You are on page 1of 15

თამუნა მიქავა

ჩარლზ დარვინი

1. რა არის ევოლუცია როგორ გესმით ეს პროცესი?

2. იმსჯელეთ ევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ძალებზე, განმარტეთ თითოეული


მათგანი და მოიყვანეთ მაგალითები.

3. ცალკე გამოყავით ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევის საკითხი და იმჯელეთ


მათ შესახებ.

ინგლისელი მოაზროვნე ჩარლზ დარვინი იყო ძალზედ შრომისმოყვარე და გამბედავი


პიროვნება, რომელმაც ადამიანების ცნობიერებაში მოახდინა დიდი რევოლუცია -
თავისი ევოლუციის თეორიით. მან ჩაატარა უამრავი ექსპერიმენტი, ის აკვირდებოდა
ბუნებას, ცხოველებს, ფრინველებს, ადამიანებს, დროს და მოვლენებს, რის ფონზეც
შექმნა ევოლუციის თეორია, რაც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და არის დიდი
კამათის მიზეზი. მე შევეცდები, ჩემებურად დაგანახოთ საკითხი რასაც დარვინმა
მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა და საბოლოო დასკვნის გაკეთება ჩვენ
საზოგადოებას მოგვანდო, რა არის ევოლუცია?

მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნეში და უფრო ადრეც, ეს ტერმინი უკვე


არსებობდა მეცნიერებასა და ფილოსოფიაში, დარვინმა სრულიად სხვა გაგებით და
მიმართულებით ახსნა ევოლუციის მნიშვნელობა. ის ამბობდა რომ სამყაროში
ყველაფერი ცვალებადია, შორეულ წარსულში სხვა იერსახე ჰქონდა ყველა სახეობას
ადამიანიდან დაწყებული, დროსთან და გარემო ფაქტორებთან ერთად კი განიცადა
ცვლილება ანუ მოხდა ევოლუცია (განვითარება). ევოლუციის პროცესის მართველად
ის სამ ძირითადად ძალას ასახელებდა: მემკვიდრეობითობა, ცვალებადობა და
გადარჩევა. „ მემკვიდრეობითობა ცოცხალი ორგანიზმის უნარია, გადასცეს ნაშიერს
თავისი ნიშნები. ადამიანს ადამიანი ებადება, ქათამს – ქათამი, ხოლო ფიჭვის
თესლიდან ისევ ფიჭვი იზრდება.“ (დარვინი 2018, 11) ცვალებადობაც დარვინს
დაყოფილი აქვს ორ კატეგორიად: ცვალებადობა რომელიც ხდება მემკვიდრეობით და
არამემკვიდრეობით - რომელსაც იწვევს გარემო პირობები. ის არამემკვიდრეობით
ცვალებადობას „მოდიფიკაციას“ უწოდებს. მემკვიდრეობითი ცვალებადობის მიზეზს
კი ხსნის, რეკომბინაციით და მუტაციით. როცა ცვალებადობაზე საუბრობს ავტორი
ყველაზე საინტერესო ჩემი აზრით ის ცვალებადობაა, რომელიც გარემო პირობების ან
კლიმატის გამო ხდება ორგანიზმში და შემდგომ შეცვლილი იერსახით გადაეცემა
შთამომავლობას. დარვინს მოყავს ჟირაფის მაგალითი: ყველამ ვიცით რომ ჟირაფი
ფოთლებით იკვებება, მას წლების წინ ქონდა მოკლე კისერი და დროთა განმავლობაში
დაუგრძელდა რათა უფრო მარტივად მიწვდომოდა ფოთლებს, ეს გრძელი კისერი კი
თაობებს გადაეცა და ახლა მთავარი მახასიათებელი ნიშანიც კი არის მისი.
მესამე მთავარი ძალა ევოლუციის მართველი და მასტაბილიზებელი არის, ბუნებრივი
გადარჩევა. დიახ, ეს პროცესი აუცილებელია და ევოლუციის თეორიის მყარი
ნიშანთვისებაა სწორედ იმიტომ, რომ ბუნებრივად და საკმაოდ გეომეტრიულად
გათვლილად ხდება. თვითონ ბუნებრივი გადარჩევის იდეა მდგომარეობს იმაში,
ორგანიზმებმა შეინარჩუნონ ის თანდაყოლილი თვისებები და ფორმები რაც მათ
სახეობას ახასიათებს, რადგან ცირკული ცვლილება მუდმივად იყო და არა იყოს
პოზიციაში გვამყოფებს. ხოლო ბუნებრივი გადარჩევის პროცესი ხელს უწყობს
სამყაროს მრავალფეროვნების შენარჩუნებას და ამავე დროს არსებობას. სწორედ, ამ
ბუნებრივად გადარჩევის პროცესში იწყება „ ბრძოლა არსებობისათვის“, და რას
ნიშნავს ეს? - ,,არსებობისთვის ბრძოლა განაპირობებს იმას, რომ ნებისმიერი, თუ გინდ
უმნიშვნელო სახეცვლილებაც კი, თუ კი იგი ხელსაყრელია სახეობის ნებისმიერი
ინდივიდისთვის, ხელს უწყობს ინდივიდის შენარჩუნებას,, (დარვინი 2018, 21) აქედან
ჩანს რომ ნებისმიერი ფიზიკური ტრანსფორმაცია ორგანიზმის, არის იმისთვის
საჭირო და მნიშვნელოვანი რომ სახეობები გამრავლდნენ და იარსებონ. ბუნებრივად
გადარჩევა და ბრძოლა არსებობისათვის, ეს ის ეტაპებია რომელიც საფეხურებრივად
მიმდინარეობს და ერთი მეორეს აბალანსებს, საბოლოოდ კი სწორედ ეს პროცესია
ევოლუცია. ძალიან საინტერესოა ძაღლის მაგალითი რომლითაც გვიხსნის დარვინი
თუ როგორ მარცხდება სუსტი და იმარჯვებს ძლიერი, რომელიც შემდეგი ბრძოლისას
შეიძლება თვითონ იქცეს დამარცხებულად რადგან ბრძოლა არსებობისათვის
უწყვეტი პროცესია. რთულ პერიოდში ერთი და იგივე სახეობაც კი ხდება ერთმანეთის
კონკურენტი და ამ დროს იმარჯვებს ის ვინც უფრო ძლიერია, ერთსახეობებ შორის
ბრძოლა კი ორმაგად დაუნდობელი და მძიმეა. ნებისმიერ ორგანიზმს ცოცხალს თუ
არაცოცხალს თავისი ფუნქცია აქვს დედამიწაზე და ერთი მეორის არსებობაშიც და არ
არსებობაშიც იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ეს კანონზომიერი პროცესი რომელიც
საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს და ბალანს არ კარგავს, დარვინის თეორიას
უბერავს სულს და აცოცხლებს. „დიდი რაოდენობით თესლი ზოგიერთი
სახეობისთვის სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე დიდი სიკვდილიანობის კონპესაციაა“
(დარვინი 2018, 24) რაც შეეხება ხელოვნურ გადარჩევას ეს პროცესი ადამიანის ჩარევის
შედეგად მიმდინარეობს. რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ხელოვნური
გადარჩევა, ეს როგორ სასიკეთოდაც არ უნდა იყოს მიმართული, ბუნებრივ
გადარჩევაზე მაინც უარყოფითად მოქმედებს. ეს ნიშნავს რომ ნებისმიერი ხელოვნური
ჩარევა შეიძლება იყოს მიზეზი იმ ბალანსის დაკარგვისა რაც სამყაროში ბუნებრივად
მიმდინარეობს. თვით სარეველა ბალახის არსებობასაც კი საკუთარი დანიშნულება
აქვს ამ სამყაროში. ამიტომ დარვინი ბუნებრივ გადარჩევას მიიჩნევდა სამყაროს
გადამრჩენ და შემანარჩუნებელ პროცესად. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი
ინფორმაცია არის ის რომ, დღეს დარვინის თეორია მეტნაკლებად მეცნიერულად
მტკიცდება, გენეტიკური მსგავსება მაიმუნის კერძოდ შიმპანზეს სახეობასა და
ადამიანს შორის უფრო დიდია ვიდრე, შიმპანზესა და სხვა სახეობის მაიმუნებ შორის.

