You are on page 1of 23

სოციალიზაცია

სოციალიზაციის რაობა
• სოციალიზაცია მოიცავს რიგ
პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც
საზოგადოების წევრი აღიჭურვება იმ
ცოდნით, უნარებითა და ჩვევებით, რაც
საზოგადოებაში ცხოვრებას სჭირდება.
• სოციალიზაცია პიროვნების აღზრდა და
ჩამოყალიბებაა.
სოციალიზაციის მიზნები
ყოველი საზოგადოების სოციალიზაციის
პრაქტიკამ სულ მცირე ორი ამაცანა უნდა
შეასრულოს:
1) უზრუნველყოს ადამიანის ფიზიკური გადარჩენა
და მომდევნო თაობის დაბადება ანუ ცხოვრებისა
და თავის დასაცავად აუცილებელ უნარ–ჩვევათა
გადაცემა
2)უზრუნველყოს, რომ ადამიანმა გაიგოს, გაიაზროს
და გაიზიაროს საზოგადოების მიერ შემუშავებული
ნორმებისა და როლების სისტემა და თავისი ქცევა
მათ შეუსაბამოს.
სოციალიზაციის პროცესი
• რა გზით ხდება ადამიანის
სოციალიზაცია?
ამ კითხვას ფსიქოანალიტიკური,
სოციალური დასწავლის და კოგნიტური
განვითარების თეორიები
განსხვავებულად პასუხობს, თუმცა
სამივე სოციალიზაციას მორალის
განვითარებას უკავშირებს.
ფსიქოანალიტიკური თეორია
• ზიგმუნდ ფროიდის თანახმად,
პიროვნება სამი ერთობლივად
მოქმედი სისტემისგან, იდი, ეგო და
სუპერეგო (სინდისი, ეგო–იდეალი),
შედგება.
• ბავშვთან მორალურობის განცდას
სუპერეგო აყალიბებს.
სოციალური დასწავლის თეორია

• ამ თეორიის თანახმად, სოციალიზაცია


ორი პროცესის მეშვეობით
ხორციელდება. ესენია: პირდაპირი
დასწავლა და დასწავლა დაკვირვების
საფუძველზე.
ინტერნალიზაცია და მორალი
• დროთა განმავლობაში ბავშვის ქცევა სულ უფრო
დამოუკიდებელი ხდება მშობელთა მიერ
გაცემული ჯილდოებისა და ჯარიმებისგან.
• მოზარდებთან და დიდებთან თვითდაჯილდოება
ქცევის რეგულაციის ყველაზე მნიშვნელოვანი სახე
ხდება.
• როდესაც ბავშვისთვის საკუთარი ქცევის
რეგულირების მექანიზმი თვითდაჯილდოება
ხდება, ეს ნიშნავს, რომ მოხდა ინტერნალიზაცია.
• ინტერნალიზაციის დროს ინდივიდი იცავს წესებს
თავისი ქცევის მართებულობის რწმენით.
კოგნიტური განვითარების თეორიები

