You are on page 1of 15

თემა 4.

ამხანაგობა და მეგობრობა გარდამავალ ასაკში

ამხანაგური დამოკიდებულების ზოგიერთ ნორმასა და წესს ბავშვები ჯერ კიდევ


უმცროს სასკოლო ასაკში ითვისებენ. დაწყებით კლასებში ამხანაგობის ძირითადი
განმსაზღვრელია აკადემიური წარმატება, დისციპლინა და მასწავლებლებთან
დამოკიდებულება. გარდამავალი ასაკში სხვაგვარად ხდება, ამ შემთხვევაში ეს
ყველაფერი აღარ არის მთავარი. მოზარდებს ეცვლებათ ამხანაგების არჩევის
კრიტერიუმები. ისინი აფასებენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა კარგი ამხანაგი,
გამჭრიახობა, გაბედულობა, საზრიანობა.

გარდამავალ ასაკში ყალიბდება მოზარდის „ამხანაგობის კოდექსი“, რომლის ძირითადი


პრინციპები და ნორმებია თანასწორობა, ურთერთპატივისცემა, ერთგულება, ამხანაგის
დახმარება ნებისმიერი ფორმით. ამის გამო მოზარდები ერთხმად ამტყუნებენ ამხანაგის
ღალატს. მოზარდები ანგარიშს უწევენ თანატოლთა და ამხანაგთა აზრს და შეფასებებს.
ის მოზარდები, რომლებიც დაწყებით კლასებში ფრიადოსნები იყვნენ და ასე თუ ისე
სერიოზულ საზოგადოებრივ დავალებასაც ასრულებდნენ ახლა მათ აწეული
თვითშეფასება აქვთ. პრივილეგირებული მდგომარეობის სურვილისა და
მბრძანებლობის პრეტენზიის გამო მათთან უარესდება ამხანაგების ურთიერთობა.

გარიყულ და იზოლირებულ მოზარდებს შესაძლოა მრავალი არამიმზიდველი თვისება


ახასიათებდეთ. ისინი სხვების მიერ ხასიათდებიან როგორც კარგი ამხანაგის
თვისებების არმქონენი. ამხანაგობის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური კომპონენტია,
აგრეთვე ინტელექტუალური მოთხოვნილებანი, წაკითხული წიგნის შესახებ აზრთა
ურთიერთგაზიარება. ნანახი ფილმის მთავარი გმირების ქცევის მორალური ანალიზი
და სხვა. თანატოლთან ახლო, ამხანაგური დამოკიდებულება მოზარდის
მოთხოვნილებას მთლიანად ვერ აკმაყოფილებს. მას აუცილებლად სჭირდება ახლო
მეგობარი.
უმცროს მოზარდებში თანატოლებს შორის დამოკიდებულება უფრო ამხანაგურ ფორმას
ატარებს, ვიდრე მეგობრულს. უმცროსი მოზარდები ახლო ურთიერთობებს ამყარებენ ,
რომელთანაც ნახულობენ საერთო ინტერესებს და გატაცებას. თუმცა მათი ემოციური
კონტაქტები არამყარია.

უფროს მოზარდებში სქესობრივ მომწიფას თანსდევს ახალი განცდების აღმოცენება, რის


საფუძველზეც მოზარდები ცდილობენ მშობლებისგან ემოციური თავისუფლება და
დამოუკიდებლობა მოიპოვონ. მეგობარი ისეთი ახლობელი ხდება, რომელსაც
გაანდობენ ყველაზე ინტიმურ გრძნობებს. მას ეტყვიან, გაანდობენ ისეთ რამეს, რასაც
სხვას ვერ გაუმხელენ.

მეგობრები ერთმანეთს საკუთარი მე-ს ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. ისინი უმთავრესად


მეგობრად ირჩევენ საკუთარი სქესის შიგნით. ისინი სულ ერთად არიან, გაუთავებლად
ლაპარაკობენ ტელეფონზე. ერთად დადიან შოუ-კონცერტებზე, დისკოტეკაზე,
კლუბებში, ერთმანეთისგან ითვისებენ ქცევის მანერებს. მოზარდის მიერ ამ ასაკში
არჩეული მეგობარი, უმეტესად, მისი თანატოლია, რის გამოც მათ ბევრი სართო
ინტერესი და მისწრაფება აქვთ.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეგობრობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა


აქვს იმას, რომ კმაყოფილდება თითოეული მეგობრის სოციალური ურთიერთობის
მოთხოვნილება.

უმცროსი მოზარდის მეგობრობა არ გამოირჩევა სიმყარითა სტაბილურობით.


თოთხმეტი თხუთმეტი წლის შემდეგ მათი მეგობრობა უფრო სტაბილური ხდება.
თვრამეტი წლის ასაკიდან კი ისევ სუსტდება. ეს გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ
სკოლის დამთავრების შემდეგ ჭაბუკები მიემგზავრებიან სასწავლებლად, იწყებენ
სამსახურს, ქმნიან დამოუკიდებელ ოჯახებს და სხვა.

თინეიჯერთა მსჯელობები მეგობრების შესახებ ძირითადად ასეთია: „მე ჩემს


მეგობართან თავისუფლად და დაუფარავად შემიძლია ყველაფერზე ლაპარაკი .“ „მე
უსიტყვოდ მესმის რას გრძნობს ჩემი მეგობარი.“ მათ შეიძლება ყავდეთ ერთი-ორი
საუკეთესო მეგობარი, მათი აზრით მეგობრობის დარღვევის ძირითადი მიზეზი
შეიძლება იყოს ღალატი და საიდუმლოს გამჟღავნება.