საბალოოდ მინდა შევაჯამო ის რაზეც ზემოთ ვისაუბრე და მინდა გითხრათ კიდევ


ერთხელ თუ როგორი დიდი ადამიანი იყო ჩარლზ დარვინი, დიახ, მე დიდ ადამიანად
ვთვლი ყველას ვინც შრომობს და ამ შრომის შედეგად სიკვდილის მერეც ცოცხლობს .
მე ჯერჯერობით ბრმად შემიძლია დავეთანხმო ან უარყო მისი თეორიები (რადგან
არანაირი კვლევა და ექსპერიმენტი არ მაქვს ჩატარებული), მაგრამ შემიძლია
გულრწფელად ვაღიარო მისი დიდი ღვაწლი მეცნიერებაში და ზოგადად ადამიანთა
ცნობიერებაში.

გამოყენებული ლიტერატურა
დარვინი, ჩარლზი. „სახეობათა წარმოებისა და არსებობისათვის ბრძოლაში

უპირატესობის მქონე სახეობების გადარჩენის შესახებ“.

წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებში 2, 15-33. თბილისი: ილიას სახელმწიფო


უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.

ზიგმუნდ ფროიდი (1856 -1939)

1. რამ უბიძგა ოჯახს და შემდეგ კულტურას ჩამოყალიბებისაკენ?

2. იმსჯელეთ ინსტანციებზე (იგი, ეგო და სუპერ ეგო) ფროიდის მიხედვით.

3. როგორ ჩნდება სინდისის ქენჯნა?

XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი,


ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელი - ზიგმუნდ ფროიდი. გლობალური
პრობლემა რაც ადამიანის ნერვული სისტემიდან გამომდინარეობს და დღევანდელ
საზოგადოებაშიც საკმაოდ გავრცელებულია, სწორედ ამ საკითხის კვლევასა და
ანალიზს მიუძღვნა ფროიდმა თავისი ცხოვრება. მან დაგვიტოვა სხვა მნიშვნელოვან
ნაშრომებთან ერთად, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი: „კულტურით
უკმაყოფილება“. მე კი შევეცდები ამომწურავად ვისაუბრო, იმ აქტუალურ მთავარ
თემებზე რაც ფროიდის ამ ნაშრომშია გადმოცემული.

ფროიდის მიხედვით, ჯერ კიდევ პირველყოფილი საზოგადოების დროს მიეცა


მნიშვნელობა ოჯახს და ჩამოყალიბდა ოჯახური კულტურა. პირველი მიზეზი იყო
სარგებლის მომტანი, იმ გაგებით რომ შრომაში ერთმანეთს თანამშრომლობას
გაუწევდნენ ოჯახის წევრები. მეორე მიზეზი გახდა მამაკაცის და ქალის სექსუალური
ლტოლვა და სურვილი რომ ერთმანეთის გვერდით ყოფილიყვნენ. ეს ჯერ კიდევ
პრიმიტიულად მიაჩნია ავტორს, სანამ არ იწყებს საუბარს მამის ძალაუფლებაზე
ოჯახში, ძმურ კავშირზე, შვილების ძალის დემონსტრირებაზე - როცა ორი ვაჟი ერთად
მამას ერევა ისინი სწავლობენ რომ ძალა ერთობაშია. საბოლოოდ ამ შეზღვუდვების
ფონზე ჩდება „ტოტემური კულტურა“. „ადამიანების ერთობლივი თანაცხოვრების
საფუძველი, ერთი მხრივ, გარემოს იძულებით განსაზღვრულმა შრომის
აუცილებლობამ, მეორე მხრივ კი იმ სიყვარულის ძალამ შეადგინა, რომელიც
კაცისთვის ქალის – როგორც სექსუალური ობიექტისკენ, ხოლო ქალისთვის – ბავშვის,
როგორც საკუთარი სხეულის განუყოფელი ნაწილისაკენ არის მიმართული.“ (ფროიდი
2018, 74-75) აქედან კარგად ჩანს, რომ შრომის აუცილებლობამ და სიყვარულის
მოთხოვნილებამ უბიძგა ოჯახს და კულტურას ჩამოყალიბებისკენ. სინამდვილეში
კულტურის მიზანი იყო საზოგადოებას მოწესრიგებული და მეგობრული
ურთიერთობის ქონოდა ერთმანეთთან და შესძლებოდათ გაერთიანებულად
ჰარმონიულად ცხოვრება, მაგრამ სწორედ იმან რომ თითოეული ადამიანები ვართ
ინდივიდები და გვაქვს სხვადასხვა სურვილები, მოთხოვნილები, აზრები და
დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, გააჩინა უკმაყოფილება და დისკომფორტი.
თავისთავად როცა საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები ვართ, უნდა დავემორჩილოთ
გარკვეულ კანონებს, რათა არ შევქვნათ ქაოტური დინამიკა. ჩვენმიერვე შექმნილი
კულტურა გარკვეულწილად ხდება ჩვენივე ბარიერი როცა სექსუალური პარტნიორის
არჩევას ეხება საქმე. „კულტურა ადამიანებს ზღუდავს სექსუალური პარტნიორის
არჩევის თავისუფლებაში და შესაბამისად ართმევს მათ სექსუალური ტკბობის
შესაძლებლობას.“ (ფროიდი, 2018, 78) კულტურაში ადამიანთა სექსულაურ ცხოვრებას
მხოლოდ გამრავლების ფუნქცია აკისრია და არა ფიზიკური სიამოვნებით მიღების.
პარტნიორსაც კულტურა გიწესებს და გირჩევს იმ გაგებით რომ მისაღებია მხოლოდ
ჰეტეროსექსუალური ორიენტაცია. ეს ყველაფერი აკნინებს ინდივიდის სურვილებს,
მაგრამ როცა საქმე ეხება აგრესიას და ძალადობას, სწორედ კულტურა ხდება ჩვენთვის
ყველაზე დიდი თავშესაფარი. გამოდის კულტურა გვაუბედურებს და გვაბედნიერებს
კიდეც.

