You are on page 1of 3

Infinitive: the initial form of the Verb

There are two types of Infinitive in English – Full and Bare Infinitive
Full Infinitive – verb with “to” – e.x – to play, to write, to run, to draw, to faint, etc.
Bare Infinitive – verb without “to” – play; write; run; draw; faint, etc.

Present Simple:
მოქმედება, რომელიც არა ახლა (საუბრის მომენტში) არამედ, ზოგადად,
პერმანენტულად, განმეორებითად ხდება

როდის გამოვიყენოთ?
Present Habits: გარკვეული ჩვევების, ქცევის გარკვეული სახეების
გამოსახატავად
Misha goes to dance lessons every Saturday - ეს ქმედება განმეორებადი
ხასიათისაა, იმდენად, რამდენადაც მიშა ყოველ შაბათს, პერმანენტულად დადის
ცეკვის გაკვეთილზე.
Permanent Situations: პერმანენტული სიტუაციების აღსაწერად
Does Dan work at the cinema? - ე.ი დენი დიდი ხანია კინოთეატრში მუშაობს
და ამას მუდმივი სახე მიეცა
States: განცხადებების, შეხედულებების, მოსაზრებების გამოსახატავად
I like the new James Bond Film - ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, შესაბამისად
გამოვხატე Present Simple-თი
General Truths: ზოგადი ჭეშმარიბებები. ისეთი დებულებების
დასაფიქსირებლად, რაც ზოგადი მოცემულით ჭეშმარიტია.
You play chess with 32 pieces
Water freezes at 0 Celsius

როგორ ვაწარმოოთ ეს დრო?


Present Simple-ს საწარმოებლად ძალიან მარტივი წესი არსებობს - პირის
ნაცვალსახელს + ზმნა (Bare Infinitive)
თუ პირის ნაცვალსახელი ეკუთვნის მესამე პირის მხოლობით რიცხვს (He; She; It)
მაშინ, ზმნა ბოლოს დაირთავს “-s” ან “-es”
I / You / We / they/you - Run
He / She / It – Runs; goes
მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელებთან - ზმნას + S; es
The wood burns when you set it to the fire -
მრავლობითი რიცხვის ნაცვალსახელებთან - ზმნას + bare infinitive
The children go to school every week days -

კითხვითი და უარყოფითი ფორმების საწარმოებლად გვჭირდება დამხმარე


ზმნები - Do or Does
ზემოთაღნიშნული წესიდან გამომდინარე - Does დამხმარე ზმნა, გამოიყენება
მხოლოდ და მხოლოდ მესამე პირის მხოლობით რიცხვის ნაცვალსახელებთან
(He; She; It) და აღნიშნულ ნაცვალსახელებთან თხრობით კილოში გამოყენებული
ზმნის -s ან -es ნაწილაკს აშორებს ამავე ზმნას
მაგ: He works every Saturday - Does he work every Saturday? – He does not work every
Saturday და ა.შ
Do დამხმარე ზმნა, შესაბამისად, გამოიყენება დანარჩენ პირის ნაცვალსახელებთან.
My friends and I always swim whenever we have free time
Do My friends and I always swim whenever we have free time?
My friends and I don’t always swim whenever we have free time.

არსებობს შესაბამისი სიტყვები, ე.წ „ლინკერები“, რომლებიც პირდაპირ


მიგვანიშნებს, ამ დროის გამოყენების აუცილებლობაზე
1) სიხშირის ზმნიზედები, ე.წ Adverbs of Frequency –
Always - ყოველთვის; Usually - ჩვეულებრივ; Often - ხშირად; Sometimes -
ხანდახან; Rarely - იშვიათად; Never - არასდროს

2) ფრაზები
Every Monday/Week/ Year - ყოველ თვეს, წელს...
Each Monday/Week/ Year – (ფაქტობრივად იგივეა, რაც პირველი ვარიანტი)
Once/ twice/ three times a day/ a week/ a month - ერთხელ/ორჯერ/ სამჯერ
დღეში, კვირაში, თვეში.

მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ერთი წესი -


მოცემული ზმნიზედები გამოიყენება მთავარ ზმნამდე, მაგრამ “to be” ზმნის
შემდეგ!
These adverbs usually go before the verb, but after the verb be
I often play football with my friends
I am often late for my piano lessons.

Present Continuous:
წარმოების საშუალება - პირის ნაცვალსახელს/არსებით სახელს + შესაბამისი To be
ზმნა + ზმნის მე-4 ფორმა (“ing”)

კონკრეტული დროის საშუალებით შესაძლებელი ოთხი უმთავრესი ფუნქციის


გამოხატვა:
1) მოქმედებები, რომელიც ამწამს, უშუალოდ საუბრის მომენტში ხდება
(Actions happening now) – Jan is watching a DVD upstairs (ანუ ტიპი ახლა ზის
და უყურებს დივიდის)
2) Temporary situations – Present Simple-სგან განსხვავებით, რომელიც მუდმივ
მოქმედებებს გამოხატავდა, Continuous- ხაზს უსვამს მხოლოდ დროიებით
სიტუაციებს
She is working at the museum until the end of the month - ანუ ვიცით, რომ
ვიღაც მუზეომში მუშოაბს, მაგრამ დროებითია, რადგან თვის ბოლოს
აპირებს თავის დანებებას
3) Planned Future - დაგეგმილი მომავალი. როცა იცი, რომ რაიმე A მოქმედებას
სამომავლოდ უეჭველი გააკეთებ და საამისო გამზადბული/დაგეგმილი
გაქვს ყველაფერი
I am flying to London in 2 months - ამ დროს უეჭველი იცი, რომ ლონდონში
მიფრინავ 2 თვეში და საამისოდ გამზადებული გაქვს ყველაფერი (ნაყიდი
გაქვს, ბილეთები, დაჯავშნილი გაქვს ადგილები და ა.შ

4) გამაღიზიანებელი ჩვევები - Annoying habits (Usually with always) – You are


always borrowing my CDs without asking - მართალია ამ შემთხვევაში,
Continuous დრო Present Simple-ისთვის დამახასიათებელ სიხშირის
ზმნიზედასთან, Always-სთან, ერთად გამოვიყენეთ, თუმცა ამ შემთხვევაში
გასათვალისწინებელია ის, რომ ხაზი ესმევა გამაღიზიანებელ თვისებას და
აქცენტი სიხშირის ზმნიზედაზე არ კეთდება მხოლოდ (მნიშვნელოვანია
მხოლოდ და მხოლოდ კონტექსტუალური მხარე)

You might also like