You are on page 1of 1

1.

დაიწყეთ შეხსენებით, შეიძლება მარტივია, მაგრამ აუცილებლად გაუმეორეთ,


რომ სულ 5 ხმოვანია ქართულში: ა, ე, ი, ო, უ. სხვა ყველა ბგერა არის
თანხმოვანი.

2. სტუდენტებს ვუხსნით,რომ ქართულში მარტივი წინადადებისთვის


აუცილებელია არსებითი სახელის სამი ფორმის (=სამი ბრუნვის) ცოდნა:
2.1. Nominative - სახელობითი (საწყისი ფორმა, სახელის პირველი ფორმა,
ნიშნები: -ი ან 0/ნული, თუ სიტყვა ბოლოვდება ხმოვანზე: პარიზ-ი და ნინო-0.
2.2. Ergative -მოთხრობითი (გვჭირდება წარსული დროის ზმნასთან და არის
ერთი გამონაკლისი იცის ზმნა აწმყოში: მან/ნინო-მ/ჯონ-მა იცის. აქვს ორი
ნიშანი: თანხმოვანზე დაბოლოებულ სახელებთან - მა და ხმოვანზე
დაბოლოებულ სახელებთან -მ. უთხარით, ბრუნვა არ დაგვჭირდება ბ1
დონემდე, მხოლოდ ვიცი ზმნის მესამე პირის ფორმისთვის უნდა
დაიმახსოვროს: მან/ანა-მ/ჯონ-მა იცის.
2.3. Accusative -მიცემითი - ყველა შემთხვევაში ნიშანი არის -ს.

არ არის აუცილებელი ქართული ტერმინების მიწოდება.

მთავარი პრობლემა: როდის რომელ ფორმას ვიყენებთ?

ვუხსნით, რომ გააჩნია ზმნას.

თუ ვ-ს ტიპის ზმნა არის, ანუ, პირველ პირში ჩემი ნიშანია ვ- (ვწერ), მაშინ
წინადადების ფორმულა ახლანდელ დროში არის ასეთი:

სუბიექტი საწყის ფორმაში + ზმნა + ობიექტი+ს

ანუ: S-nominative + ზმნა + O-Accusative

და პირიქით:

თუ მ-ს ტიპის ზმნა არის, ანუ, პირველ პირში ჩემი ნიშანია მ- (მქვია), მაშინ
წინადადების ფორმულა ყველა დროში არის ასეთი:

სუბიექტი+ს + ზმნა + ობიექტი- საწყის ფორმაში

ანუ: S- Accusative + ზმნა + O-nominative

You might also like