ახლა მინდა გესაუბროთ ფსიქიკის იმ სამ ინსტანციაზე რითაც ფროიდი ცდილობს


ახსნა მოუძებნოს ფსიქოლოგიურ დარღვევებს: იგი (იდი), მე (ეგო) და ზე-მე (სუპერ
ეგო). ეს არის სქემა რომელიც დაფუძნებულია ადამიანის სულიერი და ფიზიკური
ზრდის პროცესთან. განვითარების პირველი საფეხური არის იგი ანუ ჩვენი
არაცნობიერი. თვითონ ეს სიტყვა „იგი“ ნიშნავს ალოგიკურს, ანუ ბუნებრივი
დაბადებიდან ჩართული, მაგრამ დაუმუშავებელი რეჟიმი. იგის საფეხურზე მქონე
ადამიანმა არ იცის კულტურის აკრძალვები, ის მხოლოდ საკუთარ სურვილებზე და
სიამოვნებაზეა ორიენტირებული. განვითარების მეორე საფეხურზე იგის ჩანაცვლება
უწევს მე-ს. ახლა კი ადამიანს უწევს ისწავლოს კულტურის წესები, ჩაკლას საკუთარი
არაცნობიერის სურვილები და გახდეს დამოუკიდებელი კულტურის წევრი. მას
უჩნდება შიში არ გაკიცხოს კულტურამ და არ გარიყოს ამღზრდელმა, სწორედ ეს ხდის
ვალდებულს გადავიდეს საწყისი საფეხურიდან მეორეზე. ამ ინსტანციის ბოლო
მწვერვალი არის ზე-მე ანუ ცნობიერი, სადაც ადამიანი მორალურად ცდილობს მაქსიმ
ალურ განვითარებას მიაღწიოს. ის ისწრაფვის იდეალებისკენ, უწესებს საკუთარ თავს
ზნეობრივ თუ მორალურ სტანდარტებს. ის ცდილობს შეიცნოს კეთილი და ბოროტი,
რაშიც დიდ როლს თამაშობს გარემო პირობებთან ერთად, მშობლების და
მასწავლებლების როლი. სუპერ ეგოში სინდისი ერთ-ერთი მართველი ელემენტია. ის
მუდამ ცდილობს ჩაახშოს ეგოს სურვილები, ამ ორი ინსტაციის ბრძოლის პროცესში
ჩდება დანაშაულის გრძნობა. განსწავლული სინდისისთვის მნიშვნელობა არ აქვს
ჩაიდენ თუ არა დანაშაულს, რადგან ის ფიქრებია პრობლემის პრობლემა, რაც ჩვენს
არაცნობიერს აქვს და ცნობიერს ვერ გამოეპარება. „სუპერ-ეგო ცოდვილ ეგოს იგივე
მძაფრი შიშებით ტანჯავს და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდება, რათა მას გარე
სამყაროდან სასჯელი მოუვლინოს... რაც უფრო კეთილშობილია ადამიანი, მით
მკაცრია და ეჭვიანი მისი სინდისი.“ (ფროიდი,2018,92) ვფიქრობ, ადამიანებს
გაგვაჩნდეს სუფთა სინდისი ეს არ არის მავნე, მაგრამ მუდამ იმაზე კირკიტი რომ
რაღაც სწორად ვერ გავაკეთეთ და რიგზე ვერ არის, უკვე ცუდად მოქმედებს ჩვენს
ნერვულ სისტემაზე. თითოეული დაუკმაყოფილებელი შინაგანი სურვილი
უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

და ბოლოს მინდა შევაჯამო ის ყველაფერი რაზეც ვისაუბრე. საზოგადოებამ თავისი


სურვილით, უსაფრთხოებისთვის და წყნარი ცხოვრებისთვის შექმნა კულტურა,
თუმცა კარგად დავინახეთ რომ გარკვეული მსხვერპლის გაღება მოუწია ამ
საზოგადოების თითოეულ წევრს, რადგან კულტურამ მათ დაუწესა ჩარჩოები. ისიც
ფაქტია რომ ადამიანის არაცნობიერის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. ამ სამყაროში
ყველაფერი შედარებითია. დარწმუნებული ვარ, კულტურის არ ქონა უფრო დიდ
საფრთხემდე მიგვიყვანდა, რადგან გაიზრდებოდა აგრესია, ძალადობა და სრული
ქაოსი შეუძლებელს გახდიდა სამყაროში არსებობას.

ბიბლიოგრაფია:

1. ფროიდი, ზიგმუნდ. „კულტურით უკმაყოფილება“. წიგნში შესავალი

თანამედროვე აზროვნებაში 2, 74–98. თბილისი: ილიას სახელმწიფო

უნივერსიტეტის გამოცემა, 2018.

მარკ ბლოკი (1886-1944)

1. არის თუ არა ისტორია წარსულის მეცნიერება?

2. დაასახელეთ არგუმენტები და დაასაბუთეთ, თუ რატომ არის ისტორია მეცნიერება


ადამაინების შესახებ?
3. როგორ უნდა იკვლიოს ისტორიკოსმა? რა არის ისტორიის შესწავლის საგანი?

მე-20 საუკუნის ისტორიაში, ისტორიის საუკეთესო ისტორიკოსი გახლდათ მარკ


ბლოკი. ებრაული წარმოშობის მქონე ფრანგი, რომელსაც ეკუთვნის უამრავი
სამეცნიერო ნაშრომი. ბლოკისთვის ნამდვილად არ იყო მარტივი ნაცისტური რეჟიმის
პირობებში მოღვაწეობა, მაგრამ ის გამოირჩეოდა შემტევი ხასიათით, ძლიერი
სულისკვეთებით, რაც მკაფიოდ ჩანს მის თითოეულ ნაშრომ / ნამოღვაწარში, მისი
დასასრულიც კი მას უშიშარ და უკვდავ ადამიანად წარმოაჩენს, ის გერმანელებმა 1944
წელს დახვრიტეს.

ბლოკის ერთ-ერთ უკვდავ და აქტუალურ ნაშრომში „ისტორიის აპოლოგია“,


მიმოვიხილავ რამდენიმე მნიშვნელოვნად საინტერესო თემას და შევეცდები
გაგიზიაროთ რა იყო ავტორის მთავარი სათქმელი. „ისტორია წარსულის
მეცნიერებაა“, პირველ რიგში ამ საკითხს ეხება ავტორი და თვლის რომ ეს პომპეზური
მაგრამ ძალიან არასწორად ნათქვამი სიტყვებია, რადგან ისტორია ბევრად მეტია
ვიდრე მხოლოდ წარსულის შესახებ მხატრული ამბების თხრობა. არალოგიკურად
თვლის იმ ფაქტს, რომ საერთოდ წარსული შეიძლება იყოს მეცნიერება. მაშ რა არის
ისტორია? ბლოკის აზრით, ისტორია ადამიანის შესახებ მეცნიერებაა დროში,
რომელიც თავისთავად შეიძლება იყოს წარსულთან დაკავშირებული, თავისი
მოქმედი და არამოქმედი პერსონაჟების მონაწილეობით, მრავალფეროვანი და
სხვადასხვაგვარი გამოცდილებით. ეს პერსონაჟები არიან ის ადამიანები, რომლებიც
ქმნიან და იკვლევენ ისტორიას. ეს არის გადაბმული კვანძი წარსულსა და აწმყო შორის,
რაც თავისთავად უპირისპირდება საზოგადოებაში ფართოდ დამკვიდრებულ მცნებას,
რომ ისტორია შეისწავლის მხოლოდ წარსულს.

