You are on page 1of 9

ჯგუფთაშორისი ურთიერთობები

• ცრურწმენა – სოციალურად შემოსაზღვრული ჯგუფისადმი


წინასწარშეგონებული უარყოფითი ატიტუდი.
• სტერეოტიპი – ნიშან–თვისებათა ერთობლიობა, რომელიც სოციალურად
შემოსაზღვრულ ჯგუფებს მიეწერება.
• ცრურწმენისა და სტერეტიპების შესწავლა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ
ისინი იწვევენ დისკრიმინაციულ ქცევას – დაწყებული ადამიანის მიმართ
არათანასწორი, უსამართლო მოპყრობით მისი ჯგუფის წევრობის ნიშნით,
დამთავრებული მისი უფლებების უხეში დარღვევით და სოციალური თუ
პოლიტიკური ჩაგვრით.

ასიმილაცია და აკულტურიზაცია

• ასიმილაციაა, როდესაც დომინანტური კულტურით მთლიანად შთანთქმული


სუბკულტურა წყვეტს არსებობას.
• აკულტურიზაცია გულისხმობს დომინანტური ჯგუფის კულტურულ წეს–
ჩვეულებებთან მორგებას საკუთარი იდენტობის დათმობის გარეშე.
• ტერმინი ეთნიკური პლურალიზმი აღწერს იმას, რომ ამერიკაში დღემდე
არიან იდენტიფიცირებული ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც თანაარსებობენ
და ურთიერთობენ ერთმანეთთან.

სტრუქტურული ასიმილაციის თეორია


• სტრუქტურული ასიმილაციის თეორიის ავტორი პეტერ ბლაუ ამტკიცებს, რომ
ისტორიის მანძილზე საზოგადოების სოციალური სტრუქტურის სხვადასხვა
პარამეტრებს შორის გადაფარვის ხარისხი საკმაოდ შეზღუდული და
მეტნაკლებად სტაბილური იყო (სოციალური კლასი, რელიგია,
ეთნიკურობა).
• დროთა განმავლობაში სურათი იმდენად შეიცვალა, რომ ყველა ეთნიკური და
რელიგიური ჯგუფის შიგნით სხვადასხვა სოციალური კლასის
წარმომადგენელი გაჩნდა.
• სოციალური სტრუქტურის სხვადასხვა პარამეტრთა გადაფარვის შედეგად
იზრდება მეგობრული კავშირები სხვადასხვა ჯგუფის წევრთა შორის,
შერეული ქორწინებების რიცხვი და ა.შ.

ინსტიტუციონალიზებული რასიზმი

• რასობრივ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ინსტიტუციონალიზებულ


ურთიერთობებს ისტორიული პროცესები განსაზღვრავს. ეთნიკურ ჯგუფებს
რომელიმე პროფესიული როლი ენიჭება.
უმცირესობის სტატუსზე რეაგირების სახეები
ჯეიმს ვანდერ ზანდერი მიიჩნევს, რომ უმცირესობის ჯგუფები მათ მიმართ
განხორციელებულ დისკრიმინაციაზე და გამოვლენილ ცრურწმენებზე შემდეგნაირად
რეაგირებენ : უმცირესობები ეთანხმებიან, შინაგანად იღებენ, ეგუებიან დისკრიმინაციას ;
ცდილობენ უმრავლესობასთან ასიმილაციას; გაურბიან უმრავლესობის ჯგუფს ან
დისკრიმინაციაზე აგრესიით პასუხობენ.

ცრურწმნების და სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში მონაწილე კოგნიტური


პროცესები

• კატეგორიზაცია – ადამიანებს ერთმანეთის კატეგორიზების დაუძლეველი


მიდრეკილება გვახასიათებს. დანახვისთანავე ადამიანს სქესის, ასაკის,
სილამაზის, სოციალური ფენის, პროფესიის კატეგორიებში ვათავსებთ.
• ადამიანების კატეგორიზებით ქაოსში გარკვეული წესრიგი შეგვაქვს.
• კატეგორიზაცია აადვილებს სოციალურ ურთიერქმედებას თუ სოციალურ
კატეგორიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია სანდოა, მაგრამ ქმნის
პრობლემას, თუკი ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
• სხვათა კატეგორიზებისას გამოიყენება კრიტერიუმთა ერთობლიობა, რათა
დადგინდეს ჯგუფის წევრობა.
• ინფორმაციის ერთეულებს, რაც საჭიროა ადამიანის რაიმე კატეგორიაში
მოსათავსებლად, კატეგორიის განმსაზღვრელი ნიშნები ეწოდება.
• თითქმის ყველა სოციალურ კატეგორიას თან ახლავს დამატებითი ნიშნები.
ეს არის პიროვნული ნიშან–თვისებები, რომლებიც ყველას თუ არა, ამ
კატეგორიაში შემავალ ბევრ ადამინს ექნება. ამ თვისებას
დამახასიათებელი ნიშნები ეწოდება და ისინი სტერეოტიპებს ედება
საფუძვლად.

