You are on page 1of 5

을/를 ობიექტური პირის ბრუნვის ნიშანი

을/를 არის ობიექტური პირის ბრუნვის ნიშანი, რომელიც


ემატება არსებით სახელს და ხაზს უსვამს, რომ იგი
წინადადებაში არის ობიექტი. დაესმის კითხვები- ვის, რას?
을 ემატება თანხმოვანზე დაბოლოებული არსებით სახელს,
ხოლო 를 ემატება ხმოვანზე დაბოლოებული არსებით სახელს.
მაგალითები: 니니아가 음악을 듣습니다 ნინია მუსიკას უსმენს.
( ამ წინადადებაში ობიექტი არის მუსიკა, რომელსაც სუბიექტი
ნინია უსმენს) პასუხობს კითხვაზე- რას უსმენს?
기오르기가 한국어를 공부합니다 გიორგი კორეულს სწავლობს.
( კორეული არის ობიექტი, რომელზეც მოქმედებას
ახორციელებს სუბიექტი გიორგი)

어휘 სიტყვები
음악 მუსიკა
듣다 მოსმენა
김밥 კიმბაპი ( კორეული საჭმელი)
영화 ფილმი
보다 ყურება
신문 გაზეთი
읽다 კითხვა
옷 ტანსაცმელი
입다 ჩაცმა
커피 ყავა
마시다 დალევა
친구 მეგობარი
기다리다 დალოდება
컴퓨터 კომპიუტერი
배우다 სწავლა

სავარჯიშო 1
უპასუხეთ დასმულ შეკითხვებს, ახალი სიტყვებისა
და გრამატიკის გამოყენებით

მაგალითი: 안나가 무엇을 합니까? ანა რას აკეთებს?


(김밥/먹다)
- 김밥을 먹습니다. კიმბაპს ჭამს

1)니노가 무엇을 합니까 ? რას აკეთებს ნინო? (


영화/보다)
- ფილმს უყურებს
2)안나가 무엇을 합니까? ანა რას აკეთებს?
(신문/읽다) - გაზეთს კითხულობს
3)요코가 무엇을 합니까? იოკო რას აკეთებს? (옷/
입다)
- ტანსაცმელს იცვამს

4) 마이클이 무엇을 합니까? მაიკლი რას აკეთებს?


(커피/마시다)
- ყავას სვამს

5) 투안이 무엇을 합니까? თუანი რას აკეთებს? (


친구/기다리다)
- მეგობარს ელოდება

6)마리암이 무엇을 합니까? მარიამი რას აკეთებს?


( 컴퓨터/ 배우다)
- კომპიუტერს სწავლობს

학교생활 სასკოლო ცხოვრება


공부하다 მეცადინეობა
질문하다 შეკითხვის დასმა
대답하다 პასუხის გაცემა
책을 읽다 წიგნის წაკითხვა
수업을 시작하다 გაკვეთილის დაწყება
수업이 끝나다 გაკვეთილის დამთავრება
한국어를 배우다 კორეულის სწავლა
이야기하다 საუბარი
친구를 만나다 მეგობართან შეხვედრა

დიალოგი 1

안나: 마이클 씨, 한국 생활이 어떻습니까?


마이클: 재미있습니다
안나: 요즘 무엇을 합니까?.
마이클: 한국어를 배웁니다
안나: 한국어 공부가 재미있습니까?
마이클: 네, 재미있습니다. 그렇지만 조금
어렵습니다.

어휘 სიტყვები
어떻다 როგორი ( 어떻습니까? როგორია)
생활 ცხოვრება
요즘 ეს დღეები, ამ ბოლო დროს
공부 სწავლა ( როგორც არსებითი სახელი)
그렇지만 თუმცა .
조금 ცოტა
어렵다 რთული

You might also like