You are on page 1of 16

ადამიანის ცხოვრების ფაზები

ეკა დათიაშვილი
2021 წ.
ლექცია III
განვითარება არის ზრდა
კრიზისიდან კრიზისამდე

ლივეხუდის მიხედვით, ადამიანში ერთდროულად


განვითარების არაერთი პროცესი მიმდინარეობს.
რომელთაგან თითოეულს საკუთარი ნიშნები აქვს, მაგრამ
ასევე ისინი ურთიერთქმედებენ კიდეც ერთმანეთთან.
ლივეხუდი განასხვავებს განვითარების სამ პროცეს:

1. ბიოლოგიური განვითარება
2. მშვინვიერი განვითარება
3. სულიერი განვითარება
.
ბიოლოგიური განვითარება მშვინვიერი განვითარება სულიერი განვითარება

• ზრდის
. პერიოდი, როდესაც • პირველი 20 წლის • ადამიანის სულიერი
აღმშენებლობა გადასწონის განმავლობაში განვითარება
დაშლის პერიოდს- 20 ბიოლოგიური და თავდაპირველად მე-ს
წლამდე. ესეც თავისმხრივ ფსიქოლოგიური ფუნქციები ცნობიერებაში ვლინდება,
იშლება სამ ნაწილად, უპირატესად პარალელურად რომელიც აღმოცენდება
1.დაბადებიდან სიმაღლეში ვითარდებიან, და ისინი ფეხის ადგმისას, სკოლაში
პირველ მთავარ ზრდამდე ერთმანეთზე ძლიერად მე-ს განცდისას, სიყრმისას -
და კბილების მოცვლამდე. მოქმედებენ მე-ს რეალიზაციისაკენ
2. კბილების მოცვლიდან • 40-იანი წლების სწრაფვისას.
გარდამავალ ასაკამდე. 3. განმავლობაში საფუძველი • ადამიანი, რომელმაც
გარდამავალი ასაკიდან ეყრება შემდგომი ცხოვრების შუა ფაზაში უკვე
ზრდასრულობამდე. განვითარების ორ შესაძლო იპოვა ინტერესის სფერო
• აღმშენებლობასა და ვარიანტს, ან საკუთარ თავს ხელოვნებაში, მეცნიერებასა
დაშლას შორის ვაფასებთ ან ჩვენი თუ სოციალურ
წონასწორობის პერიოდი - გარეგნული მიღწევების საქმიანობაში, თითქმის
20-დან 40 წლამდე. მიხედვით და ამ შემთხვევაში შეუმჩნევლად გაივლის
ორგანოთა ყოველ სისტემას კრიზისამდე მივდივართ, ან ცხოვრების გზას 40 წლის
აქვს თავისი ქრონოტიპული იმ დახმარებისდა მიხედვით, ასაკისთვის და შეეძლება
გრაფიკი. მაგ. 40 წლის რაც სხვებს შგვიძლია სულიერი სამყაროთი
ასაკიდან თავლის ბროლი გავუწიოთ და მაშინ ახალ საზრდოობა. ხოლო, მეორე
მოქნილობას კარგავს. ფაზაში შევდივართ, როცა მხრივ, ადამიანი რომელსაც
• ინვოლუციის, მზარდი შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების შუა ფაზაში
