You are on page 1of 1

თემის სათაური: პროსოციალური ქცევა.

ინდივიდუალური თავისებურებები მოზარდებში

ტერმინები, საკვანძო სიტყვები შეკითხვები და მოსაზრებები


პროსოციალური ქცევა
სქესობრივი მომწიფება
ემპათია, პიროვნება, მოვლენის
სხვა პოზიციიდან დანახვის
უნარი, ხასიათი,
თვითცნობიერება, მორალური
მსჯელობა
სოციალური ადაპტაცია
ინდივიდუალური
თავისებურებები მოზარდებში

თემის მოკლე შინაარსი

მოზარდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი თანატოლებთან ურთიერთობა და მათი აზრი. მეგობარი


მოზარდობის ასაკში ფსიქოთერაპევტის როლს ასრულებს. მოზარდების იერი ხშირად უფროსებში
გაღიზიანებას იწვევს. მათთვის დამახასიათებელია ,,მოზარდობის“ გრძნობის ჩამოყალიბება. მოზარდის
ასაკს ახასიათებს პოლარობა: მიზანმიმართული და ამავე დროს იმპულსურია, ხან მორიდებული ხან
თავხედი, თავდაჯერებული და თავის თავში დაურწმუნებელი, ცინიკური და რომანტიული, ურთიერთბის
მოთხოვნილება იცვლება მარტოობის სურვილით, ხან აგრესიულია და ხან თბილი. პროსოციალური ქცევა
გულისხმობს ისეთ ქცევას რომელსაც მოაქვს სარგებელი, ეხმარება და ხელს უწყობს სხვა ადამიანებს.
მოზარდობის ასაკში ადგილი აქვს სქესობრივ მომწიფებას, რაც იწვევს სქესობრივ აგზნებას და რომანტიულ
სიყვარულს. პროსოციალური და მორალური ქცევის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს: სქესობრივი
მომწიფება, მოვლენის სხვა პოზიციიდან დანახვის უნარი, მორალური მსჯელობა, ემპათია, ოჯახი და თვით
პიროვნება, თანატოლებმა ასევე ხელი შეიძლება შეუწყონ როგორც პროსოციალურ ისე ანტისოციალურ
ქცევას. მნიშვნელოვანია ასევე სკოლა და კულტურა. კულტურაში იგულისხმება ქვეყნისთვის
დამახასიათებელი ნორმები და ღირებულებები. უმცროს მოზარდობას თან ახლავს როგორც პოზიტიური ისე
ნეგატიური ცვლილებები. პოზიტიური ცვლილებებია: საკუთარი გარეგნობის მიმათ ყუარდღება,
გაცნობიერებული შემეცნებითი მოტივაცია, ურთიერთობის წრის გაზრდა და ა.შ. ნეგატიურს მიეკუთვნება:
ეგოცენტრიზმი, მოწყვლადი არამდგრადი ფსიქიკა, მარტოობის შიში, უფროსების მანიპულაცია, კონფლიქტი
საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან და ა.შ. ხასიათი განისაზღვრება როგორც ადამიანის ფსიქიკური
მახასიათებლების მყარი ერთიანობა, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდისთვის დამახასიათებელ ტიპიურ
ქცევას გარკვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში და პირობებში. ხასიათი დაკავშირებულია
მსოფლმხედვლეობასთან, მორალთან და რწმენასთან, რაც განაპირობებს ინდივიდის სოციალურ პოზიციას.
12-14 წლის ასაკში ფორმირდება ,,მეს“ კომპონენტები, რაც დაკავშირებულია საკუთარ მე-სა და სხვებს შორის
მსგავსება-განსხვავების გაცნობიერებასთან. 14 წლის ასაკში იზრდება სწრაფვა თვითდაკვირვებისკენ. 15
წლის ზემოთ უფრო მყარი ხდება თვითშეფასება. 17-18 წლის ასაკში დგება სტაბილიზაციის ხანა.
თვითცნობიერება 13-15 წლის ასაკში ჩნდება. ხასიათის მიმარტ კონსტრუქციული დამოკიდებულება
შემდეგია - უნდა მიიღო საკუთარი ხასიათი, იმეგობრო მასთან და აღიქვა ის როგორც სამყაროსთან
ურთიერთობის ინსტრუმენტი და ცხოვრებაში მიზნების დასახვისთვის გამოიყენო. ყოველ ადამიანს აქვს
როგორც თანდაყოლილი ბუნებრივი ნიშნები და სურვილები, ისე სოციალური და კულტურული თვისებები.
თუ ადმაიანი ისწავლის საკუთარი ბუნებრივი მოთხოვნილებების სოციალურად მისაღები საშუალებებით
დაკმაყოფილებას ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მის სოციალურ ადაპტაციაზე. სოციალური ადაპტაციის
პროცესი არ აწყდება დაბრკოლებებს და მიმდინარეობს ნორმალურად, თუ არსებობს ჯანმრთელი
პარტნიორული ურთიერთობები ოჯახსა და სკოლაში.

You might also like