You are on page 1of 4

თვითაღქმა

მე-ს 2 ასპექტი
მე-სუბიექტი - დამახასიათებელია თვითცოდნა და თვითმგრადობა. აკონტროლებს
საკუთარ ფიქრებსა და ქმედებებს, ანუ თვით-კონტროლიც დამახასიათებელია .

მე-ობიექტი - ცოდნისა და შეფასების ობიექტი. მოიცავს მატერიალურ თავისებურებებს ,


ფიზიკურ გარეგნობას და საკუთრებას. მოიცავს სურვილებს, რწმენებს პიროვნულ
თვისებებს, სოციალურ თავისებურებებს და როლებს.

მე სუბიექტის საწყისები
ბავშვი ასხვავებს საკუთარი ხელით შეხებას და სხვის შეხებას. ანუ არჩევს რო სამყაროს
დამოუკიდებელი ნაწილია. ესმის საკუთარი ტირილი, გრძნობს ცალკეული სხეულის
მოძრაობებს და ა.შ. დედისადმი მიძღვნილი სიცილი და საპასუხო ალერსი ეხმარება
გაიაზროს საკუთარ მე-სა და სოციალურ სამყაროს შორის კავშირი, რომელიც
განცალკევებულია, მაგრამ მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული .

მე ობიექტის საწყისები
სარკის წინ მოთხვრილი ბავშვების ექსპერიმენტი.
საკუთარი ვიდეოს ნახვის მერე ნაწილი ბავშვების თმიდან მიკრობილ ფურცელს
იშორებდა. 4 წლის ბავშვები კი ხვდებოდნენ რო ვიდეოში თვითონ იყვნენ მაგრამ თმიდან
ფურცელს არ იშორებდნენ.
2 წლის ასაკში, საკუთარი თავის როგორც ფიზიკურად უნიკალური არსების აღქმა ხდება -
თვითაღიარება. ისინი ცნობენ საკუთარ თავს ფოტოებში, ვიდეოებში, სარკეში და ა .შ .

კატეგორიული და გახსენებული მე
უკვე 18-30 თვემდე ასაკის ბავშვს, სქესის, ფიზიკური თავისებურებით, სიკარგის და ცუდის
საფუძველზე უყალიბდება კატეგორიული მე. მათ უკვე საკუთარ კომპეტენციაზე საუბარიც
შეუძლიათ.

რაც შეეხება გახსენებულ მეს, ეს უკანასკნელი ცხოვრებისეული მოვლენებით ყალიბდება ,


ანუ ავტობიოგრაფიული ხასიათი აქვს.

ფსიქიკური მდგომარეობის ადრეული გაგება


სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ჩვილები ადამიანებს აფასებენ როგორც
მოძრავ არსებებს, რომელთა ქცევასაც გარკვეული მიზნები და განზრახვები აქვს.
2 თვის ბავშვი უკვე არჩევს მოძრავ და უძრავს საგანს, მაგრამ ის არა საგნებს არამედ
მოძრავ არსებებს, ანუ ადამიანებს ბაძავს და ამ იმიტაციით ცდილობენ სოციალურ
ინტერაქციას, რასაც გაყინული სახის ექსპერიმენტიც მოწმობს.
3 წლის ბავშვი უკვე ლექსიკის გამდიდრებასთან ერთად იწყებს აზროვნებას და ქცევითი
მოტივების გააზრებას, მაგრამ ეს ქცევითი მოტივები ძალიან ვიწრო გაგებისაა ამ ასაკის
ბავშვისთვის, რადგან ის ფიქრობს, რომ ქცევა მხოლოდ საკუთარი სურვილით შეიძლება
იყოს მოტივირებული.

მე კონცეფცია
სხვათა შინაგანი სამყაროს შეცნობასთან ერთად ბავშვები კიდევ უფრო ყურადღებით
იწყებენ საკუთარ თავზე ფიქრს. ბავშვებში მე კონცეფციას ეყრება საფუძველი , იმ
თვისებების და ფასეულობების ნაკრებს, რომლებიც ინდივიდს სხვებისგან გამოარჩევს და
მისი აზრით მის არსს განსაზღვრავს.

1-2 წელი- აცნობიერებს მე-ს როგორც ფიზიკურად განსხვავებულს. სცნობს საკუთარ


გამოსახულებას ფოტოებში, ვიდეოებში, სარკეში.

3-5 წელი- ყალიბდება კატეგორიული და გახსენებული მე

6-10 წელი- ხაზს უსვამს პიროვნულ თავისებურებებს და მე-კონცეფციის დადებით და


უარყოფით მხარეებს

11წლიდან ზემოთ- ცალკეულ მახასიათებლებს ერთ აბსტრაქტულ თვისებაში აერთიანებს .


გონიერს და ნიჭიერს- საზრიანში. მე-კონცეფციას ორგანიზებულ სტრუქტურად აქცევს.