ყოველი მოზარდის ოცნებაა იპოვოს ნამდვილი მეგობარი. მეგობარს შეიძლება ისეთი


რამ გაანდო, რასაც სხვას ვერ ეტყვი. გარდამავალ ასაკში გოგონების მეგობრობა უფრო
თბილი და ფაქიზია, ვიდრე ბიჭების. მეცნიერების აზრით, მოზარდებს მეგობრული
ურთიერთობის დამყარება იმისთვის უნდათ, რომ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ
ჩამოყალიბებული საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდა, რასაც ისინი მწვავედ
განიცდიან. ისინი მხოლოდ აყალიბებენ თავის მე-ს პიროვნებას და მეგობრები ამ მხრივ
საიმედონი არიან მათთვის.

მოზარდების ერთმანეთთან დაახლოვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საუბრებს.


ახლო ამხანაგები „ვერ ძღებიან“ ერთმანეთთან ლაპარაკით. მათი საუბრის თემაა
სპორტი, პოლიტიკა, სათავგადასავლო ლიტერატურის გმირთა საქციელი, ვაჟკაცური
საქციელის ნორმები, საკლასო კონფლიქტები და სხვა. ასეთი საუბრები ხშირად ხელს
უშლის მათ საქმის კეთებასა და სასწავლო საქმიანობაში.

მათი საუბრის თემაა, სპორტი, პოლიტიკა, ვაჟკაცური საქციელის ნორმები,


პიროვნებათაშორისი ურთიერთობები, კონფლიქტები და სხვა.

თუმცა მიუხედავად ყოველივესი, ხშირია მათ შორის გაუგებრობა და კონფლიქტი. ეს


ხდება მეგობრობის ჩამოყალიბების განსხვავებული მოტივები გამო (ეგოისტური,
პრაგმატული და სხვა). ისინი ეჭვით უყურებენ მისი მეგობრის დამოკიდებულებას სხვა
მოზარდებისადმი და მცდელობები, რომ მათ მეგობრობაში არ შემოიჭრას უცხო პირი.
ამასთან რაც უფრო ფართოა მოზარდის ინტერესების და გატაცების წრე, რაც უფრო
შინაარსიანი და მდიდარია მისი შინაგანი სამყარო, მით უფრო გაძნელებულია ისეთი
ამხანაგის პოვნა, რომელიც მას ყველა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ
მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.

მოზარდს შეიძლება ჰყავდეს ბევრი ამხანაგი, მოზარდების მეგობრობა კი არჩევითია.


ასეთი კავშირები უმეტესწილად ორ-სამ წავრიანია. მეგობრობის მაღალი შეფასება
თანდათანობით დიფერენცირდება მოზარდის გამონათქვამებში მეგობრული
თვისებების შესახებ. მეგობრის ძირითადი დამახასიათებელი მოთხოვნები იყოფა სამ
ჯგუფად:

1. მეგობრობაში მთავარია პატიოსნება, ნდობა და ერთგულება. მეგობარს, როგოც


საკუთარ თავს ისე უნდა ენდო.

2. სიმართლე და გულწრფელობა - მეგობარს ყველაფერი სიმართლე უნდა უთხრა.

3. მზრუნველობა, დახმარება და ურთიერთდახმარება - მეგობარს უნდა დაეხმარო ძნელ


წუთებში. უფროს მოზარდებში მეგობრობის გაცნობიერება უფრო მთლიანი და
მრავალმხრივია. მეგობრების წყვილებში ან ჯგუფებში ხშირად ერთ-ერთ მოზარდს
პრივილეგირებული მდგომარეობა უკავია. იგი ფაქტობრივად მბრძანებელიცაა. მას
შეიძლება ჰქონდეს მიმზიდველი პიროვნული თვისებები. ან აქვს განსაკუთრებული
ფიზიკური ძალა ან სიდიდე, ამით ცდილობს ის ჯგუფის დამორჩილებას. თუმცა ასეთი
დამოკიდებულება შესაძლოა დროებით ხასიათს ატარებდეს.

მოზარდობის ასაკში ხშირად ამხანაგის ნაკლს ამჩნევენ თავისას კი ვერა. ის ცდილობს


გაიგოს და გააცნობიეროს რაც მას მეგობრულ ურთიერთობაში მოსწონს და რაც არ
მოსწონს. აანალიზებს და აფასებს საკუთარს და მეგობრის საქციელს, ადარებს მეგობარს
თავის თავს, ცდილობს გაიგოს მეგობრის საქციელის მიზნები და მოტივები. მას სურს,
რომ ის თავის მეგობარს არაფრით ჩამორჩებოდეს. და იწყებს მეგობრის დადებითი
მხარეების და თვისებების მიბაძვას. მეგობარი ქცევის ნიმუში ხდება მათთვის. იწყება
თვითაღზრდის მოთხოვნილების ჩამოყალიბება. ისინი მეგობარზე ასე საუბრობენ:
ნამდვილი მეგობარი შენზე ზურგსუკან არასოდეს არ ილაპარაკებს, ის გასაჭირში
ყოველთვის გიდგას და გეხმარება, და არასოდეს არ გაგცემს. მეგობარს მათთვის
ფსიქოთერაპიის მნიშვნელობაც ენიჭება.

მეგობრობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრეთვე იდენტურობის განვითარებაშიც.