პერცეპტული ასიმილაცია და კონტრასტი


• სოციალური კატეგორიები ამ კატეგორიაში მოქცეულ წევრთა გარკვეული
მსგავსების საფუძველზე იქმნება (ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანთა
კატეგორია). გარეგნული მსგავსების მიხედვით ადამიანთა კატეგორიზაციის
პროცესი ეტიკეტირებულ ჯგუფში შემავალ ადამიანთა შორის რეალურად
არსებული მსგავსების ხარისხის გადაფასებას იწვევს. ამ ტენდენციას
პერცეპტული ასიმილაცია ეწოდება.

• კატეგორიზაციის მეორე შედეგი ისაა, რომ განსხვავება ჯგუფებს შორის


გადამეტებულად ფასდება. ამ ფენომენს კონტრასტის ფენომენი ეწოდება.
• ის , რომ ადამიანებს უჭირთ გარეჯგუფის წევრთა (სხვა რასის ან ეროვნების
ადამიანები) სახეების გარჩევა, ასევე ასიმილაციის ეფექტის გამოვლინებაა.

უმცირესი ძალისხმევის პრინციპი


• უმცირესი ძალისხმევის პრინციპის გამო ადამიანები ძალზე ძნელად
იცვლიან სოციალურ რეალობაზე უკვე არსებულ შეხედულებებს და ერთ–
ერთი მიზეზია, თუ რატომ ანიჭებენ ადამიანები უპირატესობას ინფორმაციას,
რომელიც მათი შეხედულებების თავსებადია.

შიდაჯგუფური– გარეჯგუფური მიკერძოებულობის ნორმა

• ადამიანების მიერ ერთმანეთის კატეგორიზება შიდა და გარეჯგუფის


წევრებად არა მხოლოდ ცრურწმენის, არამედ საკუთარი ჯგუფის
“განდიდების” და მის სასარგებლოდ მოქმედებასაც უწყობს ხელს. ამ
ფენომენს, რომელიც სოციალური იდენტიფიკაციის პროცესიდან იღებს
სათავეს, შიდაჯგუფური–გარეჯგუფური მიკერძოების ზოგადი ნორმა
ეწოდება.

განსხვავებული ატრიბუციები

• ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა გულისხმობს იმას, რომ ადამიანები


სათანადოდ ვერ აცნობიერებენ იმას თუ რამდენად არის ჩვენი შინაგანი
მდგომარეობა, და შესაბამისად, სიტყვა და საქმე დამოკიდებული
გარესიტუაციაზე. სიტუაციის ფაქტორის ამგვარ შეუფასებლობას და
ამავდროულად პიროვნული ფაქტორების გადაფასებას ლი როსმა
ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა უწოდა.

ეთნოცენტრიზმი
• ეთნოცენტრიზმი არის გარესამყაროს მოვლენების იმგვარი
ინტერპრეტირება, თითქოსდა საკუთარი ჯგუფი სამყაროს ცენტრია და
ყველა დანარჩენი მასთან მიმართებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს.

ამბივალენტური განწყობები და პოლარიზებული რეაქციები


• ჯგუფთაშორისი განწყობები და სტერეოტიპები ყოველთვის ნეგატიური
როდია. განწყობები თვალსაჩინო ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანთა
ჯგუფის მიმართ ხშირად თანაგრძნობისა და შიშის ნაზავია.

ცრურწმენებისა და სტერეოტიპების გადალახვა
• ფსიქოლოგები ჯგუფთაშორისო ურთიერთობათა გაუმჯობესების ორ
ყველაზე წარმატებულ, კონტაქტის ჰიპოთეზის და კულტურული
ასიმილატორის, ტექნიკას განასხვავებენ.