შემეცნების საზოგადოების და კულტურის გავლენა მე-


კონცეფციაზე
ჯორჯ ჰერბერტ მიდმა მე წარმოადგინა როგორც „განზოგადებული სხვა“, რომელიც
ერთგვარი ნაზავია ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების აზრებისა ჩვენს შესახებ .
ბავშვის ფსიქოლოგიური მე ჩნდება მაშინ, როცა ბავშვის მე-სუბიექტი იღებს მე -ობიექტის
თვალსაზრისს, რომელიც ემთხვევა სხვათა დამოკიდებულებას და მათი მსგავსია .
შუა ბავშვობაში და მოზარდობაში ადამიანები უკეთ კითხულობენ სხვათა „შეტყობინებებს “
და უკეთ იყენებენ მათ მე-კონცეფციის განსაზღვრისთვის. სკოლის ასაკში სხვათა
მოლოდინის გაცნობიერებით ბავშვები აყალიბებენ იდეალურ მე -ს რომელიც შეფასების
საზომია საკუთარი რეალური მე-ს. ამ ორ მეს შორის არსებითი განსხვავება კი მიზეზი
ხდება უიმედობის, დეპრესიის თუ სხვა ნეგატიური განწყობების.

რაც შეეხება კულტურის გავლენას, კვლევებით დამტკიცებულია, რომ ინდივიდუალისტური


კულტურის წარმომადგენელი ბავშვები უფრო ეგოისტები და კონკურენტულები არიან ,
ხოლო კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლები სხვათა კეთილდღეობაზე უფრო
ზრუნავენ.
რა ახდენს გავლენას თვითშეფასებაზე
5 წლიდანნ უკვე იციან ბავშვებმა, რომ თვითშეფასებას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს .
ისინი ამბობენ, რომ ბავშვებს, რომლებსაც საკუთარი თავი მოსწონთ , უკეთ ართმევენ
დავალებებს თავს და ადვილად ძლევენ თანატოლთა წინააღმდეგობას.

კულტურა - ამერიკელი და აზიელი ბავშვების თვითშეფასება მკვეთრად განსხვავდება ,


მიუხედავად იმისა, რომ აზიელებს უკეთესი აკადემიური მიღწევები აქვთ. ისინი
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად კონკურენციულები არიან, მეტად მომთხოვნები
ხდებიან საკუთარი თავის მიმართ, ვინაიდან აზიურ საკლასო ოთახში მიღწევების მაღალი
თამასაა;

გარეგნული თვითშეფასება კულტურის გავლენით.

ბავშვის აღზრდა - დაბალი თვითშეფასების მიზეზი ხშირად ხდება მშობლის მხირდან


მუდმივი დახმარება და მის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება , ასევე ხშირი კრიტიკა
და შეურაცხყოფა.
ამის საპირისპიროდ, ზედმეტად მიმტევებლური მოპყრობა ზედმეტად მაღალ
თვითშეფასებას აყალიბებს. ისინი გააფთრებით ცდილობენ შემდგომში დაიცვან
თავიანთი გაბერილი იმიჯი, რადგანაც სხვაზე აღმატებულად გრძნობენ თავს.

თვითშეფასების განვითარება

იდენტურობა
იდენტურობა მოიცავს იმის გაგებას და გააზრებას, თუ ვინ ვართ, რა ფასეულობები და
ცხოვრებისეული მიზნები გვაქვს.
პიროვნებად ქცევის/ჩამოყალიბების ორი მთავარი კრიტერიუმი არსებობს ერიქსონის
თეორიის მიხედვით: შემეცნება ანუ გაგება და პასუხისმგებლობა . მათი სხვადასხვა
ვარიაცია ადგენს იდენტურობის 4 სტატუსს :

1. იდენტურობის მიღწევა: შესწავლილი ალტერნატივების საფუძველზე უკვე ცხადად


აქვთ არჩევანი გაკეთებული და თავიანთ ფასეულობებში და მიზნებში
დარწმუნებულები არიან. ( სამსახურის შეცვლის მაგალითი)
2. იდენტურობის მორატორიუმი: ამ შემთხვევაში ინდივიდს მკაფიოდ
ჩამოყალიბებული შეხედულებები არ აქვს. ის შესწავლისა და ძიების პროცესშია .
(ღმერთზე შეკითხვის მაგალითი)
3. იდენტურობის დაკარგვა: ადამიანები მზამზარეულ იდენტობებს იღებენ , რომლებიც
მათთვის ავტორიტეტულმა პირებმა შეურჩიეს.
4. იდენტურობის აღრევა: მათ ცხადი მიმართულება არ აქვთ. ზოგჯერ იცავენ
გარკვეულ ფასეულობებს, ზოგჯერ კი ძიების პროცესში არიან.

რა ახდენს გავლენას იდენტობაზე?


1. ინდივიდუალურობა
2. ოჯახი
3. თანატოლები
4. სკოლა/თემი
5. საზოგადოება

You might also like