You are on page 1of 5

ჭიამაიას სკოლა

როდის wieder და როდის wider


ეს ორი სიტყვა წააგავს ერთი შეხედვით ერთმანეთს, და თუ არ აქცევ ყურადღებას
სწორ წარმოთქმას ან არ გესმის სწორად, ბევრ შინაარსობრივ შეცდომას უშვებ
ლაპარაკის და კარნახის დროს. არადა მათ გრამატიკული ნათესაობაც კი არ
ახასიათებთ, არ ვლაპარაკობ სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობებზე.

wieder არის ზმნიზედა და აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

1. აღწერს რაიმე ქმედების განმეორებას; კიდევ ერთხელ, როგორც ადრე,


ხელმეორედ:

მაგალითები წინდადებებით:

Wir fahren dieses Jahr wieder an die See - ამ წელსაც მივემგზავრებით ზღვაზე.

Ob wir je wieder Gelegenheit dazu haben werden? - გვექნება კი ისევ ამის


შესაძლებლობა?

Sie bückte sich, um den Ball wieder aufzuheben - დაიხარა ბურთის ხელმეორედ
ასაღებად.

Ich werde ihn morgen auch wieder sehen - მე მას ხვალ კიდევ ვნახავ.

Versprich mir, dass du das nie wieder tun wirst! - პირობა მომეცი, რომ ამას
აღარასდროს გააკეთებ!

Ich will ihn nie wieder (= nie mehr) belügen - მე მას აღარასდროს მოვატყუებ

Nie wieder (= nie mehr) Krieg! - აღარასდროს ომი!

Wann siehst du sie wieder (= das nächste Mal?) - როდის ნახავ მას კიდევ?

Es regnet ja schon wieder! - ისევ წვიმს!

Willst du schon wieder verreisen? - კიდევ გინდა სამოგზაუროდ წასვლა?

2. თუ წინადადებაში არის ამ სიტყვებთან ერთად anders, andere და ასე შემდეგ,


მაშინ გვიჩვენებს, რომ კიდევ ერთ, დამატებით სხვაობაზე არის მითითება:

მაგალითები წინდადებებით:

Einige sind dafür, andere dagegen, und wieder andere haben keine Meinung -
ზოგი თანახმაა, სხვები წინააღმდეგი, და კიდევ სხვები აზრზე არ არიან (სხვებს
ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი არ აქვთ).
1
ჭიამაიას სკოლა

Das ist wieder etwas anderes - ის კიდევ სულ სხვა რაღაცაა.

3. გამოხატავს ადრინდელ მდგომარეობაში დაბრუნებას, რომ რაღაცა რაღაც


ცვლილების შემდეგ ეხლა ძველებურადაა.

მაგალითები წინდადებებით:

wieder gesund sein - ისევ ჯანმრთელად ყოფნა

Alles ist wieder beim Alten - ყველაფერუი ისევ ძველებურადაა.

Ich bin gleich wieder hier - ეხლავე ისევ აქ ვიქნები.

Ein altes Recht wieder einführen - ძველი კანონის აღდგენა

Das U-Boot konnte nicht wieder auftauchen - წყალქვეშა ნავმა ვეღარ შეძლო
ამოყვინთვა.

Nach dem Sturm musste der Mast wieder aufgerichtet werden - შტორმის
შემდეგ ანძის გასწორება მოუწიათ.

Er fiel und stand sofort wieder auf - ის დაეცა და მაშინვე ადგა.

Der Name ist mir endlich wieder eingefallen - როგორც იქნა ისევ გამახსენდა
სახელი.

4. თანადროულად, სხვა ვარიანტში / მაგრამ ასევე - ამ მნიშვნელობით ნახეთ

მაგალითებში წინდადებებით:

Es gefällt mir und gefällt mir wieder nicht - მომწონს და თან არ მომწონს.

Da hast du auch wieder recht - შენ მართალი ხარ ასევე.

So schlimm ist es [nun ja auch =] wieder nicht - ასე ცუდადაც არ არის საქმე.

5. wiederum ანუ როგორც იგივენაირი რეაქცია რაიმე ქმედებაზე // auch, ebenso.


იხმარება უფრო სასაუბრო ენაში.

მაგალითები წინდადებებით:

Wenn sie dich anschreit, dann schreist du sie einfach wieder an! - როცა
ყვირილს დაგიწყებს, შენც ასევე დაუყვირე!

2
ჭიამაიას სკოლა

Er hat mir eine Rose geschenkt, da habe ich ihm am nächsten Tag wieder eine
[Rose] geschenkt - ვარდი მაჩუქა, მეორე დღეს მეც იგივე ვაჩუქე.

6. ჩაკითხვის ვარიანტში, როცა რაიმეს იმეორებ, გამოიყენება სასაუბრო ენაში

მაგალითები წინდადებებით:

wie heißt sie wieder? - რაო, რა ქვია მას?

wo war das [gleich] wieder? - სად მოხდა ეს კიდევ?

მართლწერა wieder

თუ wieder გვხვდება „უკან“-მნიშვნელობით, მაშინ ის წინადადებაში ზმნებთან


ან ზედსართავებთან ერთად იწერება. ასევე, როცა რაიმე ისევენაირად მეორდება:

მაგალითები წინადადებებში

Ich kann dir das Geld erst morgen wiedergeben - მე მხოლოდ ხვალ შევძლებ
შენთვის ფულის დაბრუნებას.