დაშლის პერიოდი -40 გამოცდილება სხვებს არაფერი გაუკეთებია ,
წლიდან ზემოთ. ამ პერიოდს გავუზიაროთ. ასეთი პიროვნება 40 წლის
ახასიათებს მთელი სხეულის ასაკში აღმოჩნდება
ქსოვილების მოქნილობის ეგზისტენციალურ კრიზისში
დაკარგვა. და 55 წლის ასაკში იქცევა
ტრაგიკულ ფიგურად.
,,სიცოცხლის ყოველ პერიოდს გააჩნია
საკუთარი საზრისი, საკუთარი ამოცანა, მათი
პოვნა და მიღება უმნიშვნელოვანესია
ცხოვრებასთან შესაგუებლად’’ ერიჰ შტერნი
ცხოვრების დაყოფა ფაზებად
(ბერნარდ ლივეხუდის მიხედვით)
 ადამიანის ცხოვრების დაყოფა ფაზებად გარკვეული ხნის განმავლობაში
წინააღმდეგობრივი სფერო იყო. არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვითაც
ფაზები არ არსებობს, განვითარება კი თანდათანობითი სვლაა ერთი
მდგომარეობიდან მეორისაკენ, რაც შეუმჩნევლად ხდება, თუკი ბიოგრაფიას
დღიდან დღემდე მივადევნებთ თვალს. თუმცა, მაინც დგება პერიოდი, როცა ბავშვი
მოზარდად, მოზარდი კი ზრდასრული ხდება. არსებობს სოციოლოგიურ
კულტურული არგუმენტიც, რომ ის, თუ როგორ განიცდება გარდამავალი ასაკი
შინაგანად, დამოკიდებულია მთელ რიგ გარემოებებზე.
 ბიოლოგიური განვითარება, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ ნახევარში ,
მშვინვიერი და სულიერი რეორიენტაციის მნიშვნელოვანი საფუძველია . სიცოცხლის
მეორე ნახევარში ამ ამოცანას თავის თავზე სულ უფრო და უფრო იღებს სულიერი
პიროვნება, რომელიც ისახავს მიზნებს და ირჩევს ნორმებს . როგორც ვნახეთ ,
სწორედ ორმოცი წლის ასაკის შემდეგ, როცა ბიოლოგიური ხაზი დაღმასვლას
იწყებს, მნიშვნელოვანი ხდება ბიოლოგიური ინვოლუციიდან გამონთავისუფლება და
მზარდი მშვინვიერი და სულიერი მოღვაწეობისაკენ სწრაფვა .
 რამდენადაცა სხეული, სამშვინელი და სული მოქმედებს, როგორც ერთი
მთლიანობა, საქმე ეხება არა ერთ-ეღთი მათგანის ზეგავლენას , არამედ ამ სამს
შორის წონასწორობის გადანაცვლებას. სწორედ ეს ცვალებადი წონასწორობა
იწვევს ნელ, მდორე, მაგრამ მაინც ნათლად შესამჩნევ გადასვლებს.
 ბიოგრაფიული მეთოდი ინდივიდს იკვლევს მისი ცხოვრების გზის გათვალისწინებით
1. დაბადებიდან სიყრმემდე

