


განგრძობითი დრო

ეს დრო გამოხტავს ისეთ მოქმედებას,რომელიც დაიწყო წარსულში


და ის ახლაც აგრძელებს მოქმედებას.ამ დროისთვის შედეგი არ
მაქვს სახეზე.

მაგალითად: ორი წელია,რაც წიგნს ვწერ.

ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები, როგორიცაა:


For- განმავლობაში
Since-...-დან
Just - ეს-ესაა, ახლახანს
წარმოება: სუბიექტი + Have(Has) + been + ზმნა + ing

მაგალითად: მარი ინგლისურს ბავშვობიდან სწავლობს


Mary has been learning English since childhood.

 კითხვითში Have(Has) და სუბიექტი შეენაცვლებიან:


Has she been learning English since childhood?

 უარყოფითში Have not//Haven’t და Has not// Hasn’t


She has not//hasn’t been learning English since childhood.

II წარსული- Past:

5) THE PAST SIMPLE TENSE// წარსული განუსაზღვრელი დრო

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას,რომელიც:

1. ლაპარაკის ან თქმის დროს უკვე დასრულებულია(ნიკამ გასულ


წელს ჩინური ისწავლა).
2. წარსულში განმეორებით ხდებოდა(კინოში ოთხჯერ ვიყავი გასულ
თვეს).
3. წარმოადგენს ზოგად ჭეშმარიტებას წარსულის შესახებ(50 წლის
წინ,ხალხი იმდენ დროს არ ხარჯავდა გართობაზე,ვიდრე
დღესდღეობით)

ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები, როგორიცაა:


Yesterday-გუშინ
The day before yesterday -გუშინ წინ
Last week/month/year…- გასულ კვირას/თვეს/წელს…
In 2004/2020…-2004/2020... წელს
A week ago - ერთი კვირის წინ
In January/March…-იანვარში/ მარტში...

წარმოება: სუბიექტი + ზმნის II ფორმა (+ ed)


მაგალითად: Nick studied Chinese last year

 კითხვითში შემოდის დამხმარე ზმნა- Did


Did Nick studied Chinese last year?

 უარყოფითში- Did not//Didn’t და


Nick did not//didn’t studied Chinese last year.

6) THE PAST CONTINUOUS TENSE//წარსული განგრძობითი დრო

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას,რომელიც:

1. ხდებოდა წარსულის კონკრეტული დროის მომენტში(გუშინ ღამით,


9 საათზე ტელევიზორს ვუყურებდი).
2. ერთდროულ პროცესში იმყოფება მეორე მოქმედებასთან(როცა
წიგნს ვკითხულობდი,ჩემი და ჭურჭელს რეცხავდა).
3. წარმოადგენს რაიმე მოქმედების შესახებ დამატებით
ინფორმაციას(წვიმდა,ამიტომ გადავწყვიტე დამეძინა).

ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები, როგორიცაა:

At that moment-ამ წუთას, ახლა


At three/ten/twelve… o’clock- სამ/ათ/თორმეტ... საათზე
While-როდესაც, როცა

წარმოება: სუბიექტი + Was//Were + ზმნა + ing

მაგალითად: Nicole was dancing when I went to the party.


 კითხვითში Was/Were და სუბიექტი ცვლიან ადგილებს:
Was Nicole dancing when I went to the party?

 უარყოფითში- was not/ were not ან wasn’t / weren’t


Nicole was not/wasn’t dancing when I went to the party.

7) THE PAST PERFECT SIMPLE TENSE// წარსული სრული განუსაზღვრელი


დრო

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას,რომელიც მოხდა წარსულის


კონკრეტულ დრომდე და შედეგი ცნობილი იყო წარსულშივე,იმ
კონკრეტულ დროს.

მაგალითად: საშინაო დავალება გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე


წუთით ადრე დავასრულე;

ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები, როგორიცაა:


By ... - თვის... After -შემდეგ
By the time- იმ დროისთვის Just -ახლახანს, ეს-ესაა
Before-მანამ, ...მდე When- როდესაც, როცა

წარმოება: სუბიექტი + Had + ზმნის III ფორმა ( +ed)

მაგალითად: * I had finished my homework a few minutes before the lesson


started;
*Otis had bought a car by the time he was seventeen.