ისინი ერთმანეთს უზიარებენ გეგმებს, გამოცდილებას ,შიშებს, შფოთვა, რაც ეხმარება
მათ ისწავლონ ერთმანეთის კარგად შეცნობა და შეფასება.
გარდამავალ ასაკში გამოყოფენ მეგობრული ურთიერთობის სამ ფორმას:

1. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია დამეგობრება


ჩვეულებრივად სიტუაციის მიხედვით მაგალითად, სასწავლო წლის დასაწყისში ჩვენ
კლასში გადმოვიდა ერთი ბიჭი და მასწავლებელმა ჩემს გვერდით დასვა“. ან „ჩვენ
ერთად მივდივართ სკოლაში და ჩვენ მეგობრები ვართ“.

2. ამ შემთხვევაში მეგობრობა სწრაფად აღმოცენდება და მყარდება, მაგრამ მყარდება


უჩვეულო სიტუაციაში. რაღაც სიტუაციაში მოზარდები გამოავლენენ ისეთ თვისებას,
რომელიც მოზარდის თვალში ძალზე ღირებული და ღირსეულია. მაგალითად,
გაბედულობა, სუსტის დაცვა, თანადგომის და და დახმარების გამოჩენა, საზრიანობა.

3. ამ სახის მეგობრობისთვის დამახასიათებელია უფრო მეტი გაშუალებული ხასიათი,


რაც ვლინდება მეგობრის დაკვირვებით ძიებაში და არჩევანის გაკეთებაში. ეს უფრო
ხანგრძლივი და რთული პროცესია. ისინი სწავლობენ და აცნობიერებენ ერთმანეთის
ზნეობრივ, ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ თავისებურებებს და ღირსებებს.
ხდება მისი შედარება მეგობრის იდეალური ხატისადმი. ამ შემთხვევაში არჩეული
მეგობარი ნამდვილი მეგობარია.

გამძლეობის თვალსაზრისით მოზარდების მეგობრობას ახასიათებს ასევე


განსხვავებული დინამიკა. გამოყოფენ სამ დონეს:

1. სუსტი ფსიქოლოგიურ-კონტაქტიანი მეგობრობა. ასეთი მეგობრობა სიძლიერითა და


სიღრმით არ გამოირჩევა, არც რაიმე მნიშვნელოვანი გართულება მასში არ შეინიშნება.
მას აკლია ურთიერთობის ემოციურობა. ასეთი მეგობრობა ხშირად ნაცნობობას უფრო
ჰგავს, შესაძლოა ასეთი ურთიერთობა არ იყოს ხანმოკლე, მაგრამ მოზარდს იგი არ
მოსწონს და კრიტიკულად აფასებს.

2. მეგობრობა გართულებებით. მეგობრობის ეს ფორმა ხასიათდება მიმდინარეობის


ციკლური ხასიათით, რაც გამოიხატება დროებით გაძლიერებასა და შესუსტებაში.
მისთვის დამახასიათებელია კონფლიქტებიც და სიმშვიდე, გაწონასწორებულობა.
გართულებების შემთხვევაში მოზარდი ცდილობს გააცნობიეროს ამ ურთიერთობის
გაუარესების მიზეზები. მან შესაძლოა ამ შემთხვევაში საკუთარი თავიც კრიტიკულად
შეაფასოს. მაგალითად, „ჩვენ ორთავენი ჯიუტები ვართ და მეგობრობა არ გამოგვდის“,
„მე ვმეგობრობდი ერთ გოგონასთან, მაგრამ მოკლე ხნით. იგი არაა გულღია და მას ჩემი
დამორჩილება უნდოდა. მე მას არაფერს ვუმალავდი და იგი ამას ყველას უამბობდა
სხვებს, ეს როგორი მგობრობაა.“. ხშირ შემთხვევაში უფროს მოზარდებში ამგვარი
ურთიერთობა ირღვევა.

3. მეგობრობის განვითარების აღმავლობა. ასეთი მეგობრობა მტკიცე, ღრმა და


ხანგრძლივია. ერთად ყოფნის, სწავლის, გართობის დროს ფორმირდება მეგობრობის
ახალი მოტივები, ღრმავდება ურთიერთსიმპათიები.

მეგობრებს შორის უშუალო კონტაქტის დარღვევა, დაშორება პარტნიორში მწვავე


განცდებს იწვევს. ამ შემთხვევაში უმცროსი და უფროსი მოზარდები განსხვავებულად
მსჯელობენ: უმცროსი მოზარდები ასე აფასებენ: როცა ის სხვა ქალაქში გადავიდა მე
მომეწყინა, მაგრამ მალე სხვა მეგობარი გავიჩინე.“ უფროსი მოზარდი გოგონების
მსჯელობა ამ შემთხვევაში ძირითადად ასეთია: უკვე ერთი წელიწადია რაც ის წავიდა,
მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვივიწყებთ და ხშირად ვწერთ ერთმანეთს.

გარდამავალ ასაკში იწყება მეგობრობა განსხვავებულ სქესებს შორის, ბიჭებისა და


გოგონების მეგობრობა ამ ასაკში რომანტიკულ საფუძველზეც იწყება. ეს ასაკი
მეგობრობის თვალსაზრისით, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ ერთსქესიანია, მაგრამ
ბიჭებსა და გოგონებს შორის ემოციური სიახლოვე, ხანდახან მეგობრობაშიც გადადის.

