You are on page 1of 7

მართლწერის ნორმებში შესული ცვლილებები:

1. აღარ არის "1-ლი" და არის "1-ელი".

2. აღარ არის შეცდომა "მეორადი" (მანამდე "მეორეული" იყო სწორი) ანუ სწორია "მეორადი
ავეჯი" და ა.შ.

3. აღარ არის "უნებლიეთ" და არის "უნებლიედ", მაგრამ გამონაკლისია "ნებსით თუ


უნებლიეთ"

4. სწორია "5-ამდე" და "5-იდან" და არა "5-დან" და "5-მდე"

სწორია: ბევრი შეცდომა, ბევრი შენობა, ბევრი კარი, მრავალი დღესასწაული, მილიონობით
მოხუცებული…

ახსნა: სიმრავლის გამომხატველ სიტყვასთან ერთად მრავლობით რიცხვში არ იხმარება


არსებითი სახელი….

ამდენი ხალხი არ არის სწორი, რადგან ხალხი ისედაც ბევრს ნიშნავს და ამ შემთხვევაში
ადამიანით უნდა შეიცვალოს

არ არის სწორი: ბევრი კარები, კარებები…


სწორია: ბევრი კარი, კარები…
ახსნა: კარი არის ერთი ცალი კარი და კარები არის, როცა ბევრი კარია, ხოლო ერთს, რომ
კარებს ეძახიან და ბევრს კარებებს არ არის სწორი!!!

არ არის სწორი: აბსოლოტური, აბსულუტური….


სწორია: აბსოლუტური…

სწორია: რაღაცები, ვიღაცები და კვირები…

ახსნა: რაღაცები არის რაღაცას მრავლობითი ანი რაღაცა + ები = რაღაცები და სრულიად არ
საჭიროებს ორ ე-ს, იმავენაირად ვიღაცებზეც და კვირებზეც… ;)

არ არის სწორი: ჩემს გვერდით, შენს ირგვლივ, ჩემ კალამს, შენ მზეს….
სწორია: ჩემ გვერდით, შენ ირგვლივ, ჩემს კალამს, შენს მზეს….

არ არის სწორი: ფაქტიურად, ჯობია, შეურაწყოფა…


სწორია: ფაქტობრივად, სჯობია ან სჯობს, შეურაცხყოფა…
არ არის სწორი: მინახია, უთქვია….
სწორია: მინახავს, უთქვამს…

  მაგალითად -  ვშობილვარ,  ვყოფილვარ, გავზრდილვარ...


✔️დაიმახსოვრეთ! თუ ზმნის მეორე ნაწილი არის ''ყოფა'' ზმნა და ის პირიანი
ფორმითაა წარმოდგენილი(თუ ჩასმულია რომელიმე პირში), მაშინ პირის ნიშნებს
ვურთავთ ''ყოფა'' ზმნას და არა პირველ ნაწილს.
➡️  მაგალითად - უარვყოფ, უარყოფ, უარუყვია...
✔️დაიმახსოვრეთ! თუ ზმნას მეორე კომპონენტად , ნაწილად სხვა ზმნა აქვს, მაშინ
პირის ნიშნები ნებისმიერ ბრუნვაში მეორე ზმნაზე უნდა დაირთვას.
➡️  მაგალითად: ძალმიძს - ძალგიძს - ძალუძს; ხელმეწიფება - ხელგეწიფება;
უკუვაგდებ...
✔️დაიმახსოვრეთ! თუ ზმნას მეორე კომპონენტად აქვს არა ზმნის პირიანი ფორმა,
არამედ მიმღეობა ან სახელი, პირის ნიშნებს ვურთავთ თავში, ბოლოში აღარ!
➡️  მაგალითად -  ვ-ავადმყოფობ , ამ ზმნაში ''ავადმყოფობა '' არსებითი სახელია,
ამიტომ მას აღარ დაერთვება პირის ნიშანი, დაერთვება მხოლოდ თავში.
➡️ასევე სწორია:  ვ-ენამახვილობ(აქ ვ ძირეულია), ვ-ქედმაღლობ, ვვარცხნი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------
✔️ზმნები, რომლებიც არ გამოხატავენ სივრცეში გადაადგილებას, არ დაირთავენ
''ვარ/ხარ'' დამხმარე ზმნებს.
➡️სწორია:  ვყვირი, ვტირი, ვმღერი... და არა  ვყვირივარ , ვტირივარ , ვმღერივარ...
➡️სწორია შემდეგი ფორმები, რადგან გამოხატავენ სივრცეში გადაადგილებას!
მივრბივარ, მივფრინავ ...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------
✔️დაიმახსოვრეთ! სუბიეტური პირის ნიშანი ვ არ იკარგება ო, უ და ვ ბგერების
წინ,  გამონაკლისია ''მოვედი'', რომელშიც ვ ფუძისეულია.
➡️  სწორია:  მე ვუქებ, გავოცდი, მივვარდი, ვოცნებობ, ვვარდები, ვვარაუდობ,
ვვარგივარ, ვვარცხნი, ვვარჯიშობ...
➡️  არასწორია  ორი ვ-ს გამოყენება ''გავოცდი'' და ''ვოცნებობ'' ტიპის ზმნებში.
არასწორია მე ვვოცნებობ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------