ფაქტიურად, ისტორია ადამიანის და დროის გარეშე თავის ფუნქციას კარგავს. „მისი


კვლევის საგანი, ამ სიტყვის ზუსტი და უპირველესი გაგებით, ადამიანთა
ცნობიერებაა. ყველაფერი, რაც ადამიანთა ცნობიერებას გადაკვეთს, იქნება ეს მათ
შორის გაბმული კავშირები, ურთიერთზეგავლენა და წამოჭრილი უთანხმოებებიც კი
– ისტორიისთვის ნამდვილი ჭეშმარიტებაა.“ (ბლოკი, 2018, 185-186) ჩვენ უბრალო
ადამიანებიც იმ ეპოქის ნაწილები ვართ რომელშიც ვცხოვრობთ, ჩვენი ხედვით,
საქმიანობებით და ურთიერთობებით საკუთარი ადგილი გვიჭირავს დროის უწყვეტ
დინამიკაში. სწორედ ამიტომ თვლიდა მარკსი, რომ თვით ადამიანები იყვნენ
ისტორიის შემსწავლელი საგნები და ისტორიასაც მშრალ წყაროებზე მეტად ცოცხალი
ადამიანების დანახვა სურს. ის მარტო ისეთ ფიგურებს როდი ხედავდა ისტორიაში
როგორებიც იყვნენ წარმატებული ცნობილი პიროვნებები, გმირები, მწერლები,
მეფეები და სხვა. არამედ იმ უბრალო ადამიანების ვაჭრების, ხელოსნების, გლეხების
ცნობიერების დანახვით უფრო აღიქვამდა ისტორიის სრულ და ჭეშმარიტ სურათს.
„ერთი შეხედვით მშრალი დოკუმენტებისა და დამაარსებელთაგან გარეგნულად
სრულიად განსხვავებული ინსტიტუციების მიღმა ისტორიას სწორედ ადამიანების
დანახვა სურს. ვინც ამას ვერ ახერხებს, ის, უკეთეს შემთხვევაში, ყოველთვის მხოლოდ
ერუდიციის შავი მუშა იქნება. კარგი ისტორიკოსი ლეგენდის კაციჭამიას ჰგავს – იცის,
რომ მისი მსხვერპლი იქ არის, საიდანაც ადამიანის სუნი სცემს.“ (ბლოკი, 2018, 164)

ისტორიკოსის უმთავრესი ვალდებულებაა ობიექტურად გამოიკვლიოს ნებისმიერი


მოვლენა, იყოს მიუკერძოებელი, განთავისუფლდეს საკუთარი „მესგან,“ გვერდით
გადადოს ყველანაირი პირადი გრძნობები, დამოკიდებულებები და შემდგომ დაწეროს
ისტორია. ის არ უნდა განსჯიდეს ან ემხრობოდეს რომელიმე მხარეს, არამედ უნდა
იკვლევდეს, სწავლობდეს და აანალიზებდეს რომ საზოგადოებას რეალური სურათი
დაანახოს, თუნდაც აკნინებდეს ეს მის სუბიექტურ გრძნობებს რომელიმე მოვლენის ან
ისტორიული პერსონის მიმართ. უზუსტობა ისტორიას სახელს ულახავს, ძალიან
მნიშვნელოვანია ინფორმაციის კარგად დამუშავება და ისე მიწოდება
მკითხველისთვის. ბლოკი ამბობს, რომ ისტორიულ წყაროებში იმდენად ხშირი და
ბუნებრივია მიკერძოება, კვლევისას ისტორიკოსმა მარტო წერილობითი წყაროებით
კი არ უნდა იხელმძღვანელოს და მითუმეტეს მარტო ერთი ქვეყნის, არამედ სარფიანია
და საჭიროა ისეთ დარგებთან თანამშრომლობა როგორიცაა: არქეოლოგია,
ეთნოგრაფია, ლინგვისტიკა და სხვა. ამ დარგების დახმარებით შესაძლებელია
ფაქტების და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, რითაც შეძლებს ისტორიკოსი,
წარსული რეალობის სწორად გადმოტანას აწმყოში. „ისტორიკოსის მოვალეობაა, არა
დაუმუშავებლად გადმოცემული ნედლი მასალის და დაუკავშირებელი ფაქტების
უბრალოდ ჩამოთვლა, არამედ მათი გონივრული კლასიფიკაცია და ანალიზი.“
(ბლოკი 2018, 159)

ისტორიკოსიც ადამიანია და შეიძლება გაეპაროს შეცდომაც, მაგრამ არ უნდა


დაავიწყდეს რომ პატიოსნება მისი ყველაზე მთავარი ღირებულებაა. მისი მოვალეობა
არის დაზუსტებული ფაქტების და მოვლენების მკითხველამდე მიტანა, დასკვნების
გამოტანა კი უკვე მის ფუნქციაში არ შედის. სამწუხაროდ ეს პრობლემა დღესაც არ
კარგავს აქტუალურობას. ადამიანები საკუთარი სუბიექტური დამოკიდებულებების
ტყვეობაში არიან და უჭირთ მოვლენების რეალური აღქმა.

ჩემი აზრით, ბლოკის ეს ნაშრომი „ისტორიის აპოლოგია“ გვეხმარება იმის გააზრებაში


თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიას ადამიანთა ცხოვრებაში და
აგრეთვე თითოეული ადამიანის როლზე ისტორიაში. წარსულის და აწმყოს
მარადიული კავშირით, ავტორი ცდილობს გაგვაგებინოს, როგორ შეიძლება
გამოვიყენოთ წარსულში მიღებული გამოცდილება აწმყოში, ამისთვის კი
აუცილებელია ვიცოდეთ წარსულთან დაკავშირებული დაზუსტებული ფაქტები და
მოვლენები. მე როგორც დამწყებ ისტორიკოსს, კარგად მაქვს გააზრებული და
სრულიად ვიზიარებ, იმ თითოეულ პრობლემას რასაც მარკსი ეხება და არასოდეს
დავივიწყებ იმ ვალდებულებას რომელიც მაკისრია. როგორც ექიმები დებენ
„ჰიპოკრატეს ფიცს“ და ვალდებულები არიან კეთილსინდისიერად უმკურნალონ
პაციენტებს , ჩვენ ისტორიკოსებსაც მსგავსი ვალდებულება გვაქვს მკითხველის წინაშე
და არ შეგვეფერება ბოროტად გამოვიყენოთ ეს უფლება. ჩვენი პატიოსნებით,
მიუკერძოებლობით და ერთგულებით პროფესიისადმი, შეგვიძლია გავხდეთ
უკვდავი ისტორიის ლამაზი ნაწილი.
ბიბლიოგრაფია:

ბლოკი, მარკ. „ისტორიის აპოლოგია“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II,


161-208. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018.

კონრად ზაქარია ლორენცი (1903-1989)

1. იმსჯელეთ გრძნობების გაციების ცოდვის შესახებ კონრად ლორენცის მიხედვით.