Der Restbetrag wurde ihr wiedererstattet - ფულის ნაწილი დაუბრუნეს.

Er hat alle geliehenen Bücher wiedergebracht - ყველა ნასესხები/ნათხოვარი


წიგნი დააბრუნა.

Kann ich bitte meinen Kugelschreiber wiederhaben? - შეიძლება დამიბრუნო(თ)


ჩემი კალამი?

Wenn du jetzt gehst, brauchst du nicht mehr wiederzukommen! - თუ ეხლა


წახვალ, უკან დაბრუნება აღარასდროს დაგჭირდება.

Festtage, die jährlich wiederkehren - დღესასწაულები, რომლებიც ყოველწელს


მეორდებიან.
Sie hat den Text wörtlich wiedergegeben - მან ტექსტი სიტყვასიტყვით
გადმოსცა/გაიმეორა.

Er wollte den Vorfall wahrheitsgetreu wiedergeben (schildern, darstellen) - მას


უნდოდა ინცინდენტის სიმართლესთან შესაბამისად გადმოცემა/აღწერა.

Würden Sie den letzten Satz bitte wiederholen - თუ შეიძლება გაიმეორეთ ბოლო
წინადადება.

Der Fernsehfilm ist schon mehrfach wiederholt worden - სატელევიზიო ფილმი


უკვე ბევრჯერ გაიმეორეს.

3
ჭიამაიას სკოლა

Das Experiment war nicht wiederholbar - ექსპერიმენტის განმეორება


შეუძლებელი იყო.

Das Material ist wiederverwertbar - მასალის ისევ გამოყენება შესაძლ;ებელია.

ცალკე იწერება იმ შემთხვევაში, თუ წინადადებაში ის გაიგება როგორც


„ხელმეორედ“, „ისევ“. ეს ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ ნახეთ წინადადებებში,
და თან ეს ჯდება თავში, როცა ბევრს კითხულობთ. მერე თავადაც ხვდებით,
როდის ერთად და როდის ცალკე.

მაგალითები წინადადებებში:

das Spiel wieder anpfeifen - თამაშის ხელმეორედ დასტვენა / მაგალითად


ფეხბურთის თამაშს რომ შეწყვეტს მსაჯი რაღაცის გამო და მერე ისევ
დააწყებინებს თამაშს.

Dieses Modell wird jetzt wieder hergestellt - ამ მოდელს აღარ აწარმოებენ.

Ich werde das nicht wieder tun - აღარ ვიზამ ამას.

Es ist mir alles wieder eingefallen - ისევ გამახსენდა ყველაფერი.

ხშირ შემთხვევაში ორივენაირად - ერთად და ცალცალკეც - სწორია დაწერა,


განსაკუთრებით მაშინ, თუ მთავარი აქცენტი ან მხოლოდ „wieder“ [ან მხოლოდ
ზმნაზე] ან როგორც „wieder“ ასევე ზმნაზე [ან ზედსართავზეა] გამახვილებული.

მაგალითები წინადადებებში:

ein Theaterstück wieder aufführen oder wiederaufführen - სპექტაკლის


ხელმეორედ დადგმა

alte Bräuche, die heute wieder aufleben oder wiederaufleben - ძველი


წესჩვეულებები, რომლებიც დღეს კვლავ ცოცხლდებიან.

ნახეთ სხვაობა:

Wir haben uns auf dem Kongress wiedergesehen - აქვს ის დატვირთვა, რომ
ჩვენ კონგრესზე ჩვენი შეხვედრა ვიზეიმეთ

და

Wir haben uns auf dem Kongress wieder gesehen - კონგრესზე შევხვდით
ერთამეთს (რაღაც პაუზის შემდეგ).

4
ჭიამაიას სკოლა

მაგრამ ამ წინადადებაში ვერ დაწერ ერთად:

der Blinde konnte nach der Operation wieder sehen - ბრმამ შეძლო ოპერაციის
შემდეგ ისევ ხედვა.

წინდებული/Präposition wider

მოითხოვს ყოველთვის აკუზატივს და აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

1. იხმარება როგორც gegen-ის სინონიმი და არის ცოტა მაღალფარდოვანი

wider die Ordnung, die Gesetze handeln - წესრიგის, კანონის წინააღმდეგ


ქმედება

wider jemanden Anklage erheben - ვინმეს წაუყენოს ბრალი

2. აღნიშნავს საპირისპიროს // entgegen, აქაც ცოტა მაღალფარდოვანი

es geschah wider ihren Willen - მისის სურვილის წინააღმდეგ მოხდა ეს.

wider Erwarten - მოლოდინის საწინააღმდეგოდ.

3. ზოგიერთ რეგიონში იხმარება როგორც gegen-ის სინონიმი, როცა რაღაც


წინააღმდეგიობას წააწყდები, მაგალითად ასეთ სიტუაციაში:

wider (gegen) eine Wand laufen - გადაეყარო კედელს (როგორც პირდაპირი ასევე
ირიბი გაგებით).

გამოთქმა: das Für und Wider - იგულისხმება ყველა არგუმენტი, პრო და კონტრა

Das Für und Wider muss sorgfältig abgewägt werden - დადებითი და


უარყოფითი მხარეები ყურადღებით უნდა იქნეს განხილული.

You might also like