კონტაქტის ჰიპოთეზა
• გორდონ ოლპორტის მიხედვით, ცრურწმენის შემცირება შეუძლია საერთო
მიზნის მისაღწევად უმრავლესობისა და უმცირესობის ჯგუფთა მიერ
დამყარებულ თანაბარსტატუსიან კონტაქტს.

გარეჯგუფთა შესახებ არასაკმარისი ინფორმირებულობა


• ზერელე სტერეოტიპები, გარეჯგუფის წევრთა განსხვავებულობის ხაზგასმა
და აგრეთვე პერცეპტული ასიმილაცია და კონტრასტი – გარეჯგუფების
შესახებ ცოდნის ნაკლებობითაა გამოწვეული. ფსიქოლოგები თავიდანვე
ფიქრობდნენ, რომ ეთნიკური ჯგუფების შესახებ ცოდნის მიწოდებას
სტერეოტიპების დარღვევა შეუძლია.
• კულტურულ–სპეციფიკური ასიმილატორები შემუშავდა ჰარი ტრიანდისის
ხელმძღვანელობით გასული საუკუნის 60–იან წლებში იმ ამერიკელ
მოქალაქეთა დასახმარებლად, ვინც სამუშაოდ და საცხოვრებლად მათთვის
სრულიად უცხო ქვეყნებში მიდიოდა.
• კულტურული ასიმილატორების მეშვეობით ამერიკელები სხვა ქვეყნის
სუბიექტურ კულტურას უნდა გასცნობოდნენ. სუბიექტური კულტურა მოიცავს
მოცემული ჯგუფისთვის სპეციფიკურ ღირებულებებს, ნორმებს და როლებს.
• კულტურული ასიმილატორის ტექნიკა მიზნად ისახავს შიდაჯგუფის წევრებს
გარეჯგუფის სუბიექტური კულტურა “შიგნიდან” გააცნოს.

კოლექტიური ქცევა
• კოლექტიური ქცევა ჯგუფის მოქმედებაა, რომელსაც წარმართავს
სპონტანურად წარმოქმნილი, ემერგენტული ანუ მყისიერი ნორმები და არა
დიდი საზოგადოების სოციალური ნორმები. კოლექტიური ქცევა შეიძლება
უპირისპირდებოდეს საზოგადოების ნორმებს.
• კოლექტიური ქცევის განსხვავებული სახეებია: საზოგადოებრივი აზრი,
“მანია”, პანიკა, ქუჩის არეულობა, მანიფესტაცია, კულტი, სოციალური
მოძრაობები.
• კოლექტიური ქცევა ასოცირდება ნორმებთან, რომლებიც არ ემთხვევა
კონვენციურ ნორმებს, იგი ყოველთვის არ არის საზოგადოებისთვის
საზიანო. პირიქით, ხშირად კოლექტიური ქცევა დადებითი სოციალური და
კულტურული ცვლილებების საფუძველია.

კოლექტიური ქცევის ტიპები


• კოლექტიური ქცევა სამი სახისაა:
• მასობრივი ქცევა – ადგილი აქვს როდესაც ინდივიდები ცალცალკე
მსგავსად რეაგირებენ ერთსა და იმავე მოვლენაზე.
• ხალხის მასის ქცევა – ბევრი ერთად შეკრებილი ადამიანის ქცევაა.
• სოციალური მოძრაობა – ორგანიზებული კოლექტიური რეაქციებია
ადამიანებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

მასობრივი ქცევა
• მასობრივ ქცევას ქმნის მას–მედია და პიროვნებიდან პიროვნებაზე
გადაცემული ინფორმაცია.
• მასობრივი ქცევის სახეებია : საზოგადოებრივი აზრი; გატაცებები; “მანიები”;
მოდა და პანიკა.

