You are on page 1of 4

განვითარების ფსიქოლოგია II

მე-6 კვირის დავალება

სტუდენტი - ნიკო ქარცივაძე

1. როგორ ვითარდება მოზარდის მოთხოვნილებები?


მოზარდის მოთხოვნილებები ეტაპობრივად მკაფიოდ გამოხატული გარეგანი
მიზნებიდან (პრესტიჟი, პოპულარობა) შინაგანზე გადადის (დახმარებისა და
თანაგრძობის მოთხოვნილება). ერთ-ერთი პირველი მთავარი მოთხოვნილება
- პრესტიჟი, გულისხმობს მოზარდის დადებითი შეფასებისა და
თვითღირებულების მოთხოვნილებების დამკაყოფილებას. იგი დაახლოებით
12 წლის ასაკში აღწევს გარდამტეხ ნიშნულს. ამ დროს საჭიროა მოზარდმა
დაეუფლოს ისეთ საქმიანობას დაეუფლოს, რომელსაც უეჭველად დაძლევს,
შედეგად კი აიმაღლებს თვითპატივისცემასა და პრესტიჟს. ასევე, ძალიან
დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითდამტკიცების მოთხოვნილებას -
გარეშეპირთა (მშობლები, ამხანაგები, მასწავლებლები...) აღიარების,
მოწონების, პატივისცემის მიღების მოთხოვნილება. მოზარდებს ახასიათებთ
დამოუკიდებლობის (გარეშე ზემოქმედების გარეშე გადაწყვეტილების მიღება,
რაც ვლინდება ურთიერთობებში), თავისუფლებისა (აქტივობის
თავისუფლება) და პოპულარობის მოთხოვნილებებიც. ყველაზე მაღალ
საფეხურზე ჩნდება სხვათა დახმარებისა და თანაგრძნობის (არამარტო
გაცემის, არამედ მიღების) მოთხოვნილებები. აქვე უნდა აღინიშნოს რომ
პროსოციალური ქცევა შესაძლოა იყოს განპირობებული როგორც პრესტიჟის
მოპოვების მოტივით, ისე ჭეშმარიტი თანაგრძნობით, ემპათიით.
2. რა არის მოზარდისთვის პოპულარობის მოთხოვნილება?
ეს არის მოზარდის მოთხოვნილება მუდმივად მიაქციონ ყურადღება, რაც, რიგ
შემთხვევებში, ყოველგვარ ფარგლებს სცდება და გამოიხატება დაუფიქრებელ,
მიზანშეუწონელ ქცევებში. ხშირად მოზარდს არ აკმაყოფილებს პოპულარობა
კლასის შიგნით, იგი უფრო ‘’დიდ მასშტაბებს ერკინება’’, რისთვისაც შეუძლია
ბევრი რამეზე უარი თქვის, რაღაცები მოიკლოს.
3. რა არის მოზარდისთვის თანაგრძნობა და დახმარების გრძნობა?
მოთხოვნილება, რომლის საფუძველზეც მოზარდს შეუძლია სხვას დაეხმაროს
წმინდა ემპათიური თვალსაზრისით (ქცევის მიზანი არ არის პრესტიჟის
მოპოვება, დადებითი შეფასებების მიღება). მოზარდთა ნაწილს ამგვარი
გრძნობები ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული, რის გამოც მათ მიერ
სხვებისთვის გაწეული დახმარება სხვა მოტივებით (თუნდაც პოპულარობის
მოპოვებით) არის განპირობებული. არიან ისეთებიც, ვალდებულებასა და
ემპათიურ თანაგრძნობას რომ უთავსებენ ერთმანეთს და შედეგად უფრო მეტ
სარგებელსაც იღებენ.
4. რას ნიშნავს მოზარდისთვის პიროვნების განვითარება?
პიროვნების განვითარება (ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა)
დაკავშირებულია ახალი ფსიქიკური სტრუქტურების ჩამოყალიბებასთან, რაც,
თავის მხრივ, სრულად გარდაქმნის ფსიქიკის ორგანიზაციას, შედაგად კი
