You are on page 1of 16

ლი გა ნ ა თლება

ურუ
მულტიკულტ

ტი კ ულ ტ უ რ ულ ი გ ანათლება
რელიგია და მულ
ლაშვილი
სტუდენტი:მაკა ობო
ც ი რე ბუ ლ ი პრო ფე სორი)
ბატაძე(ასო
ლექტორი:შალვა ტა
შესავალი
• თანამედროვე და რაც მთავარია ხარისხიანი საშუალო განათლების გამოწვევები დგას როგორც საგანმანათლებლო
სისტემის წინაშე ,ასევე მასწავლებლის დღის წესრიგშიც . უპირველეს ყოვლისა სწავლა -სწავლების უშუალო პროცესში
ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული და ეთნიკურ-კულტურული ღირებულებების აღიარება და გაზიარება. სწორედ
მულტიკულტურულმა განათლებამ საშუალება მოგვცა გავცნობოდით სხვადასხვა მნიშველოვან საკითხებს ,რომლებიც
გამოწვეულია ეთნიკური სიჭრელით, სოციუმთა კლასით თუ სხვადასხვა რელიგიით .ამ ყველაფერმა შექმნა
განათლებაში მნიშვნელოვანი გამოწვევები,რომელთაც სჭიღდება   აღიარება და გაანალიზება .  მულტიკულტურული  
განანთლება საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ სხვადასხვა კულტურებს განათლების თვალსაზრისით და სწავლა -
სწავლების პროცესში მივაღწიოთ მიმღებლობასა და ტოლერანტობას სხვადასხვა საკითხის მიმართ ,რომელიც
შესაძლოა ჭამოიჭრას სკოლებში და ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებში .
შესავალი-რელიგია
• ჩემი პრეზენტაციის უშუალო თემატიკა წარმოდგენილია რელიგიის საკითხებზე და თუ რა დამოკიდებულება აქვთ
ზოგადად აღნიშნულ საგანზე როგორც მშობლებს,ასევე მოსწავლეებს და მასწავლებლებს კვლევის საფუძველზე . 
მიუხედავად იმისა,რომ საქართველო პატარა ქვეყანაა შეგვიძლია თამამად ვთქვათ ,რომ ის ე თნიკურად
მრავალფეროვანია, აქედან გამომდინარე ვხვდებით რელიგიის სხვადასხვა ტიპებს და პერსონათა სხვადასხვა
შეხედულებებს.  პიროვნების იდენტობა განსაზღვრავს თითოეულ მოქალაქეს,თუ რა თავისებურებებით წარსდგება იგი
საზოგადოების წინაშე.ამიტომ ამ შემთხვევაში რელიგია მისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს ,რომ მოახდინოს
საკუთარი თავის თვითრეალიზაცია

• აქედან გამომდინარე, საგნის „რელიგიის“ სწავლებას  საჯარო თუ კერძო სკოლებში შესაძლოა მოჰყვეს სხვადასხვა
დამოკიდებულებები,რადგან საქართველოში მცხოვრებთა 16 პროცენტი   ეთნიკურად არაქართველია .
2.საკვლევი მიმართულებით ლიტერატურის მიმოხილვა