საზოგადოებრივი აზრი

• საზოგადოებრივი აზრი ღირებულებებისა და შეხედულებების


ერთობლიობაა, რაც საზოგადოების წევრებს აქვთ გარკვეულ საკითხზე
მოცემულ მომენტში.
• პროპაგანდა არასწორი ინფორმირების (დეზინფორმირების) ერთერთი
სახეა. იგი არის მცდელობა საზოგადოებას ესა თუ ის თვალსაზრისი
“არაპატიოსანი გზით” ანუ საპირისპირო თვალსაზრისის მიწოდების გარეშე
მიაღებინოს.
• საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მცირერიცხოვანი ელიტის
მონაწილეობის თვალსაზრისის თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობა
სათანადოდ ვერ ერკვევა საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეებში.
მხოლოდ განსწავლულ, კარგად ინფორმირებულ ელიტას აქვს პრობლემის
სიღრმისეული ხედვის უნარი.
• მასების მონაწილეობის თვალსაზრისის თანახმად, ჩვეულებრივ ხალხს
ნამდვილად აქვს გარკვეული საკითხების შესახებ კარგად
ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებები.
• ცოდნაში განშრევების ანუ გარღვევის ჰიპოთეზის თანახმად, მაღალი და
საშუალო სოციალური კლასის წარმომადგენლებისთვის მედია
საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია უფრო იოლად
ხელმისაწვდომი გახდა, ვიდრე დაბალი სოციალური ფენებისთვის, რის
გამოც მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტებს შორის საინფორმაციო
განშრევება წარმოიქმნება.
გატაცება, “მანიები” და მოდა
• გატაცება, მანია და მოდა – ყოველი მათგანი რაიმესკენ მიმართულ ქცევაში
ვლინდება.
• გატაცება ინტენსიური და სპონტანური მასობრივი მოძრაობაა, რომლის
საშუალებით მიიღწევა გარკვეული მიზანი ან ხმამაღლა გამოითქმის
გარკვეული შეხედულება (“ფიტნესით” გატაცება)
• . მანია ხასიათდება საერთო ინტერესებით ან ქცევით, მაგრამ იგი
შედარებით ხანმოკლეა და საზოგადოებაზე ისეთ სერიოზულ გავლენას ვერ
ახდენს, როგორც გატაცება.
• მოდა ჩაცმულობაში გამოვლენილი მანიაა.

პანიკა

• პანიკა სპონტანური, არაორგანიზებული რეაქციაა. პანიკის დროს ადამიანი


მოცულია არაადეკვატურად მაღალი შფოთვით, საშინელების მოლოდინით,
დეზორიენტირებულია და დაკარგული აქვს გადაწყვეტილების მიღების
უნარი.

ხალხის მასის ქცევა

• ხალხის მასა და მისი ქცევა შეიძლება სხვადასხვა სახედ დაიყოს:


• ქუჩის თავყრილობა – გამვლელები, რომლებიც ქუჩაში შეჩერდნენ მათთვის
საინტერესო ობიექტის წინ;
• ბრბო – გაბრაზებული ადამიანები, რომლებიც ძალადობისა და უკანონო
ქცევისთვის მზად არიან;
• არეულობა – ბრბოს მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქცევა.
• ხალხის მასის ქცევას თან ახლავს ფიზიკური მოძრაობა და ურთიერთქმედება.
• კოლექტიური გადაადგილება. ჯგუფის კოლექტიური ქცევის შემთხვევაში,
ჯგუფური ინტერაქცია შეიცავს სამ თანმიმდევრულ ნაბიჯს: 1. წრიული
გადაადგილება ანუ “წრიალი”; 2. კოლექტიური აგზნება; 3. სოციალური
ინფიცირება.

ლებონის მასის ფსიქოლოგია


• მე–20 საუკუნის დასაწყისის ფრანგი სოციოლოგი გუსტავ ლებონი
ამტკიცებდა, რომ ხალხის უწესრიგო გროვა, მასა ანუ ბრბო ამორალური და
შეუზღუდავი ქცევით ხასიათდება. ისინი მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ
როგორც ამ კონკრეტული ჯგუფის წევრები და აზროვნებენ კოლექტიური
გონებით, განიცდიან ერთნაირ ემოციას და სიტუაციაზე იგივე ემოციით
რეგირებენ.
• ლებონს მიაჩნდა, რომ ბრბოს ქცევას განსაზღვრავს 3 მექანიზმი: 1)
ანონიმურობა – ინდივიდი ნაკლებად არის პასუხისმგებელი საკუთარ
ქცევაზე როდესაც იცის, რომ მასაში მისი ამოცნობა ვერ მოხერხდება. 2)
გადადება – “ინფიცირება” ანუ ემოციური მდგომარეობის გადაცემა ერთი
ადამიანიდან მეორეზე. 3) შთაგონებადობა – ჯგუფში წამოსროლილი ყველა
მოწოდების უკრიტიკოდ მიღება და შესრულება.

