You are on page 1of 1

სოკრატესეული მეთოდი გულისხმობს, მოსწავლეების ჩართვას, კითხვებზე პასუხების

გაცემასა და ამ გზით ცოდნის აგებას. მოსწავლეებს შორის დიალოგი ავითარებს


კრიტიკულ აზროვნებას, ახალი იდეების ჩამოყალიბებას, მეტყველების, აზრის სწორად
ჩამოყალიბების უნარს, იზრდება მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და
მოტივაცია, მოსწავლე სწავლობს კამათს ფაქტებზე დაყრდნობით, ზედმეტი და
არასაჭირო ინფორმაციის გარეშე.

ასეთი გაკვეთილის მთავარი მიზანია ყველამ გაიაზროს და ჰქონდეს პასუხი პედაგოგის


შეკითხვაზე, მაგრამ ის ასევე მიზნად ისახავს მოსწავლეებში საკუთარი , განსხვავებული
აზრის გაჩენას. როგორ აკეთებს მასწავლებელი ამას?

ამ მეთოდის დროს მასწავლებელი დასაწყისშივე წამოჭრის მთავარ თემას ,


მოსწავლეებს მისცემს მიმართულებას, დროთა განმავლობაში კი მასწავლებელი ხდება
ე.წ დამკვირვებელი, რომელიც გვერდიდან უყურებს მოსწავლეების მსჯელობას , თუმცა არ
ერევა მათ დიალოგში, რათა მათ თავისუფლად შეძლონ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება ,
მსჯელობა და გააზრება და ამასთანავე ისწავლონ გუნდურობა, დიალოგი , კამათი ,
მოსმენა და სხვისი აზრის პატივისცემა.

You might also like