You are on page 1of 5

ტესტი მე- 10 კლასი

1 ჩამოთვალეთ ადამიანის ძირითადი


უფლებებლი
პასუხი
ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პატივისა და ღირსება ხელშეუვალობა;

 სიტყვის, აზრის, სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება;


 პირადი ცხოვრების, მიმოწერისა და შეტყობინებათა ხელშეუხებლობა;
 საკუთრების უფლება;
 თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებლის თავისუფალი არჩევის უფლება;
 ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, აზრების თავისუფლად გამოთქმისა და
გავრცელების უფლება;
 შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება;
 გაერთიანებების შექმნის უფლება;
 პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; 
 ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება;
 შრომის თავისუფლება;
 განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები.

2 სწორია თუ არასწორი
„არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების
მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.“
პასუხი : სწორია
3 რა სახელით არის ცნობილი ევროპის
ადამიანის უფლებათა სასამართლო ,
პასუხი „სტრასბურგის სასამართლო“

4 საქართველოს კანონმდებლობით დაბადებით


მოქალაქეობას ვინ იღებს?
პასუხი ; დაბადების მომენტში ერთი მშობელი მაინც არის საქართველოს მოქალაქე

5 საქართველოს მოქალაქეობის მიღების


მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ
მოთხოვნებს (ყველას ან რამდენიმეს)
პასუხი : უწყვეტად უნდა ცხოვრობდეს საქართველოშ ბოლო 10 წლის მანძილზე,
უნდა ფლობდეს ქართულ ენას, უნდა ჰქონდეს უძრავი ქონება

6 რა შემთხვევაში უწყდება პირს საქართველოს


მოქალაქეობა ?
პასუხი : თუ პირი საქართველოს ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო ,
პოლიციის ან უშიშროების სასმსახურში

7 როგორ გესმი ფრაზა „ყოველმა ერმა ....


საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის
სალაროში“

8 1999 წელს როდესაც საქართველოს ევროპის


საბჭოს წევრი გახდა. საქართველოს
პარლამენტის თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ
ევროსაბჭოს ასამბლეას პლენარულ სხდომაზე
მიმართა სიტყვებით „
პასუხი : მე ვარ ქართველი მაშასადამე მე ვარ ევროპელი

9 რა არის იდენტობა
პასუხი : ინდივიდის შინაგანი, საკუთარი თავის შესახებ შემუშავებული
სუბიექტური კონცეფცია; საკუთარი თავის იგივეობის განცდა; ტერმინი გამოიყენება
მიკუთვნებულობის გამოსახატავად ნებისმიერი ტიპის ჯგუფის მიმართ

10 რა არის თვითრეფლექსია
პასუხი : საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გადამუშავება

11 რა არის ასერტულობა
  პასუხი : ადამიანის უნარი, თამამად გამოხატოს საკუთარი აზრი სხვისი შეურაცხყოფის გარეშე
და სხვებთან დაამყაროს ეფექტიანი კომუნიკაცია.

12 რა არის ემპათია
პასუხი : ადამიანის უნარი თანაუგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა

13 გაიხსენეთ მაგალითები ისტორიიდან,


როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები
გაერთიანდა, რათა მოაგვარებინა საერთო
პრობლემა
პასუხი : არა სიღარიბეს, არა შიმშილს, ჯამრთელობა და კეთილდღეობა,
ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, სუფთა წყალი, დედამიწის
ეკოსისტემა, წყალქვეშა რესურსები, შემცირებული უთანასწორობა,
ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია, კლიმატის მდგრადობის მიღწევები.

14 რა არის კონფორმულობა ?
პასუხი : ადამიანების ტენდენცია, მოერგონ ჯგუფის ან სოციალური გარემოს სხვა
წევრების   ქცევებს, განწყობებსა და ღირებულებებს. 
15 რა განსხვავებაა ფაქტსა და მოსაზრებას
შორის

16 ჩამოთვალეთ ადამიანის მოთხოვნილებები


მასლოუს პირამიდის მიხედვით

 1 ფიზიოლოგიური
 2. უსაფრთხოება
 3. სოციალური (მეგობრობა, თანამშრომლობა, სიყვარული, მიკუთვნებულობა)
 4. დაფასება
 5. თვითრეალიზაცია.

17 რას ნიშნავს ძალაუფლების გადანაწილება?


პასუხი : ძალაუფლების დანაწილება ნიშნავს, უფლებამოსილების ისეთ გამიჯვნას
ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, როდესაც არცერთ მათგანს არ გააჩნია
საშუალება, მხოლოდ მან გადაწყვიტოს ყველაფერი

18 რა ფუნქცია აქვს საკონსტიტუციო


სასამართლოს
პასუხი : საკონსტიტუციო სასამართლო არის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, რომლის
მთავარი ფუნქცია არის კანონთა კონსტიტუციურობის შემოწმება და თუ ის დარწმუნდება, რომ
რომელიმე კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას ძალადაკარგულად ცნობს მას.

19 რა არის კანონმორჩილება?
პასუხი: მიღებული კანონების/წესების პატივისცემა და დაცვა - ბრმა მორჩილებას
არ გულისხმობს, კანონმორჩლება მოქალაქის გააზრებული არჩევანია, მხარი
დაუჭიროს შეთანხმებული წესების შესრულებას
20 ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას,
ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას.
რომელ მოსაზრებას ეთანხმები და რატომ?

You might also like