You are on page 1of 29

სოციალური ფსიქოლოგია

როგორც მეცნიერება
სოციალური ფსიქოლოგიის საგანი

• კლასიკური განმარტების თანახმად,


სოციალური ფსიქოლოგია მცდელობაა
გავიგოთ და ავხსნათ როგორ მოქმედებს
ინდივიდის აზრებზე, გრძნობებზე და ქცევაზე
სხვა ადამიანის რეალური, წარმოსახული ან
ნავარაუდევი დასწრება.
• სოციალური ფსიქოლოგია ადამიანს
იზოლირებულად, ვაკუუმში კი არა, არამედ
სხვა ადამიანებთან ურთიერთობის პროცესში
იკვლევს.
პროფესია – სოციალური ფსიქოლოგი

სოციალური ფსიქოლოგები თავის ცოდნის


გამოყენებას უძებნიან სამი განსხვავებული
მიმართულებით:
1) ცდილობენ პასუხი გასცენ მნიშვნელოვან
სოციალურ საკითხებს;
2) თეორიული და ემპირიული კვლევის მონაცემებს
იყენებენ იმისათვის, რომ შეიმუშაონ პროგრამები
სოციალური პრობლემების დასარეგულირებლად ;
3) მათ სთხოვენ სოციალური პრობლემების
გადასაჭრელად შემუშავებული პროგრამების
ეფექტურობის დადგენას.
ემპირიული კვლევის მეთოდები

კვლევის მეთოდები შემდეგი სახისაა:


1) აღწერითი– მოვლენის მრავალმხრივი
დახასიათება;
2) კორელაციური – მოვლენის
განჭვრეტა:
3) ექსპერიმენტული – მიზეზების დადგენა
და ახსნა.
აღწერითი გამოკვლევა
• აღწერითი გამოკვლევის კერძო
ფორმაა საველე გამოკვლევა.
• საველე გამოკვლევა ინდივიდის ან
ჯგუფის დეტალურ და სიღრმისეულ
დახასიათებას გულისხმობს.
კორელაციური გამოკვლევა
• კორელაციურ გამოკვლევაში
მოვლენებს შორის ბუნებრივად
არსებული კავშირების შესწავლა
იგულისხმება.
ექსპერიმენტი
• ექსპერიმენტული – საკონტროლო
ჯგუფი;
• დამოუკიდებელი – დამოკიდებული
ცვლადი;
• ცვლადების კონტროლი;
• შედეგების განზოგადება;
• ზნეობრივი მხარე.
სოციალურ–ფსიქოლოგიური
თეორიები
• სიმბოლური ინტერაქციონიზმი
• როლის თეორია
• სოციალური დასწავლის თეორია
• გაცვლის თეორია
სიმბოლური ინტერაქციონიზმი

• სიმბოლური ინტერაქციონიზმი სოციალური


ურთიერქმედების სიმბოლურ მხარეებზე
ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ
მნიშვნელობა დამოუკიდებლად არ არსებობს. იგი
იქმნება და სახეს იცვლის ადამიანთა
ურთიერთქმედებაში ანუ სოციალური
ინტერაქციის პროცესში.
• ინტერაქციონისტები მიიჩნევენ, რომ ინდივიდი და
საზოგადოება ერთმანეთზე ორმხრივ გავლენას
ახდენს და ვერც ერთ მათგანს გავიგებთ, თუ მათ
შორის მიმართებას არ შევისწავლით.
სიმბოლური ინტერაქციონიზმი

სიმბოლური ინტერაქციონიზმის
ძირითადი თეორიული წანამძღვრებია:
1. ადამიანები ერთმანეთისა და
ობიექტების მიმართ მოქმედებენ
მათდამი მინიჭებული მნიშვნელობების
საფუძველზე და რომ მხედველობაში
უნდა იქნას მიღებული მოქმედი
სუბიექტის ხედვა, თუ გვინდა რომ მისი
ქცევა გავიგოთ.
სიმბოლური ინტერაქციონიზმი