გარდამავალ ასაკში აღინიშნება მეგობრობის ფორმებისა და სახეების დიფერენციაცია და


ამის მიხედვით ინდივიდუალური განსხვავებანი:

1. თამაშში გამოვლენილი მეგობრობა. ესაა მეგობრობა, როცა სათამაშო შინაარსი


სჭარბობს, ორი ან მეტი მოზარდის მეგობრობა მიმდინარეობს მათი საყვარელი
თამაშის პირობების მიხედვით. ასეთ პირობებში მეგობრული ურთიერთობები
უფრო მტკიცე და მყარი ხდება.
2. მეგობრობის და ამხანაგების ერთიანობა. მოზარდთა კოლექტივში ხშირია
ამხანაგობისა და მეგობრობის რთული შეთავსების შემთხვევები. ორი-სამი
მოზარდის მეგობრობა, რომელიც ამავე დროს შედიან უფრო ფართო ამხანაგურ
წრეებში. ასეთი ფორმებია: ერთმანეთის დახმარება სწავლაში, თვითშემოქმედება,
შეჭირვებული ბავშვების დახმარება, სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე
ერთიანი აზრი და სხვა
3. ღრმა პირადი მეგობრობა. უმეტესწილად ეს ორი მოზარდის შერჩევითი
მეგობრობაა. ეს არის მყარი მეგობრობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ამ
ფორმებში ვლინდება მოზარდების სიმპატიები, მათ შორის ემოციური
კონტაქტები, განუყრელად ერთად ყოფნის სურვილი, მათთვის სასურველი
ინტელექტუალური ურთიერთობის წარმოება. სხვადასხვა საკითხების განსჯა. ამ
შემთხვევაში მნიშვნელოვანია საგანამანათლებლო ხასიათის ერთობლივი
საქმიანობა, რომელიც სკოლის საზღვრებს და ფარგლებს სცილდება.
4. განცდისმიერი მეგობრობა. ამ ფორმისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია
მოზარდთა ემოციური კონტაქტები. და იგი უმეტესად გვხვდება გოგონებში.
მოზარდი იწყებს თავისი შინაგანი სამყაროსადმი დაინტერესებას და ამასთან
დაკავშირებით უვითარდება ისეთი მეგობრის შეძენის მოთხოვნილება, როცა
ხდება ერთმანეთის გაგება არა გონებით, განსჯით, არამედ გრძნობით.
სამწუხაროდ, მოზარდების მეგობრობა ყოველთვის არ ატარებს დადებით ხასიათს.
ხშირად მათი მეგობრობა აღმოცენდება არაჯანსაღი ინტერესების, გატაცებების და
ერთობლივი ფუჭი დროსტარების საფუძველზე. ამ პერიოდში მშობლისა და მოზარდის
დამოკიდებულება უკვე აღარ ატარებს „მორჩილების მორალის“ ტენდენციას.
მიმდინარეობს „თანასწორობის მორალზე“ გადასვლა. ამ შემთხვევაში თუ დედა მართლა
მეგობარია ბავშვისთვის, მოზარდი მას არაფერს უმალავს და გულწრფელია.
რომანტიკული ამბების შესახებ გოგონები დედასთან უფრო გულახდილნი არიან,
ვიდრე ბიჭები მამასთან.
გარდამავალ ასაკში სამწუხაროდ შეინიშნება ანგარებიანი მეგობრობაც. ასეთ დროს
მეგობრობას ეგოისტური და პრაგმატული მოტივები გააჩნია.
გარდამავალი ასაკის დასაწყისში ბიჭების ინტერესი გოგონებისადმი იწყება უფროსი
მოზარდებისთვის დამახასიათებელი ფორმით. ესაა გოგონების „წვალება“. გოგონები
ჩივიან იმის შესახებ, რომ ბიჭები მათ თმებს ქაჩავენ, ჩანთას უგდებენ, წიგნებს,
რვეულებს უხევენ და სხვა, თუმცა სერიოზულ წყენამდე საქმე შეიძლება არ წავიდეს.
უფრო მოგვიანებით მდგომარეობა იცვლება, ჩნდება შებოჭილობა, სიმორცხვე,
ერთგვარი შიში. უფროს მოზარდებს და განსაკუთრებით გოგონებს აღელვებთ საკითხი
იმის შესახებ, თუ ვინ ვის მოსწონს. თანაკლასელს ვერაფერს გამოაპარებ, ისინი
ყველაფერს აკვირდებიან და კარგად ხვდებიან. ცალმხრივი სიმპათიები ხშირად დიდი
განცდის მიზეზი ხდება. რომანტიკული ურთიერთობები თავდაპირველად მეგობრულ
ფონზე ვითარდება, ხოლო როცა საერთო ინტერესები და გატაცებები არ არსებობს, მას
ცვლის პაემანი, თეატრში კლუბებში სიარული და ა.შ. რომანტიკული სიმპათიები
ბადებს საკუთარი თავის გაუმჯობესების მოთხოვნილებას. იგი თვითსრულყოფის ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი მოტივი ხდება. გარდამავალ ასაკში ასევე ჩნდება დღიურები.
ისინი იწყებენ დღიურების წერას, სადაც მნიშვნელოვანი ინტიმური განცდები შეაქვთ.
ეს ინფორმაცია მათთვის ამაღელვებელი და სენსიტიურია. მას არავის აკითხებენ.
მოზარდები უფროსების მიერ დღიურების წაკითხვის მცდელობას, მათ პირად
ცხოვრებაში ჩარევად მიიჩნევენ და ამასთან დაკავშირებით მძაფრად გამოხატული
რეაქციები აქვთ.
მეგობრების მიმღებლობა დაფუძნებულია მოწონებაზე კერძოდ, იმაზე განიხილება თუ
არა ბავშვი კლასელების მიერ ღირსეულ პარტნიორად. მიმღებლობა მეგობრობისგან
იმით განსხვავდება, რომ ის უფრო ცალმხრივი დამოკიდებულებაა, ჯგუფის
შეხედულებაა ინდივიდზე. გარკვეული სოციალური უნარ-ჩვევები, რომელიც ხელს
უწყობს მეგობრობას, აძლიერებს თანატოლების მიერ მიმღებლობას. შესაბამისად, უფრო
მიღებულ ბავშვებს მეტი მეგობარი ჰყავთ და უფრო პოზიტიური ურთიერთობა აქვთ.
თანატოლების მიერ მიმღებლობა მეგობრობასთან ერთად ხელს უწყობს ერთმანეთთან
ადაპტაციაში. მკვლევარები, ჩვეულებრივ აფასებენ თანატოლთა მხრიდან მიმღებლობას
სოციომეტრიული ტექნიკის მეშვეობით, რომელიც ზომავს სოციალურ უპირატესობებს.
მაგალითად, ბავშვებსა და მოზარდებს სთხოვენ დაასახელონ რამდენიმე თანატოლი,
რომელიც მათ გამორჩეულად უყვართ ან არ უყვართ, რათა გამოთვალონ და გამოიცნონ
კლასელების ყველა შესაძლო წყვილი, ვისთან ერთადაც ბავშვებს უნდათ დროის
გატარება ან ხდება შეფასება სკალაზე დაწყებული „ძალიან მომწონს“, „სულ არ მომწონს“
ჩათვლით. მეორენაირი მიდგომით ფასდება თანატოლთა რეპუტაცია ანუ
ახალგაზრდების შეხედულება, ვინ არის აღტაცების ღირსი, რაც გვაძლევს საშუალებას,
გამოვარჩიოთ სოციალურად აღიარებული ბავშვები. ის კლასელები, რომლებსაც
ბავშვები გამოყოფენ, სოციომეტრული გაზომვით, მხოლოდ ზომიერ შესატყვისობას
უჩვენებენ იმათთან შედარებით, ვისაც ისინი უპირატესობას ანიჭებენ.
სოციომეტრიული ტექნიკის მიხედვით გამოიყო თანატოლთა მიერ მიმღებლობის ოთხი
კატეგორია:

