You are on page 1of 9

ნაწილი პირველი

ქვემოთ მოყვანილია სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებები სიკვდილით დასჯის თაობაზე. თქვენ უნდა
გადაწყვიტოთ, კოლბერგის თეორიის თანახმად, რომელ ეტაპზეა მოცემული პასუხის ავტორი. თითოეულ
პასუხს მიუწერეთ შესაბამისი სტადია და ეტაპი.

 საზოგადოებას არავითარ შემთხვევაში არ აქვს უფლება, სიცოცხლე წაართვას


ადამიანს. *

--- აღნიშნული მოსაზრების ავტორი, ვფიქრობ იმყოფება მორალური განვითარების,


მესამე- პოსტ-კონვენციონალური დონის, VI საფეხურზე: რაც მოიცავს
უნივერსალური ეთიკურ პრინციპს - უნივერსალური ეთიკური პრინციპის
ორიენტაციას მათთვის, კარგი განისაზღვრება სამართლიანობის, ადამიანის
ღირსების და თანასწორობის აბსტრაქტული ცნებების ინდივიდუალური
გაცნობიერების საფუძველზე; ასევე, ამ უმაღლეს საფეხურზე სწორი ქმედება
განისაზღვრება სინდისის თვითამორჩეული ეთიკური პრინციპებით, რომლებიც
ვრცელდება მთელ კაცობრიობაზე, განურჩევლად კანონისა და სოციალური
შეთანხმებისა.

 გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს სიკვდილით


დასჯას. მე უმრავლესობას მივემხრობი. *

----აღნიშნული მოსაზრების ავტორი ჩემი აზრით იმყოფება მორალური


განვითარების მეორე დონეზე კონვენციონალურის; IV საფეხურზე - რაც
გულისხმობს: სისტემის მიმართ პასუხისმგებლობას. აღნიშნულ სტადიაზე მყოფი
პიროვნება, ცდილობს სოციალური წესრიგის შენარჩუნებას. მეოთხე სტადიაზე მყოფ
ადამიანებს სულ უფრო და უფრო მეტად აღელვებთ საზოგადოება. (განვიხილოთ)

 ყველა მოქალაქის უფლებაა, დაცული იყოს კრიმინალებისგან. მე მხარს


ვუჭერ სიკვდილით დასჯას. *

----აღნიშნული მოსაზრების ავტორი ჩემი აზრით იმყოფება მორალური


განვითარების მეორე დონეზე კონვენციონალურის; IV საფეხურზე - რაც
გულისხმობს: სისტემის მიმართ პასუხისმგებლობას. ამ ეტაპზე, ადამიანი
ემორჩილება საზოგადოებაში გამეფებულ კანონებს და ასრულებს თავიანთ
მოვალეობებს, რათა სოციალური წესრიგი შეინარჩუნონ.

 ჩემი ეკლესია ღვთის კანონებს ქადაგებს. ერთი მცნება ასეთია: „არა კაც
ჰკლა.“ მე ღვთის მცნებებს ვიცავ. *
-----ჩემი აზრით, აღნიშნული მოსაზრების ავტორი არის კოლბერგის მორალური
განვითარების თეორიის მიხედვით განვითარების პირველ დონეზე, კერძოდ : პრე-
კონვენციონალური დონის I საფეხურზე, რაც გულისხმობს უსიტყვო მორჩილებას.

 რა მოხდებოდა, ვინმე ჩემი ნაცნობისთვის რომ მიესაჯათ სიკვდილი? მე არ


მინდა ვინმეს დაკარგვა. *

--- ამ მოსაზრებას ავითარებს ადამიანი, რომელიც მიყოფება მორალური


განვითარების მეორე დონეზე: კონვენციონალურზე, კერძოდ, III საფეხურზე:
პიროვნებათაშორისი კონფორმულობის. ასეთ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ
ადამიანებმა ოჯახისა და საზოგადოების მოლოდინების შესაბამისად უნდა
იცხოვრონ და “კარგად” მოიქცნენ. კარგი საქციელი აღნიშნავს კარგი მოტივებისა და
ისეთი პიროვნებათაშორისი გრძნობების ქონას, როგორებიცაა სიყვარული, ემპათია,
ნდობა და სხვებზე ზრუნვა.