2. მნიშვნელობა სოციალური
ინტერაქციის მეშვეობით იქმნება.
მნიშვნელობა სოციალური პროდუქტია;
იგი ადამიანების ერთმანეთთან და
საგნებთან ურთიერთობის შედეგია.
სიმბოლური ინტერაქციონიზმი

3. მნიშვნელობა მოდიფიცირდება ანუ


იცვლება ინტერპრეტაციების
მეშვეობით, რასაც ადამიანები სხვა
ადამიანებთან და სიტუაციებთან
ურთიერთობებში დებენ.
სიმბოლოები
• ჯორჯ ჰერბერტ მიდის თანახმად, ადამიანური
კომუნიკაციის მთავარი კომპონენტი
სიმბოლოების გამოყენებაა. სიმბოლო
აბსტრაქციაა, რომელიც მიგვანიშნებს
რაიმეს, რაც თვითონ მასში არ ძევს ანუ მის
მიღმა არსებულს.
• ტერმინით “სიმბოლური ინტერაქცია” ხაზი
ესმება იმას, რომ სოციალური ინტერაქცია
სიმბოლოთა გაზიარებულ მნიშვნელობებზეა
დამოკიდებული.
სიმბოლოები
• მიდის თანახმად, სიმბოლოების გარეშე
ვერც “მე” წარმოიქმნებოდა. იდეას,
რომ “მე” –ც და საზოგადოებაც
სოციალურ ინტერაქციაში იშვა –
სიმბოლური ინტერაქციონიზმის
მთავარი პოსტულატია.
როლის თეორია
• როლები – ესაა მოლოდინები თუ რა
ქცევაა დამახასიათებელი გარკვეულ
სოციალურ პოზიციაში მყოფი ან
სტატუსის მატარებელი პირისგან.
როლის სახეები
• განასხვავებენ როლების ორ სახეს :
• მინიჭებული როლები– ის მოლოდინებია,
რომლებიც უკავშირდება სტატუსს, რითაც ადამიანი
დაიბადა და რომლის მისაღწევად მას ძალისხმევა
არ დასჭირვებია ( სოციალური წარმომავლობა .
მატერიალური მდგომარეობა, ეროვნება , სქესი );
• მიღწეული როლები – ის მოლოდინებია , რომლებიც
უკავშირდება გარკვეული ძალისხმევის შედეგად
მოპოვებულ სტატუსს და მათ შესრულებას
სპეციფიკური უნარები და ჩვევები სჭირდება .
როლური კონფლიქტი
• მრავალფეროვანი როლების
შესრულებისას წამოჭრილ სიძნელეებს
როლური კონფლიქტი ეწოდება.
როლური კონფლიქტის ერთი სახეა
როლური გადატვირთულობა –
როლები ინდივიდისგან იმაზე მეტ
დროსა და ძალისხმევას ითხოვს, რისი
გაღებაც მას შეუძლია.
როლური დაძაბულობა
• ზოგჯერ წინააღმდეგობრივი
მოლოდინები ერთი როლის შიგნითაც
არსებობს. თუ ერთი როლი
შეუთავსებელ მოლოდინებს შეიცავს, ეს
როლური დაძაბულობაა.
სოციალური დასწავლის თეორია
• სოციალური დასწავლის თეორია
განიხილავს ადამიანის ქცევას, როგორც
გარე სიტუაციის, პიროვნების ქცევის და
ადამიანის კოგნიციებისა და ემოციების
ურთიერთქმედების შედეგს.
• სოციალური დასწავლის თეორიის
თანახმად ქცევა დაისწავლება ორი
პროცესის მეშვეობით – ეს არის დასწავლა
მოქმედებით და დასწავლა დაკვირვებით.
გაცვლის თეორია
• ყველა ადამიანი ან ადამიანთა უმრავლესობა
მიილტვის იმისაკენ, რაც კეთილშობილია,
მაგრამ არჩევს იმას, რაც სასარგებლოა.
ადამიანისთვის სამსახურის უანგაროდ გაწევა
კეთილშობილი საქციელია, თუმცა საპასუხოდ
რაიმეს მიღება – გაცილებით უფრო
სასარგებლოა. ამდენად, ადამიანს მოეთხოვება,
თუკი შესაძლებელია, საპასუხო სამსახურის
გაწევა და ამის ნებაყოფლობით გაკეთება.
არისტოტელე
გაცვლის თეორია
• ურთიერთგაცვლის თეორიის ერთ–ერთ
ვერსიაში (ჯორჯ ჰომანსი), ყურადღება
გამახვილებულია ორ ადამიანთა
შორის ურთიერთობებზე და
იგულისხმება, რომ მთელი სოციალური
ინტერაქცია იმავე კანონებით
წარიმართება.
.
გაცვლის თეორიის წანამძღვრები
• პირველი ამოსავალი დებულებაა, რომ
ადამიანები ერთვებიან ქცევაში, რომელსაც
მათთვის ჯილდო მოაქვს.
• მეორე დებულების თანახმად,რაც უფრო მსგავსია
ამჟამინდელი სიტუაცია წარსული სიტუაციის , მით
უფროა მოსალოდნელი, რომ გამეორდება
მოქმედებები, რომლებსაც წარსულში ჯილდოს
მოპოვება მოჰყვა.
• მესამე დებულება – ჯილდოს ფასი იზრდება, თუ ამ
ჯილდოს იშვიათად ვიღებთ და იკლებს, როდესაც
მას ხშირად ვიღებთ.
გაცვლის თეორიის წანამძღვრები

