You are on page 1of 16

ქართული ენის სინტაქსი

ლექცია 9

rgersamia@iliauni.edu.ge
სალექციო საკითხები

• რთული წინადადება და მისი ტიპები;


• თანწყობა და ქვეწყობა.
• რთული თანწყობილი წინადადების სახეები და მაერთებელი
კავშირები.
• უკავშირო თანწყობილი წინადადება
• შერწყმული და თანწყობილი წინადადებების მსგავსება-
განსხვავებანი;
რთული წინადადება

რთულია წინადადება, რომელიც სედგება ორი ან მეტი მარტივი და


შერწყმული წინადადებისაგან და აზრობრივად და ინტონაციურად
ერთ მთლიან ერთეულს წარმოადგენს.

რთული წინადადების კომპონენტები ეწოდება რთული


წინადადების შემდგენელ მარტივ და შერწყმულ წინადადებებს.
მაგალითები:

1. ტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის.

2. თოვლით დახრილ ტოტზე კანკალებდა ბეღურა, მიწას თოვლი


ფარავდა, ცას ფანტელი ებურა.

3. მინდორი და ველი ყვავის, ნამი ბზინავს ათასფერად.

4. ცხოვრება მაშინ არის კარგი, როცა მას ებრძვი.


რთული წინადადების კონსტრუირების გზები

• თანწყობა ანუ ჰიპოტაქი - ერთმანეთის მიმართ გრამატიკულად


თანასწორი წინადადებების შეერთება-შეკავშირება
დაეშვა მზე და დაიბინდა ველი

• ქვეწყობა ანუ პარატაქსი - ერთმანეთის მიმართ გრამატიკულად


არათანასწორი წინადადებების შეერთება-შეკავშირება
დაიბინდა ველი, რადგან დაეშვა მზე
რთული თანწყობილი წინადადება
• თანწყობის შემთხვევაში მის კომპონენტებს შორის ა) თანასწორი მიმართებაა,
ანუ არ არის დაქვემდებარება, როცა ერთი დამოკიდებულია მეორეზე. ან: ბ)
ერთი გულისხმობს მეორე წინადადებას ისე, რომ მათ შორის ასევე არ არის
დაქვემდებარება.

• მაგალითები:

1. ცაზე ანთია ვარსკვლავთ კარავი, მთებში ღრუბელი მიცურავს ზანტი.

2. საქმე და მოსაქმე ერთმანეთს გასცლოდა და ეს მართალმა გულმა იუცხოვა.

3. გაბრიელს სხვა მზემ დაჰკრა, სხვა მზემ გაუთბო გული.


აზრობრივი მიმართება რთული წინადადების კომპონენტებს შორის

თანწყობის კომპონენტებს შორის სამგვარი აზრობრივი


მიმართებაა:
1. ერთდროულობა
2. თანამიმდევრობა
3. მიზეზ-შედეგობრიობა
ერთდროულობა
ა) რთული წინადადების ყველა კომპონენტში მოქმედება ხდება
ერთდროულად:
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა და ხევებში ქარიშხლები ბღაოდნენ

ბ) წინადადებები ერთმანეთის მიმართ აბსოლუტურად


თანასწორია, მეორე არ წარმოადგენს პირველის გაგრძლებას.
ქვითინებდა შველი, ოხრავდა ირემი, კვნესოდა ჯეირანი.

გ) წინადადებათა ადგილის შეცვლაც შესაძლებელია.


კოდალა ხეს უკაკუნებს და ტოროლა ცაში გალობს.
თანამიმდევრობა
• როცა მომდევნო წინდადებით გამოხატული მოქმედება
პირველის შემდეგ ხდება, ან შედეგია პირველი წინადადებით
გამოხატული მოქმედებისა:

1. ახლა ჩვენს შორის ზამთარი ჩადგა და აღარ ველი შენს დაბრუნებას.


2. გადიჟღარუნებს ქარი ხმოვანი და მიყუჩდება წვეთთა წკარუნი.
მიზეზშედეგობრიობა
• როცა აზრობრივად ერთმანეთს უპირისპირდება
კომპონენტები:

მე გეუბნები ასეთ სამდურავს, მაგრამ შენ მაინც არ მაძევ პასუხს.