აქ შედის ზრდის პერიოდი ეტაპობრივად, ბიოლოგიური კუთხით


დაბადებიდან სიმაღლეში მთავარ ზრდამდე. ჩვილის განვითარებაში
უდიდესი მნიშვნელობა საწყის ეტაპზე ენიჭება კვებას, რადგან სწორედ
მოცემულ ფაზაში გააჩნია საკვების უკმარისობასა და დაავადებებს
შემდგომი მყარი ეფექტი. მშვინვიერი განვითარების კუთხით,ჩვილი
სრულიად გახსნილია გარე სამყაროსადმი, ის სწავლობს მშობლებისაგან
და ოჯახის წვერებისაგან იმიტაციით. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბავშვი
გვიყვარდეს უპირობოდ და ის თავს გრძნობდეს, დაცულად,
უსაფრთოხოდ, არსებულ გარემოში, მას უნდა სჯეროდეს რომ სამყარო
კეთილია. უნდა იგრძნოს სიხარული. ამავე ფაზაში, ახალგაზრდა
პიროვნება დგება მკაცრი სამყაროს წინაშე, სადაც უნდა შეძლოს და
იპოვნოს საკუთარი დამოკიდებულება მის მიმართ. უჩნდება კითხევბი, თუ
რას წარმოადგენს ეს სამყარო სინამდვილეში, პასუხებს კი ეძებს
სხვადასხვა მიმართულებებით, ინტერესდება სხვადასხვა სფეროებით.
მოცემულ ფაზაში, აღნიშნულია მჭიდრო კავშირი ფიზიკურ და ფსიქიკურ
განვითარებას შორის.
2.სიყრმე
ლივეხუდთან სიყრმე გრძელდება 16-17 წლიდან 21-24 წლამდე
და ამ პერიოდის უმთავრეს კითხვებს წარმოადგენს თუ ვინ ვარ მე?
რისი უნარი მაქვს? რა მინდა? სიყრმის ასაკში მნიშვნელოვანია იმის
განცდა რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ხარ, რაც ნიშნავს
იმას, რომ ავიღოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა საკუთარ
თავზე. გუარდინი მოცემულ ფაზას აღწერს, როგორც გარდამავალი
ასაკის კრიზისის გაგრძელებას და იშველიებს გოეთეს
სიტყვებს: ,,ჩვენ ვმოგზაურობთ არა მარტო იმიტომ, რომ მივიდეთ,
არამედ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ მოგზაურობისას’’ (Goethe, J.W.)
ლივეხუდისთვის ზრდასრულობა სიყრმის ფაზის მიზანს
წრმოადგენს. ის გამოყოფს სამ ფაზას: მეს ცნობიერებას -
რომელიც იწყება მესამე წლიდან, მეს განცდას - იწყება სასკოლო
ასაკიდან და გადადის პრეპუბერტეტში და მეს რეალიზაცია -
სიყრმისას. მეს რეალიზაციის დროს ცენტრალურ ადგილს იჭერს
პროფესიული განათლების არჩევა, რომელიც მოითხოვს სამყაროს
და საკუთარი თავის ცოდნას. ყრმის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი
პრობლემა საკუთარი დამოკიდებულების პოვნაა იმ ეპოქის მიმართ,
რომელშიც იგი ცხოვრობს. ლივეხუდის მიხედვით, ასევე, ადამაინი,
რომელიც ვერ დასვამს კითხვებს, ვინ ვარ მე? რისი კეთება
შემიძლია? - თუნდაც არ ჰქონდეს პასუხები - ვერ ჩაუყრის
საფუძველს თავისი არსების ფსიქიკური მხარის გამოღვიძებას, რის
გამოც მას ელის საფრთხე რომ ის მიეჯაჭვება მარადიულ სიყრმეს
და ცხოვრების შუა ფაზაში ვერ შეძლებს საკუთარი თავის პოვნას.
3. ადრეული მოზრდილობა
- ოციანი წლები
ლივეხუდის მიხედვით, 21 წლის ინდივიდი უკვე
ზრდასრულია და თავის მოქმედებებზე აგებს პასუხს. ის
აღნიშნავს, რომ ცხოვრების ფაზებად დაყოფისას
შუძლებელია ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში გადასვლის
დაფიქსირება. სიყრმეც ეტაპობრივად გადადის
მოზრდილობაში. სიყრმის ეჭვების და კითხვების შემდეგ
ზრდასრულობა უფრო მშვიდად და დადებითად აღიქმება
ადამიანისათვის. ამ ეტაპზე მამაკაცისთვის
მნიშვნელოვანი ხდება კარიერის აწყობა და ოჯახის