ნაწილი მეორე - მორალური დილემა


თქვენ დანაშაულის თვითმხილველი ხართ: ადამიანმა ბანკი გაძარცვა, მაგრამ ფული თვითონ კი არ წაიღო,
ბავშვთა სახლს გადასცა, რომელსაც ახლა საშუალება ეძლევა, გამოკვებოს, ჩააცვას და იზრუნოს ბავშვებზე.
თქვენ იცით, ვინ ჩაიდინა დანაშაული. თუ ამ ინფორმაციას ხელისუფლებას მიაწვდით, თანხა ბანკში
დაბრუნდება და ბავშვები გაჭირვებაში დარჩებიან. როგორ მოიქცევით, შეატყობინებთ დანაშაულის
შესახებ?
დაწერეთ, რას უპასუხებდა განვითარების მოცემულ სტადიაზე მყოფი ადამიანი და ახსენით, როგორ
დაასაბუთებდა პასუხს.

პრეკონვენციური 1 *

- პირველ რიგში მოდით განვსაზღვროთ, რას ნიშნავს პრე-კონვენციურის


პირველი საფეცური. პირველი საფეხური გულისხმობს უსიტყვო
მორჩიელბას. კანონის დაცვას, დანაშაულის ჩადენისაგან თავის დაღწევას,
რადგან არსებობს შიში დასჯის. ამიტომ, ამ განვთარების სტადიაზე მყოფი
ადამიანი, როგორც დანაშაულის თვითმხილველი, აუცილებლად
შეატყობინებდა ხელისუფლებას, ქურდის ვინაობას, რათა ზედმეტი
პრობლემებისაგან თავი აერიდებინა და რაც ყველაზე მთავარია, ის არ
დაესაჯათ უკანონო საქციელის გამო. და ასევე ვხედავთ სრულ მორჩილებას
კანონის წინაშე.
პრეკონვენციური 2 *

- განვითარების, აღნიშნული ეტაპზე მყოფი ადამიანი იტყოდა, რომ დამნაშავეს


მსგავსი საქციელი არ უნდა ჩაედინა, რადგან ქურდობა დასჯადია და მას
ციხეში გამოამწყვდევდნენ ამ უღირსი საქციელის გამო. მაგრამ ამ
შემთხვევაში ქურდს ჯილდოდ მიაჩნდა თანხის მოპარვა, როს შედეგადაც
დაეხმარებოდა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, მაგრამ ეს ჯილდო მარ
ძალიან ძვირი დაუჯდა. ახლა კი მოდით, განვმარტოთ მეორე საფეხური, რაც
გულისხმობს სამართლიანობას/ინდივიდუალობას და გაცვლას. ამ სტადიაზე
ადამიანი, პიროვნულ ჯილდოზე, საკუთარი სურვილების
დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული, ანუ ისინი აცნობიერებენ, რომ
სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ისინი ფიქრობენ,
როგორც განცალკევებული ინდივიდები და ორიენტირებულები არიან
პიროვნულ სარგებელზე. მათ აზროვნებაში ნაკლებად არის წამოწეული,
მაგალიტად ოჯახისა და საზოგადოების ღირებულებებთან გაიგივება,
იდენტიფიკაცია.

კონვენციური 1 *

- ამ სტადიაზე მყოფი ადამიანი, მიიჩნევს, რომ დამნაშავე მართალი იყო, რომ


მოიპარა თანხა, და ასევე, ის კარგი ადამიანია, რადგან ამას არა თავისთვის,
არამედ ბავშვების კარგად ყოფნის გამო აკეთებდა ამას. ან მისი განზრახვა
კეთილშობილურია, რადგან უნდოდა იმ ადამიანებზე ზრუნვა, რომელიც
უყვარდა. როგორც წესი, ამ განვითარების სტადიაზე, მორალს განიხილავენ,
როგორც უფრო მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი შეთანხმებაა. ადამიანებმა
სხვების, მაგალითად, საკუთარი ოჯახისა და არსებული საზოგადოების
მოლოდინების შესაბამისად ღირსეულად და კარგად უნდა მოიქცნენ. კარგი
საქციელი, კი გულისხმობს, ისეთი პიროვნული გრძნობების ქონას,
როგორებიცაა: სიყვარული, ემპათია, ნდობა და სხვებზე ზრუნვა.