კომპონენტთა შეერთების საშუალებები
თანწყობილ წინადადებაში
კავშირიანია ან უკავშირო
უკავშირო შეერთების საშუალებებია: პაუზა, ინტონაცია, წერის დროს -
მძიმე.
კავშირიანი შეერთების დროს გამოიყენება მაერთებელი კავშირები:

• მაჯგუფებელი: და, არც-არც, აღარც-აღარც, ვერც-ვერც...


• მაცალკევებელი: ან-ან, ხან-ხან, ხან-ხან კიდევ, გინდ- გინდ, თუნდ-
თუნდ...
• მაპირისპირებელი: მაგრამ, ხოლო, კი...
• მაიგივებელი: ესე იგი, ანუ
მაგალითები:

• გამხიარულებული ბუხარი გუგუნებდა და კოპიტის შეშას ტკაცატკუცი


გაჰქონდა.
• არც წვიმს, არც თოვს.
• ხან მგელი ყმუის, ხან ტურა.
• ხან წვიმს, ხან თოვს, ხან დარია.
• თუნდ მე წამოვალ, თუნდ შენ ჩამოდი.
• ეს თოვლია თუ მიმინომ დააფეთა მრედები?
• ჩაგაქრეს, მაგრამ დღესაც გატყვია ნაცეცხლურები.
• ცისკენ მივიწევ, ხოლო შავი ზღვა ფეხს მირეცხავს თავის ტალღებით.
• ის კანონის გარეშე დგას, ე.ი. მას ყოველივეს უფლება აყრილი აქვს.
რთული თანწყობილი და შერწყმული წინადადებების
მსგავსება და განსხვავება
• მსგავსება:
ა) ორივეში რამდენიმე შემასმენელია, თითოეულში კომპონენტები
თანწყობის გზით უკავშირდება.მხოლოდ შერწყმულში გვაქვს თანასწორი
წევრები, თანწყობილში - თანასწორი წინადადებები.

ბ) ორივე წინადადებაში სტრუსტურული კომპონენტები შეერთებული


არიან კავშირით და უკავშიროდ: მხოლოდ შერწყმულში - თანასწორი
წევრები, თანწყობილში - თანასწორი წინადადებები.
გ) საზიაროა მაერთებელი კავშირები

დ) შემასმენელებს შორის აზრობრივი მიმართება ერთნაირია. ორივე სახის


წინადადებაში შეიძლება გადმოიცეს ერთდროულობა, თანამიმდევრობა,
დაპირისპირება, მიზეზ-შედეგობრიობა. მხოლოდ შერწყმულში -
თანასწორი წევრები, თანწყობილში - თანასწორი წინადადებები.

შდრ. მაგალითები

1. მზე ამოვიდა არემარე გაანათა (შერწყმული)

2. მზე ამოვიდა და არემარე განათდა (თანწყობილი)


განსხვავება
ა) შერწყმული წინადადების შემასმენლები უკავშირდებიან ერთ ქვემდებარეს.

ბ)შერწყმულში ერთგვარ შემასმენელთა თანწყობაა, თანწყობილში -


წინადადებებისა.

გ) მაერთებელი კავშირები შერწყმულში ერთგვარ წევრებს აერთებენ,


თანწყობილში - წინადადებებს.

დ) შერწყმული წინადადების შემასმენლებით გამოხატული მოქმედება


მიეწერება ერთ ქვემდებარეს, რთულ თანწყობილში კი- სხვადასხვა ქვემდებარეს.

შდრ. მაგალითები
1. მზე ამოვიდა არემარე გაანათა (შერწყმული)
2. მზე ამოვიდა და არემარე განათდა (თანწყობილი)
ლიტერატურა:

ლ. კვაჭაძე, თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, მეხუთე გამოცემა,


2010.
ლ. გეგუჩაძე, ქართული ენა, სინტაქსის საკითხები, 2010.
ჟ. ფეიქრიშვილი, ქართული ენის სინტაქსი. 1996.

You might also like