2. რას გულისხმობს ინდოქტრინაციის ცოდვა და რატომ არის ის საშიში


კაცობრიობისათვის?

მე-20 საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნე, ბუნებისმეტყველი, ზოოლოგი და ნობელის


პრემიის ლაურეატი გახლდათ კონრად ლორენცი. მან შექმნა ნაშრომი
„ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა“, სადაც ის საუბრობს იმ
პრობლემებზე, რაც ადამიანის დეგრადაციას და საბოლოოდ განადგურებასაც კი
იწვევს დროთა განმავლობაში. თითოეული ცოდვა იმდენად ჯაჭვურად არის
ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ერთი მეორის გამომწვევი მიზეზიც კია და
საბოლოოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კაცობრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხს.
ყველაზე საინტერესო და ტრაგიკომედია არის ის მომენტი რომ ამ ყველაფერში
ძირითადი დამნაშავე თავად ადამიანია. ლორენცმა მთელი თავისი ცხოვრება
მიუძღვნა ადამიანის ინსტიქტებზე დაკვირვებას და საბოლოო დასკვნა გააკეთა ის,
რომ ადამიანებზე მეტად ცხოველები უფრთხილდებიან სამყაროს, რომ სრულიად არ
არის ამოუწურავი დედამიწის რესურსები და არ შეიძლება იმ ქვაბში
„ვაფურთხებდეთ“ საიდანაც საკვებს მივირთმევთ. მე მინდა გამოვყო, იმ რვა
ცოდვიდან/პრობლემიდან რომელზეც ლორენცი საუბრობს ორი ცოდვა, რაც
დღევანდელობაში მეტად აქტუალური და მაშტაბურად გავრცელებულია: გრძნობების
გაციება და ინდოქტრინაცია.

მიმდევრობით რომ მივყვეთ, ლორენცი მეოთხე ცოდვად ასახელებს გრძნობების


გაციებას. ადამიანები არანორმალურ მოვლენებს და ფაქტებს უყურებენ სრულიად
ნორმალურად, არიან გულგრილები და დაკარგული აქვთ ან საერთოდ არ აქვთ
სიყვარულის უნარი, ეს ყველაფერი კი დისჰარმონიულ მდგომარეობას უქმნის მათ და
აკარგვინებს ყოველგვარ სიხარულის განცდას. სამყაროს განვითარებამ და
ინტერნეტის არსებობამ ორმაგად გააცივა ადამიანის გრძნობები, რადგან ნამდვილი და
თბილი შეცვალა ვირტუალურმა და ცივმა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლორენცმა
ერთი საუკუნის უკან, როცა ეს პრობლემა ნაკლებად აქტუალური იყო, წამოჭრა ეს
საკითხი, დღეს კი როგორც არასოდეს ისე ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე. ადამიანური
ურთიერთობები დაპროგრამებული და ფორმალური გახდა.

„თანამედროვე ადამიანმა გარემოს სულ უფრო მეტად დამორჩილების მეშვეობით


თავისი სიამოვნება-უსიამოვნების – ეკონომიის „ბალანსი“ გადასწია ყოველგვარი
უსიამოვნების გამომწვევი გამაღიზიანებელი სიტუაციების მიმართ სულ უფრო ჭარბი
მგრძნობელობის, ხოლო ყოველგვარი სიამოვნების მომნიჭებელი სიტუაციების
მიმართ გრძნობის დაჩლუნგების მიმართულებით. მთელ რიგ მიზეზთა გამო ამას
დამღუპველი შედეგები მოაქვს.“ (ლორენცი, 2018, 270) ადამიანებმა მაქსიმალური
კომფორტის ზონა შეიქმნეს ტექნოლოგიების განვითარებით, თუმცა სწორედ ამ
პროგრესმა გამოიწვია პიროვნული ურთიერთობების რეგრესი. დაიკარგა ბალანსი
სევდისა და სიხარულის განცდის, ტკივილისა და სიამოვნების მიღების, ადამიანები
ცდილობენ ისეთი გზა იპოვონ სადაც დაბრკოლებები არ შეხვდებათ, მაგრამ იმას ვერ
აცნობიერებენ თვითონ განცდების არ განცდა უკვე დიდი პრობლემაა. ლორენცი
თვლის რომ მწუხარების თავიდან არიდება, ცხოვრების არ შეგრძნებას ნიშნავს. მას
მაგალითად მოყავს ის ეგოისტური ფაქტი რომელიც ზოგიერთ კულტურაში არსებობს
ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ადამიანმა საკუთარი თავის
ნეგატივისგან დასაცავად, შეიძლება სამუდამოს დაბლოკოს ეს მოვლენა.
გარდაცვლილი სამუდამოდ ქრება და არც ლაპარაკობენ მასზე, თითქოს არასოდეს
არსებულა. ეს მაგალითი ძალიან კარგად აჩვენებს ადამიანების გულგრილობას და
სიცივეს ერთმანეთის მიმართ. დარვინისეულად ეს ზუსტად იმ ბრძოლას გავს
არსებობისათვის რომელსაც თვითგადარჩენის ინსტიქტი ქვია. სწორედ ამიტომ
გრძნობების გაციებას ლორენცი ერთ-ერთ მომაკვდინებელ ცოდვად მიიჩნევს, რაც
შემდგომში ნამდვილად სხვა ცოდვების გამომწვევ მიზეზადაც შეიძლება ჩაითვალოს,
რადგან გულგრილობა ბოროტების სტარტია.

რიგით მეშვიდე ცოდვად ლორენცი თვლის ინდოქტრინაციის ზრდას. ძნელია თავი


დაიცვა იმ სტერეოტიპებისგან და გავლენისგან რომელსაც მასმედია გვთავაზობს,
ვითუმეტეს 21-ე საუკუნეში როცა სოციალური მედია ყოველი რიგითი
მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია, ბუმბულივით სწრაფად ვრცელდება
გადაუმოწმებელი ინფორმაცია რომელსაც მასა ძალიან სწრაფად იზიარებს. „თუ
შეუმოწმებელ ჰიპოთეზაზე აგებული სწავლება მიეწოდება მასებს, როგორც
ჭეშმარიტება და საზოგადოებრივი აზრი ხდება, სახეზეა ინდოქტრინაცია“. (ლორენცი
2018, 247) ეს პრობლემა ძალიან საშიშია და ხელს უწყობს ინდივიდუალიზმის
მოსპობას, რომელიც თავისთავად ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს.
სტერეოტიპების გავლენის გამო ადამიანს უჭირს თავისუფლად საკუთარი აზრის
დაფიქსირება, რადგან ყველას არ აქვს გამბედაობა შეეწინააღმდეგოს მასაში
დამკვიდრებულ „მისაღებ“ პოზიციას. თავისუფლად შეიძლება მობინგის მსხვერპლი
გახდნენ ის ადამიანები რომლებიც დინების საწინააღმდეგოდ დაიწყებენ სიარულს
მოუმზადებლად, მობინგი კი ძალიან დიდ კვალს ტოვებს ადამიანთა ფსიქიკაზე,
ამიტომაც ცდილობს ყველა მოერგონ კოლეკტიურ დამოკიდებულებებს.
„ცრუმოძღვრება, რომ თუ ადამიანს სწორ „პირობებს“ შევუქმნით, შესაბამისად მისგან
ყველაფერი შეიძლება გამოვიყვანოთ, მომაკვდინებელ ცოდვებს უდევს საფუძვლად,
რომლებსაც ცივილიზებული კაცობრიობა ბუნების, ადამიანის ბუნებისა და
ადამიანობის წინააღმდეგ სჩადის.“ (ლორენცი, 2018, 299) ადამიანის გონების
გამორეცხვა და მანიპულირება მის ფსიქიკაზე ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. ეს
პრობლემა დღეს ისე მძვინვარებს როგორც არასოდეს, გაზვიადებული რეკლამებით,
შეფუთული ტყუილით და უამრავი არასწორი მიდგომით, ხალხზე გავლენას ახდენენ
ზუსტად ის გრძნობებ გაციებული ადამიანები რომლებიც ყველაფერზე არიან
წამსვლელები საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის. საბოლოოდ ისევ იმ
აზრამდე მივდივართ რომ თავისუფლად შეუძლია ადამიანს ადამიანი შეჭამოს.

