You are on page 1of 6

სავალდებულო

ლიტერატურა: გერიგი რ.
ზიმბარდო ფ. ფსიქოლოგია
და ცხოვრება. გვ. 699 - 786

სოციალური
ფსიქოლოგია,
საზოგადოება
და კულტურა
სოციალური ფსიქოლოგია,
საზოგადოება და კულტურა
• პროსოციალური ქცევა - ქცევები, რომელიც სხვა ადამიანების დახმარების
მიზნით სრულდება
• ალტრუიზმი - პროსოციალური ქცევები, რომლებსაც ადამიანი თავისი
საკუთარი უსაფრთხოების ან ინტერესების გათვალისიწინების გარეშეს
ასრულებს
• ორმხრივი [რეციპროკული[ალტრუიზმი - იდეა, რომლის მიხედვითაც
ადამიანები ალტრუსიტულ ქცევას იმიტომ ახორციელებენ, რომ სხვებისგანაც
მოელიან მათ მიმართ ალტრუისტული ქცევების განხორციელებას
• თვითხილველის ჩარევა - მზადყოფნა დაეხმარო ადამიანს, რომელსაც
დახმარება სჭრდება
• პასუხისმგებლობის დიფუზია - საგანგებო პრიობებში, რაც უფრო დიდია
თვითმხილველთა რიცხვი, მით უფრო ნაკლებია თითოეულის
პასუხისმგებლობა დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით
სოციალური ფსიქოლოგია,
საზოგადოება და კულტურა
• აგრესია - ქცევა, რომელიც სხვა ინდივიდის ფიზიკურ ან
ფსიქოლოგიურ დაზიანებას იწვევს
• იმპულსური აგრესია - ემოციებით გამოწვეული აგრესია,
წარმოქმნილი გასაკუთრებით მწვავე სიტუაციებზე საპასუხოდ
• ინსტრუმენტული აგრესია - კოგნიტურად დასაბუთებული და
მიზანმიმართული აგრესია, რომელიც წინასწარ არის
მოფიქრებული სპეციფიკური მიზნების მისაღწევად
• ფრუსტრაცია-აგრესიის ჰიპოთეზა - ჰიპოთეზის თანახმად
აგრესია ცნდება სიტაუციებში როდესაც ადამიანებს არ ეძლევათ
საშუალება მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ფრუსტრაცია თავის მხრივ
იწვევს აგრესიის განხორციელების ალბათობის ზრდას
სოციალური ფსიქოლოგია,
საზოგადოება და კულტურა
• ცრურწმენა - წინასწარ დასწავლი დამოკიდებულება სამიზნე ობიექტის მიმართ
რომელიც მოიცავს ნეგატიურ გრძნობებს, შეხედულებებს და ქცევებს, რომ
აუცილებელია არსებული სამიზნე ობიექტის განადგურება.
• სოციალური კატეგორიზაცია - პროცესი, რომლის მეშვეობითაც ადამიანები
საკუთარი სოციალური გარემოს ორგანიზებას ახდენენ ადამიანების საკუთარ და
სხვა ჯგუფებთან მიკუთვნებით.
• შიდა ჯგუფი - ჯგუფები, რომელთანაც ადამიანი ახდენს საკუთარი თავის
მიკუთვნებას
• გარე ჯგუფი - ჯგუფები, რომლებთანაც ადამიანები იდენტიფიკაციას არ ახდენენ
• შიდაჯგუფური მიკერძოება - საკუთარი ჯგუფის გადაფასება სხვებთან
შედარებით
• რასიზმი - ადამინების დისკრიმინაცია კანის ფერის ან ეთნიკური ნიშნის მიხედვით
• სექსიზმი - ადამიანების დისკრიმინაცია მათი სქესის გამო
სოციალური ფსიქოლოგია,
საზოგადოება და კულტურა
• სტერეოტიპები - ადამიანების გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებული
განზოგადებები, რომლებიც გარკვეულ მახასიათებლებს მიაწერენ მთელ
ჯგუფს
• კონტაქტის ჰიპოთეზა - იდეა, რომ მტრულ ჯგუფებს შორის პირდაპირი
კონტაქტი ამცირებს ცრურწმენებს
• მოთხოვნითი მახასიათებლები - ექსპერიმენტული სიტუაციის
მანიშნებლები, რომლებიც ზემოქმედებენ ცდის პირებზე და მიანიშნებენ
მათ, თუ რას მოელიან.
• გენოციდი - ადამიანების ერთი ჯგუფის [რასობრივი ან ეთნიკური
ნიშნით] განადგურება მეორის მიერ
• ჯგუფური დინამიკა - იმ ჯგუფური პროცესების კვლევა, რომლებიც
ცვლიან ინდივიდების ფუნქციონირებას

You might also like