• პოპულარული ბავშვები, ისინი ვინც ბევრი დადებითი ხმა მიიღო;

• უარყოფილი ბავშვები, ვინც აქტიურად არ მოსწონთ;

• წინააღმდეგობრივი ბავშვები, ვინც დიდი რაოდენობით იღებს, როგორც დადებით, ისე


უარყოფით ხმებს;

• უგულებელყოფილი ბავშვები, ვისაც იშვიათად ირჩევენ, როგორც პოზიტიური, ისე


ნეგატიური თვალსაზრისით.

წინააღმდეგობრივი ბავშვები - თანატოლთა შერეული შეხედულების თანახმად,

წინააღმდეგობრივი ბავშვები მიმართავენ როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ ქცევას.


ისინი მტრულად განწყობილები და დესტრუქციულები არიან, მაგრამ ამავე დროს ისინი
პოზიტიურ, პროსოციალურ ქმედებასაც ახორციელებენ. მიუხედავად იმისა, რომ
ზოგიერთ თანატოლს წინააღმდეგობრივი ბავშვები არ მოსწონს, მათ ისეთი თვისებებიც
აქვთ, რომლებიც გარიყვისაგან იცავს. იმდენივე მეგობარი ჰყავთ, რამდენიც
პოპულარულ ბავშვებს და წარმატებული ურთიერთობები აქვთ, მაგრამ თავიანთი
პოპულარულ-ასოციალური ორეულების მსგავსად, ისინი ხშირად ამცირებენ
თანატოლებს თავისი რომ გაიტანონ და სოციალური უპირატესობის შესანარჩუნებლად
ავლენენ წინასწარგანზრახულ, რელატიურ აგრესიას. წინააღმდეგობრივი ბავშვების
სოციალური სტატუსი დროთა განმავლობაში ხშირად იცვლება, მათ შერეულ ქცევაზე
თანატოლების რეაქციის მეშვეობითაც.