 კითხვითში სუბიექტი და Had შეენაცვლებიან:


Had I finished my homework a few minutes before the lesson started?
Had Otis bought a car by the time he was seventeen?

 უარყოფითში- Had not// Hadn’t


I had not// hadn’t finished my homework a few minutes before the lesson
started.
Otis had not//hadn’t bought a car by the time he was seventeen.

8) THE PAST PERFECT CONTINUOUS TENSE// წარსული სრული


განგრძობითი დრო.

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას,რომელიც დაიწყო წარსულის


კონკრეტულ დრომდე და ამ კონკრეტულ დროს ჯერ კიდევ
გრძელდებოდა(შედეგი არ იყო სახეზე).

მაგალითად: როცა კინო-თეატრში მივედი ფილმი კიდევ 2 საათი


გადიოდა;

ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები, როგორიცაა:

For-განმავლობაში All day/night…- მთელ


Since-...-დან დღეს/ღამეს...
Before- მანამ

წარმოება: სუბიექტი + Had + Been + ზმნა + ing

მაგალითად: When I got cinema, the movie had been continuing for two hours;

 კითხვითში სუბიექტი ენაცვლება Had-ს


When I got cinema, had the movie been continuing for two hours?

 უარყოფითში - Had not// Hadn’t


When I got cinema, the movie hadn’t//had not continuing for two hours.
 USED TO
გამოხატავს ისეთ მოქმედებას ,რომელიც წარსულში ხდებოდა და
მოლაპარაკისათვის განმეორებად მოქმედებას(ჩვევას)
წარმოადგენდა ახლა კი, ამ მოქმედებას აღარ ასრულებს.
მაგალითად: ვცურავდი,როცა მოზარდი ვიყავი;

წარმოება: სუბიექტი + Used to + ზმნა (bare infinitive)

მაგალითად: I used to swim when I was adolescent;

 კითხვითში შემოდის დამხმარე ზმნა: Did , used to -> use to


Did I use to swim when I was adolescent?

 უარყოფითში - never used to ან didn’t use to


I never used to swim when I was adolescent.
I didn’t use to swim when I was adolescent.

III მომავალი - Future

9) THE FUTURE SIMPLE TESNSE// მომავალი განუსაზღვრელი დრო

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას,რომელიც:


1. მოხდება მომავალში(გამოცდებს ჩავაბარებ).
2. წარმოადგენს წინასწარ თქმას,მეტყველებას (ბალიზე კარგ
დროს გავატარებთ!).
3. წარმოადგენს შეთავაზებას(აუცილებლად დაგეხმარები,როცა
დაგჭირდება).
4. წარმოადგენს საუბრის დროს,უცაბედად,დაუგეგმავად მიღებულ
გადაწყვეტილებას( მორჩა! ხვალიდან დიეტას ვიწყებ  ).
ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები, როგორიცაა:
Tomorrow-ხვალ
The day after tomorrow-ზეგ
Next week/weekend/month/year…- მომავალ კვირას/შაბათ-
კვირას/თვეს/წელს...

წარმოება
მაგალითად : I will: სუბიექტი + Will
go to New-York ზმნა (bare infinitive)
next+summer;

 კითხვითში სუბიექტი და Will შეენაცვლება.


Will I go to New-York next summer?

 უარყოფითში - Will not// Won’t, არასწორია - Willn’t


I will not// won’t go to New-York next summer.

 PRESENT CONTINUOUS TENSE AS FUTURE SIMLE TENSE// აწმყო


განგრძობითი,როგორც მომავალი განუსაზღელი დრო

Present Continuous-ით აწყობილი მომავალი მეტად სარწმუნოა,


ვიდრე Future Simple- ით აწყობილი მომავალი. ასეთი მოქმედება
უეჭველად მოხდება.

თუ დავწერ: I am travelling abroad next week. ე.ი. შემდეგ კვირას


აუცილებლად გავემგზავრები საზღვარგარეთ!

მაგრამ თუ დავწერ: I will travel abroad next week ვგულისხმობ,რომ ეს


გადაწყვეტილება ამ წამს მივიღე და დარწმუნებული არ ვარ.