სრულიად ვიზიარებ ლორენცის პოზიციას რომ ნამდვილად მომაკვდინებელი ცოდვაა


გრძნობების გაციება და ინდოქტრინაცია. ისმევა კითხვა, რა არის გამოსავალი? პასუხი
კი მარტივია, რომ მეტად შევიყვაროთ ერთმანეთი, ვიზრუნოთ გარშემომყოფებზე და
იმ გარემოზე სადაც ვცხოვრობთ, თითოეული ადამიანის აზრს პატივი ვცეთ და ვიყოთ
მართლები საკუთარ თავთან და სამყაროსთან. მე მართლა ვთვლი, რომ ყოველგვარი
უბედურება უგულო ადამიანებისგან მოდის. ვიყოთ უფრო თავისუფალი, არ
მოვერგოთ სტერეოტიპებს, არ დავკარგოთ ინდივიდუალიზმი და ვაკათეთოთ ის საქმე
რაც გულით გვინდა. თუ ჩვენი სული, სხეული და გონება ჰარმონიაში იქნება
ერთმანეთთან, ჩვენი ბედნიერების და სიხარულის ჰორმონი სამყაროს გადარჩენას
შეუწყობს ხელს.

ბიბლიოგრაფია:

ლორენცი, კონრად ზაქარიას. „ცივილიზებული კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი


ცოდვა“. წიგნში შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II, 242-308. თბილისი: ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018.

ჰანა არენდტი (1906-1975)

1. ზოგადად მიმოიხილეთ ტერორისა და პროპაგანდის მნიშვნელობა


ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის.

2. არენდტი ამბობს, რომ აუცილებელია პროპაგანდა იყოს დაფუძნებული მეცნიერულ


შეხედულებებზე, რატომ მიიჩნევს ამას?

3. იმსჯელეთ ტოტალიტარული ორგანიზაციების შესახებ ჰანა არენდტის მიხედვით.

მე-20 საუკუნეში მოღვაწე, ებრაული წარმოშობის მქონე გერმანელი ქალბატონი,


რომელმაც თავისი ნაშრომით „ტოტალიტარული მოძრაობა“ თავი უკვდავყო,
გახლდათ ჰანა არენდტი. ის გახლდათ პოლიტიკური თეორიტიკოსი, ესეისტი და
ფილოსოფოსი. მას ქონდა კარგი განათლება, შინაგანი ძლიერი ინტელექტი და
მოვლენების შეფასების საინტერესო სქემა, რაც კარგად ჩანს მის ნაშრომში, სადაც ის
გაბედულად აკრიტიკებს იმ დროინდელ რეჟიმს.

ამ ნაშრომში ბევრ საინტერესო საკითხს ეხება ავტორი, მე კი მინდა განვიხილო


რამოდენიმე. ჰანას აზრი ძალიან საინტერესოა ტერორისა და პროპაგანდის
მნიშვნელობაზე ტოტალიტარულ სახელმწიფოში. ტოტალიტარული სახელმწიფო
სისტემა სწორედ პროპაგანდითა და ტერორით ცდილობდა ხალხის დამორჩილებას.
პროპაგანდა განსაკუთრებით გათვლილი იყო იმ მასაზე რომელიც არ ემორჩილებოდა
იმ დროინდელ მართველობას, ამ გზით კი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ
დამახინჯებული არგუმენტებით, აგიტაციებით ხალხზე, რათა მოწინააღმდეგე არ
ყოლოდა რეჟიმს. ზოგადად ამბობენ რომ პროპაგანდა და ტერორი ერთი მედლის ორი
სხვადასხვა მხარეა, თუმცა ჰანა მთლად ასე არ ფიქრობდა. ის თვლიდა რომ ტერორი
ისე ხშირად არ გამოიყენება როგორც პროპაგანდის მანქანა, თუმცაღა პროპაგანდაც
ერთ-ერთი შელამაზებული ტერორია. თუ პროპაგანდა არ ნიშნავდა ხალხის ფიზიკურ
დაშინებას, მუქარას, ტერორის შემთხვევაში მთლად ასე იოლად არ იყო საქმე. როცა
პროპაგნდით ანუ შედარებით ლამაზი ხერხით ვერ იმორჩილებს რეჟიმი მასას,
სწორედ მაშინ ხდება საჭირო ტერორი. „პროპაგანდა არსებითად საჭიროა
„ფსიქოლოგიური ომის საწარმოებლად“; მაგრამ ტერორი მეტია. ტოტალიტარული
რეჟიმების მიერ ტერორის გამოყენება გრძელდება მაშინაც კი, როცა მისი
ფსიქოლოგიური მიზნები მიღწეულია; მისი ნამდვილი შემზარაობა იმაში
მდგომარეობს, რომ ის სრულიად დათრგუნულ მოსახლეობას განაგებს.“ ( არენდტი
2018, 357) ტოტალიტარული რეჟიმი ასეთი ხერხით ახდენს საზოგადოების
ინდოქტრინაციას. რეჟიმი და მისი ლიდერები ვალდებულს ხდიან მასას,
დაემორჩილონ მათ და არ გააჩნდეთ საკუთარი მოსაზრება, ან უარეს შემთხვევაში
შიშით (დატერორებით) აიძულებენ მათ იყვნენ მორჩილებაში . რადგან ბრბოში
ითესება შიში მართველების მიმართ და სიჩუმე იქცევა მათვის უსაფრთხო
კომფორტულ ზონად. ისინი იკადუნებენ თავს თითქოს შესანიშნავ სახელმწიფოში
ცხოვრობენ, ეს არის ის ილუზიური სამყარო რაშიც ტოტალიტარიზმი გვამყოფებს.
ამიტომ აკრიტიკებს ავტორი ამ რეჟიმს და აქ ჩანს მისი დიდი გაბედულება, რადგან
სწორედ განსხვავებული და კრიტიკული, ჰანას მსგავსი პიროვნებების არ არსებობას
ისახავს რეჟიმი მიზნად. ჰანა თვლიდა რომ განვითარებულ და შემდგარ
სახელმწიფოში თითოეული ადამიანის უფლება უნდა იყოს თანაბარი,
ტოტალიტარული რეჟიმი კი ადამიანებს საკუთარ აზრს ართმევდა მანიპულაციის
გზებით, რაც ნამდვილად არასწორი და არამართალია! „ტოტალიტარულმა
პროპაგანდამ იდეოლოგიური მეცნიერულობა და წინასწარმეტყველების ფორმით
განაცხადის გაკეთების მისეული ტექნიკა აიყვანა მეთოდის ეფექტურობისა და
შინაარსის აბსურდულობის მწვერვალზე, რადგან, დემაგოგიური საუბრისას, ძნელად
მოიძებნება დისკუსიის თავიდან ასაცილებლად უკეთესი გზა.“ (არენდტი, 2018, 360)
ტოტალიტარულ რეჟიმს არ უყვარს როცა მის წინააღმდეგ მიდიან, ამიტომ სცადა
რუსეთის რევოლუციის შეცვლა საბჭოთა სოციალისტურმა ბელადმა სტალინმა. მას
წინ აღუდგა ინტელეგენცია, თუმცა არც მოწინააღმდეგე ინტელეგენციის ჩამოშორება
გაჭირვებია, მოახდინა მან პოლიტიკური წმენდა და გამოაქვეყნებინა კომუნისტური
პარტიის ახალი ისტორია.

