You are on page 1of 6

თათია შავიძე

თვითშეფასება და კონფორმულობა

აკადემიური ნაშრომი

დაწყებითი განათლება

დაწყებითი განათლების საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამა

აკადემიური წერა

კურსის ხელმძღვანელი: ნელი ჭამპურიძე

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გორი, 2024
თვითშეფასება და კონფორმულობა

თვითშეფასება ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორია ადამიანის


ცხოვრებაში, რადგან ის ინდივიდის წარმატების მთავარი გასაღებია. ის არის
დამოკიდებულება საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მიმართ, რაც იმას
ნიშნავს, რომ სიძლიერეებთან ერთად ვიცით საკუთარი სისუსტეებიც. ის გვმატებს
გამბედაობას, რაც გვეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში. ჯანსაღი
თვითშეფასების განვითარება ძალზე მნიშვნელოვანია კარგი პირადი და
სოციალური ადაპტაციისთვის, რადგან ადამიანს აძლევს შესაძლებლობას
თვითრეალიზდეს და ადვილად მიაღწიოს მიზანს. თვითშეფასების საშუალებით
ჩვენი გეგმები და ფიქრები რეალიზდება და არ რჩება მხოლოდ ოცნებად. ყველა
ადამიანისთვის აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა წარმატებისკენ მიმავალ
გზაზე. რთულია ოქროს შუალედის პოვნა თვითშეფასებაში. ისევე როგორც
დაბალი თვითშეფასება, ზღვარგადასული თვითშეფასებაც გვიქმნის პრობლემებს.
ამიტომ, მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რეალური
შეფასება. “A positive self-image and healthy self-esteem is based on approval, acceptance
and recognition from others; but also upon actual accomplishments, achievements and success
upon the realistic self-confidence which ensues.”- აბრაჰამ მასლოუ.

რაც შეეხება კონფორმულობას, ეს არის ტენდენცია ინდივიდის მიერ


საკუთარი ქცევის შეცვლა სხვა ადამიანების ქცევის შესაბამისად, სოციალური
მიმღებლობისთვის. ჯგუფის ნორმებისათვის კონფორმულობა წარმოადგენის
საკუთარი ღირებულებებისა და რწმენების საპირისპიროდ ქმედებას, იმიტომ, რომ
ყველა ასე იქცევა და მოვერგოთ გარშემომყოფებს.

როდესაც ადამიანები იგრძნობენ ზედმეტად მსგავსებას სხვებთან, ისინი


უფრო მეტად ცდილობენ გამოხატონ თავიანთი ინდივიდუალობა, მაგრამ
როდესაც ისინი იგრძნობენ ზედმეტ განსხვავებულობას სხვებისგან, ისინი
ცდილობენ გაზარდონ სხვებთან მსგავსება. მაგრამ აღსანიშნავია, რომ
ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაბალი თვითშეფასება, უფრო მეტად
გამოირჩევიან კონფორმული ქცევით მათთან შედარებით, ვისაც აქვს მაღალი
თვითშეფასება. ეს ლოგიკურია, რადგან თვითშეფასება იზრდება მაშინ, როდესაც
ვიცით, რომ სხვების მიერ ვართ მიღებული. დაბალი თვითშეფასების მქონე
ადამიანებს უფრო დიდი მოთხოვნილება აქვთ, რომ მოერგონ გარშემომყოფებს
და დაიმსახურონ სხვების მოწონება. შესაბამიდად, ასეთი ადამიანები უფრო
კონფორმულები არიან.

იმის გამო, რომ ვართ ნაკლებად თავდაჯერებულები და გვაქვს დაბალი


თვითშეფასება, ეს შესაძლოა გახდეს ჩვენი კონფორმული ქცევის მიზეზი. საკუთარ
თავში ეჭვის შეპარვა და წარუმატებლობის შიში ხშირად გვიბიძგებს კონფორმული
ქცევისაკენ. აღსანიშვანია, რომ თავდაჯერებულობის დაბალი დონე იწვევს
განსხვავებულ ემოციებს, რაც კონფორმულობაში ვლინდება. “The opposite of
courage in our society is not cowardice; it is conformity.” - როლოფ მეი.