კონვენციური 2 *

- განვითარების ამ სტადიაზე მყოფი ადამიანისთვის მთავარია, სისტემის


მიმართ პასუხისმგებლობა. ეს გახლავთ კონვენციურის IV საფეხური, რაც
გულისხმობს სოციალური წესრიგის შენარჩუნებას. მეოთხე სტადიაზე მყოფ
ადამიანებს სულ უფრო და უფრო მეტად აღელვებთ საზოგადოება. ამჯერად
ადამიანი ემორჩილება კანონებს და ასრულებს თავის მოვალეობებს, რათა
ყველაზე მნიშვნელოვანი, სოციალური წესრიგი შენარჩუნდეს. ამ სტადიაზე
მყოფი ადამიანი იტყოდა, რომ მას ესმის დამნაშავის კეთილშობილური
მოტივები, მაგრამ ქურდობას ვერ გაამართლებს, რადგან თუ ყველა ჩვენგანმა
დაარღვია კანონი ყოველთვის, როცა კი მოეჩვენება, რომ ამისთვის საკმაო
საფუძველი აქვს, შედეგად მივიღებთ ქაოსს და საზოგადოება ვეღარ
იარსებებს. 

პოსტკონვენციური 1 *

- ეს გახლავთ მორალური განვითარების მესამე დონე: პოსტ-


კონვენციონალური, ანუ V საფეხური: ე.წ. პრინციპული სინდისის. ამ
სტადიაზე მყოფი ადამიანი, მიიჩნევს, რომ კარგი საზოგადოება ყველაზე
უკეთ შეიძლება წარმოვადგინოთ სოციალური განსხვავებებით, რომელშიც
ადამიანები ნებით ერთვებიან საყოველთაო კეთილდღეობის მისაღწევად. ამ
დროს ადამიანი აცნობიერებს, რომ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს
საზოგადოების შიგნით აქვთ განსხვავებული ღირებულებები, წარმოდგენები
მაგრამ მიიჩნევენ, რომ ყველა ჭკვიანი ადამიანი ეთანხმება ორ პუნქტს:
პირველი – დაცულ იქნეს სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება; მეორე –
ნებისმიერი უთანხმოება მოგვარდეს დემოკრატიული პროცესების
დახმარებით. ამ სტადიაზე მყოფი ადამიანი იტყოდა, „უფროსი ადამიანის
მოვალეობაა, იზრუნოს ბავშვებზე. ის ფაქტი, რომ ბავშვები იშიმშილებდნენ,
აღემატება ყველა ნორმას, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ დამნაშავის
საქციელის შესაფასებლად. ბავშვების კეთილდღეობა და სიცოცხლე უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ.“ მოსამართლემ მორალური კანონი უფრო
მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნიოს, მაგრამ იმისთვის, რომ შესრულდეს
კანონიც, დამნაშავეს უნდა დააკისროს მსუბუქი სასჯელი”.
ნაწილი მესამე - მორალური დილემა
თქვენ ექიმი ხართ. გყავთ ექვსი მძიმედ დაავადებული პაციენტი, რომელთაგან ხუთს
სასწრაფოდ სჭირდება ორგანოების გადანერგვა. მათი დახმარება არ შეგიძლიათ, რადგან
არ გაქვთ ორგანოები, რომლებსაც მათი სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენებდით.
მეექვსე პაციენტის მდგომარეობა კი ისეთია, რომ კონკრეტული წამლის გარეშე
გარდაიცვლება. თუ ის გარდაიცვალა, დანარჩენი 5 პაციენტის გადარჩენას შეძლებთ ამ
მე-6 პაციენტის ორგანოების დახმარებით. როგორ მოიქცევით, უმკურნალებთ მე-6
პაციენტს?
დაწერეთ, რას უპასუხებდა განვითარების მოცემულ სტადიაზე მყოფი ადამიანი და
ახსენით, როგორ დაასაბუთებდა პასუხს.

პრეკონვენციური 1 *

- კოლბერგირ თეორიაზე დაყრდნობით, მორალური განვითარების, პირველ


სტადიაზე მყოფ პირს აღელვებს ის, თუ რის ნებას იძლევიან "ყოვლისშემძლე
უფროსები" და რისი გაკეთებისთვის სჯიან. მაგალითად ექიმი ჰიპოკრატეს
ფიცს დებს, რომლის მიხედვითაც თითოეული პაციენტის წინაშე არის
ვალდებული, რომ მას უწამლოს და მოარჩინოს. ხოლო ფიცის და წესების
დამრღვევი ექიმი დაისჯება, ამიტომ ამ სტადიაზე მყოფი პირი აუცილებლად
გადაარჩენს მე-6 პაციენტს, რ ომ თავიდან აირიდოს სასჯელი. და ამასთან
კეთილსინდისიერად შსრულებს წესებს და მოვალეობებს.