✔️ზმნისწინის გათიშვა ან მის შუაში სხვა ასოს ჩამატება არ შეიძლება!


➡️სწორია:  აღვნიშნავ , აღვასრულე, აღვადგინე...  და არა  ავღნიშნავ , ავაღსრულე,
ავაღდგინე...
✔️ზმნებში ''ან'' თავსართის გამოყენება ყოველმხრივ გაუმართლებელია!
➡️ სწორია:  ახორციელებს  და არა  ანხორციელებს
✔️დასაშვებია, როგორც ''გან'', ისე ''გა'' თავსართის გამოყენება!
➡️ სწორია:  განარისხებს, განაცვიფრებს...
➡️  არასწორია:  გაანრისხებს, გაანცვიფრებს
✔️მაშასადამე, სწორია➡️განთავისუფლება, განმათავისუფლეთ, გამათავისუფლეთ...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------
✔️დაიმახსოვრეთ!  სწორი ფორმებია: პოვნა/შოვნა, იპოვა/იშოვა, იპოვის/იშოვის,
უპოვია/უშოვია...
➡️  არასწორი ფორმებია:  პოვა/შოვა, იპოვნა/იშოვნა, იპოვნის/იშოვნის,
უპოვნია/უშოვნია...
✔️დაიმახსოვრეთ! სწორი ფორმებია:  ვშლი - გაშლილი, ვჭმუხნი - შეჭმუხნილი,
ვბურძგნი - აბურძგნული, შეფუთნილი...
➡️  არასწორი ფორმებია:  შეჭმუხნული, აბურძგნილი, აბურძგვნული, აბურძგვნა,
შეფუთნული...
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------
✔️დაიმახსოვრეთ! შემდეგ სიტყვებში საჭიროა 3 ა და არა ორი!
ერთი ა  - ზმნისწინისაა (გა),  მეორე  - შუალობითი
კონტაქტის(აკეთებინებს),  მესამე  - ფუძისეული(გაადვილება).

➡️  სწორია:  გააადვილებინებს, გააავაზაკებს, გააანალიზებინებს,


გააანგარიშებინებს,

----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------
ძალიან ხშირია ორთოგრაფიული შეცდომები, მოდით, რამდენიმე მათგანი
განვიხილოთ:
✔️დაიმახსოვრეთ! ერთად იწერება  ფუძეგაორკეცებული კომპოზიტი,
რომელიც ''და'' კავშირს შეიცავს.
➡️მაგალითად -  სხვადასხვა, პირდაპირ, ხანდახან, ცხენდაცხენ...
✔️დაიმახსოვრეთ! ცალ -ცალკე იწერება ორმარცვლიანი კომპოზიტები, რომლებიც
''და'' კავშირს შეიცავენ.
➡️მაგალითად -  ბოლოს და ბოლოს, უფრო და უფრო, მართლა და მართლა, ისევ
და ისევ, აქეთ და იქით...
➡️გამონაკლისია -  მაინცდამაინც , შიგადაშიგ.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------

