You are on page 1of 4

მარტივი წინადადება

აგებულების მიხედვით წინადადება სამგვარია: მარტივი, შერწყმული და


რთული.მარტივია წინადადება, თუ იგი გადმოცემულია ერთი ან რამდენიმე სიტყვით,
რომლებშიც არ ურევია ერთგვარი წევრები.გაიხსენეთ: წინადადების წევრები ორგვარია :
მთავარი და არამთავარი. მთავარია: შემასმენელი, ქვემდებარე, პირდაპირი დამატება და
ირიბი დამატება.არამთავარია: უბრალო დამატება, განსაზღვრება და გარემოება .
ერთგვარია წევრები, რომლებიც ერთსა და იმავე წევრს უკავშირდებიან და ერთსა და
იმავე კითხვაზე მიუგებენ.

ქართულში მარტივი წინადადება მთავარ წევრთა მიხედვით ოთხგვარია :

ერთმთავარწევრიანი: აღარ წვიმს; ძალიან აცივდა.

ორმთავარწევრიანი: ნანა მიდის სკოლაში.

სამმთავარწევრიანი: გუჯამ ყველა დავალება დაწერა.

ოთხმთავარწევრიანი: შოთამ თავის შვილს ახალი წიგნი აჩუქა.

მარტივი წინადადება ან გაუვრცობელია, ან გავრცობილი.

გაუვრცობელია მარტივი წინადადება, რომელიც მხოლოდ მთავარ წევრებს შეიცავს :

მაგ.: წვიმს.,ქარი ქრის.,ოთახს ჩრდილი მოეფინა.

გავრცობილია წინადადება, რომელშიც მოიპოვება ერთი ან ერთზე მეტი არამთავარი


წევრი:

მაგ.: დღეს ძალიან წვიმს.დილიდან ძლიერი ქარი ქრის.ცისფერ ოთახს ჩრდილი ნელ -
ნელა მოეფინა. მარტივი წინადადება შეიძლება იყოს სრული ან უსრული. წინადადება
სრულია, თუ გამოტოვებულად არ იგულისხმება რომელიმე წევრი.მაგ., ოთახში ხის
კარადა იდგა.წინადადება უსრულია, თუ გამოტოვებულად იგულისხმება ერთი ან
რამდენიმე წევრი, რომელთა აღდგენაც ადვილად შეიძლება წინა ნათქვამის ან
კონტექსტის მიხედვით. უსრული წინადადება ხშირად გვხვდება დიალოგებში კითხვა -
მიგების დროს:

- ვაშლი მოიტანა მამამ ბაზრიდან?

- კი, მოიტანა.

მეორე წინადადება (მოიტანა) უსრულია, რადგან არ ჩანს ქვემდებარე (მამა ), რომელიც


იგულისხმება დიალოგის წინა კითხვის მიხედვით. მარტივი წინადადება შეიძლება იყოს
უქვემდებარო, ასეთ დროს შემასმენელთან ქვემდებარე არ არის და არც გამოტოვებულად
იგულისხმება. უქვემდებარო წინადადების ზმნა-შემასმენელი ხშირად აღნიშნავს ბუნების
მოვლენებს და იხმარება მხოლობითი რიცხვის მე-3 სუბიექტური პირის ფორმით .

მაგ.: წვიმს. ძალიან აცივდა. გარეთ აღარ ბნელოდა.

სახელდებითია წინადადება, რომელშიც შემასმენელი არაა (და არც იგულისხმება ),


მხოლოდ საგანი ან მოვლენაა დასახელებული სახელობითი ბრუნვის ფორმით . მას
შეიძლება ახლდეს შეთანხმებული ან მართული მსაზღვრელი. ამ ტიპის წინადადებები
უმეტესად გამოიყენება მხატვრულ ლიტერატურაში ბუნების სურათების ან სხვადასხვა
მოვლენის აღწერისას.

მაგ.: მინდვრები. ქართლის მინდვრები. ქედები მხარგაშლილები (ა . კალანდაძე ).სიმინდი .


ლობიო. ღომი და ჭვავი (ნ. ზომლეთელი).სახელდებით წინადადებად მიიჩნევენ წიგნის ,
ლექსის, მოთხრობის სათაურს, დაწესებულების, ორგანიზაციის სახელს.მაგ .:
„ვეფხისტყაოსანი“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვ. მარტივ წინადადებაში ,
როგორი ვრცელიც არ უნდა იყოს ის, სასვენი ნიშნები არ იწერება (გარდა წინადადების
ბოლოს დასმული სასვენი ნიშნისა).