კონვერგენციის თეორია

• კონვერგენციის თეორიის თანახმად, თავიდანვე მსგავსი შეხედულებებისა


და განწყობების ადამიანები ერთიანდებიან რაიმე მოვლენის გამო. აქ მასას
ქმნიან ადამიანები, რომლებიც წინასწარვე არიან გამსჭვალულნი საერთო
განწყობილებით.

მყისიერი ნორმის თეორია

• რალფ ტერნერის და ლუის კილიანის კოლექტიური ქცევის მყისიერი


ნორმის თეორიის მიხედვით, მყისიერი ნორმები არის სპონტანური ნორმები,
რომლებიც იქვე ჯგუფში აღმოცენდება.

დამატებითი ღირებულების თეორია


• ნეილ სმელსერის კოლექტიური ქცევის თეორიის ამოსავალია შემდეგი
დებულება: თუ მოირღვევა საზოგადოების ის ასპექტები, რომლებიც
მოქალაქეთა კონვენციურ ქცევას გარკვეულ კალაპოტში აქცევდა, უმალ
უკმაყოფილება და არაკონვენციური ქცევა აღმოცენდება. ამ თეორიას
კოლექტიური ქცევის დამატებითი ღირებულების თეორია ეწოდება,
რადგანაც ყოველი სტადია ერთგვარად “მატებს ღირებულებას” მომდევნო
სტადიის მიღწევას.
ეს სტადიებია:
1. სტრუქტურული ხელშეწყობა – კოლექტიურ ქცევას სოციალური
სტრუქტურების თანხმობა სჭირდება.
2. სტრუქტურული დაძაბულობა – საზოგადოების გარკვეულ ფენებში
არსებული სოციალური დაძაბულობა ყოველთვის წინ უძღვის კოლექტიურ
ქცევას.
3. განზოგადებული შეხედულება – არის კოლექტიური ქცევის პოტენციურ
მონაწილეთა საერთო აზრი იმის შესახებ თუ სად ძევს დაძაბულობის სათავე,
რაში გამოიხატება დაძაბულობა და როგორ უნდა მოხდეს მასზე ადეკვატური
რეაგირება.
4. მაპროვოცირებელი ფაქტორები – არის რაიმე მოვლენა, ხშირად დრამატული,
რომელიც პრობლემის თვალსაჩინო ნიმუშად წარმოდგება.

5. მონაწილეთა მობილიზება.

6. სოციალური კონტროლის მოქმედება – შეიცავს საშუალებებს, რითაც საზოგადოება


უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანები სათანადოდ ანუ საზოგადოებრივი
მოლოდინებისა და მოწონების შესატყვისად იქცეოდნენ.

სოციალური მოძრაობები
• სოციალური მოძრაობა არის ადამიანების მიერ ორგანიზებულად და
კოლექტიურად გამოხატული საკუთარი პოზიცია რაიმე მნიშვნელოვანი
სოციალურ–პოლიტიკური საკითხის მიმართ.
• სოციალური მოძრაობა თავის თავში კოლექტიური ქცევის სხვადასხვა სახეს
აერთიანებს.
• კვაზისოციალურ მოძრაობებს, როგორიცაა თანამედროვე რელიგიური
კულტები და აქტები, ნამდვილი სოციალური მოძრაობის განმსაზღვრელი
ნიშნები აკლია.

ფარდობითი დეპრივაციის თეორია

• ამ თეორიის თანახმად, სოციალურ მოძრაობებს საზოგადოების


წევრთა ფარდობითი და არა აბსოლუტური დეპრივაცია წარმოქმნის.
• ფარდობითი დეპრივაციის განცდა შეიძლება გაიზომოს უბრალო
გამოკითხვის მეთოდით.

რესურსთა მობილიზების თეორია


• რესურსთა მობილიზება ეხება საერთო მიზნების მისაღწევად ჯგუფის
ინდივიდუალურ წევრთა მიერ რესურსების მოპოვებისა და
ორგანიზების პროცესს.
• რესურსთა მობილიზების თეორიის თანახმად, მონაწილეობა
სოციალურ მოძრაობებში ემყარება რაციონალურ მოსაზრებებს: რა
უფრო მეტ სარგებელს მოუტანს – მონაწილეობა თუ არმონაწილეობა.

You might also like