You are on page 1of 5

ბილეთი1

1.მათემატიკის მეთოდიკა, როგორც პედაგოგიური მეცნიერება.


სასკოლო მათემატიკური განათლება არის პროგრამით გათვალისწინებული
მათემატიკური ცოდნის შეთვისების, უნარ-ჩვევათა გამომუშავებისა და აზროვნების
ხერხების დაუფლების შედეგი.იგი მოიცავს მათემატიკის სწავლება-სწავლის
ორმხრივ პროცესს, ერთიანს და განუყოფელს. ამ განათლების მიღების პირველი
საფეხურია დაწყებითი სკოლა.
მათემატიკის დაწყებითი სწავლების მეთოდიკის საგანს შეადგენს დაწყებითი
მათემატიკური განათლება, რომელიც მოიცავს სწავლება-სწავლასა და მასთან
დაკავშირებულ აღზრდას.
მათემატიკის დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკის საგანია მისი მიზნების
დასაბუთება(რისთვუს ვასწავლით), მათემატიკის სწავლების შინაარსის(რა
ვასწავლოთ), სწავლების მეთოდების(როგორ ვასწავლოთ)სწავლების ორგანიზაციის
(როგორ ჩავატაროთ მეცადინეობა) მეცნიერული დამუშავება.
მათემატიკის სწავლების მეთოდიკა, როგორც პედაგოგიკური მეცნიერება, შწდგება 5
კომპონენტისგან:სწავლების მიზნები, შინაასი, მეთოდები, ფორმები და საშუალებანი.
მათემატიკის მეთოდიკას მჭიდრო კავშირი აქვს ფსიქოლოგიასთან, განსაკუთრებით
პედაგოგიკურ ფსიქოლოგიასთან.
მოსწავლის აზროვნებაში მათემატიკის ნებისმიერი ცნების წარმოშობის გზაზე
გვხვდება რამდენიმე ეტაპი.პირველი არის შეგრძნება.შეგრძნება გრძნობადი აღქმის
საფუძველია, ის არის რეალურად არსებული საგნებისა და მოვლენების თვისებათა
ასახვა.მაგ:მხედველობითი შეგრძნებით ბავშვისთვის გარკვეული ხდება საგანთა
ზომა, მოცულობა,ფორმა, რაოდენა და ა.შ. მეოე საფეხური არის აღქმა, რომელიც
შეუძლებელია შეგრძნების გარეშე, აღქმა გუსლიხმობს მოსწავლეში წარსულ
გამოცდილებას, მოსწავლე ადრე მიღებულ ცოდნას აკავშირებს ახალ ცოდნასთან და
იაზრებს. მესამე საფეხური არის წარმოდგენა. წარმოდგენა წარმოიშობა და არსებობს
წარსული აღქმის საფუძველზე.
მათემატიკის კურსს აქვს თავისი თეორიული საფუძვლები, ყოველი არითმეტიკული
მოქმედების თუ მათი თვისებების შინაარს სიმრავლეთა თეორია ხსნის.
ლოგიკის მეცნიერება განსაკუთრებით მნიშვენლოვანია მათემატიკის სწავლების
მეთოდიკის მეცნიერული კვლევისთვის. მეთოდიკის კავშირი ლოგიკასთან იმაში
გამოიხატება, რომ მეთოდიკის შინაარსს გააჩნია მკაცრად დახვეწილი ლოგიკური
სტრუქტურა და მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების განვითარება სწავლების
მეთოდიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.
მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში, ძირითადი პრებლემების გადაჭრის მიზნით,
წარმოებს ინტენსიური მეცნიერულ-მეთოდიკური კვლევა.