შერწყმული წინადადება
შერწყმულია წინადადება, რომელშიც გვაქვს ერთ საერთო წევრთან დაკავშირებული ორი
ან ორზე მეტი ერთგვარი წევრი.გაიხსენეთ: ერთგვარი ჰქვია ისეთ წევრებს , რომლებიც
ერთსა და იმავე წევრს უკავშირდებიან და ერთსა და იმავე კითხვაზე მიუგებენ .

შერწყმულ წინადადებაში შეიძლება გვქონდეს:

რამდენიმე შემასმენელი ერთ ქვემდებარესთან;

რამდენიმე ქვემდებარე ერთ შემასმენელთან;

რამდენიმე დამატება, რომელთაც ერთი შინაარსი აქვთ;

რამდენიმე განსაზღვრება და გარემოება ერთ საერთო წევრთან .

ამგვარად, ერთგვარ წევრთა მიხედვით შერწყმული წინადადება იმდენი სახისაა , რამდენი


წინადადების წევრიც გვაქვს:

ერთგვარშემასმენლიანი,

ერთგვარქვემდებარიანი,

ერთგვარდამატებიანი,

ერთგვარგარემოებიანი

ერთგვარგანსაზღვრებიანი.

ერთგვარი შემასმენლები:

მეტყევემ ქოხში შეაბიჯა და ქუდი მოიხადა.

ერთგვარი ქვემდებარეები:

ამწვანდა მთები, ტყე და მინდვრები.

ერთგვარი პირდაპირი დამატებები:

თოვლმა თეთრად დაფარა მინდორი, ტყე და ველი.


ერთგვარი ირიბი დამატებები:

მზემ დახედა ვარძიის თხრილებს, თამარის კოშკებს, დავითის გელათს .

ერთგვარი უბრალო დამატებები:

მინდა გადავიქცე წვიმად ან ცეცხლად.

ერთგვარი გარემოებები:

იყვავილებენ ეს ყვავილები ახლა, წარსულში და მომავალში.

ერთგვარი განსაზღვრებები:

ბნელი, თბილი და წყნარი ღამე იყო.

შერწყმული წინადადება შეიძლება იყოს შერეული (ნარევი) სახისაც, როცა მასში


ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა სახის ერთგვარი წევრი შედის . ამ ტიპის
შერწყმული წინადადებაა: შრომა და სიყვარული აძლევს შნოსა და ლაზათს ადამიანის
სიცოცხლეს (ვაჟა-ფშაველა).აქ შემასმენელთან დაკავშირებულია ორი ქვემდებარე
(შრომა და სიყვარული) და ორი პირდაპირი დამატება (შნოსა და ლაზათს ).როცა
წინადადებაში ორზე მეტი ერთგვარი წევრია, შეერთება შეიძლება იყოს ორგვარი :
კავშირიანი და უკავშირო.უკავშიროდ შეერთებულ ერთგვარ წევრებს შორის მძიმე
დაისმის.

უკავშიროა შეერთება შემდეგ წინადადებაში:ბნელი, თბილი, წყნარი ღამე იყო .

ერთგვარ წევრთა შესაერთებლად შერწყმულ წინადადებაში გამოყენებულია


მაერთებელი კავშირები: მაჯგუფებელი, მაპირისპირებელი და მაცალკევებელი .
მაჯგუფებელი: და, თუ (და-ს მნიშვნელობით), არც – არც, ვერც – ვერც, ნურც – ნურც , კიდეც –
კიდეც...; მაგ.: სიო ნაზად არხევდა ხის ტოტებსა და ფოთლებს. შენზე საუბრობს კაცი თუ
ქალი. ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს (ანდაზა). მაპირისპირებელი:
მაგრამ, ხოლო, კი;

მაგ.: უმთვარო, მაგრამ წყნარი ღამე იყო. მამამ ერთი შვილი სოფელში დატოვა , ხოლო
მეორე ქალაქში წაიყვანა.მართამ მარწყვის ნაწილი კალათაში ჩაყარა , დანარჩენი კი
შეჭამა.მაცალკევებელი: ხან – ხან, ან, ან – ან, გინდ – გინდ, თუნდ – თუნდ.მაგ.: ან რვეული
მიყიდე, ან წიგნი. ხან ვიცინი, ხანაც ვტირი.