შექმნა, ხოლო ქალისთვის მნიშვნელოვანი
ხდებასაკუთარი გარემოს გაფორმება, ქალისთვის, ასევე
მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაზაში ის უმეტესად ხდება
დედა, უნდა გააგრძლოს შთამომავლობა, ხოლო მეორეს
მხრივ მან უნდა შეძლოს კარიერული განვითარება და
ჩაერთოს ორგანიზაციულ საქმიანობაში, ყოველივე ეს კი
ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს მისგან. ამ ეტაპზე
ლივეხუდი ხაზს უსვამს, ცხოვრების თანამგზავრის ძებნას
და მის პოვნას, საცხოვრებელი ადგილის მოწყობას და
სამსახურის დაწყებას - ის ამ ყველაფერს უწოდებს,
შინაგანი მშვინვიერი სტრუქტურის გამოვლინებას.
4. ორგანიზატორული ფაზა
ეს ფაზა ლივეხუდის მიხედვით, იწყება 20-იანი
წლების ბოლოს და გრძელდება 30-იანი წლების
შუამდე. ადამიანისათვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია
შეინარჩუნოს სამსახური, ისწრაფვოს კარიერული
ზრდისაკენ, დაიწყოს სერიოზული ცხოვრება. ამ ასაკში
ადამიანმა უკვე იცის რა უნარები, თვისებები და
შესაძლებლობები აქვს, რისი გაკეთება შეუძლია, რა
წარმოადგენს პრობლემას და ა.შ. 35 წლის მამაკაცი,
შეიძლება ითქვას რომ შრომისნაყოფიერების
მწვერვალზეა, რადგან მან იცის რას შეუძლია მიაღწიოს
და როგორ. რაც შეეხება ქალს, ამ ასაკში მან უნდა
იზრუნოს შვილებზე, ოჯახზე, მეუღლეზე, ასევე
სამსახურზე და კარიერულ განვითარებაზე. ყოველივე
ეს კი მისგან მოითხოვს დიდ შრომას და
ორგანიზატორულ ნიჭს, რომ ყველაფერი მოასწროს. ამ
ეტაპზე პარტნიორებისათვის ძალზე მნიშვნელოვანი
ხდება ორმხრივი სულიერი კავშირი, რაც წარმოადგენს
საფუძველს, მომავალი მშვიდი და ბედნიერი
ცხოვრებისათვის
5. ოცდაათიანი წლების მეორე
ნახევარი
ცხოვრების ამ ეტაპზე წინა წლებში განცდილ
თავდაჯერებულობას ანაცვლებს გარკვეული სახის
ეჭვები. მოცემულ ეჭვებს ლივეხუდი უწოდებს
ღირებულებათა კრიზისს, მისი აზრით ირღვევა
აქამდე არსებული ღირბულებათა სისტემა, რადგან
დრო გადის, წლები გვემატება, და ახლა, ამ ასაკში
საჭირო ხდება ახალი ღირებულებების შემუშავება,
ყველა ადამიანი კი ამას თავისებურად აკეთებს. მისი
აზრით, ამ ეტაპზე ადამიანმა უნდა
ისწავლოს ,,ჩვეულის სხვაგვარად გაკეთება’’, რაც
ნიშნავს იმ ღირებულებების პოვნას, რისთვისაც ღირს
ცხოვრება. 40-იან წლებში, ადამიანი აკეთებს
არჩევანს, ან ბიოლოგიურ ფუნქციებთან ერთად
დაეშვას თავქვე ან გადავინაცვლოთ სხვა სულიერ
სამყაროში, რომელიც ახალ შემოქმედებითობას
შეგვძენს და 70-იან წლებამდეც კი გასტანს.
6. ორმოციანი წლები
დაახლოებით 42 წლიდან, იწყება ცხოვრების მესამე ფაზა. მოცემული ფაზა
გამორჩეულია იმით, რომ ბიოლოგიურად მოასწავებს სიცოცხლის ძალის დაკნინებას.
ქალბატონებს ამ ასაკში ხშირად აღენიშნებათ გენერაციული ფაზის დასასრული.
ამერიკელი გინეკოლოგი ელიზაბეტ პარკერი თავის ნაშრომში ხაზს უსვამს ქალის
კლიმაქტერიული პერიოდის სამ ფაზას, რომელსაც მოკლედ განვიხილავ.
პრეკლიმაქტერიული პერიოდი: ამ დროს სხვადახსვა ქალბატონი სხვადასხვაგვარად
გამოხატავს, მაგრამ საერთო ასპექტი არის ის, რომ ზოგიერთი მათგანი უჩივის ფიზიკურ
ტკივილებს, მაგალითად სახსრების, ზურგის, ფეხების ყრუ ტკივილს, ზოგიერთი კი
აღნიშნავს რომ დაკარგა სიცოცხლის ხალისი, ხდება უფრო მგრძნობიარე რასაც ოჯახის