2.ტრადიციული მეთოდები და მათი კლასიფიკაცია


სიტყვა ,,ტრადიციული“ ლათინურად მომდინარეობს და თაობიდან თაობაზე
გადაცემულ ადათ-წესებს, ყოფაქცევის ნორმებსა და სხვას მოიაზრებს.
სწავლების ტრადიციული მეთოდები კი, ჩემი აზრით, გულისხმობს
იმ ,,უსუნო“ ყვავილთა ბუკეტს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია
მოძველებულად ითვლება, რომელიც კიდევ უფრო ჰამყარდა ახალი
ტექნოლოგიების შემოღებით.
სწავლების ტრადიციული მეთოდები გულისხმობს, რომ მასწავლებლის
ფუნქციაა მოსწავლეზე ცოდნის გადაცემით შემოიფარგლოს. მასწ-ის მიერ
ჩატარებულ საგაკვეთილო სტრუქტურაში შედის:საშინაო დავალების
შემოქმება, განვლილი მასალის გამეორება, გაკვეთილის ახსნა, დავალების
მიცემა.
ტრადიციულ გაკვეთილებზე მასწ-ია წამყვანი ფიგურა: სიის ამოკითხვა-მაწი
ამოიკითხავს სიას და აღნიშნავს ვინ ესწრება და ვინ არა. საშინაო
დავალების შემოწმება-ჩამოივლის და წითელი კალმით მონიშნავს, რომ
გაასწორა, რა გაასწორა-სწორია თუ არასწორი, ზოგიერთ, უმეტესად კარგ,
ძლიერ მოსწავლეებს წააკითხებს რამდენიმე მაგალითს და სხვები უსმენენ,
თუ შეცომაა ასწორებს ან მასწი ან ერთ-ერთ მოსწავლეს თხოვს ჩამოიაროს
და ყველას შეუმოწმოს(აღუნიშნოს წითელი კალამით) დავალება, კიდევ
უამრავი ხერხია დავალების შემოწმებისა, თუმცა არაფერი იცვლება.
აღსანიშნავია ზეპირი გამოკითხვისა და წერითი სამუშაოს შეფასება
მხოლოდ ნიშნით ხდება ტრადიციულ გაკვეთილზე. აქტივობები ძირითადად
დაფუძნებულია სახელმძღვანელოებზე, მასალის განხილვა იწყება მისი
ნაწილების მიმოხილვით და შემდეგ ხდება მისი, როგორ ც ერთი მთლიანის
ანალიზი; მასწ-ი მკაცრად მიჰყვება დადგენილ სასწავლო პროგრამას; მასწ-
ი აწვდის მოსწავლეებს მასალას; მასწ-ი ცდილობს მოსწავლეებმა სწორი
პასუხი გასცენ; შეფასებაძირითადად ხდება ყესტირებით, ზეპირი გამოცდით
ან წერის გზით.

ბილეთი 2

1. მათემატიკის დაწყებითი კურსის სწავლების მიზნები.


მათემატიკის სწავლებას რამედენიმე მიზანი გააჩნია,
ჩამოვთვალოთ რამედენიმე მათგანი მაგ: საგანმანათლებლო,
აღმზრდელობითი, განმავითარებელი და. ა. შ. განვიხილოთ
ჩამოთვლილი მიზნები: საგანმანათლებლო მათემატიკა
ემსახურება მყარი, ფუნქციური ცოდნის მიღების საშუალებას, ასე
მოსწავლეს უნდა გადაეცეს გარკვეულწილად მეცნიერული
ცოდნაც, რათა მოხდეს მათემატიკური ცოდნის, მეთოდების
უნარების გამოვლენა, განვითარება და მათემატიკური
სიზუსტეების გამოყენება.მათემატიკის ერთ-ერთი მიზანია
აღმზრდელობითი მათემატიკა, რომელიც ემსახურება ცოდნის
გაზიარებას. აღზრდის ერთიან სტრუქტურას შეადგენს:
პასუხისმგებლობის გრძნობას, საკუთრი აზრის დაცვის უნარს,
მიზანზე ორიენტირებულობას, შრომისუნარიანობას, ჯგუფურ
მუშაობას და სხვისი აზრის პატივისცემას. სწავლების მიზანში
შედის განმავითარებელი როლი, როცა მოსწავლის უკვე
პიროვნებად ჩამოყალიბებაში მრავალმხრივი განვითარების
წინაპირობაა და მას ეწოდება კოგნიტურ სოციალურ ემოციური
უნარი. მათემატიკის განმავითარებელ მიზანში უნდა მივიღოთ:
შეხედულებათა არგუმენტების მსჯელობების მოვლენათა
ანალიზი; ლოგიკურ აზროვნება; თვითეფექტიანობის განცდა;
სივრცული წარმოდგენების ფორმირება; მათემატიკურ ინტუიციის
და წარმოსახვაის განვითარების უნარი. ზემოთ ჩამოთვლილი
უნარების განვითარებისთვის, საჭიროა მოსწავლეზე თუ
სტუდენტზე მორგებული იყოს სახელმძღვანელოები, კარგად იყოს
შედგენილი ლიტერატურა, გამართული და გადანაწილებული
უნდა იყოს პროგრამები, მათემატიკის ცოდნის მიღების შემდეგ
საჭიროა გამოვავლინოთ შედეგი. მათემატიკის საფუძვლიანი
შესწავლის შემდეგ მოსწავლეს უჩნდება შემდეგი უნარები:
აინტერესებს და მიისწრაფვის განსხვავებული სწავლისაკენ.
უჩნდება საკუთარი აზრის გამოთქმის სურვილი (რატომაც არა?)
შეუძლია ასევე სხვისი აზრის მიღება; აინტერესებს პრობლემის
გადაჭრის სხვადასხვა გზა და სხვა.
მათემატიკის მეთოდიკა პასუხობს შემდეგ კითხვებს:  რა კონკრეტული
მიზნის მიღწევა შეიძლება?  რა უნარებზე და კომპეტენციებზე გადის
აღნიშნული თემა;  რატომაა მნიშვნელოვანი ეს უნარები მოსწავლისთვის. 
ვის ვასწავლოთ? (მოსწავლის ასაკის მიხედვით)  როგორ რა აქტივობებით
ვასწავლთ  რა შედეგზე გავალთ.

