You are on page 1of 13

სოციალური აღქმა

სოციალური აღქმა
• სოციალური პერცეპციის კვლევით პასუხი
უნდა გაეცეს კითხვებს:
რამდენად ზუსტად შეუძლია ადამიანს
შეაფასოს სხვა ადამიანი;
ჩამოიყალიბოს მეორე ადამიანის შესახებ
ადეკვატური წარმოდგენა;
მიხვდეს როდესაც ატყუებენ და
ურთიერთქმედება შესაბამისად
წარმართოს.
შთაბეჭდილების ფორმირება
• შთაბეჭდილების ფორმირებაში
დესკრიპტორთა ოთხი კატეგორია
გამოიყენება
• პიროვნული ნიშნები (65%)
• ქცევა (23%)
• ატიტუდები (6%)
• დემოგრაფიული მაჩვენებლები (3%).
• ადამიანის შესახებ სხვა ადამიანთა
შთაბეჭდილებები მხოლოდ 25%–ით ემთხვევა
ერთმანეთს ანუ დიდწილად უნიკალურია.
შთაბეჭდილების ფორმირება
• შეჯამების მოდელის თანახმად, ადამიანი
ინფორმაციას აერთიანებს მარტივად,
მექანიკურად, მასზე ბევრი ფიქრის გარეშე.
• გასაშუალოების მოდელის მიხედვით,
ადამიანის შესახებ ზოგადი
შთაბეჭდილება განსხვავებულ პიროვნულ
მახასიათებელთა მნიშვნელობის
გასაშუალოებით იქმნება.
შესაბამისი დასკვნის თეორია
• შესაბამისი დასკვნის თეორიაში
განხილულია პროცესები, რასაც
დამკვირვებელი სხვა ადამიანის
შესახებ დასკვნის გამოსატანად
იყენებს.
შესაბამისი დასკვნის თეორია
• თეორია რამდენი პუნქტისაგან შედგება:
ა) დამკვირვებელი ეყრდნობა ვარაუდს, რომ
ადამიანი მოქმედებს ცნობიერად ანუ იცის რა
უნდა და რას აკეთებს;
ბ) ამ დაშვებაზე დაყრდნობით დამკვირვებელს
აქტორის ქცევის შედეგებიდან სათანადო
პიროვნული ნიშნები გამოჰყავს
გ) დამკვირვებლის მიერ გამოტანილი დასკვნები
ქცევის აღქმულ შედეგებს შეესაბამება.
მოლოდინების გამართლება–
გაცრუება
• ხშირად დამკვირვებელი აქტორის ქცევას
გარკვეული მოლოდინებით
უდგება.როდესაც ეს მოლოდინი
უკავშირდება სოციალურ როლებს ან ჯგუფის
წევრობას, მათ კატეგორიაზე დამყარებულ
მოლოდინებს უწოდებენ.
• მოლოდინები, რომლებიც უკავშირდება
აქტორთან ურთიერთობის ადრეულ
გამოცდილებას – კონკრეტული ადამიანის
თვისებებზე დამყარებული მოლოდინებია.
აქტორისა და დამკვირვებლის
განსხვავებული ატრიბუციები
• აქტორის ქცევის ასახსნელად
დამკვირვებელი პიროვნულ ნიშანთა
შინაგან ატრიბუციებს მიმართავს,
ხოლო თვითონ აქტორი – გარეგან
ატრიბუციებს. ეს ტენდენცია ცნობილია
როგორც “ატრიბუციის ფუნდამენტური
შეცდომა”.
ემოციის აღქმა
• ადამიანს შეუძლია გამიჯნოს ემოციათა
ჯგუფები:
1. სიყვარული,ბედნიერება, სიხარული
2. გაკვირვება
3. შიში,მწუხარება
4. გაბრაზება, შეუპოვრობა
5. სიძულვილი
6. ზიზღი.
• შეხტერის ორფაქტორიანი თეორია.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის
შეფასების სიზუსტეს
• არსებობს ტენდენცია ინდივიდისთვის
დამახასიათებელი რაიმე თვისებიდან
სხვა თვისებების არსებობა დავასკვნათ.
პიროვნების იმპლიციტური ანუ
ნაგულისხმევი თეორიის თანახმად,
ადამიანები რამდენიმე ხასიათობრივ
ტიპად გვყავს დაყოფილი, სადაც
ყოველი ტიპი გარკვეული თვისებების
მატარებელია.
ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის
შეფასების სიზუსტეს
• ბევრ სხვა თვისებებთან დაკავშირებულ
თვისებას ცენტრალური თვისება
ეწოდება (თბილი –ცივი; ზრდილი –
უზრდელი).
არავერბალური კომუნიკაციის
ძირითადი არხები
• სახის გამომეტყველება, როგორც
გუნების და ემოციის მაჩვენებელი.
• ექსპერიმენტულად დასტურდება, რომ
სახის გამომეტყველება
უნივერსალურია.
• თვალით კონტაქტი.
• სხეულის ენა: მოძრაობა, პოზა.
• შეხება: ფიზიკური კონტაქტი.
სიცრუის არავერბალური
მანიშნებლები
• სიცრუე თავს ავლენს ე.წ.
მიკროექსპრესიაში: ეს არის სახის
გამომეტყველებაში ცვლილების
გაელვება; ხმის ტონალობის უეცარი
ცვლილება; თვალით კონტაქტის
წამიერი აცილება და სხვა.

You might also like