პრეკონვენციური 2 *

- ეს გახლავთ მეორე სტადია: ანუ მარტივი ინსტრუმენტალური ჰედონიზმი


(ორიენტაცია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე)- ქცევის
შეფასების მთავარი კრიტერიუმი პირადი სარგებლობაა. განვითარების ამ
სტადიაზემყოფი პირი, უპასუხებდა შემდეგს: “ ექიმი შეეცდებაგადაარჩინოს
ექვსივე პაციენტი, რომ უკეთს ექიმად გამოჩნდეს და მოიპოვოს
საზოგადოების აღიარება და ამით პირადი ინტერესები დაიკმაყოფილოს,
ვთქვათ მომავალში გახდეს მთავარი ექიმი.

კონვენციური 1 *

- ეს გახლავთ, მესამე სტადია: სადაც კარგი ადამიანური ურთიერთობები


წამოწეული წინა პლანზე. პიროვნებათშორისი გრძნობების ქონას,
როგორიცაა სიყვარული, ემპათია, ნდობა და სხვებზე ზრუნვა. ამ ეტაპზე
მყოფი ადამიანი იტყოდა შემდეგ: ექიმმა უნდა სცადოს, ყველა პაციენტის
გადარჩენა,თ ამას შეძლებს, რათა კარგ ექიმად გამოჩნდეს საზოგადოების
თვალში და დაიმსახუროს შექება და პატივისცემია.

კონვენციური 2 *

- ეს გახლავთ, მეოთხე სტადია: სოციალური წესრიგის შენარჩუნება, ამ


დროსადამიანი ემორჩილება კანონებს და ასრულებს თავის მოვალეობებს
იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სოციალური წესრიგი. ამ ეტაპზე მყოფი
ადამიანი იტყოდა: „ექიმის მოვალეობაა, დაიცვას ყველა პაციენტის
სიცოცხლე. თუ ექიმი ხვდება რომ მეტი ადამიანის გადასარჩენად მოუწევს
ერთი პაციენტის გაწირვა, მაშინ ის მზად უნდა იყოს პასუხი აგოს მისი
საქციელისთვის.

პოსტკონვენციური *

- მეხუთე სტადიაზე: სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები -


ადამიანები თვლიან, რომ კარგი საზოგადოება შეიძლება წარმოვადგინოთ
სოციალური კონტრაქტის სახით, რომელშიც ადამიანები თავისი ნებით
ერთვებიან, რათა მიღწეულ იქნას საყოველთაო კეთილდღეობა. ამ სტადიაზე
მყოფი ადამიანი იტყოდა: „ექიმს უნდა აეხსნა, იმ ერთი პაციენტისთვის, რომ
მისი მეშვეობით, ხუთ სხვა ადამიანს მისცემდა საშუალებას გაეგრძელებინა
ცხოვრება მისი დახმარებით, და რომ ეს თვითგანწირვა გმირობად
ჩაეთვლებოდა ისედაც მომაკვდავ ადამიანს.“
- - მეექვსე სტადიაზე: უნივერსალური ეთიკური პრინციპი . ამ სტადიაზე
მყოფი ადამიანი არის უნივერსალური ეთიკური პრინციპებზე
ორიენტირებული და ის მზადაა, თანაბრად უმკურნალოს ყველა პაციენტს და
გადაარჩინოს თითოეულის სიცოცხე. ამით იყოს ექიმი, სამართლიანობის,
ადამიანის ღირსების და თანასწორობის აბსტრაქტული ცნებების
მატარებელი. ამ განვითარების დონეზე მყოფი ადამიანები ფიქრობენ, რომ
არსებობს უნივერსალური ეთიკა, რომელსაც მთლიანი საზოგადოება უნდა
ეთანხმებოდეს მას.
ნაწილი მეოთხე
უპასუხეთ შეკითხვებს:
გაბრიელი ამბობს, რომ არ სურს სკოლის გაცდენა, რადგან იცის, რომ დაისჯება.
კოლბერგის თეორიის მიხედვით, მორალური განვითარების რომელ ეტაპზეა ის? *
პრეკონვენციურზე
კონვენციურზე
პოსტკონვენციურზე
"კარგი ბიჭის"