• რელიგიის სწავლება საჯარო/კერძო  სკოლებში მნიშვნელოვან და ამასთანავე არსებითად საკამათო  საკითხს წარმოადგენს .
საქართველოში ბოლო დროს გააქტიურდა მსჯელობა რელიგიის ისტორიის   სწავლების შესახებ , კერძოდ იმის თაობაზე , რომ
საშუალო განათლების საფეხურზე რელიგიის ისტორია  აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს . თუმცა ზოგიერთის აზრით ის ,
იმავდროულად, არჩევითი უნდა  იყოს.გარდა ჩვენს ქვეყანაში აღიარებული მოვლენებისა და გამოწვევებისა ,არგუმნტად
შეგვიძლია მოვიშველიოთ საერთაშორისო დასკვნები და რეკომენდაციები .ეუთოს თანახმად განათლების აუცილებელ
სფეროს  რელიგიის სწავლება წარმოადგენს,რომელიც საერთო ჯამში ხარისხიანი განათლების   განუყოფელ ნაწილად
ითვლება საჯარო/კერძო სკოლებში. რელიგიის სწავლება საჯარო   სკოლებში მეტ მნიშვნელობას იძენს ,რადგან
მრავალფეროვან გარემო-სოციუმში  სხვადასხვა ჯგუფებს წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის რელიგიისა და  
შეხედულებებზე.მათ ასევე უნდა შეეძლოთ ერთმანეთის ეთნოსისა და მრწამსის   პატივისცემა .სწორედ განათლება და
ცნობიერების ამაღლება არის საუკეთესო გზა  ,რათა მივაღწიოთ რელიგიური თავისუფლების ცნებას .რაც უფრო ადრეულ
ასაკში  დავიწყებთ არსეებული ნორმების მათთვის გაზიარებას , მით მეტ თვითშეგნებას დავნერგავთ მოსწავლეებში . მათი  
შეხედულებების განვითარებით ისინი პირველ რიგში დააფასებენ საკუთარ   რელიგიას და შემდეგ პატივს სცემენ სხვათა
რელიგიას ,შეხედულებებს და  ტრადიციებს.
2005 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის რეფორმაცია

• რელიგია ინტეგრირებული მეთოდით ისწავლებოდა სამოქალაქო განათლებასა თუ   ისტორიის


ჭრილში. ასევე ,მოგვიანებით ჩვენ ხელოვნებისსხვადასხვა   ნიმუშებს   განვიხილავდით ისტორიულ -
რელიგიურ  ჭრილში.აღნიშნულ საგანთან /საგნებთან უშუალო კავშირში   ისწავლებოდა საგანი
რელიგია თანამედროვე  ინტეგრირებული სისტემის გამოყენებით . აქვე შეგვიძლია ხაზი გავუსვათ
ინტეგრირების დადებით მოვლენებს. გარდა ცნობიერების ამაღლებისა ,რელიგიის სწავლა
ინტეგრირებული  მეთოდით უკავშირდება  რეალურ ასპექტებსს სხვადასხვა საგნებთან მიმართებასი .
შესაბამისად, მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართული სასწავლო პროცესში . სწავლების ასეთ
შემთხვევაში უკეთესად ხდება შინაარსის გააზრება და სასწავლო პროცესი მეტად   ორიენტირებულია  
არსებული მასალის გამოყენებაზე. სწავლა -სწავლების ამგვარი პროცესით   ვითარდება მოსწავლეთა
ანალიტიკური უნარები და სასწავლო  პროცესი ხდება უფრო მეტად პრაქტიკული
საერთაშორისო გამოცდილება
• საერთაშორისო ორგანიზაციების გაეროს, იუნესკოს, ევროკომისიის, ევროსაბჭოს
და ეუთოს რეკომენდაციებით სასურველია რელიგიური განათლება საჯარო
განათლების ნაწილი იყოს. ამგვარი რეკომენდაციები, უმთავრესად, საჯარო
სფეროში ადამიანის უფლებების, კერძოდ რელიგიის თავისუფლების დაცვასა და
ტოლერანტობის პატივისცემას ემყარება. 
რელიგიის საგანმანათლებლო კრიტერიუმები

• რელიგიის სწავლება უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი განათლების კრიტერიუმებს  ,რაშიც შესაძლოა


ვიგულისხმოთ საგანმანათლებლო ხარისხი

• რელიგიის სწავლება უნდა შეესაბამებოდეს საჯარო სივრცის ნორმებს  


• რელიგიური განათლება უნდა მოიცავდეს ინტერრელიგიურ  სწავლებას , რომელიც შეესაბამება მრავალ
ქვეყანაში მზარდად პლურალისტულ  მდგომარეობას .ასეთი განათლება ორიენტირებული უნდა იყოს
მშვიდობისა და ტოლერანტობის  ხელშეწყობაზე .