წევრები უარყოფითად აღიქვამენ. ლივეხუდი ამ პერიოდს განიხილავს, როგორც
წონასწორობის დაკარგვის პერიოდს, როდესაც იწყება ბიოლოგიური დაღმასვლა, და
ადამიანმა უნდა შეძლოს იპოვოს ახალი წონასწორობა, რასაც გარკვეული პერიოდი და
ზოგჯერ რამოდენიმე წელიც სჭირდება. რის შემდეგაც ქალი ისევ იპოვნის ახალ
სასიცოცხლო სტიმულს და ენერგიის მომძლავრებასაც იგრძნობს. მამაკაცისთვის ეს
პერიოდი ხასიათდება გაზრდილი სქესობრივი მოთხოვნილებით. ფსიქოლოგიურად კი
ესაა ეჭვის, დეზორიენტაციის წლები. სულიერად ეს წლები აღიქმება როგორც ძველი,
უწინდელი ნიადაგის ფეხქვეშ გამოცლასა და ახლის ჯერ არქონის პერიოდად.
(ლივეხუდი ბ. (2002) ,,ადამიანის ცხოვრების გზა’’ თბილისი, გამომცემლობა ,,აწმყო’’).
მოცემულ ფაზაში, შინაგანი ეჭვების ფონზე იკვეთება შეძლებს თუ არა ადამიანი ახალი
ღირებულებების არჩევა გათავისებას. 40-იანი წლების დასასრულს ირკვევა, შეძლო თუ
არა პიროვნებამ ეპოვნა რაიმე ახალი. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი მომდევნო
პერიოდის განვითარება.
7. 50-იანი წლების დასაწყისი
მოცემული პერიოდი არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის
ცხოვრებისთვის, ამ ასაკში მნიშვნელობა ენიჭება თუ როგორ
ცხოვრობდა ადამიანი მანამ. მაგალითად თუ 35 წლის ასაკში
პიროვნება აქტიური უნარიანი შემოქმედებითი ადამიანი იყო
და განაგრძო ფსიქკური და სულიერი განვითარება, ამ
ასაკში ის კიდევ უფრო წინ წავა, შემოქმედების კუთხით ეს
მეორე დიდი პერიოდია ადამიანის გაფურჩქვნისათვის. 50-
იან წლებში ორი არჩევანი აქვს ადამიანს, ის ან კმაყოფილია
თავისი განვლილი გზით და ეს მის პიროვნებაზე ძალიან
დადებითად აისახება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი
კმაყოფილია გავლილი გზის და გამოხატავს მადლიერებას
საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, აგრძელებს კიდევ
უფრო დიდი მონდომებით ზრუნვას სხვათა უსაფრთხოებაზე,
ხდება გულშემატკივარი გარშემომყოფებისათვის, ან
პირიქით, ადამიანი უკმაყოფილო და უმადურია თავის მიერ
განვლილი წლების და ის ხდება ბუზღუნა, ცხოვრებით
უკმაყოფილო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც საკმაოდ
რთული და უსიამოვნოა.
8. 56 წლის შემდეგ
ადამიანში განვითარება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, კვლევევბი
აჩვენებენ რომ ამ ასაკში თავს იჩენს მორიგი კრიზისი, რადგან ადამიანი
გადადის ხანდაზმულობის წინა ასაკში, რაც გულისხმობს პენსიაზე გასვლის
მოახლოებას. ბიოლოგიური თვალსაზრისით მოცემულ ასაკში იწყება
ფიზიკური დაუძლურება, ადამიანი ხანდაზმულობაში ხდება სხვაზე
დამოკიდებული ფიზიკურად, და სწორედ აქ ძალიან მნიშვნელოვანია
ადამიანის აზრები. კვლევები ცხადყოფენ რომ ხანდაზმულობას ყველა
ადამიანი ინდივიდუალურად განიცდის, ზოგიერთი პიროვნება ინარჩუნებს
სიჯანსაღეს, მეტიც სწორედ ამ ასაკში ქმნიან შედევრებს. ზოგიერთი კი ხდება
სრულიად სხვაზე დამოკიდებული სიცოცხლის დასასრულის მოლოდინში.
მნიშვნელოვანი ამოცანაა მხარი დავუჭიროთ მოხუცებს, ვიზრუნოთ მათზე და
დავეხმაროთ მათ, ჰქონდეთ ნაყოფიერი და ბედნიერი ხანდაზმულობა.
დავალება!

მოსამზადებელი სემინარისთვის
ახსნილი მასალა
კითხვები?
.

You might also like