•უარყოფილი ბავშვები შესაძლოა გასაკვირია, მაგრამ რომ გვგონია, უარყოფილ ბავშვებს


განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა სჭირდებათ, როგორც წესი, ისინი
ადაპტაციის მაღალი დონით გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად აქვთ
ურთიერთობა და კლასელები მათ მორცხვებად მიიჩნევენ, სხვა ბავშვებზე ნაკლებად
როდი ფლობენ სოციალურ უნარ-ჩვევებს. ისინი არ განიცდიან მარტოობას ან
უკმაყოფილებას სოციალური ცხოვრების გამო და როდესაც სურვილი უჩნდებათ, რომ
აქტივობაში ჩაერთონ, თვითონ ცვლიან თავიანთი ჩვეული თამაშის მოდელს. შესაძლოა
სწორედ ამ მიზეზის გამო უარყოფილის სტატუსი ( წინააღმდეგიბრივი სტატუსის
მსგავსად) ჩვეულებრივ დროებითია. უარყოფილი ბავშვები გვახსენებენ, რომ
კომუნიკაბელური, ხალხმრავლობის მოყვარული სტილი არ არის ერთადერთი გზა
ემოციური კეთილდღეობისკენ. მოზარდების დაახლოვებით ორი მესამედი ერგება,
რომელიმე ზემოთ დასახელებულ კატეგორიას). დარჩენილი ერთიმესამედი საშუალოა
თანატოლების მიერ მიმღებლობის თვალსაზრისით და ისინი არ იღებენ უკიდურეს
შეფასებებს. თანატოლების მიერ მიმღებლობა არაჩვეულებრივად წინასწარმეტყველებს
აწმყო და შემდგომ ადაპტაციურ სირთულეებზე. უარყოფილი ბავშვები არიან
განსაკუთრებით უბედურები და გაუცხოვებულები, ცუდად სწავლობენ და დაბალი
თვითშეფასება აქვთ. მასწავლებლებიც და მშობლებიც აღიარებენ, რომ მათ ემოციური
და სოციალური პრობლემები აქვთ. თანატოლების მიერ ბავშვების უარყოფა
დაკავშირებულია წარუმატებლობასთან სკოლაში, გაკვეთილების გაცდენასთან,
სკოლიდან გარიცხვასთან, ნარკოტიკების გამოყენებასთან, ასოციალურ ქცევასა და
დელინკვენტობასთან, რომელიც ზრდასრულ ასაკში კრიმინალურ ქცევაში გადადის.
ბავშვის ქარაქტეროლოგია აღზრდის სტილთან კომბინაციაში გვიჩვენებს კავშირს
თანატოლების მხრიდან მიმღებლობასა და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას შორის.
მეგობრებთან პრობლემის მქონე ბავშვები, როგორც წესი, სტრესს განიცდიან ოჯახში
დაბალი შემოსავლის გამო, ოჯახური მდგომარეობის ( განქორწინება, ხელახალი
ქორწინება, სიკვდილი), არასენსიტიური აღზდისა და მკაცრი დისციპლინის გამო.
გარდა ამისა, უარყოფილი ბავშვები ისეთ რეაქციას იღებენ თანატოლებისგან, რომელიც
ასევე ხელს უწყობს მათ არასასურველ განვითარებას, თანატოლების მიერ მიმღებლობას.

თანატოლთა ჯგუფი იკრიბება სიახლოვისა ( მაგალითად, კლასელები) და ერთნაირი


სქესის, ეთნიკურობისა და პოპულარობის საფუძველზე, თუ ამგვარ ჯგუფებს 3-დან 6
კვირამდე დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ წევრების შემადგენლობა არ იცვლება. თუ მათ
ერთი წელი ან უფრო მეტხანს დავაკვირდებით, შესაძლოა ცვლილება შევამჩნიოთ, თუ
ბავშვები სხვადასხვა კლასში გადაიყვანეს. როდესაც ბავშვები ერთად რჩებიან, ჯგუფში
ბავშვების 50-70 პროცენტი იგივე რჩება. ამგვარი არაფორმალური ჯგუფების
გამოცდილება მიდის თანატოლთა კულტურამდე, რომელიც შედგება სპეციფიკური
ლექსიკისგან, ტანსაცმლის სტილისა და ადგილისგან, სადაც დახეტიალობენ, როდესაც
ისვენებენ. ბავშვების ექსკლუზიური ასოციაციების განვითარებასთან ერთად მათ მიერ
შექმნილი ქცევისა და ჩაცმის სტილი უფრო გავლენიანი ხდება და ის სკოლის ბავშვები,
რომლებიც მათგან განსხვავდებოდნენ, ირიყებიან. მასწავლებლების „მოფერება“,
უგემოვნო პერანგისა და ფეხსაცმელის ტარება, კლსელებზე ჭორაობა ან უცნაური
საუზმის ჩანთის ტარება, კრიტიკული მზერის და კომენტარის სამიზნე შეიძლება
გახდეს. ეს ჩვევები ბავშვებს კრავს და ჯგუფური მიკუთვნებულობის შეგრძნებას ბადებს.

როგორც წესი, სასკოლო ასაკის ბავშვები ეწინააღმდეგებიან ჯგუფის გადაწყვეტილებას

არასწორი ქმედების ჩამდენი თანატოლის გარიცხვაზე, თუ ის არ არღვევს ჯგუფის


ფუნქციონირებას, ან თვითონ არ კარგავს ინტერესს ან არ გააჩნია ჯგუფისთვის
მნიშვნელოვანი აქტივობის შესრულების უნარი. ამგვარი მიდგომის გარდა, ბავშვები

აძევებენ წევრებს სისასტიკით, თანატოლთა ჯგუფები შემდეგ ლიდერების ჩაგონებით,


რომელნიც ზოგჯერ საკმაოდ აგრესიულები არიან, ხშირად თავის მტრულ
განწყობილებას მიმართავენ საკუთარი წევრებისკენ და აძევებენ იმ ბავშვებს, ვინც მათი
პატივისცემა დაკარგა. ცხადია, გაგდება ძალიან მტკივნეულია და ამის შემდეგ ბევრი
მათგანი ვეღარ ამყარებს ჯგუფურ კონტაქტს. იმათთვის კი, ვინც მონაწილეობას იღებს
გაგდებაში, მცირდება სხვა ჯგუფში მოხვედრის შანსი. ერთმა მოზარდმა ეს მოვლენა ასე
ახსნა: ვფიქრობ, მათ არ მოვეწონე იმიტომ, რომ როდესაც პოპულარული ჯგუფის წევრი
ვიყავი, ჩვენ ყველას დავცინოდით...მე სასტიკად ვექცეოდი მათ წარსულში.
თანატოლების მიერ გაძევებული ბავშვები ხშირად მიმართავენ სხვა, უფრო დაბალი
სტატუსის მქონე ჯგუფს. რადგანაც ისინი უკავშირდებიან ცუდი სოციალური უნარის
მქონე ჯგუფს, კარგავენ შანსს, ისწავლონ სოციალურად კომპეტენტური ქცევა.