 BE GOING TO AS FUTURE SIMPLE

Be going to - ვაპირებ - ით აწყობილი მომავალი გამოხატავს,


რომ რაღაც მოქმედების შესრულებას ვაპირებ, ვგეგმავ,
მაგრამ არ ვიცი რა იქნება მომავალში.
თუ დავწერ,რომ: I am going to travel abroad next week.
ვგულისხმობ, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობას
ვგეგმავ,მაგრამ არ ვიცი წავალ თუ არა...

სარწმუნოების მხრივ:

Will < Be going to < Present Continuous

10) THE FUTURE CONTINUOUS TENSE// მომავალი განგრძობითი დრო

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას,რომელიც მოხდება


მომავალში კონკრეტულ,განსაზღვრულ მომენტში და იქნება
პროგრესირებადი.

მაგალითად: ხვალ სტუმრად გეწვევი ექვს საათზე;

ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები, როგორიცაა:


At one/two/ e.t.c.. o’clock-პირველ/ორ /ა.შ... საათზე
At four till six o’clock- ოთხიდან ექვს საათამდე

წარმოება: სუბიექტი + Will + Be+ ზმნა + ing

მაგალითად: მია ხუთ საათზე სცენაზე იმღერებს;


Mia will be singing on stage at six o’clock;

 კითხვითში სუბიექტი და will გაცვლიან ადგილებს.


Will Mia be singing on stage at six o’clock?

 უარყოფითში- Will not// won’t.


Mia will not//won’t be singing on stage at six o’clock.
11) THE FUTURE PERFECT SIMPLE TENSE// მომავალი სრული
განუსაზღვრელი დრო

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას,რომელიც მოხდება


მომავალში და დასრულდება მომავლის რომელიღაც
მომენტისათვის.

მაგალითად: ფილმი დაწყებული იქნება საღამოსათვის;

ამ დროზე მიგვანიშნებს ისეთი დროის გარემოებები, როგორიცაა:


By tomorrow-ხვალისთვის
By next week-შემდეგი კვირისთვის
By then-იმ დროისთვის
By morning- დილისთვის

წარმოება: სუბიექტი + Will + Have + ზმნის III ფორმა (+ed)

მაგალითად: The film will have started by evening;

 კითხვითში სუბიექტი და will გაცვლიან ადგილებს.


Will the film have started by evening?

 უარყოფითში- Will not// won’t.


The film will not// won’t have started by evening.

 THE FUTURE IN THE PAST INDEFINITE TENSE // მომავალი


წარსულში (მყოფადი ნამყოში)

ეს დრო გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც წარსულში


იყო სამომავლოდ დაგეგმილი და ახლა, საუბრის მომეტში
განვიხილავთ,როცა ეს მოქმედება უკვე წარსულია.

მაგალითად: ვფიქრობდი, რომ თამაშს მოიგებდნენ;

მთავარი წინადადება-იწარმოება დამოკიდბული წინადადება-


Past Continuous-ით. იწარმოება Future in the past - ით

თუ მთავარი წინადადება წარსულ დროშია,დამატებითი


წინადადება მომავალი(Future simple//Future continuous) დროის
ნაცვლად იწარმოება მომავალი წარსულში დროით!

წარმოება: სუბიექტი + Would + ზმნა (bare infinitive)

მაგალითად: I thought that they would win the game.


o კითხვითში :
Thought I that they would win the game?

o უარყოფითში:
I did not//didn’t think that they would win the game.

<<ვნებითი გვარი ინგლისურ ენაში-Passive Voice>>

 ობიექტი,რომელზეც მოქმედებით გვარში მოქმედება


ხდებოდა,ვნებით გვარში ხდება სუბიექტი და ინაცვლებს
წინადადების სათავეში;

1. THE PRESENT SIMPLE PASSIVE VOICE//ახლანდელი


განუსაზღვრელი დროის ვნებითი გვარი

Subject Verb Object


Present simple: My brother eats an apple

წარმოება:ობიექტი + To be ( am, is, are) + ზმნის III ფორმა


(+ ed)

Present simple passive voice: An apple is eaten by my brother;


