You are on page 1of 3

„ ტოლერანტობა საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების

მიმართ“

მარიამ ტარტარაშვილი

საშინაო ნაშრომი

აკადემიური მუშაობის ტექნიკები

კურსის ხელმძღვანელი: მაია ჩივაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2020 წ.

1
შესავალი

საკვლევი პრობლემა

ტოლერანტობა - ნიშნავს პატივისცემას, სხვა სარწმუნოების აღიარებას მათი


მსოფმხედველობის შესაბამისად, იგი იზიარებს სხვის აზრებს, ქცევებს და
შეხედულებებს, გამორიცხავს აგრესიას და ძალადობას. მთავარია ადამიანური
ღირებულებები და არა მისი წარმომავლობა. 1
ტოლერანტობის ღირებულებების
განვითარება ხელს შეუწყობს ურთერთობების ჩამოყალიბებას განსხვავებული
კულტურის, რასის, სქესის ადამიანებთან. 2
რელიგიური შემწყნარებლობა და
ღირებულება ვერ ჩამოყალიბდებოდა მხოლოდ რელიგიურ რესურსებზე
დაყრდნობით. გამომდინარე აქედან ტოლერანტობა არის განსხვავებული
საწმუნოების აღიარება და დაფასება. 3(ლადარია, 2006).

მნიშვნელოვანი საკითხია დემოკრატიული ქვეყნის განვითრებისთვის, რელიგიური


ტოლერანტობა. რელიგიური უმცირესობების გათვალისწინებით საქართველოში
გასათვალისწინებელია საზოგადოების აზრი და მათი დამოკიდებულება
უმცირესობების მიმართ.

საუკუნეების მანძილზე ქართველი ერი წარმოადგენდა არა ეროვნულ, არამედ


სარწმუნოებრივ იდენტობას. ნაგულისხმევია: სვანები, მეგრელები, მესხებიდა ა.შ, არა
ეროვნებით არამედ რჯულით და სარწმუნოებით იყვნენ ქართველები. უნდა
ავღნიშნოთ, რომ სარწმუნოებრივი და ეროვნული იდენტობა არ არის ერთი და იგივე
იგი განსხვავებული ფენომენია. შუა საუკუნეებში მნიშვნელობა არ ჰქონდა ეროვნებას
და იდენტობა მთავრი იყო სარწმუნოება.4 (რატიანი, 2009). საქართველოში ყოველთვის
ცხოვრობდნენ სხვა რელიიგის წარმომადგენლები. 2014 წლის მონაცემებით
საქართველოში ცხოვრობდა 398,667 მუსლიმანი, 109,041 სომხური ეკლესიის

1 ლ, გიორგაძე. კაჭაძე, ლ. 2005.


2
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრი, 2008.
3
(ლადარია, 2006).
4
(რატიანი, 2009).
2
წარმომადგენელი, 19, 195 კათოლიკე, 1, 417 იუდეველი, 8,591იეჰოვას მოწმეები, იეზიდი 2,
520. 5(საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახური, 2014).

არატოლერანტული დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ არღვევს მათ

უფლებებს, რომ ჰქონდეთ თავისუფლება თავიანთი რელიგიის და რწმენის მიმართ.

რომელიც აღნიშნულია საქართველოს კონსტიტუციაში. 6


(საქართველოს
კონსტიტუცია, 1995).

საქართველოში რელიგიური ტოლეტრანტობის განვითარების ჩამოყალიბებაში


მნიშვნელოვანია გავითავლისწინოთ ჩვენი საზოგადოების აზრი განსაკუთრებით კი
ახალგაზრდების აზრებს უნდა ვცეთ პატივი, რადგან სწორედ მათ ხელშია ჩვენი
მომამავალი.

წინამდებრაე კველევის მიზანია რელიგიური უმცირესობების მიმართ მომავალი


თაობების, სტუდენტების დამოკიდებულებების შესწავავლა.

ასე გასათვალისწინებელია საკვლევი საკითხებიც

● როგორ ესმით სტუდენტებს ტოლერატობა

● მათი დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ

● რამდენად ახდენენს გავლენას რელიგიური უმცირესობა მოსახლეობაზე

● როგორია ტოლერანტობის როლი საზოგადოებაში

რელიგიური უმცირესობების მიმართ სტუდენტობის დამოკიდებულება დადგენილი


იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდით: სიღრმისეული ინტერვიუ.

სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა სამცხე ჯავახეთის უნივერსიტეტის


სტუდენტებთან. 7

კველევის არელია ახალციხე, რადგან სამცხე ჯავახეთში მრავლად არიან რელიგიური


უმცირესობები.

55
(საქართველოს სტატისტიკური ეროვნული სამსახური, 2014).
6
(საქართველოს კონსტიტუცია, 1995).
7
(მინდიაშვილი, გახელაზე, თაბორიძე, 2016).
3

You might also like