You are on page 1of 3

ზმნის კილო-Der Modus

გერმანულ ენაში არსებობს ზმნის სამი კილო:

1. თხრობითი- der Indikativ


2. კავშირებითი- der Konjunktiv
3. ბრძანებითი- der Imperativ

ბრძანებითი კილო- Imperativ

ბრძანებითი კილო, ანუ იმპერატივი გამოხატავს:

 ბრძანებას
 თხოვნას
 მოწოდებას

არსებობს იმპერატივის ოთხი მორფოლოგიური ფორმა:

 მხოლობითი რიხვის მეორე პირი


 მრავლობითი რიხვის მეორე პირი
 თავაზიანი მიმართვის ფორმა
 მრავლობითი რიხვის პირველი პირი

1. მხოლობითი რიხვის მეორე პირისადმი მიმართული ბრძანების წარმოებისას


უნდა ავსვათ ზმნა პრეზენსის მხოლობითი რიხვის მეორე პირში და
ამოვაილოთ პირის ნაცვალსახელი და პირის ნიშანი. მაგ:
du kommst-Komm! Du shreibst-Schreib!

. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ზმნის ფუძე ბოლოვდება:


-d, -t; -tm; -ffn; -dm; -dn; -chn-; -gn; -ig; -ern; -eln-ზე მაშინ დაემატება
ბოლოში e. მაგ:

Du findest-Finde! Du antwortest-Antworte! Du rechnest-Rechne!


 ern-ზე და eln-ზე დაბოლოებულ ზმნებში ბრძანებით კილოში მხ. რიცხვის
მეორე პირში ფუძეში ამოვარდება e.
Du rudest-Rudre! Du sammelst-Sammle!
 a ფუძიანი ძლიერი უღლების ზმნები უმლაუტს არ დაირთავენ. მაგ:

du trägst-Trage! Du fährst-Fahre!

 e ფუძიანი ძლიერი უღლების ზმნები e-ს ჩვეულებრივ შეიცვლიან i-თი ან ie-


თი, მაგრამ ბოლოში e-ს აღარ დაიმატებენ.

Du gibst- Gib! და არა Gebe! Du liest!- Lies! და არა Liese! Lese!

 თავსართმოცილებად ზმნაში თავსართი გადადის ბოლოში. მაგ:


du machst... auf- Mach... auf!

 უკუქცევითი ზმნა იმპერატივშიც ინარჩუნებს sich ნაცვალსახელს. მაგ:


du setzt dich- Setz dich! Du wäschst dich- Wasche dich!

2. მრავლობითი რიცხვის მეორე პირისადმი მიმართულ ბრძანებაში უნდა


ჩავსვათ ზმნა მრავლობითი რიცხვის მეორე პირში(პრეზენსში) და
ჩამოვაცილოთ პირის ნაცვალსახელი. მაგ: ihr kommt!- Kommt! Ihr
tragt!- Tragt! Ihr setzt euch- Setzt euch!
3. თავაზიანი მიმართვის ფორმის წარმოებისას ზმნას ვირებთ მრავლობითი
რიცხვის მესამე პირის ფორმით(პრეზენსში) და პირის ნაცვალსახელსა და
ზმნას შევუცვლით ადგილებს. მაგ:

Sie kommen-Kommen sie! Sie tragen-Tragen Sie! Sie setzen sich-Setzen Sie sich!

4. მრავლობითი რიცხვის პირველი პირის წარმოებისას ჩავსვამთ ზმნას


მრავლობითი რიცხვის პირველ პირში (პრეზენსში) და პირის ნაცვალსახელსა
და ზმნას შევუცვლით ადგილებს. ( ეს ფორმა გამოხატავს მოწოდებას). მაგ:
Wir gehen-Gehen wir! Wir lessen-Lesen wir!

 მოწოდებას გამოხატავს სევე ბრძანებითი კილო, თუ მას დავუმატებთ


მოდალურ ზმნას wollen-ს, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ,,მოდი“. ამ
შემთხვევაში ზმნას და პირის ნაცვალსახელს გადაადგილება არ ჭირდება. მაგ:
Wir gehen- Wollen wir gehen! (მოდი წავიდეთ!)
5. დამხმარე ზმნების ბრძანებით კილოს ვაწარმოებთ ნაწილობრივ პრეზენსიდან
და ნაწილობრივ ინფინიტივიდან. მაგ:
haben- habe! Haben Sie! Habe keine Angst!

Sein- Sei! Seien Sie! Sei hoeflich!


Werden- Werde! Werden Sie! Werde gluecklich!

გვახსოვდეს!
ბრძანებით კილოში ზმნა ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა კატეგორიული ბრძანება გვაქვს.

You might also like