რეჟიმს აწყობს პროპაგანდა უმეტესად იყოს სამეცნიერო ფორმატის რომ მეტი გავლენა
მოახდინოს საზოგადოებაზე, რადგან ნაკლები შანსია გადამოწმების და გამორიცხვის.
მაგალითად ნაცისტები თავად ქმნიდნენ კანონებს და თეორიებს. მათი მიზანი კი იყო
სამომავლოდ ნაწინასწარმეტყველი თეორიები რეალობად ექციათ და სწორედ ამიტომ
ომის ბოლოს მათ სურდათ გამოუყენებელი ორგანიზაციების გამოყენება რათა
გერმანია სრულიად დაენგრიათ და გამართლებულიყო მათი ნათქვამი გერმანელი
ხალხის განადგურებაზე. წინასწამეტყველება კი იყო კარგი ალიბი.
„წინასწარმეტყველური მეცნიერულობის ენა შეესაბამება მასების საჭიროებებს“
(არენდტი, 2018, 366)

ტოტალიტარული ორგანიზაცია კი ანალოგიური იდეოლოგიის მატარებელია, თუმცა


პროპაგანდისტული სლოგანებისგან განსხვავებით ახალია. მათი მიზანიც არის იგივე
შექმნან საზოგადოება რომლის წევრებიც გამონაგონი სამყაროს წესების მორჩილი და
მოზიარე იქნებიან. განსხვავებით კომუნისტური, სოციალისტური ან ფაშისტური
პარტიებისგან, რომლებისთვის ტერორი ჩვეულებრივი ამბავია, ტოტალიტარულ
მოძრაობას თავადაც გულრწფელად სჯერა საკუთარი პროპაგანდის, რაც ორმაგად
საშიშია. სწორედ ორგანიზაციას და პროპაგანდას თვლის ერთი მედლის ორ
სხვადასხვა მხარედ ავტორი. „საკამათო არაა, რომ ტოტალიტარული მოძრაობები
[არსებულ] სტატუსკვოს უფრო რადიკალურად უპირისპირდებიან, ვიდრე ამას
რომელიმე ადრეული რევოლუციური პარტია სჩადიოდა. მათ აქვთ ამ რადიკალიზმის
ფუფუნება.“ (არენდტი, 2018, 389)

საბოლოოდ მინდა შევაჯამო ჰანას ეს დღემდე საკმაოდ აქტუალური ნაშრომი. დღეს


21-ე საუკუნეში კიდევ უფრო კარგად მუშაობს პროპაგანდის მანქანა, რადგან
ტელევიზია და ინტერენეტი ნებისმიერი ფენის წარმომადგენლებისთვის
ხელმისაწვდომია. სრულიად ვეთანხმები ჰანას, რომ რეჟიმი რომელიც ადამიანების
პიროვნულობას აქრობს და საკუთარ სიძლიერეზე აპელირებს არის დამანგრეველი.
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა მეთოდით მოხდება ადამიანებზე ზეწოლა,
შეფარვითი პროპაგანდით თუ ფიზიკური ტერორით, ორივე შემთხვევაში ირღვევა
ადამიანის ის უფლებები რაც ღვთისგან ბუნებრივად გვერგო. ადამიანზე მაღლა
არანაირი რეჟიმი და ლიდერობა არ დგას, ამიტომ ვისურვებდი ისეთ სამყაროში
ცხოვრებას სადაც ადამიანები კანის ფერის გამო, ეროვნების გამო და განსხავებული
აზრის გამო არ იჩაგრებოდნენ.

ბიბლიოგრაფია:

არენდტი, ჰანა. „ტოტალიტარული მოძრაობა“. წიგნში „შესავალი თანამედროვე

აზროვნებაში 2“ . 341-417. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის


გამომცემლობა, 2018.
იუვალ ნოა ჰარარი

1976

1. ჰარარის აზრით რა მნიშვნელობა ჰქონდა ცეცხლის მოთვინიერებას ადამიანის


განვითარების პროცესში?

2. იმსჯელეთ კოგნიტური რევოლუციის მნიშვნელობასა და არსსზე ჰარარის


მიხედვით.

იუვალ ნოა ჰარარი არის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული, ებრაელი


მოაზროვნე, ისტორიკოსი და მწერალი. ჰარარი მიუხედავად თავისი
წარმომავლობისა, თავისი შეხედულებიბით და მრწამსით სრულიად განსხავებული
პროტოტიპია. მას აქვს ბევრი საინტერესო ნაშრომი, მაგრამ განსაკუთრებული
აქტუალურობით სარგებლობს დღემდე „საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია“.
ვფიქრობ, ვისაც აინტერესებს ადამიანების წარმომავლობა, განვითარება,
შესაძლებლობები და ზოგადად ისტორია, ეს ნაშრომი აუცილებლად უნდა წაიკითხოს.
წიგნი მთლიანად ადამიანის განვითარების და დროსთან ერთად ცვლილებების
ისტორიაზეა, სადაც მთავარი სულაც არ არის ადამიანი. მე გამოვყოფ ორ
მნიშვნელოვან თემას, ცეცხლის მოთვინიერება და კოგნიტური რევოლუცია.