• მეოთხე დებულების მიხედვით,


პიროვნების მიერ ქცევაში ჩართვის
სიხშირე დამოკიდებულია იმაზე თუ
რამდენადაა მოსალოდნელი რომ
ქცევა ნავარაუდებ შედეგს მოიტანს.
ორმხრივობის ნორმა
• ურთიერთგაცვლა მიგების ნორმითაა
რეგულირებული. გაცვლა ორმხრივი
უნდა იყოს.
• ეს ნორმა ავალდებულებს ადამიანს
დაეხმაროს მას, ვინც მას დაეხმარა.
დისტრიბუციული სამართალი
• ჰომანსის დისტრიბუციული სამართლის კანონის
თანახმად, ურთიერთობის ორივე მხარე მოელის,
რომ თითოეული პიროვნების ჯილდო მისი ფასის
პროპორციული უნდა იყოს. თუ ჯილდოსა და
საფასურის თანაფარდობა არ აღიქმება როგორც
თანაბარი, “დაჩაგრულმა” მხარემ შეიძლება
თავი შეურაცყოფილად იგრძნოს და
ურთიერთობის გაწყვეტაც სცადოს, ხოლო
ადამიანს, ვინც არასამართლიანი უპირატესობა
მიიღო შეიძლება დანაშაულის გრძნობა
დაეუფლოს.
სამართლიანობა
• ურთიერთობის თითოეულ წევრს შეაქვს
თავისი წვლილი ურთიერთობაში, რასაც
შენატანი ეწოდება და იღებს
ურთიერთობისგან რაიმეს, რასაც
გამოსავალი ეწოდება.
• შენატანი ყოველთვის უარყოფითია
(გაწეული ძალისხმევა, დრო).
• გამოსავალი პოზიტიურია (სიყვარული,
ფული, ცოდნა, პატივისცემა).
სამართლიანობა
• სამართლიანობა, როდესაც A წევრის
შენატანისა და გამოსავლის
თანაფარდობა B წევრის შენატანისა და
გამოსავლის ტოლია. სხვა შემთხვევაში
ურთიერთობა არასამართლიანია.
• თუ ადამიანს მიაჩნია, რომ
ურთიერთობა არასამართლიანია, იგი
სამართლიანობის აღდგენას ქცევითი და
ფსიქოლოგიური მცდელობებით ეცდება.
სამართლიანობა
• ერთ–ერთი ფსიქოლოგიური
სტრატეგიაა – ფენომენი სამართლიანი
სამყაროს რწმენა. ამ ფენომენის
მიხედვით, ყველა ადამიანი იმას იღებს,
რასაც იმსახურებს.
• https://www.youtube.com/watch?v=dFT2UH4
M00k
• https://www.youtube.com/watch?v=zerCK0lRj
p8

You might also like