You are on page 1of 3

პროგრამის აღწერა

პროგრამა ემსახურება
ტრენერთა მომზადებას ან/და გადამზადებას სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში, რათა მათ შემდ-
გომში უზრუნველყონ ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლება მათი ერთიან სახელმწიფოებრივ
სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამის თეორიული ნაწილი შედგენილია იმ პროფესიონა-
ლების მიერ, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების წარ-
მართვაში და სწორედ ისინი უძღვებიან სასწავლო პროცესს.

პროგრამის მიზანი
დაინტერესებულ პირებს /მომავალ ქართულის, როგორც მეორე ენის ტრენერებს, მიაწოდოს სათანადო თეორიული და
პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ესაჭიროებათ საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებისთვის .

პროგრამა ასევე მიზნად ისახავს წარმატებული კურსდამთავრებულების სკოლის ბაზაზე დასაქმებას ქართულის,
როგორც მეორე ენის სწავლებისა და ინტეგრაციის მიმართულების ტრენერებად.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერად
მუშაობის მსურველი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ


ავტორიზებული ან/და აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარული სპეციალობის ფილოლოგიის
ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის მქონე ან ამავე ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
ან/და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ჰუმანიტარული მეცნიერებების აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მსმენელებს გადაეცემათ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის წარმატებით დასრულების შესაბამისი სერტიფიკატი.

პროგრამის ამოცანები
ტრენერად მუშაობით დაინტერესებული პირების კვალიფიკაციის ამაღლება;
ტრენერის უნარ- ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარებაში დახმარება;
თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გადაცემა სახელმწიფო ენის სწავლებასა და სამოქალაქო
ინტეგრაციასთან დაკავშირებით;
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
პროგრამის ხანგრძლივობა და აღწერილობა
პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს -24 კვირა;
პროგრამა განხორციელედება ჰიბრიდული მეთოდით (როგორც დისტანციურად, ასევე პირისპირ);მონაწილეებს
გადაეცემათ პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო ელექტრონული და ბეჭდური რესურსები .
თეორიული სწავლება შედგება 3 კურსისგან - 182 საათი (ას ოთხმოცდაორი საათი);
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, მისი მართვა და ადმინისტრირება;
ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების თანამედროვე მეთოდები და ენის სატრენინგო პროცესის მართვის
(ტრენერის როლი) კურსი;
საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მულტიკულტურული საზოგადოება და მათი სამოქალაქო ინტეგრაცია.
პრაქტიკული სწავლება შედგება სამი ნაწილისგან-72 საათი(სამოცდათორმეტი საათი);
პასიური პრაქტიკის ნაწილი20%;
შერეული პრაქტიკის ნაწილი30%;
აქტიური პრაქტიკის ნაწილი 50%.

პროგრამის შედეგები:
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგ-
რამის შედეგად ჩამოყალიბდება ტრენერი, რომელიც შეძლებს:
სასწავლო პროცესის დაგეგმვას;
სასწავლო პროცესის ადმინისტრირებას;
მსმენელთა მოტივირებას;
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თანამედროვე მეთოდებით სახელმწიფო ენის სწავლებას;
სასწავლო რესურსების ეფექტურად გამოყენებას;
სწავლების პროცესში დისტანციური სწავლების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას;
მულტიკულტურულ ჯგუფებში სახელმწიფოებრივ თემებზე ეფექტურ კომუნიკაციას და მსმენელთა სამოქალაქო
ცნობიერების ამაღლებას;
მულტიკულტურული ჯგუფების მართვას მათი რელიგიური, კულტურული და ეროვნული სპეციფიკაციების გათ-
ვალისწინებით;
მსმენელთა ცოდნის შეფასებას თანამედროვე ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენებით.
პროგრამის განხორციელების შედეგად მსმენელები განივითარებენ ისეთ პიროვნულ და პროფესიულ უნარებს და კომ-
პეტენციებს, როგორებიცაა:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სწავლის მოტივაციის შექმნის უნარი;
ბენეფიციარის მიზნებზე ორიენტირებული სწავლების უნარი;
ტრენინგის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
სწავლების სხვადასხვა ფორმის (დასწრებით, დისტანციური, ჰიბრიდული) შესაბამისი მეთოდოლოგიის
გამოყენების უნარი;
ტრენინგის დინამიკის მართვის უნარი;
ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების უნარი;
კონსტრუქციული უკუკავშირისა და შეფასების ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენების უნარი;
სასწავლო რესურსების მომზადებისა და ადაპტირების უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
მულტიკულტურულ გარემოში ტრენინგის დინამიკის, ჯგუფის მოტივაციისა და პროცესების მართვის უნარი.

პროგრამაზე რეგისტრაცია იწარმოებს საკონტაქტო ინფორმაცია: სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელო-


ბის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
14 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით. ტრენერთა სატრენინგო პროგრამის ასისტენტი
ეწვიეთ სკოლის ვებ გვერდს: ქეთევან ბერუაშვილი
www.zspa.ge მობ: 591938260 ელ.ფოსტა: zspa@zspa.ge

You might also like