სკოლაში დავითი კარგად იქცევა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მასწავლებლების


კეთილგანწყობა მოიპოვოს. კოლბერგის თეორიის მიხედვით, რომელი ეტაპი
შეესაბამება მის ქცევას? *
კარგი ბიჭი / კარგი გოგო
კანონებზე და წესებზე ორიენტაცია
პიროვნულ სარგებლობაზე ორიენტაცია
უნივერსალური ეთიკური პრინციპები

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ყველაზე მეტად შეესაბამება პოსტკონვენციურ


ეტაპზე მყოფი ადამიანების მორალურ მსჯელობას? *
"რას იფიქრებენ სხვები?"
"ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება?"
"ვინმეს ხომ არ მიაყენებს ზიანს ჩემი მოქმედება?"
"მე რას მივიღებ ამით?"

ჰამლეტი პოლიციელი გახდა, რადგან თვლის, რომ საზოგადოებას წარმატებას


მოუტანს სოციალური წესრიგის, კანონის, სამართლიანობის დაცვა. მორალური
განვითარების რომელ დონეზეა მისი მსჯელობა? *
პრეკონვენციურ
კონვენციურ
პოსტკონვენციურ
შერეულ

ქურდობისთვის დაკავებული პირი აცხადებს: „მე მოვიპარე დოკუმენტები და მზად


ვარ, ამისთვის სასჯელი მივიღო. საზოგადოება კი ახლა უსაფრთხოდაა, რადგან ამ
დოკუმენტების გასაჯაროებამ გამოააშკარავა ინფორმაცია, რომელსაც კომპანია
მალავდა.” რომელ მორალურ დონეს ასახავს ეს განცხადება? *
კონვენციურ
არაკონვენციურ
პრეკონვენციურ
პოსტკონვენციურ

ზოგი ადამიანი მათემატიკის საკონტროლოს არ გადაიწერს, მაგრამ სპორტული


შეჯიბრების მოსაგებად შეუძლია ტყუილი თქვას. ეს არის მაგალითი იმისა, რომ *
მორალურმა აზროვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ამორალური ქცევა.
მორალური ქცევა ხშირად დამოკიდებულია სიტუაციაზე.
ადამიანი სტრესულ სიტუაციებში უბრუნდება პიროვნულ სარგებლობაზე ორიენტაციის
სტადიას.
მორალური ქცევის წახალისებას ან დასჯას არანაირი შედეგი არ აქვს.

რა ძირითადი მეთოდი გამოიყენა კოლბერგმა მორალური მსჯელობის


შესაფასებლად? *
ინტერვიუები პირადი მორალური ქცევის შესახებ
ინტერვიუები მორალური დილემის შემცველ ისტორიებზე
ქცევებზე დაკვირვება
სტანდარტიზებული ტესტირება

მეშვიდე კლასის მოსწავლეს უნდა, რომ გადაიწეროს, მაგრამ ვერ ბედავს, რადგან
ეშინია, რომ მასწავლებელი დაინახავს. ეს არის *
კონვენციური მორალი.
პრეკონვენციური მორალი.
პოსტკონვენციური მორალი.
მორალის არარსებობა.

კოლბერგის ცნობილ ჰაინცის დილემაზე მაგდას პასუხი ასეთია: "ქურდობა


კანონსაწინააღმდეგოა. ქმარმა სხვა საშუალება უნდა მოძებნოს წამლის მისაღებად."
მორალური განვითარების რომელ ეტაპზეა მაგდა? *
პიროვნულ სარგებლობაზე ორიენტაციის
კარგი ბიჭის / კარგი გოგოს
კანონებზე და წესებზე ორიენტაციის
სოციალურ შეთანხმებაზე ორიენტაციის

მარიამი სტუმრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც მათხოვრებისთვის თანხის მიცემა


კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ სინდისის ქენჯნის ისეთი გრძნობა ეუფლება, რომ
კანონს უგულებელყოფს და ურიგებს ფულს გაღატაკებულ ბავშვებს, რომლებიც
საკვებს ითხოვენ. მორალური განვითარების რომელ ეტაპზე მეტყველებს ეს? *
პიროვნულ სარგებლობაზე ორიენტაცია
კარგი ბიჭი / კარგი გოგო
კანონებზე და წესებზე ორიენტაცია
სოციალურ შეთანხმებაზე ორიენტაცია

You might also like