2. მათემატიკის დაწყებითი კურსის სწავლების ინოვაციური


მეთოდები და მათი კლასიფიკაცია.
თანამედროვე, ინოვაციურ საგანმანათლებლო სისტემაში დღის
წესრიგში დადგა სწავლების მეთოდიკის ხვლილება. თეორიული
ცოდნის მიღებაზე მნიშვნელოვანი გახდა მასწ-ის შემოწმედებითი
აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, კვლევის,
დამოუკიდებლად ორიენტირებისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარის
განვითარება.
დავიწყოთ იმით, რომ სწავლების ინობაციური მეთოდები
ორიენტირებულია მოსწავლეზე, რომელიც საასწავლო პროცესის
ცენტრალური ფიგურაა და აქტიურად მონაწილებს ყველა სასწალო
მოქმედებაში-მოიპოვებს ახაკ ცოდნას და იყენებს მას. მოსწავლეზე
ორიენტირებული მეთოდიკა ემსახურება ბავშვის შინაგანი ძალებისა და
შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას.
როგორია ინოვაციური გაკვეთილი?
გაკვეთილი ორიენტირებულია ცოდნაზე.
თანამედროვე განათლების მიზანი აღარ არის მოსწავლეთათვის
მხოლოდ ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების განვითარება, ის
მოითხოვს მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება და
კრიტიკაზე ქმედების შესაბამისი უნარი. მაგ:დამოუკიდებლად
გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, მიღებული ცოდნის
ობიექტურად გამოყენება...
სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის და სასურველი
შედეგის მისაღწევას, მას-ი კარგად უნდა იცნობდეს ბავშვის
განვითარებისა და სწავლების თეორიებს, რათა განსაზღვროს,
კონკრეტულ შემთხვევაში რომელ მეთოდს მიმართოს.
სწავლების უამრავი მეთოდია, მოვიყვანოთ რამდენიმე
მაგალითი:
1.დისკუსია/დებატები-აყალიებებს მსჯელობისა და საკუთარი
აზრის დასაბუთების უნარს.
2.თანამშრომლობი სწავლება-თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს
პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
3.ჯგუფური მუშაობა-უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის
ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
4.პრობლემაზე დაფუძნებული სწავლენა-მეთოდი, რომელიც ახალი
ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებენ
პრობლემას.
5.ევრისტიკული მეთოდი-ეს პროცესი სწავლებისას ფაქტების
დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის
გზით ხორციელდება.
6.გონებრივი იერიში-პრობლემასთან შემოქმედებითი მიდგომის
უნარი.
7.როლური და სიტუაციური თამაშები-მოსწავლეს უვითარებს
პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის
უნარს.
8.ინდუქციური მეთოდი-როცა მასალის გადმოცემა ხდება
კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
9.დედუქციური მეთოდი-ზოგადიდან კონკრეტულისკენ.
10.ანალიზის მეთოდი-გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც
ერთი მთლიანის შემადგენელ ნაწილებად დაშლაში.
11.სინთეზური მეთოდი-ხელს უწყობს პრობლემის, როგორც
მთლიანის დანახვის უნარის განვითარებას.
ვერბალირუ-ზეპირსიტყვიერი მეთოდი და სხვა..

You might also like