რაც უფრო ხშირად მუშაობენ ბავშვები გაერთიანებულ პროექტებზე და ეხმარებიან


თავისი ჯგუფის წევრებს, მით უფრო სოციალურად და ზნეობრივად
ჩამოყალიბებულები ხდებიან.

დაჯგუფება და კომპანია. უმცროსი თინეიჯერული ასაკში ჯგუფები უფრო მჭიდროდ


არიან შეკრულები, ვიდრე ბავშვობის შუა პერიოდში. ისინი თავმოყრილები არიან
კლიკების ანუ დაჯგუფებების გარშემო, მცირე ჯგუფების გარშემო, რომლებიც 5 ან 7
წევრისგან შედგებიან, ისინი მეგობრები არიან და ჩვეულებრივ ერთმანეთს ჰგვანან
როგორც ოჯახური წარმომავლობით, ისე ატიტუდებითა და ღირებულებებით. ადრეულ
მოზარდობაში დაჯგუფებების შედგენილობაში ერთი სქესის წარმომადგენლები არიან.
გოგონებისთვის დაჯგუფებაში ყოფნა აკადემიური და სოციალური კომპეტენციის
მაჩვენებელია, მაგრამ არა ბიჭებისთვის. დაჯგუფების წევრობა უფრო მნიშვნელოვანია
გოგონებისთვის ემოციური სიახლოვისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით.
მოზარდობის შუა პერიოდისათვის შერეული ჯგუფები უფრო ტიპურია. ხშირად
რამდენიმე კლიკა, რომელსაც ერთნაირი ღირებულებები აქვს, ქმნის უფრო დიდ,
ხალვათად ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც კომპანია ეწოდება. უფრო ახლო
დაჯგუფებისგან განსხვავებით, კომპანიის წევრობა დაფუძნებულია რეპუტაციასა და
სტერეოტიპზე. ეს გარანტიაა იმისა, რომ მოზარდი დამკვიდრდება სკოლის უფრო
ფართო სოციალურ სტრუქტურაში. გამორჩეულ კომპანიაში ტიპურ საშუალო სკოლაში
შედიან „ტვინები“, რომელთაც სწავლა უყვართ. სპორტში აქტირუად ჩართული
„სალდათები“, პოპულარულები არიან აგრეთვე კლასის ლიდერები, რომლებიც
სოციალურები და ქმედითები არიან, „ტუსოვშჩიკები“, რომლებიც მეტად აფასებენ
ურთიერთობებს, მაგრამ ნაკლებად აწუხებთ სკოლა და საშინაო დავალებები,
„არაკონფორმისტები“, რომელთაც უყვართ არატრადიციული ტანსაცმელი და მუსიკა;
„გზასაცდენილები“, ვინც აცდენს სკოლას და უსიამოვნებაში ეხვევა და „ნორმალურები“,
საშუალო მოსწავლე, ვისაც უმეტესობასაც თანატოლების კარგი ურთიერთობა აქვს.

რა ახდენს ზეგავლენას მოზარდთა კლიკებსა და კომპანიებში დაჯგუფებაზე?