ადამიანის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს ავტორი


ცეცხლის მოთვინიერებას. გონიერი არსებებისთვის პირველ რიგში ცეცხლი სითბოს
და სინათლის მომცემი წყარო იყო, რაც მუდმივად საჭიროა. ცეცხლი აგრეთვე იყო
თავდაცვის კარგი საშუალება, რადგან ეხმარებოდა მათ მხეცების დაფრთხობაში,
ხელოვნურად დანთებული ცეცხლი კი ნადავლის მოსაპოვებლად იყო ხელსაყრელი.
ცეცხლის არსებობა ადამიანების ყოფისთვის აუცილებელ მოვლენად იქცა, გარდა
ზემოდ ჩამოთვლილი თითქოს მარტივი მნიშვნელობებისა, ყველაზე მთავარი იყო ის,
რომ ადამიანებმა შეძლეს საკვების მოხარშვა, ეს იქნებოდა ხორცი თუ სხვა ისეთი
ბურღულეული რომლის გადამუშავებაც ადამიანის ორგანიზმს მოუმზადებლად
უჭირს. საკვები მოხარშვისას ძალიან ბევრი მავნე პარაზიტებისაგან თავისუფლდება
და თან მოხარშული ხორცის ჭამა ფიზიკურადაც ნაკლებ ენერგიასა და დროს
მოითხოვს. მაგალითად: თუ შიმპანზეს უმი საკვების დასახეჭად ხუთი საათი
სჭირდებოდა, ადამიანი მოხარშულს ერთი საათში ჭამდა. ამ ხარშვის ტექნიკის
დაუფლებით ადამიანმა გაიმარტივა ცხოვრება და უფრო მრავალფეროვანი გახადა
მენიუც, მას უკვე აღარ სჭირდებოდა საკვების დასაღეჭად აღარც ეშვები და აღარც
გრძელი ნაწლავები. ყველაზე საინტერესო მეცნიერების ვარაუდია, რომ მოხარშვის
ტექნიკის დაუფლებამ გამოიწვია ნაწლავების დაპატარავება რადგან ნაკლები
დატვირთვა უწევდათ და ტვინის ზრდა. გრძელი ნაწლავების და დიდი ტვინის
ერთდროულად ქონა თითქმის შეუძლებელია. გამოდის რომ თვითონ ცეცხლის
არსებობამ ადამიანში დიდი რევოლუციური გარდაქმნა მოახდინა. სწორედ ცეცხლის
დამორჩილებას უკავშირებს ავტორი პირველი უფსკრულის გაჩენას ადამიანებსა და
ცხოველებს შორის. „ცეცხლის მოშინაურებით ადამიანს მიეცა წვდომა
კონტროლირებად და პოტენციურად უშრეტ ენერგიის წყაროზე. არწივისგან
განსხვავებით ადამიანს შეეძლო ზუსტად განესაზღვრა სად და როდის დაანთებდა
ცეცხლს და ამ რესურსს უამრავ საქმეში იყენებდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ
ცეცხლის ძალა, ადამიანის სხეულის ფორმით, სტრუქურით ან ღონით არ
იზღუდებოდა.“ (ჰარარი, 2018, 444.) ცეცხლის მოთვინიერება იყო ადამიანის
განვითარების საკმაოდ კარგი სტარტი და ყოველი შემდგომი საფეხურის მყარი
საძირკველი.

„კოგნიტური რევოლუცია მოხდა მაშინ, როდესაც ისტორია ბიოლოგიას გამოეყო. ამ


რევოლუციამდე ადამიანის ყველა სახეობის მოქმედება მხოლოდ ბიოლოგიური ან,
თუ გნებავთ, „პრეისტორიული“ იყო“. (ჰარარი, 2018, 465) ადამიანის განვითარების
ეტაპზე მნიშვნელოვანი ევოლუცია მოახდინა სწორედ „კოგნიტურმა რევოლუციამ.“
ფსიქოლოგიურად რომ ავსხნა ეს არის ის შემეცნებითი ცვლილება ქცევასა და
აზროვნებაში, რომელიც განასხვავებს ადამიანებს პრიმატებისგან. აბსტრაქტული
აზროვნების უნარი ადამიანს ეხმარება განვითარებაში. სწორედ კოგნიტური
რევოლუციის დროს დაიწყო აზროვნების და კომუნიკაციის ფორმირება, საპიენს
განუვითარდა ახალი მნიშვნელოვანი უნარი, როგორიცაა ინფორმაციის გადაცემა,
მათვის უკვე პრობლემას არ წარმოადგენდა იმ ინფორმაციის გაზიარება სხვებისთვის,
რასაც თვითონ ფლობდა. სოციალური კომუნიკაცია კი განვითარების მნიშვნელოვანი
და შეუცვლელი საფეხურია. საპიენს უკვე შეეძლო წინასწარ დაეგეგმა, გაეთვალა
ისეთი მოვლენები, როგორიც იყო ნადირობა, თავი დაეცვა მტაცებლებისგან და უფრო
სუსტ ცხოველებზე გაეკეთებინა აქცენტი. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია
ჯგუფების ფორმირება და გარემოსთან მარტივი ადაპტირება. ავტორი მიიჩნევს რომ
ენის უნიკალურობამ და განსხავებულმა სტრუქტურამ განაპირობა საპიენსის
გაბატონება. ენის განსაკუთრებულობა მის მოქნილობაში იყო, რომ ლიმიტირებული
ბგერებით და ჟესტებით შესაძლებლობა ეძლეოდათ უამრავი წინადადების შექმნის.
სწორედ აქ ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად ჭორაობას ასახელებს ჰარარი. საათობით
ჭორაობა მათ უწყობდა ხელს, ინფორმაციის გაცვლით პატარა ჯგუფები დიდ
ჯგუფებად ჩამოყალიბებულიყვნენ. თუმცა ენის უნიკალურობა იმაშიც
მდგომარეობდა რომ ადამიანებს შეუძლოთ იმაზე ესაუბრათ რაც არ არსებობს ან არ
მომხდარა. ეს წარმოსახვის უნარიც ერთი პლიუსია ჩვენს სასიკეთოდ. სწორედ ამ
უნარს მიაწერს ავტორი ჩვენი სახეობის გადარჩენას. რადგან ამ უნარმა მოგვცა
საშუალება მეტად განვითარების. სწორედ წარმოსახვის უნარი უწყობს ხელს
კოლექტიურობას, საერთო ინტერესების მქონე ინდივიდების გაერთიანებას. ეს
ყველაფერი კი წარმოსახვის არ მქონე ინდივიდების დაჩრდილვას და უარეს
შემთხვევაში განადგურებას განაპირობებს. სწორედ ფანტაზიის უნარს შეუძლია
ადამიანს შეუძლებელი ან არ არსებული დააჯეროს. ჰარარი წარმოსახვის მქონედ
მიიჩნევს, რელიგიას, ფულს, კანონებს და ერს. თუმცა ის არ უარყოფს რომ სწორედ
წარმოსახვის ძლიერმა უნარმა შეძლო ჩვენი გადარჩენა.

საბოლოოდ მინდა შევაჯამო რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ვთვლი რომ ჰარარი მართალი
იყო რომ ცეცხლის მოთვინიერების მოვლენას უმნიშვნელოვანესად მიიჩნევდა,
რადგან სწორედ აქედან დაიწყო გონებრივი და ფიზიკური განვითარების პროცესი.
რაც შეეხება კოგნიტურ რევოლუციას ეს არის უკვე ლინგვისტიკის განვითარების
ეტაპი, რის შემდეგაც ადამიანებმა შეძლეს ინფორმაციების გაცვლა, აზროვნების
ჩამოყალიბება და ცვლილებები. საბოლოოდ კი განვითარების მაღალ საფეხურამდე
ავდივართ.

ბიბლიოგრაფია:

ჰარარი, იუვალ ნოა. „საპიენსი: კაცობრიოს მოკლე ისტორია“. შესავალი


თანამედროვეაზროვნებაში 2, 435-467. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
გამომცემლობა, 2018.

You might also like