• კოგნიტური განვითარების თეორიებში


ყურადღება გამახვილებულია
კოგნიტურ სიმწიფეზე, რომლის
მისაღწევად განსხვავებული სტადიებია
გასავლელი.
• მორალური განვითარებაც სტადიურ
ხასიათს ატარებს.
მორალური განვითარება
• ლორენს კოლბერგის თანახმად
არსებობს მორალური განვითარების
სამი დონე და ექვსი საფეხური.
მორალური განვითარება
• პირველი საფეხური – ბავშვებს არ
გააჩნიათ “კარგისა “ და “ცუდის”
ცნებები. ბავშვი ემორჩილება წესებს,
რომ არ დაისაჯოს ავტორიტეტული
უფროსების მიერ;
• მეორე საფეხური – ემორჩილება წესებს
მხოლოდ მაშინ, თუ საპასუხოდ მისი
მოთხოვნილებებიც კმაყოფილდება.
გარიგება – “გამიკეთე – გაგიკეთებ”.
მორალური განვითარება
• მესამე საფეხური – ადამიანი მკაფიოდ
აცნობიერებს გარშემო მყოფ
ადამიანთა შეხედულებებს და
ცდილობს მოიქცეს ისე, რომ მათი
მოწონება და სიმპათია დაიმსახუროს.
• “წესიერი , დადებითი ბიჭის (გოგოს)”
მორალი.
მორალური განვითარება
• მეოთხე საფეხური – ამ სტადიაზე
ყალიბდება ზნეობრივი ცნობიერება.
ადამიანი ცდილობს იხელმძღვანელოს
ზნეობრივი პრინციპებით და არა იმით,
თუ როგორ იქცევა გარშემომყოფთა
უმრავლესობა, და არც იმით, თუ რას
იფიქრებენ ისინი მასზე.
მორალური განვითარება
• მეხუთე საფეხური – ადამიანი სხვადასხვა ზნეობრივ
შეხედულებებს შორის წინააღმდეგობას
აცნობიერებს.ერთის მხრივ ხვდება, რომ წესების
უმრავლესობა ფარდობითია სიტუაციებთან
მიმართებაში, ხოლო მეორეს მხრივ იმას, რომ
არსებობს ეჭვშეუვალი წესები (სიცოცხლის დაცვა,
თავისუფლების მხარდაჭერა). პიროვნებას
უყალიბდება საკუთარი შეხედულებები თუ რა არის
კარგი და რა არის ცუდი. იგი აკეთებს იმას რაც
სწორია, რადგან ფიქრობს, რომ ამას მორალის
უზოგადესი კანონები და პრინციპები ავალდებულებს.
მორალური განვითარება
• მეექვსე საფეხური – ადამიანისთვის
რა არის მორალურად სწორი
განისაზღვრება არა კანონებით და
წესებით, არამედ სინდისით.
სოციალიზაცია
• ფსიქოანალიზის თანახმად, სოციალიზაცია , ისევე
როგორც მორალის განვითარება, არაცნობიერი
პროცესებით წარიმართება.
• სოციალური დასწავლის სხვადასხვა თეორია ქცევის
იმიტირების მთავარ მექანიზმად დაკვირვებას და
ქცევის შედეგებს მიიჩნევს. მორალურ
განვითარებაში წამყვანია საზოგადოების
ღირებულებათა ინტერნალიზაცია ანუ გათავისება .
• კოგნიტური განვითარების თეორიის თანახმად ,
სოციალიზაცია, ისევე როგორც მორალური
განვითარება კოგნიტური მომწიფების შედეგია .
სოციალიზაცია ცხოვრების ციკლის
მანძილზე
• ჩვეულებრივ, სოციალიზაცია ბავშვობას
უკავშირდება, მაგრამ სინამდვილეში იგი
მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.
• ბავშვი ითვისებს “ოქროს წესს” – როგორც
გინდა რომ მოგექცნენ ადამიანები, ისევე
მოექეცი მათ.
• დიდობაში სოციალიზაციის ძირითადი
სფეროებია : სამუშაო ადგილი, ოჯახი და
უახლოესი სოციალური გარემო.
ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური
სტადიები
• ერიკ ერიქსონმა ჩამოაყალიბა
ფსიქოსოციალურ ცვლილებათა
თეორია, რათა აღეწერა ტიპური
კონფლიქტის 8 სახეობა, რაც
ადამიანის ცხოვრებაში დაბადებიდან
სიბერემდე წამოიჭრება.
ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური
სტადიები
• პირველი სტადიის (დაბადებიდან 1 წლამდე)
კრიზისი დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ
უკმაყოფილებს მომვლელი პირი ბავშვს
სასიცოცხლო მოთხოვნილებებს. ვითარდება ან
ბაზისური ნდობა გარემოსადმი ან უნდობლობა .
• მეორე სტადია (გრძელდება მთელი მეორე
წელი)შეიცავს საკუთარი ავტონომიურობის ან
საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების განცდას .
კრიზისი უკავშირდება ტუალეტთან მიჩვევასა და
ჰიგიენას. ბავშვს უვითარდება ავტონომიურობა ან
სირცხვილი და დაურწმუნებლობა.
ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური
სტადიები
• მესამე სტადია (3-5წლ) კრიზისი
სოციალიზაციის პრობლემასთანაა
დაკავშირებული. ყალიბდება ინიციატივა ან
დანაშაულის განცდა.
• მეოთხე სტადია (6-10წლ.) შეიცავს სიმარჯვის
ან არასრულფასოვნების გრძნობებს. ბავშვს
უნდა გამოუმუშავდეს სერიოზული საქმის
კეთების, სწავლის, დამოუკიდებელი მუშაობის
უნარი. ხდება საკუთარი პროდუქტიულობის ან
არადეკვატურობის განცდა.
ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური
სტადიები
• მეხუთე სტადია (მოზარდობა 11–21 წელი) –
შეიცავს საკუთარ იდენტობას ან იდენტობის
აღრევას. ამ სტადიაზე მთავარია იდენტობის ანუ
საკუთარი ვინაობის განცდის ჩამოყალიბება.
• მეექვსე სტადია ( ახალგაზრდობა 22–35 წელი)
კრიზისი სხვა ადამიანებთან, უპირატესად
საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ახალ
ურთიერთობათა დამყარებას და ოჯახის შექმნას
უკავშირდება. წარმატებული გამოცდილება –
ავტონომიურობას აჩენს, წარუმატებელი –
იზოლაციას.
ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური
სტადიები
• მეშვიდე სტადია (საშუალო ასაკი 36–65 წელი)
ადამიანის საზრუნავია, რომ შეინარჩუნოს და
განავითაროს თავისი აქტიურობა და
შემოქმედებითობა მოღვაწეობის ყველა
სფეროში. თუ ეს მოხერხდა, ვიღებთ
პროდუქტიულობას, თუ არა – სტაგნაციას.
• მერვე სტადია (ხანდაზმულობა 65 წლის ასაკი
და ზევით) ადამიანმა უნდა შეაჯამოს თავისი
ცხოვრება. ხდება ინტერგრირებული ან
სასოწარკვეთილება იპყრობს.
რესოციალიზაცია
• რესოციალიზაცია არის პროცესი, რომელიც
იწყება ინდივიდის დესოციალიზაციით ანუ
ქცევის ძველი ფორმების ნგრევით და
მთავრდება ახალი, საზოგადოებისთვის
უფრო მისაღები ნორმების, ღირებულებების
და ქცევის სახეების ჩამოყალიბებით.
• რესოციალიზაციის პროცესი მეტწილად
დაძალებით და ტოტალიტარული
ინსტიტუტების გამოყენებით მიმდინარეობს.
• https://www.youtube.com/watch?v=0sC0-
hthPvQ
• https://www.youtube.com/watch?
v=PC2G5oFliyk

You might also like