• რელიგიის სწავლება უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის 


• . რელიგია ვინაიდან არის მეტად დელიკატური და ბავშვმა არ უნდა მიიღოს მეტად სუბიექტური და
თავსმოხვეული დოგმები,მასწავლებლები აუცილებლად უნდა იყვნენ პროფესიონალები და ჰქონდეთ
შესაბამისი და  მაღალი აკადემიური გამოცდილება (პროფესიონალური სწავლება ).
ჩატარებული მცირე კვლევის მეთოდების  იმოხილვა

• სტრუქტურული თვალსაზრისით აღნიშნული მცირე სოციალური კვლევა სახელად“


რელიგია და მისი სწავლება საჯარო/კერძო სკოლებში“ რაოდენობრივი
ხასიათისაა. საკვლევად შეირჩა ერთი კერძო სკოლისა და ორი საჯარო სკოლის
მოსწავლეები მათი მშობლები და ამ სკოლების მასწავლებლები.რაოდენობრივი
კვლევის ნებისმიერი ასპექტი (თითოეული კითხვა) მოფიქრებული და წინასწარ
დაგეგმილია. კვლევაში წარმოდგენილია 13 სავალდებულო კითხვა სხვადასხვა
სავარაუდო პასუხებით
კვლევის შედეგები და მათი ანალიზი.

აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ


91რესპოდენტმა.გამოკითხულთა  უმეტესობა 54,8 % პროცენტი გახლავთ სკოლის
მოსწავლეები,რომლებსაც  სავალდებულოდ მიაჩნიათ,რომ საგანი რელიგია
უნდა ისწავლებოდეს  საჯარო/კერძო სკოლებში. 16,7 პროცენტი გახლავთ
მშობლების რაოდენობა ,და ამავე რაოდენობას მოიცავს მასწავლებლები
,რომლებიიც მიიჩნევენ რომ რელიგია ის საგანია,რომელიც საჯარო/კერძო
სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. გარდა ამისა,მეტიც, გამოკითხულთა  81
%პროცენტი მიიჩნევს რომ სწორედ რელიგია გახლავთ ის საგანი რომელიც 
ხარისხიანი განათლლების აუცილებელ და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
კვლევის შედეგზე თუ გავამახვილებთ
ყურადღებას შეგვიძლია დავასკვნათ,რომ
რელიგიის ასეთი დომინანტური მოთხოვნა
განაპირობებს მოსახლეობათა
რელიგიურობას.97,6 პროცენტი თავს
მართლმადიდებლად მიიჩნევს და 88,1 %
ადასტურებს რომ მათთვის რელიგიურობა
ნიშნავს ,როგორც საკუთარ ტრადიციებისა და
წესჩვეულებების პატივისცემას ასევე სხვის
რელიგიის პატივისცემას.
კვლევის ფარგლებში ასევე დავინტერესდით ,  საგნის
„რელიგიის „ მოთხოვნასთან და აქტუუალობასთან
ერთად რამდენი სთ შესაძლოა მოეცვა კვირაში
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
რესპოდენტთა 46,5 ადასტურებს,რომ კვირაში ორი სთ
სავსებით საკმარისი და მისაღები იქნებოდა.
რესპოდენტთა  66,7 პროცენტი მიიჩნევს რომ რელიგიის ფუნდამენტური
სწავლა დადებით ზეგავლენას იქონიებს მოსწავლეების ზოგად
განათლებაზე და რელიგიის სწავლა კონკრეტულად ხელს შეუწყობს
ტოლერანტობასა და კულტურული მგრძნობელობის ამაღლებას.გარდა
ამგვარი პოზიტიური დამოკიდებულებისა რელიგიის მიმართ
რესპოდენტთა 40,7 ნაწილობრივ ეთანხმება ,რომ საკლასო სივრცეში
რელიგიის შესწავლამ შესაძლოა მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს
მოსწავლეებს შორის,რაც დაძაბულობის მიზეზიც შეიძლება აღმოჩნდეს.
კვლევის ფარგლებში ასევე დავინტერესდი,თუ რამდენად შესაძლებელი
იქნებოდა რელიგიის სწავლების პროცესი ინტეგრირების
მეთოდით.რესპოდენტთა სრული უმრავლესობ ა 80% პროცენტი უშვებს იმ
ფაქტს რომ სწავლების ასეთი პროცესი სრულიად შესაძლებელია
სხვადასხვა საგნებთან ინტეგრაციით.ისტორიასთან ინტეგრაციით
შესაძლოა ეფექტურად შევისწავლოთ რელიგიის ასპექტები და ასევე 47,6
პროცენტი მიიჩნევს ,რომ რელიგია შეგვიძლია დავუკავშიროთ ასევე
ხელოვნებასაც და საკმაოდ ნაყოფიერად გავაანალიზოთ რელიგიაში
არსებული რესურსები.რაც შეეხება სწავლების პროცესს,ასევე
მნიშვნელოვანია ,ვის შეუძლია ასწავლოს რელიგია
სრულფასოვნად:მხოლოდ სასულიერო პირს თუ ასევე სერთიფიცირებული
მასწავლებელიც ფლობს თითქმის იგივე უნარებს და რესურსს ,როგორც
დანარჩენი საეკლესიო პირები?!  გამოკითხულთა 47,7 პროცენტი
ადასტურებს რომ  ორივე მათგანს შეუძლია თანაბარ დონეზე შეასწავლონ
მოსწავლეებს რელიგია და მიაწოდონ საჭირო სასულიერო სააღმზრდელო
ინფორმაცია.
5.დისკუსია და რეკომენდაციები პროექტის გარშემო

