Professional Documents
Culture Documents
მაკა ობოლაშვილი.ანკეტა
მაკა ობოლაშვილი.ანკეტა
1. დაგეგმვა
1.1. რამდენად ჩანდა, რომ გაკვეთილი წინასწარი გეგმის მიხედვით
მიმდინარეობდა? (აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების
მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს.)
საგაკვეთილო პროცესი არ მიმდინარეობდა წინასწარი გეგმის მიხედვით.პროფესორი
მოსწავლეებს ტრადიციულისგან რადიკალურად განსხვავებულ,სპონტანურ კონტექსტიდან
გამომდინარე მსჯელობებს სთავაზობდა,რაც მეტ ჩართულობასა და ინტერესს იწვევდა
მოსწავლეებში.
1.2 რამდენ სხვადასხვა ეტაპად/აქტივობად იყოფოდა გაკვეთილი?
საგაკვეთილო პროცესი დაყოფილი იყო დაახლოებით 5 კომპლექსულ ეტაპად,რომელსაც
გაკვეთილის დაწყებიდან დამთავრებამდე გადიოდნენ მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად.
1.3 რამდენად მსგავსი/განსხვავებული აქტივობები შესთავაზა მასწავლებელმა მოსწავლეებს
ერთ გაკვეთილზე?
იქიდან გამომდინარე,რომ მასწავლებელი იყენებდა გაკვეთილის მიმდინარეობისას სრულიად
არატრადიციულ ხერხს,ნიშნავს რომ ის მთელი ჩართულობით იყენებდა სხვადასხვა აქტივობებს:
მსჯელობა, კითხვა -პასუხი, საგაკვეთილო თემის ცხოვრებისეულ მაგალითად გადატანა და
მასზე კრიტიტიკული მსჯელობა.
ყველა ეს კომპლექსური აქტივობა შესთავაზა მასწავლებელმა მოსწავლეებს ერთ გაკვეთილზე.
1.4 რამდენი ხანი გრძელდებოდა თითოეული ეტაპი?
ერთ საგაკვეთილო პროცესში შესაძლოა ერთი სგაკვეთილო თემის გასაერთიანებლად
გამოყენებულიყო რამდენიმე აქტივობა მასწავლებლის მიერ ,რომელიც მინ 50-60 წთ
გაგრძელებულიყო.
1.5 რა იყო ეს აქტივობები (ჩამოთვალეთ)?
საგაკვეთილო პროცესის აქტივობებში შედიოდა მასწავლებლის მიერ განხილული თემა; მისი
შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარი, კრიტიკული აზროვნება ,მსჯელობა .ასევე
წერილობითი პროცესები,როდესაც მოსწავლეები თავად ერთვებოდნენ წერის პროცესში
,წერდნენ ლექსებს და ასვე მუშაობდნენ წიგნზე.
2. სწავლების ტექნოლოგიები
2.1 სწავლების რა ფორმას იყენებდა მასწავლებელი?
ინდივიდუალურს/ჯგუფურს - მუშაობა წყვილებში, მცირე ჯგუფებში და სხვ.
მასწავლებელი იყენებდა მცირე ჯგუფებში მუშაობის ტექნოლოგიას და ინდივიდუალურ
სწავლებასაც გამონაკლის შემთხვევაში.
2.2 რამდენად ითვალისწინებდა მასწავლებელი მოსწავლეების სწავლის სტილებს (აუდიო,
ვიზუალურ, ტაქტილურს და სხვ.)
აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად შეიძლება
ჩაითვალოს
საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელი ითვალისწინებს მოსწავლის სწავლის სტილს.იგი
იყენებს სალექციო სწავლების ელემენტებს ,რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის და
ასევე ელოდება მათგან უკუკავშირს :ჩართულობას ,გაანალიზებას . მასწავლებელი იყენებს
ვიზუალურ მასალას თემატიკის უკეთ აღსაქმელად და მოსწავლეები გაკვეთილის ფარგლებს
გარეთ გადიან საგამოფენო დარბაზებში,სადაც ეცნობიან ვიზუალურ მასალას.
2.3 რამდენი ბავშვი იყო აქტიური გაკვეთილის დროს?
საგაკვეთილო პროცესზე აქტიური იყო 4 მოსწავლე.
2.4 რა სტრატეგიებს მიმართავდა მასწავლებელი მოსწავლეების ჩართვისთვის?
აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად შეიძლება
ჩაითვალოს
მოსწავლეების ჩართულობისთვის მასწავლებელი იყენებს სწავლების ისეთ მეთოდს ,რომელიც
მათ ინტერაქციაში დაეხმარებათ,ეს არის ანალიზი,მსჯელობა რომელიც გამოწვეულია კითხვა
-პასუხის რეჟიმით,სალექციო და სამსჯელო საგაკვეთილო ელემენტებით,ამ სტარატეგიებით
ისინი ივითარებენ კოგნიტურ უნარებს.ასეთი სტრატეგიებით მასწავლებელი ახერხებს
აზოვნების და კრიტიკული თვითშეფასების გაღრმავებას მოსწავლეებში.ისინი აფიქსირებენ
საკუთარ მოსაზრებებს თავისუფლად და აფიქსირებენ პირად არჩევანს,(განსხვავებით
განათლების ძველი ტრადიციისგან,რომელიც მათი აზროვნების არეალს ზღუდავს)
2.5 რამდენად ეფექტურად არეგულირებდა მასწავლებელი მოსწავლეების ქცევას?
აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად შეიძლება
ჩაითვალოს
მასწავლებელს აქვს საკლასო გარემო შექმნილი ისეთი,რომ ნაკლებად ვისაუბრებთ აქ ქცევის
რეგულაციებზე . მასწავლებელი ყველა იმ ფაქტორით ,რაც ჩამოვთვალეთ მართავს
კლასს,კლასის მართვაში კი მოიაზრება საგაკვეთილო პროცესების რეალიზება,საინტერესო
დისკუსიები ,ინტერაქტიული აქტოვობები და სხვა.ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი სრულიად
ეფექტურადა ახორციელებს მოსწავლის ქცევას.
2.6 რა მოქმედებებით ცდილობდა მასწავლებელი მოსწავლეებში სააზროვნო პროცესების
სტიმულირებას?
აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად შეიძლება
ჩაითვალოს
3. შეფასება
3.1 რა ხერხებით იძლეოდა მასწავლებელი უკუკავშირს?
აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად შეიძლება
ჩაითვალოს
მოსწავლეების მსჯელობის სწორი თუ არასწორი დამოკიდებულების მოსმენა,რჩევა დისკუსიის
სახით.
3.2 თქვენი აზრით რა კრიტერიუმებით აფასებდა მასწავლებლი მოსწავლეებს?
აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად შეიძლება
ჩაითვალოს
მასწავლებელი უსმენდა თითოეუის მოსაზრებას ,კრიტიკულ შეფასებას და ამის შედეგად
შეფასების შეფასებას აკეთებდა ინსტრუქციების და მითითებების საფუძველზე.
3.3 რამდენად იყენებდა მასწავლებელი პოზიტიური განმტკიცების მიდგომას/ რამდენად
მიანიშნებდა მასწავლებელი მოსწავლეებს იმაზე, რაც მათ კარგად გამოსდიოდათ?
აღწერეთ მასწავლებლის მოქმედებები, რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებად შეიძლება
ჩაითვალოს
რაიმე აზრის რეგენირებისთვის მასწავლებელი ესალმებოდა მათ შეხედულებებს და ამით კიდევ
ერთხელ გვატყობინებდა ,რომ ამტკიცებდა პოზიტიური განმტკიცების მიდგომას.
4. სკოლის კულტურა
4.1 რამდენად კეთილგანწყობილი გარემო იყო კლასში? რამდენად ჩანდა მოსწავლეების
მხრიდან ურთიერთპატივისცემა?
აღწერეთ მოსწავლეების ქმედება თქვენი რაც თქვენი მოსაზრების მტკიცებულებებად
გამოდგება
5. შთაბეჭდილებების შეჯამება
5.1 რამდენად ეფექტური იყო გაკვეთილი / რამდენად აღწევდა მასწავლებელი თავის
მიზნებს?
დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება
მასწავლებელმა მიაღწია სასურველ მიზანს.მისი მთავარი მიზანი იყო მოსწავლეების
დაინტერესება და მათი შეხედულებების შეცვლა.მასწავლებელმა შეძლო შეეცვალა დღის
რუტინა,ერთფეროვანი ძველმოდური საგაკვეთილო პროცესები და სტერეოტიპული აზროვნების
ჩახშობა მოსწავლეებში.
5.2 რა ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოყოფდით ნანახ გაკვეთილში?
საგაკვეთილო პროცესებძე ყველაზე მისასალმებელი და ძლიერი მხარე გახლდათ ძველი
საგაკვეთილო სისტემის შეცვლა ახალი საგაკვეთილო პროცესებით. მოსწავლეებმა მიიღეს ის
ძირითადი მახასიათებლები ,რაც არის აზრის გამოხატვა,თავისუფალი აზრის გენერირება და
ურთიერთობების ქონა.