You are on page 1of 2

მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება და შეფასება

მათემატიკაში (განმავითარებელი შეფასება)

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ:მოსწავლის შეფასების მთვარია მიზანი სწავლა-


სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე
ზრუნვას და მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს
ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრამის შესახებ. მოსწავლის შეფასება არის
სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილი. თანამიმდევრული საგანმანათლებლო პროცესის
უზრუნველსაყოფად, მოსწავლის შეფაება უნდა დაეფუძნოს სწავლის კონსტრუქტივისტულ
პრინციპებს.

რა არის შეფასების ძირითადი ამოცანა?-აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის


ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება ;
გამოავლინოს რმდენად ახერხებს მოსწვლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების
ადმოუკიდებლად შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებული და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს ;

როგორც ვიცით I-II კლასებს და V კლასის I სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი


შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს იწერება(მასწავლებლის მიერ )
მოსწავლის მოკლე შეფასაება(დახასიათება, წარმატება,რაში სჭირდება დახმარება ).

განმავითარებელი შეფასება მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლისთვის, ისე


მასწავლებლისთვუს, რადგანაც ხელსუწყობს მასწავლებელს სწორად დადეგმოს
სასწავლო პროცესი, ხოლო მოსწაავლეს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში .
განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები , როგორიცაა
სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და
ურთიერთშეფასების სქემა და სხვა. ნაყოფიერი რომ იყოს განმავითარებელი შეფასების
ინსტრუმენტები მხოლოდ მცირე რაოდენობით შერჩეულ სასწავლო ერთეულებზე უნდა
იყოს ფოკუსირებულუ და ისეთ შედეგს უნდა იძლეოდეს, რომელიც ამ მიზნისკენ
მოსწავლის სწრაფვას ხელს შეუწყობს.

განმავითრებელი შეფასება ემსახურება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და


წარმატების გაუმჯობესებას, განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე
მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარის დახმარებით , მუდიმივად იღებს ისეთ
ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის გათვიცნობიერებაში ეხმარება ,
მასწავლებლის მიზანია:ასწავლოს მოსწავლეს, როგორ ისწავლოს(სწავლის სწავლა ) და
ამავე დროს მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო საჭიროებების შესახებ , რათა
დაეხმაროს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. განმავითარებელი შეფასება
ემსახურება სწავლების დარეგულირებას-დაგრობულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
თითოეული მოსწავლის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და პედაგოგიური პრაქტიკის
გაუმჯობესებას.

მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმავითარებელი შეფასება არ ეფუძნება


განსჯის/დასჯის პრინციპებს. ის სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია . მის მიზანს
არ წარმოდგენს ,,უკეთესი-უარესის“ განზომილებით მოსწავლეებისათვის ადგილის
მიჩენა, პირიქით, ისინი ამ პროცესის აქტიური მონაწილეები არიან:ისახავენ მიზნებს ,
აფასებენ თავიანთ ნამუშევრებს, აძლევენ რჩევებს თანატოლებს, მსჯელობენ
მასწავლებლებთან ერთად და იყენებენ საკუთარი განვითარების შესახებ ინფორმაციას
სწავლის მომავალი მიზნებისთვის. ასეთი შესაძლებლობების დეტალური შეფასება ხელს
უწყობს პიროვნების მრავალმხრივ განვითარებას.

მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევენის განმავითარებელი შეფასების მიზანია ,


ასწავლოს მოსწავლეს: ა)საკუთარი განვითარების პროცესის შეფასება;
ბ)განვითარებისათვის აუცილებელი საქმიანობების დამოუკიდებლად დაგეგმვა .

მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების მიზანია შეძენილი ცოდნის, უნარ -ჩვევების


და დამოუკიდებლობის განვითარება, ის მოსწავლესა და მსწავლებელს ეხმარება
თანმიმდევრულად გააუმჯობესონ ის სწავლება/სწავლის პროცესი უკეთესი შედეგების
მისაღწევად. განმავითარებელი შეფასების საშუალებით მასწავლებლი სწავლის
პროცესში აკვირდება(მეთოდი) ცალკეული მოსწავლეს ან მოსწავლეთა ჯგუფს , რადგან
ნანსაზღვროს თითოეული მოსწავლის საჭიროებები და ხელი შეუწყოს მათ წინსვლას .

განმავითაარებელი შეფასება არის მასწავლებლის მიერ ზეპირსიტყვიერი ან წერილობით


უკუკავშირის წამახალისებელი მითითებები, ცოდნის/გაგების შემამოწმებელი კითხვები ,
რუბრიკები, ქვიზები და ა.შ

You might also like