✔️დაიმახსოვრეთ!  ყველა სიტყვა, რომელსაც ზმნისწინი ან თანდებული დაერთვის,


ერთად იწერება.
შესაბამისად, ერთად იწერება შემდეგი მარცვლებით დაწყებული სიტყვები
➡️  მი, მო, ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო,
წამო(ზმნისწინები)
➡️  ვით, -თან, -ზე, თვის, -გან, -კენ, -ებრ, -თანავე, -გამო, -მიერ, -
მდე(თანდებულები)
➡️ მაგალითად -  ზეგავლენა, შინაყმა, თანაკლასელი, გაცნობისთანავე,
შვილისმაგვარი , საბძელქვეშ...
➡️✔️დაიმახსოვრეთ! ერთად იწერება ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც რაიმე სახის
აფიქსი აქვს დართული!
ყველაზე ხშირად დართული სიტყვები: ''შუა'', ''არა'', ''ანტი'', ''გული/გულ'',
''სული/სულ'', ''ხელი/ხელ'', ''მრავალი/მრავალ'', ''ახალ'', ''თვალი'', ''დედა'',
''ვებ'', ''ინტერნეტ'', ''პოსტ'', ''პრე''...
✔️''შუა''
➡️მაგალითები:  შუაღამე, შუახანი, შუააზიური, შუაცეცხლი, შუადღე...
✔️''არა/არ''
➡️მაგალითები:  არაერთი, არაერთხელ, არაუგვიანეს, არარსებობა, არმოწონება,
არმქონე, არსახსენებელი ...
✔️''ანტი''
➡️მაგალითები:  ანტიამერიკული , ანტისაბჭოელი, ანტისოციალისტი ,
ანტიეროვნული...
✔️''გული/გულ''
➡️მაგალითები:  გულამაყი, გულამომჯდარი, გულალალი...
➡️  მაგრამ -  გულის ამრევი, გულის ამაჩუყებელი
✔️''სული/სულ''
➡️მაგალითები:  სულგამწარებული, სულმდაბალი, სულერთია, სულიწმინდა ...
➡️მაგრამ -  სულ ახლახან
✔️''ხელი/ხელ/ხელიხელ''
➡️მაგალითები:  ხელაღმართული, ხელბარაქიანი, ხელიხელგადახვეული,
ხელიხელჩაკიდებული , ხელისოდენა...
➡️მაგრამ - ხელის კვრა, ხელის მომწერი.
✔️''ვებ''
➡️მაგალითები:  ვებდიზაინერი, ვებადმინისტრატორი , ვებგვერდი, ვებდიზაინი...
✔️''ინტერნეტ''
➡️მაგალითები:  ინტერნეტბაზარი , ინტერნეტაუქციონი , ინტერნეტგაზეთი...
✔️''პოსტ''
➡️მაგალითები:  პოსტემბრიონული, პოსტიმპრესიონიზმი , პოსტმოდერნისტი ...

----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------

✔️შემდეგნაირად იწერება ორმაგსახელწოდებებიანი სიტყვები:


➡️სახლ-კარი, სახლ-მუზეუმი, სახლ-კარად...
➡️წევრ-კანდიდატი, წევრ-კორესპონდენტი
➡️მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-მუშაკი, მეცნიერ-ნოვატორი
➡️ექიმ-კონსულტანტი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------
✔️''თუსთან'' გამოყენებული სიტყვების ფორმებია:
➡️თუკი(თუკი უნდა...)
➡️  თუ არადა
➡️  თუგინდ
➡️თუ არა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------
✔️თუ სიტყვას ''ძლიერ'' დაერთვის, ერთად იწერება!
➡️  ძლიერშემართვიანი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------

✔️თუ რთული სიტყვა (კომპოზიტი), რომელიც მიღებულია რიცხვითი სახელისა


და სუფიქსიანი სახელის შერწყმით, ჩაწერილია ციფრების გამოყენებით, ციფრსა
და სახელს შორის საჭიროა დეფისი:

➡️სწორია -  10-წუთიანი  და არა  10 წუთიანი


➡️სწორია -  120-ლარიანი, ასოცლარიანი  და არა  120 ლარიანი
➡️სწორია -  100-წლიანი  და არა  100 წლიანი
➡️სწორია -  3-სართულიანი  და არა  3 სართულიანი
✔️შენიშვნა :  თუ კომპოზიტი ჩაწერილია სიტყვებით, დეფისი არ
უნდა:  ათწუთიანი,  სამსართულიანი...