ვღებულობთ ინდივიდს, რომლის დამოკიდებულება როგორც საკუთარ
თავთან, ისე გარემომცველ სამყაროსთან, მნიშვნელოვნადაა
ტრანსფორმირებული. მოზარდის ასეთ ახალწარმონაქმნებს, ახალ ფსიქიკურ
სტრუქტურებს წარმოადგენს მე-კონცეპცია, თვითცნობიერება, განსხვავებული
იდეალების, გრძნობების, სოციალური მისწრაფებებისა და ინტერესების
ფორმირება, საკუთარ შინაგან სამყაროზე ცენტრირება, რაც ღირებულებათა
სისტემის სრულ რეკონფიგურაციას იწვევს. ღირებულებათა სისტემა, როგორც
უკვე აღინიშნა, ასახავს საკუთარ და გარე სამყაროს შორის არსებულ
დამოკიდებულებებს, რის საფუძველზეც ხორციელდება ქცევა. მოზარდობის
ასაკში ღირებულებების ცალკეული პარამეტრები (მაგალითად, ეთიკურ-
მორალური შეხედულებები) კერძო სპექტრიდან ზოგად, ყოვლისმომცველ
საზომ ერთეულში გადაიზრდება ხოლმე, რაც პიროვნული მომწიფების ერთ-
ერთი მთავარი ინდიკატორია.
5. რას ნიშნავს მოწიფულობის გრძნობა?
მოწიფულობის გრძნობა მოზარდის ახალწარმონაქმნია, რომელიც
გულისხმობს მოზრდილ, კომპეტენტურ ადამიანად თავის ჩათვლასა და
წარმოჩენას. ეს გრძნობა განპირობებულია ფიზიკური, სქესობრივი და
სოციალური განვითარებით: მოზარდის აღნაგობა საგრძნობლად ემგვანება
ზრდასრულისას და, ამავდროულად, მას უკვე გააჩნია საკმაო მოცულობის
სოციალური გამოცდილებაც (უფრო მეტი ზოგადი ცონდა, ჩვევები, უნარები,
უფროსებისგან გადმოღებული მორალურ-ეთიკური უნივერსალიები და ა.შ.).
მოწიფულობის გრძნობა, თავის მხრივ, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას
განაპირობებს, რაც ავტორიტეტულ ადამიანებთან (მაგალითად, მშობლებთან)
კონფლიქტის საფუძველიც ხდება.
6. რა არის უფროსობა? რამდენ ნიშანს ითვალისწინებს? დაახასიათეთ
თითოეული მათგანი.
უფროსობაში მოიაზრება როგორც ფიზიკურ-სქესობრივი განვითარების
გარკვეული დონე, ისე სოციალური გამოცდილების საჭირო მოცულობა და
ფსიქიკურად საჭირო ახალწარმონაქმნები. გამოყოფენ უფროსობის შეძენის
პროცესის 5 ნიშანს: 1) უფროსობის გარეგნულ გამოვლინებათა მიბაძვა - ჩაცმის
სტილის, ვარცხნილობის, სპეციფიკური ლექსიკონის, სიგარეტის მოწევის,
კოსმეტიკის, სალაპარაკო თემების, ქცევითი პატარნების და ა.შ. გარეგანი
ნიშნების გადმოღება როგორც უფროსებისგან, ისე სხვა, ‘’უფრო
კომპეტენტური’’ მოზარდებისგან; 2) ორიენტირება ‘’ნამდვილი მამაკაცის’’
ნიშან-თვისებებზე - ნამდვილი მამაკაცის თვისებებში მოიაზრება ძალა,
ნებისყოფა, გაბედულება, სიმამაცე, ერთგულება, მეგობრობა... ამ მხრივ
კრიტიკულად არიან მოზარდები განწყობილნი საკუთარი მშობლების მიმართ:
თუ მათ ახასიათებთ ასეთი ნიშნები, მათ ბაძავენ, თუ არა - უარყოფითად
ეკიდებიან. წაბაძვის ობიექტი შეიძლება იყოს მხატვრული პერსონაჟებიც
(კინოს, თეატრის, წიგნის...). არასწორი აღზრდის პირობებში ყალიბდება
ნეგატიური ღირებულებითი ნიშნები; 3) უფროსი, როგორც ქცევის ნიმუში -