Is an apple eaten by my brother?
An apple isn’t eaten by my brother;

2. THE PRESENT CONTINUOUS PASSIVE VOICE// ახლანდელი


განგრძობითი დროის ვნებითი გვარი

Present continuous: the “Nasa” is discovering the universe;

წარმოება: ობიექტი + To be (am, is, are) + being+ ზმნის III ფორმა


(+ed)

Present continuous passive voice:


The universe is being discovered by the “Nasa”;
Is the universe being discovered by the “Nasa”?
The universe isn’t being discovered by the “Nasa”

3. THE PRESENT PERFECT SIMPLE PASSIVE VOICE// ახლანდელი


სრული დროის ვნებითი გვარი

Present perfect simple: J.K Rowling has written the “Harry Potter”;

წარმოება: ობიექტი + have//has + been + ზმნის III ფორმა(+ed)

Present perfect simple passive voice:


The “Harry Potter has been written by J.K Rowling;
Has the “Harry Potter” been written by J.K Rowling?
The “harry Potter” hasn’t been written by J.K Rowling;

4. THE PAST SIMPLE PASSIVE VOICE// წარსული განუსაზღვრელი


დროის ვნებითი გვარი

Past simple: Architects built a new house;

წარმოება: ობიექტი + To be (was, were) + ზმნის III ფორმა (+ed)

Past simple passive voice: A new house was built by architects;


Was a new house built by architects?
A new house wasn’t built by architects;

5. THE PAST CONTINUOUS PASSIVE VOICE// წარსული განგრძობითი


დროის ვნებითი გვარი

Past continuous: We were looking after the lost puppy;

წარმოება : ობიექტი + To be (was, were) + being + ზმნის III


ფორმა (+ ed)

Past continuous passive voice: The lost puppy was being looked after by us;
Was the lost puppy being looked after by us?
The lost puppy wasn’t being looked after by us;

6. THE PAST PERFECT SIMPLE PASSIVE VOICE// წარსული სრული


განუსაზღვრელი დროის ვნებითი გვარი

Past perfect simple: George had already brought luxurious car;

წარმოება: ობიექტი + had + been + ზმნის III ფორმა (+ed)

Past perfect simple passive voice:


Luxurious car had already been brought by George;
Had luxurious car already been brought by George?
Luxurious car hadn’t already been brought by George;

7. THE FUTURE SIMPLE PASSIVE VOICE// მომავალი


განუსაზღვრელი დროის ვნებითი გვარი

Future simple: We will pass exams!

წარმოება: ობიექტი + will be + ზმნის III ფორმა ( +ed )

Future simple passive voice: The exams will be passed by us!


Will the exams be passed by us?
The exams won’t be passed by us!

8. THE FUTURE PERFECT SIMPLE PASSIVE VOICE// მომავალი


განუსაზღვრელი სრული დროის ვნებითი გვარი

Future perfect simple: Blanca will have grown her children with dignity;

წარმოება: ობიექტი + will + have+ been + ზმნის III ფორმა (


+ed )

Future perfect simple passive voice:


Children will have been grown with dignity by Blanca;
Will children have been grown with dignity by Blanca?
Children won’t have been grown with dignity by Blanca;

9. THE FUTURE IN THE PAST PASSIVE VOICE// მომავალი წარსულში


დროის ვნებითი გვარი

Future in the past: I would read that book a month ago;

წარმოება: ობიექტი + would be + ზმნის III ფორმა ( +ed )

Future in the past passive voice:


That book would be read a month ago by me;
Would that book be read a month ago by me?
That book wouldn’t be read a month ago by me;

 MODAL VERBS IN PASSIVE VOICE// მოდალური ზმნების ვნებითი


გვარი

Modal verbs as usual: Can


Must
I May write my homework;
Should
Have to

წარმოება: ობიექტი + მოდალური ზმნა + be + ზმნის III ფორმა ( +ed


)

Modal verbs in passive voice:

Can
Must
My homework May be written by me;
Should
Have to

 კითხვითსა და უარყოფითში მოდალური ზმნა და ობიექტი


გაცვლიან ადგილებს.
ეუაშვილი გვანცა

You might also like