You are on page 1of 10

소개 წარდგენა

N1 გრამატიკა 입니다 / ვარ, ხარ, არის

입니다 არის გრამატიკული დაბოლოება, რომელიც


ემატება არსებით სახელს და გამოხატავს მნიშვნელობას:
ვარ, ხარ, არის. კორეულ ენაში არ გვაქვს პირის ნიშნები,
შესაბამისად 입니다 გამოიყენება როგორც პირველ, ასევე
მეორე და მესამე პირებთან. მაგ: 저는 니니입니다 მე ნინი
ვარ , სადაც 저는 ნიშნავს მე, 니니 არის საკუთარი სახელი
( ადამიანის სახელი ნინი), ხოლო 입니다 აღნიშნავს
მნიშვნელობას, ვარ. განსხვავებით ქართული ენისგან,
კორეულ ენაში 입니다 ეწებება არსებით სახელს და არ
იწერება განცალკევებით.

მაგალითები: 이것은 책입니다 ეს წიგია

여기는 학교입니다 აქ სკოლაა

저는 학생입니다 მე მოსწავლე ვარ

저는 선생님입니다 მე მასწავლებელი ვარ

어휘 სიტყვები
이것은 ეს

책 წიგნი

저 მე

학생 მოსწავლე

선생님 მასწავლებელი

აღსანიშნავია, რომ კორეულ ენაში გვაქვს ფორმალობის


რამდენიმე დონე და 입니다 მიეკუთვენა ზრდილობიან
ფორმალურ სასაუბრო ენას. შესაბამისად მისი გამოყენება
ფორმალურ სიტუაციებში, თქვენზე სტატუსით ანდაც
ასაკით უფროს ხალხთან შეგიძლიათ.

სავარჯიშო 1 გრამატიკა 입니다 ს გამოყენებით შეადგინეთ მარტივი


წინადადებები ლექსიკონში არსებული სიტყვების საშუალებით.

მაგალითი 이것은 사전입니다 ეს ლექსიკონია ( 이것은 ეს) 사전


ლექსიკონი

1) ეს მაგიდაა
2) ეს სკამია
3) ეს ჩანთაა
4) ეს რვეულია
5) ეს ტელეფონია

2
6) ეს ფანქარია

어휘 სიტყვები
이것은 ეს
책상 მაგიდა
가방 ჩანთა
의자 სკამი
공책 რვეული
전화 ტელეფონი
연필 ფანქარი

입니까? ვარ, ხარ, არის? (გრამატიკა


입니다-ს კითხვითი ფორმა)
იმ შემთხვევაში, როცა გვინდა დავსვათ კითხვა ვარ,
ხარ არის? ნაცვლად 입니다 დაბოლოებისა
გამოვიყენებთ კითხვით დაბოლოებას, 입니까?
მაგალითად: 선생님입니까? მასწავლებელი ხართ?
네, 선생님입니다
დიახ, მასწავლებელი ვარ

3
სავარჯიშო2 დასვით შეკითხვა და უპასუხეთ
მას, ნასწავლი გრამატიკული დაბოლოებების
საშუალებით

მაგ: 이것은 사전입니까? ეს ლექსიკონია?


네, 사전입니다 კი, ლექსიკონია

1) ეს მაგიდაა?
კი, მაგიდაა

2) ეს სკამია?
კი, სკამია

3) ეს ჩანთაა?
კი, ჩანთაა

4) ეს რვეულია
კი, რვეულია

5) ეს ტელეფონია?
4
კი, ტელეფონია

6) ეს ფანქარია?
კი, ფანქარია

5
은/는 თემის ბრუნვის ნიშნები
은/는 არის თემის ბრუნვის ნიშნები, რომელი ემატება არსებით
სახელს და ხაზს უსვამს წინადადებაში მთავარ სასაუბრო თემას.
თუ არსებითი სახელი ბოლოვდება ხმოვანზე მას დაემატება 는,
თუ ბოლოვდება თანხმოვანზე/ პადჩიმზე, მას დაემატება 은 .

მაგ: 안나는 조지아 사람입니다 ანა ქართველია ( 조지아 사람


ნიშნავს ქართველს). ამ წინადადებაში, ანა არის მთავარი
სასაუბრო თემა, ვინაიდან მე ვსაუბრობ მის წარმოშობაზე. ხაზი
უნდა გავუსვათ რომ წინადადების მთავარი სასაუბრო თემა,
სწორედ ანაა. ვინაიდან 안나 ბოლოვდება 아 ხმოვანზე, მას
დაემატა 는 .

마이클은 학생입니다 მაიკლი მოსწავლეა

마이클 ბოლოვდება თანხმოვანზე, ამიტომ ამ შემთხვევაში, მას


დაემატა 은.

სავარჯიშო 3 შეადგინეთ წინადადებები 은/는 ბრუნვის


გამოყენებით.

მაგალითი: 안나는 은행원입니다. ანა ბანკის


თანამშრომელია

სავარჯიშოში გამოსაყენებელი სიტყვები

6
한국 사람 კორეელი

학생 მოსწავლე

미국 사람 ამერიკელი

회사원 კომპანიის თანამშრომელი

일본 사람 იაპონელი

은행원 ბანკის თანამშრომელი

프랑스 사람 ფრანგი

영화배우 კინომსახიობი

러시아 사람 რუსი

주부 დიასახლისი

요리사 მზარეული

조지아 사람 ქართველი

მაგალითი

7
ნინია ქართველია. მოსწავლეა 니니아는 조지아
사람입니다. 학생입니다.

შესადგენი წინადადებები

1) სოფი (소피) ფრანგია. კინომსახიობია


2) ანაკა (아나카) იაპონელია. კომპანიის
თანამშრომელია
3) მინჯი (민지) დიასახლისია. კორეელია
4) გიორგი (기오르기) ქართველია. მზარეულია

დიალოგი 1
8
안나: 안녕하세요 , 저는 안나입니다

기오르기: 안녕하세요, 저는 기오르기입니다

안나: 어느 나라 사람입니까?

기오르기: 조지아 사람입니다

안나: 기오르기 씨는 학생입니까?

기오르기: 네, 학생입니다

안나: 저는 회사원입니다

어휘 სიტყვები

안녕하세요 გამარჯობა

어느 나라 사람입니까? რომელი ქვეყნიდან


ხართ?
9
씨 ბატონო/ ქალბატონო ( ზრდილობიანი
მიმართვის ფორმა)

10

You might also like