თუ საზღვრულ არსებით სახელს განსაზღვრებად არ ახლავს მისათითებელი ნაცვალსახელი,


ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად მასა და მიმართებით ნაცვალსახელს შორის არ უნდა
იდგეს სხვა არსებითი სახელი.

შეცდომაა:  წიგნი მაჩუქა ნანამ, რომელიც მაიას წავუღე.


სწორია: ნანამ მაჩუქა წიგნი, რომელიც მაიას წავუღე.

სასურველია, მიმართებითი ნაცვალსახელი „რომელიც“ უშუალოდ მოსდევდეს საზღვრულ


წევრს.

მაგალითად: ოთახში შესვლისთანავე დავინახე ულამაზესი პორტრეტი, რომელიც ბუხრის


თავზე ეკიდა.

მიმართებითი ნაცვალსახელის რიცხვს განსაზღვრავს დამოკიდებული წინადადების ის


წევრი, რომელთანაც ის ქმნის სინტაქსურ წყვილს.

როცა მთავარი წინადადების მისამართი სახელი მხოლობით რიცხვშია, „რომელიც“ წევრ-


კავშირი მხოლობითში დგას.

მასწავლებელი ელაპარაკებოდა ბავშვს, რომელიც მას ყურადღებით უსმენდა.

თუ მისამართი სიტყვა კრებითი სახელია, წევრ-კავშირი „რომელიც“ მხოლობითში შეეწყობა


მას:

ხალხი, რომელიც მაშინ ბევრს ლაპარაკობდა, ახლა ხმას აღარ იღებს.

როცა მისამართი სახელი  (სულიერი თუ უსულო) მრავლობითშია, „რომელიც“ წევრ-კავშირი


მრავლობით რიცხვში უნდა გამოვიყენოთ.

მასწავლებელი ელაპარაკებოდა ბავშვებს, რომლებიც მას ყურადღებით უსმენდნენ;

კითხვები, რომლებიც აქ დაისვა, მეტად აქტუალურია.

„რომელიც“ წევრ-კავშირი მრავლობით რიცხვში დგას, თუ მხოლობითში  დასმულ


საზღვრულ სახელს განსაზღვრებად ახლავს ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვა
(მრავალი, ორიოდე, ყველა, ხუთი...)

მასწავლებელი ელაპარაკებოდა ორ ბავშვს, რომლებიც მას ყურადღებით უსმენდნენ.

შეცდომაა: 10 ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ.

სწორია: 10 ფილმი, რომლებიც უნდა ნახოთ.

„რომლებიც“ წევრ-კავშირი მრავლობითში დაისმის, თუკი დამოკიდებული წინადადება


მიემართება მხოლობითში დასმულ ორ ან მეტ სახელს.

ანა და ნანა, რომლებსაც საღამოს კონცერტი ჰქონდათ, დილიდან გულმოდგინედ


ემზადებოდნენ.

„რომელიც“ წევრ-კავშირი მრავლობითში დაისმის მაშინაც, როცა ასახსნელი წევრი ორ და


მეტცნებიანი კომპოზიტია.

ნიკომ ამაყად გადახედა ცოლ-შვილს, რომლებიც მას მხარს უმშვენებდნენ.


მისამართ წევრს ზოგჯერ შეცდომით სვამენ იმ ბრუნვაში, რომელშიც წევრ-კავშირი დგას. ეს,
ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როცა დამოკიდებული წინადადება მოქცეულია მთავარში და ეს
უკანასკნელი იწყება მისამართი წევრით.

შეცდომაა: წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკიდან ერთი კვირით გამოვიტანე, ორ თვეს


ვკითხულობდი.

სწორია: წიგნს, რომელიც ბიბლიოთეკიდან ერთი კვირით გამოვიტანე, ორ თვეს


ვკითხულობდი.

You might also like