You are on page 1of 17

ქართული ენის სინტაქსი

ლექცია 3
რუსუდან გერსამია
rgersamia@iliauni.edu.ge
სალექციო საკითხები
წინადადების ტიპები:
• მოდალობის მიხედვით
• სტრუქტურის მიხედვით
• წინადადების მთავარი და არამთავარი წევრები
შინაარსის მიხედვით
• თხრობითი
• კითხვითი
• ბრძანებითი
• ძახილის
• კითხვა-ძახილის

მათ შორის არის ინტონაციური სხვაობა


კითხვითი წინადადება

1. კითხვითი სიტყვის შემცველი


2. კითხვითი სიტყვის გარეშე

მაგალითები:
1. დედა როდის დაბრუნდება სამსახურიდან?
2. დედა დაბრუნდება სამსახურიდან?

ინტონაციური მახვილის საკითხი კითხვით წინადადებაში


წინადადების სტრუქტურა / სინტაქსური კონსტრუქცია

მარტივი შერწყმული რთული

1. მარტივი გავრცობილი 1. თანწყობილი


2. მარტივი გაუვრცობელი 2. ქვეწყობილი

ერთგვარწევრებიანი
წინადადების წევრები
• სრულმნიშვნელოვანი სიტყვები:
სახელები, ზმნა, ზმნიზედა

• დამხმარე სიტყვები:
კავშირი, თანდებული, ნაწილაკი
მეტყველების ნაწილთა სინტაქსური ფუნქციები
1. ზმნა შემასმენელი

2. არსებითი სახელი;
ზოგი ნაცვალსახელი; ქვემდებარე და დამატება
მოქმედებითი გვარის მიმღეობა;
წილობითი რიცხვითი სახელი;

3. ზედსართავი სახელი;
რაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი; მსაზღვრელი
ზოგი ნაცვალსახელი;
ვნებითი გვარის მიმღეობა.

4. ზმნიზედები- ზმნასთან დაკავსირებული გარემოება


სიტყვები
წინადადების წევრი
• წინადადებაში შემავალ სრულმნიშვნელოვან სიტყვას ან სიტყვათა
შენაერთს წინადადების წევრი ჰქვია.

წევრთა რაოდენობის განსაზღვრა

• წინადადებაში იმდენი წევრია, რამდენი სრულმნისვნელოვანი


წევრიცაა მასში.
• დამხმარე სიტყვა წინადადების წევრი არ არის
შდრ.
• გულში მწუხარებამ ღამე გაათია - 4 წევრია

• სულსა და გულს უხარია - 3 წევრია

• წინადადების წევრებს დაესმით კითხვები


მთავარი და არამთავარი წევრები
• მთავარია წევრი, რომელიც პირმიმართი სახელით არის გადმოცემული.

• მთავარ წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს ზმნის პირიანობა.

• წინადადებაში იმდენი მთავარი წევრია, რამდენპირიანიც არის ზმნა


ერთის მიმატებით, ეს ერთი შემასმენელია
განსაზღვრეთ რამედნი მთავარი წევრია

• იმალება ის - იმალება ქალი

• ემალება ის მას - ემალება ქალი მზეს

• უმალავს ის მას მას - უმალავს ქალი მამას ამბავს


მთავარი წევრებია

• შემასმენელი (ზმნა, სახელი + ზმნა)

• ქვემდებარე (სუბიექტი)

• პირდაპირი დამატება (პირდაპირი ობიექტი)

• ირიბი დამატება (ირიბი ობიექტი)

მთავარი წევრები ქმნიან წინადადების ბირთვს.


არამთავარი წევრები
• ჯფუფდებიან მთავარი წევრების გარშემო, ხსნიან, აზუსტებენ
მათ.

• გარემოება და უბრალო დამატება ახლავს ზმნა-შემასმენელს

• განსაზღვრება ახლავს - ქვემდებარეს და დამატებას


დედის გულთამხილველმა სულმა მაშინვე იგრძნო სიკვდილის
გარდუვალობა.

სულმა იგრძნო

იგრძნო გარდუვალობა სულმა გულთამხილველმა

მაშინვე დედის

გარდუვალობა სიკვდილის
უშუალო შემადგენლების მეთოდი
• სახელური ფრაზა (NP)
• ზმნური ფრაზა (VP)
ლიტერატურა:

ლ. კვაჭაძე, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, მეხუთე გამოცემა,


2010.
ლ. გეგუჩაძე, ქართული ენა, სინტაქსის საკითხები, 2010.
ჟ. ფეიქრიშვილი, ქართული ენის სინტაქსი. 1996.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
რუსუდან გერსამია
rgersamia@iliauni.edu.ge

You might also like