რთული წინადადება
რთულია წინადადება, რომელიც შედგება ორი ან ორზე მეტი მარტივი ან შერწყმული
წინადადებისგან. შემადგენელ წინადადებათა ურთიერთობის მიხედვით რთული
წინადადება ორგვარია: რთული თანწყობილი და რთული ქვეწყობილი. რთული
თანწყობილი წინადადება ჰქვია ისეთ რთულ წინადადებას, რომელიც შედგება
ერთმანეთის მიმართ თანასწორი წინადადებებისგან. თანწყობილ წინადადებაში
დაქვემდებარება არ გვაქვს. მაგ.: მთვარე გამოჩნდა (1) და არემარეს ნათელი მოეფინა
(2).ცაზე ბრწყინავენ ვარსკვლავები (1), მთებში ღრუბელი მიცურავს ზანტი (2).მაგალითში
მოყვანილი წინადადების ორივე ნაწილი (1 და 2) არის ერთმანეთის თანასწორი .
შერწყმული წინადადებისგან განსხვავებით, რთული თანწყობილი წინადადების
ნაწილებში გვაქვს სხვადასხვა შემასმენელი დაკავშირებული განსხვავებულ
ქვემდებარესა და დამატებებთან. რთული წინადადება შეერთების საშუალებების
მიხედვით ორგვარია: კავშირიანი და უკავშირო. უკავშირო რთული წინადადების
ნაწილთა შეერთების საშუალებაა ინტონაცია, კავშირიანისა კი – საკავშირებელი სიტყვები .
ამგვარად, რთული თანწყობილი წინადადების კომპონენტები ერთმანეთს უკავშირდება
უკავშიროდ ან მაერთებელი (მაჯგუფებელი, მაპირისპირებელი ან მაცალკევებელი )
კავშირებით: ქარი გაძლიერდა (1) და ზღვა ახმაურდა (2).

არც გიორგი ამბობდა რაიმეს (1), არც ზაზა ჩანდა ლაპარაკის განწყობაზე (2).

ან იყიდე ეს წიგნი (1), ან წავიდეთ სახლში (2).

თათია ბანკში მუშაობს (1), ხოლო უჩა უნივერსიტეტში სწავლობს (2).

უკავშირო შეერთების დროს ზმნა-შემასმენლებით შეიძლება გამოიხატოს ერთდროული ან


თანმიმდევრული მოვლენები, მოვლენათა მიზეზ-შედეგობრიობა ან დაპირისპირება .
ერთდროული მოვლენებია გადმოცემული: გარეთ ქარიანი დღეა (1), თან ქარია (2), თან
წვიმს (3), წვიმაში თოვლსაც ურევს (4) (რ. ინანიშვილი). ამგვარი წინადადების ყველა
კომპონენტში მოქმედება ხდება ერთდროულად, მათი ადგილების შენაცვლებაც
შესაძლებელია.თანმიმდევრული მოვლენებია გადმოცემული:

ჯერ ქარი ამოვარდა (1), მერე წვიმაც წამოვიდა (2).

თანმიმდევრულობა გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა მომდევნო წინადადებით გამოხატული


მოქმედება პირველის შემდეგ ხდება.

მიზეზ-შედეგობრიობა გვაქვს, როცა მეორე წინადადებით გამოხატული მოქმედება


შედეგია პირველისა:წვიმა გადაიღებს (1) და წვეთების ხმაც მიყუჩდება (2).

დაპირისპირება – ამ დროს თანწყობილი წინადადების კომპონენტები ერთმანეთს


უპირისპირდებიან აზრობრივად: მე ამდენ საყვედურს გეუბნები (1), მაგრამ შენ მაინც
უხმოდ დგახარ (2).სასვენი ნიშნები რთულ თანწყობილ წინადადებაში: უკავშიროდ
შეერთებულ რთულ თანწყობილ წინადადებაში მძიმე დაისმის წინადადებათა
საზღვარზე:ცაზე ბრწყინავენ ვარსკვლავები (1), მთებში ღრუბელი მიცურავს ზანტი (2).თუ
რთული თანწყობილი წინადადების კომპონენტების შესაერთებლად გამოყენებულია
მხოლოდ და, თუ, ან კავშირები, მათ წინ მძიმე არ დაისმის: ქარი გაძლიერდა (1) და ზღვა
ახმაურდა (2).მძიმე დაისმის კავშირიან რთულ თანწყობილ წინადადებაში :ა ) თუ
მაკავშირებელი სიტყვა მეორდება, მაგალითად, მაცალკევებელი ხან ...ხან , ან ...ან ,
გინდ...გინდ, თუნდ...თუნდ კავშირების წინ (თუ და კავშირი არ არის გამოყენებული ):ხან მე
ვცეკვავდი (1), ხან ნათია მღეროდა (1).ბ) მაპირისპირებელი კავშირების მაგრამ , ხოლო -ს
წინ:ბევრი რამ მკითხა ხატიამ, მაგრამ ვერაფერი ვუპასუხე. გ) მძიმე არ დაისმის
მაპირისპირებელი კავშირის – კი-ს წინ, არამედ იწერება წინადადებათა საზღვარზე :ეკამ
საკუთარი პროექტით აიშენა სახლი, ერეკლემ კი არქიტექტორს მიმართა .

You might also like