უფროსების შრომით საქმიანობაში ჩართვის სურვილი. მოზარდებისთვის
სწორი იქნება ‘’თანაშემწის’’ როლის მინიჭება, რათა ზედმეტი
პასუხისმგებლობა არ აიღონ საკუთარ თავზე და შესაბამისი შრომითი
საქმიანობისთვის აუცილებელი ქცევების დასწავლაზე იყვნენ
კონცენტრირებულნი; 4) მოწიფულობის გრძნობის განვითარება სასწავლო-
შემეცნებით მოქმედებებში - კლასგარეშე მასალის დამოუკიდებლად მოძიების
სურვილი (ინტერნეტით, წიგნებით, ჟურნალ-გაზეთებით...). მოზარდის მიერ
ამგვარი ხერხით მიღებული ინფორმაცია ცვლის მის დამოკიდებულებებსა და
ღირებულებებს თითქმის ყველა კუთხით; 5) ხელოვნების როლი -
მოწიფულობის გრძნობის განვითარებაში მოზარდს ეხმარება ხელოვნების
სხვადასხვა ნიმუშებში (კინო, ლიტერატურა, თეატრი, ტელევიზია...)
წარმოჩენილი ღირებულებების ათვისება. მათ იტაცებთ სათავგადასვლო,
რომანტიკული, სიძნელეებით სავსე ხელოვნების ნიმუშები. მოზარდები
პერსონაჟებს ყველაფერში აღარ ბაძავენ, უპირველესად ყურადღებას
პერსონაჟების მორალურ-ეთიკურ მხარეზე ამახვილებენ.
7. რომელ ასაკში იჩენს თავს სოციალური მოტივები და როგორ გესმით იგი?
სოციალური მოტივები გარდამავალ ასაკში გამოდის წინა პლანზე. იგი, მე
როგორც გავიგე, სწავლის პროცესში ჩამოყალიბებული ზნეობრივი
ღირებულებების, იდეალებისა თუ სხვა შეხედულებების სოციალურ ჭრილში
გადატანას გულისხმობს. უხეშად რომ ვთქვათ, მოზარდის მოტივები იყოფა 2
ჯგუფად: პირველი დაკავშირებულია სასწავლო პროცესთან, ხოლო მეორე -
გარემომცველ სოციალურ სამყაროსთან, სწორედ მეორე ჯგუფის
შემადგენლები წარმოადგენენ სოციალურ მოტივებს. ორივე ჯგუფი
ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის ფონზე ვითარდება და გამოიხატება
სოციალურად. სოციალურ მოტივებს შეიძლება მივაკუთნოთ საკუთარი
სოციალური პოზიციის განსაზღვრის სურვილი თუნდაც კლასში,
მოწუფილობისკენ, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, სახელმწიფოში
მიმდინარე სოციო-ეკონომიკური პროცესებით დაინტერესება და მათში
ჩართვა, თანატოლებთან არსებული ურთიერთობების სრულყოფის სურვილი
და ა.შ. მოტივთა ორივე ჯგუფია პასუხისმგებელი მოსწავლის ქცევის
თავისებურ გამოვლინებებზე.
8. რა არის ამხანაგობის კოდექსი?
მოზარდებს შორის არსებული მეგობრობის შემდეგი პრინციპები და ნორმები:
თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა, ერთგულება, უანგაროდ დახმარების
გაწევა, პატიოსნება... მეგობრების მიერ მსგავსი პრინციპებით ერთმანეთის
შეფასება მოზარდებს აიძულებს არასასურველ ქცევაზე გაამახვილონ
ყურადღება და გამოასწორონ იგი. მსგავსს შენიშვნებს არ იზიარებენ მაღალი
თვითშეფასების მქონე მოზარდები, რაც ხშირად კონფლიქტების საფუძველიც
ხდება. ურთიერთობის ‘’ამხანაგური’’ ფორმა მოზარდების მოთხოვნილებებს
ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც დგება ახლო მეგობრის ყოლის
საჭიროება.

You might also like