რასაკვირველია, თინეიჯერების ინტერესები და უნარ-ჩვევები, თუ მათი კომპანიის
წევრობა გულისხმობს სიძლიერესა და თვითდარწმუნებულობას. ამასთან ერთად
ცხადია ოჯახის ფაქტორიც მნიშვნელოვანია. 8000 მეცხრე-მეთორმეტე კლასელზე
ჩატარებულ გამოკვლევაში, მოზარდები, რომლებიც თავის მშობლებს ახასიათედნენ,
როგორც ავტორიტეტულებს, ისწრაფვოდნენ „ტვინების“, „სალდათებისა“, და
„პოპულარულების“ ჯგუფის წევრობისკენ და მათი შეფასების სისტემა ჰგავდა
უფროსების შეფასების სისტემას. დამთმობი მშობლების შვილები ინტერპერსონალურ
ურთიერთობებს უფრო აფასებდნენ და „ტუსოვშჩიკებისა“ და „გზასაცდენილების“
კომპანიისკენ მიუწევდათ გული. მათი შეფასების სისტემა უფროსებისას არ ჰგავდა . ეს
გამოკვლევები აღნიშნავს იმას, რომ ბავშვების ღირებულებათა სისტემა არის სახლში
მიღებულის გაგრძელება და განვრცობა. დაჯგუფებას ან კომპანიას, რომელსაც
მოზარდები უერთდებიან, შეუძლია შეცვალოს მოზარდების რწმენა და ქცევა.
გამოკვლევის თანახმად, რომელიც სწავლობდა კავშირს კომპანიის წევრობისა და
ჯანმრთელობისთვის სარისკო ქცევის ურთიერთკავშირს, მაგალითად, „ტვინები“
ყველაზე ნაკლებად რისკიანები არიან, პოპულარულები საშუალოდ რისკიანები,
არაკონფორმისტები და გზასაცდენილები რისკის ყველაზე მაღალი დონით
გამოირჩევიან –ისინი ხშირად მოიხმარენ ნარკოტიკებს და ეწევიან უსაფრთხო სექსს და
ამბობენ, რომ ნიძლავზე და ჯინაზე ნებისმიერ რაღაცას გააკეთებენ.. მაგრამ იმ
თინეიჯერებზე, ვისაც ავტორიტეტული მშობლები ჰყავს, კომპეტენტურ და
თავშეკავებულ თანატოლებთან ურთიერთობა პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს.
არაეფექტური აღმზრდელობითი სტილის მქონე მშობლების შვილებზე უარყოფით
ზეგავლენას ახდენს ასოციალურ, ნარკომან თანატოლებთან ურთიერთობა). რომ
შევაჯამოთ, ოჯახში მიღებული გამოცდილება განსაზღვრავს თუ რამდენად
დაემსგავსება მოზარდი თანატოლს დროთა განმავლობაში. ბიჭებისა და გოგონების
დაჯგუფებებს აერთიანებს სასიყვარულო ურთიერთობით დაინტერესება.
დაჯგუფებები, რომლებშიც ორივე სქესის ბავშვები შედიან ხელსაყრელ კონტექსტს
ქმნის გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც, რომ ერთმანეთი გაიცნონ, აწვდის სხვა
სქესთან ურთიერთობის მოდელს და შანსს აძლევს გააკეთონ ეს სიახლოვის გარეშე,
იქამდე, სანამ გულითადი მეგობარი ეყოლებათ. კომპანიების მნიშვნელოვნება იკლებს.
როგორც კი მოზარდები პიროვნულ ფასეულობებსა და მიზნებს არკვევენ, მათ აღარ
აქვთ საკუთარი პიროვნების წარმოჩენის აუცილებლობა ტანსაცმელის, ენის და
საყვარელი აქტივობის მეშვეობით. მეათე და მეთორმეტე კლასიდან დაწყებული,
ახალგაზრდების ნახევარი კომპანიას სასიკეთო მიმართულებას აძლევს. „ტვინების“ და
„ნორმალურების“ კომპანიების რიცხვი იზრდება, დევიანტური კომპანიები კი კარგავენ
წევრებს, რადგანაც თინეიჯერები ამ დროს უფრო მეტად არიან დაკავებულები საკუთარ
მომავალზე ფიქრით (შტროუსე,1999). საკომპენსაციო პროსოციალური მეგობრობა და
თვითშეფასების ამაღლება დაკავშირებულია ამგვარ ცვლილებებთან.

უამრავი საინტერვენციო გზა არსებობს უარყოფილი ბავშვების მეგობრებთან


ურთიერთობისა და ადაპტაციის დონის გასაუმჯობესებლად. ეს არის წვრთნა,
მოდელირება და პოზიტიური სოციალური უნარ-ჩვევების განმტკიცება, სწავლება,
როგორ დაამყარონ მეგობრული ურთიერთობა ამხანაგთან, იყვნენ თანამშრომლურები
და მეგობრულად მოექცნენ და წაახალისონ სხვა ბავშვები. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე
პროგრამას აქვს სოციალური კომპეტენციისა და მეგობრების მიერ მიმღებლობის
შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირაზე ან ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება. სხვა
მეთოდების შეწყვილება სოციალური უნარ-ჩვევების წვრთნასთან ერთად აუმჯობესებს
შედეგს. უარყოფილი ბავშვები ხშირად ცუდად სწავლობენ და მათ უარყოფით
დამოკიდებულებას მასწავლებლისა და სხვა მოსწავლეების მიმართ აძლიერებს დაბალი
აკადემიური თვითშეფასება. ინტენსიური მეცადინეობა აუმჯობესებს აკადემიურ
მიღწევებსა და სოციალურ მიმღებლობას. არსებობს პერსპექტივის დანახვისა და
სოციალური პრობლემების მოგვარების კიდევ ერთი მიდგომა. ბევრი უარყოფილი და
აგრესიული ბავშვი ვერ აცნობიერებს თავის სოციალურ უუნარობას და
პასუხისმეგბლობას სოციალური მარცხის გამო ანუ მარცხს არ მიაწერს საკუთრ თავს.
უარყოფილ-უკანდახეული ბავშვები თითქოს განგებ მიმართავენ ნასწავლ უსუსურ
ქცევას მეგობრებთან წარმოშობილი სირთულეების დროს. ბავშვები განმეორებითი
ხელის კვრის შემდეგ ამბობენ, რომ ისინი არასდროს არავის მოეწონება. უარყოფილი
ბავშვების ორივე ტიპის სოციალური ადაპტაცია მდგომარეობს იმაში, რომ ისინი
მეგობრებთან ურთიერთობის სირთულეს შინაგან მიზეზებს მიაწერენ. და ბოლოს, იმის
გამო, რომ უარყოფილი ბავშვის არაკომპეტენტური ქცევა სათავეს იღებს ბავშვის
ტემპერამენტიდან და აღზრდის სტილიდან, ინტერვენცია, რომელიც მიმართულია
მხოლოდ ბავშვზე, საკმარისი არ არის. თუ მშობელი-ბავშვის ურთიერთობა არ იცვლება
უკეთესობისკენ, უარყოფილი ბავშვები უბრუნდებიან თავიანთ ჩვეულ ქცევის სტილს.

დაასახელეთ თქვენი სოციალური აღიარებულობით ცნობილი კლასელები,


რომლებითაც ყველა აღფრთოვანებული იყო. აღწერეთ მათი თვისებები. ისინი
სოციალური თვალსაზრისითაც გამორჩეულები იყვნენ? ანუ თქვენ და თქვენს
მეგობრებს ისინი პირადად მოგწონდათ? ახსენით განსხვავება

You might also like