You are on page 1of 5

ზმნის ძირითადი ფორმების თავისებურებები :

პირველ ფორმაში როგორც წესიერი, ისე არაწესიერი ზმნები to ნაწილაკის დართვით


იწარმოებიან. მეოთხე ფორმაშიც იდენტური წესი მოქმედებს , განურჩევლად ზმნის ტიპისა
(წესიერი,არაწესიერი) ზმნა დაირთავს +ing სუფიქსს.

Work – working

Come – coming

Build – building

Listen – listening

თავისებურებები იკვეთება მეორე და მესამე ფორმებში:

1) ეცვლებათ ფუძისეული ხმოვანი

To Come – came – come swing – swong – swung

To begin – began – begun tear – tore – torn

2) ბოლოკიდურა D გადადის t-ში

Build – built – built

To spend – spent – spent

3) ეცვლებათ ხმოვანი და ემატებათ t

To buy – bought – bought

To sleep – slept – slept

4) ეცვლებათ ხმოვანი და ემატებათ n

To write – wrote – written

To drive – drove – driven

5) ზოგიერთი ზმნა რჩება უცვლელი

To cut – cut – cut

To cost – cost – cost

To hurt – hurt – hurt

6) სხვა ძირიდან იწარმოებიან


პირობითი წინადადება

მთავარია წინადადება, რომელიც შეიცავს ქვემდებარეს და შემასმენელს და გამოხატავს


დასრულებულ აზრს. მაგ, I read the book. - წიგნი წავიკითხე და ა.შ.

If he comes - თუ მოვა, არის დამოკიდებული წინადადება, რადგან ეს წინადადება არ


გამოხატავს დასრულებულ აზრს და შესაბამისად დამოუკიდებლად , სხვა წინადადების
გარეშე ვერ გამოვიყენებთ.

First Conditional

რეალური პირობითი წინადადება

რეალური პირობითი წინადადება გამოხატავს ისეთ მოქმედებას , რომელიც შეიძლება


მოხდეს და ეხება ახლანდელ ან მომავალ დროს.

If I have time, I will go -თუ დრო მექნება, წავალ.

Present simple + future simple

როგორც ხედავთ, ზმნა დამოკიდებულ წინადადებაში არის აწმყო განუსაზღვრელ


დროში, ხოლო მთავარ წინადადებათი ზმნა არის მომავალ განუსაზღვრელ დროში .

თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც როგორც დამოკიდებულ ასევე, მთავარ


წინადადებაში ვიყენებთ აწმყო განუსაზღვრელ დროს, კერძოდ ბრძანების , ჩვევის ან
მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტის გამოსახატავად:

მაგალითად, If you heat ice, it melts- თუ ყინულს გაათბობ, ის გადნება.

Formation : present simple + present simple


Unless - თუ არ.

You will feel cold unless you wear a warm jacket. თუ არ ჩაიცვამ თბილ ქურთუკს, შეგცივდება.

If – unless

Second Conditional

არალეალური პირობითი წინადადება აწმყოსა და მომავალ დროში

არარეალური პირობითი წინადადება გამოხატავს ისეთ მოქმედებას , რომლის


განხორციელება ნაკლებად რეალურია და მოქმედება ეხება აწმყოს ან მომავალ დროს .
ზმნა დამოკიდებულ წინადადებაში არის წარულ განუსაზღვრელ დროში , ხოლო მთავარი
წინადადება იწარმეობა would დამხამრე ზმნით:

If I had time, I would go - მე რომ დრო მქონდეს, წავიდოდი.

Past simple + would

To be ზმნა ყველა პირთან იქნება წარსული გაუსაზღვრელი დროის მრავლობით რიცხვში.

If I were you, I wouldn’t marry him- მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, მას ცოლად არ გავყვებოდი

Third Conditional

არარელური პირობითი წინადადება წარსულ დროში.

არარეალური პირობითი წინადადება წარსულ დროში გამოხატავს ისეთ მოქმედებას ,


რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო წარსულ დროში, მაგრამ არ მოხდა.

If I would have time, I would have gone - დრო რომ მქონოდა, წავიდოდი.

ე.ი. დრო არ მქონდა და ვერ წავედი.


როგორც ხედავთ, დამოკიდებულ წინადადებაში ვიყენებთ წარსულ სრულ დროს , ხოლო
მთავარ წინადადებაში would + perfect infinitive.

Past perfect+present perfect

შევაჯამოთ სამივე ტიპის პირობითი წინადადება.

If I have time, I will go - თუ დრო მექნება, წავალ.

If I had time, I would go - დრო რომ მქონდეს, წავიდოდი.

If I had had time, I would have gone - დრო რომ მქონოდა, წავიდოდი.

პირობითი წინადადებების შემთხვევაში, თუ დამოკიდებული წინადადებით იწყება


წინადადება, მაშინ ის უნდა გმაოიყოს მძიმით, მაგრამ თუ დამოკიდებული წინადადება
მოსდევს მთავარ წინდადებას მაშინ მძიმეს არ ვიყენებთ.

მაგ. If I have time, I will go- თუ დრო მექნება, წავალ. If I have time – არის დამოკიდებული
წინდადება, რომელითაც დავიწყე მთლიანი წინადადება და შესაბამისად ის გამოვყავი
მძიმით. მაგ. თუ ვიტყვი: I will go if I have time-წავალ, თუ დრო მექნება- ამ შემთხვევაში
მძიმეს არ ვიყენებთ!

Because of - გამო ( მიზეზი )

I will do everything because of you

You will be able to buy anything because of my salary

Due to - წყალობით
I can earn money due to my work

To have to - მიწევს, მიხდება

I have to spend money every day

To be allowed to - უფლების ქონა

Are you allowed to work here?

Are you allowed to sing a song?

In order to - იმისთვის, რომ (მიზანი)

In order to have money, I should work

In order to have fun, I should have a free time

You might also like