• აღნიშნული მასალიდან და კვლევის ფარგლებშია არსებული პასუხები გვაფიქრებინებს,რომ რელიგია


წარმოადგენს ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან საგანს ზოგადი განათლებისთვის და პიროვნული
ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის.რელიგია წარმოადგენს საგანმანათლებლო ჰუმანისტურ
რესურს,რომელიიც თავისთავად ეფუძნება კულტურული მგრძნობელობის ამაღლებას ,ტოლერანტობას
და ურთიერთპატივისცემას.

• საქართველოს ეთნიკურიბიდან გამომდინარე,მიუხედავად იმისა ,რომ საკმაოდ დიდია  საგნის


რელიგიის მოთხოვნილება სკოლებში აუცილებელი მოსწავლეებს დაწყებით საფეხურზე შევთავაზოთ
არჩევიტობის პრინციპით.ბავშვის უფლებებიდან გამომდინარე სოციუმთან და საგანმანათლებლო
დაწესებულების მჭიდრო მეთვალყურეობით დადგინდება საგნის საჭიროება და მოსწავლეების
დაუფლება სურვილისამებრ. ეს იქნება მათთვის ზოგადი ცოდნა ,რომელიც გზას გაუკაფავს მათ
აზროვნებასა და ინდივიდად ჩამოყალიბების პროცესში.
დასკვნა
• კვლევები ადასტურებს,რომ მულტიკულტურული განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
შემადგენელი ნაწილი არის  სწორედ რელიგია და მისი გამოწვევები ,როგორც სკოლებში
ისე სხვა სოციუმის ჯგუფებში.მულტ.განათლების შედეგი კი სწორედ ეფექური
განათლებაა , რაც გულისხმობს სოციალური ქმედებების გაერთიანებას ,მათ
გაანალიზებას და შემწყნარებლობას.

• დასკვნის სახით ასევე შეიძლება ვთქვათ,რომ რელიგიური განათლება უნდა მოიცავდეს


ინტერრელიგიურ  სწავლებას, რომელიც შეესაბამება  ქვეყანაში  საჯარო /კერძო
სკოლებში მზარდად პლურალისტულ  მდგომარეობას ,რომელიც ორიენტირებული იქნება
მშვიდობისა და ტოლერანტობის  ხელშეწყობაზე , მოსწავლეების გათვითცნობიერება

You might also like