კონფორმულობის გამოსავლენად ჩატარებულია ექსპერიმენტები,


რომლებშიც ჩანს მონაწილეების თვითშეფასების გავლენა მათ კონფორმულ
ქცევაზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია აშის ექსპერიმენტი ხაზოვან ამოცანაზე. ამ
ექსპერიმენტს სახელად „მხედველობის ტესტი“ უწოდა, რადგან ვერ
მიმხვდარიყვნენ მონაწილეები რეალურ მიზანს. ამ ექსპერიმენტში ნამდვილად
გამოიკვეთა მონაწილეების კონფორმულობა ორი ძირითადი მიზეზის გამო:
იმიტომ, რომ მათ სურთ ჯგუფთან შეგუება (ნორმატიული გავლენა) და იმიტომ, რომ
თვლიან, რომ ჯგუფი მათზე უკეთ არის ინფორმირებული (ინფორმაციული
გავლენა) (Mcleod, 2023). ასევე, აღსანიშნავია შერიფის აუტოკინეტიკური ეფექტის
ექსპერიმენტი. შერიფმა აღმოაჩინა, რომ სინათლის მოძრაობის მრავალ
შეფასებებს შორის ჯგუფი მაინც საერთო შეფასებაზე თანხმდებოდა. ის
განსხვავებული ადამიანი, რომელიც განსხვავებულ პასუხს იძლეოდა, საბოლოოდ
დანარჩენებს ეთანხმებოდა. ამ ექპერიმენტით გამოჩნდა, რომ ადამიანები ხშირად
სხვებზე დამოკიდებულები ხდებიან, რადგან თვლიან, რომ სხვებმა უფრო მეტი
იციან და უკეთესადაც (Dickerson, 2019).
ასევე, არსებობს კვლევებიც.განვიხილავ ამ ორი ცვლადს შორის კავშირის
დასადგენად ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევას. გამოიკლიეს იაპონელი ქალი
სტუდენტების შესაბამისობა თვითშეფასების განსხვავებული დონეებით
მეხსიერების თანამოწმის ექსპერიმენტში. მონაწილეობდა 24 იაპონელი სტუდენტი
ქალი წყვილი (18-26 წლის). უყურეს იმიტირებული კრიმინალური მოვლენის ვიდეო
კლიპს. წარმოვადგინეს ვიდეო კლიპის ორი განსხვავებული ვერსია
ერთდროულად ეკრანზე, მაგრამ მაყურებელს საშუალება მიეცათ დაენახათ
მხოლოდ ერთი ისე, რომ მათ არ იცოდნენ ორმაგობის შესახებ. ექსპერმენტში
შეაფასეს თვითშეფასება და მონაწილეები გავყავით სამ ჯგუფად მათი დონის
მიხედვით. შედეგებმა აჩვენა, რომ თვითშეფასების დაბალი დონის მქონე
მონაწილეები უფრო ხშირად ემორჩილებოდნენ თავიანთ თანამოწმეს, ვიდრე
მაღალი თვითშეფასების ქულების მქონენი (Mori et al., 2014, გვ.1695).

განვიხილოთ კიდევ ერთი კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა გაერკვია


კორელაცია კონფორმულობასა და თავდაჯერებულობას შორის გვიან
მოზარდებში ჯაკარტაში. ამ კვლევის მონაწილედ მოზარდების არჩევა ეფუძნება იმ
ფაქტს, რომ ისინი ჯერ კიდევ საკუთარი იდენტობის აღმოჩენის ფაზაში და
არასტაბილურ მდგომარეობაში არიან. ამ კვლევაში მონაწილეობს 112 მოზარდი
ჯაბოდეტაბეკში და მხოლოდ 82 მონაწილე აკმაყოფილებდა ამ კვლევის
კრიტერიუმებს. კორელაციური კვლევის დიზაინი გამოიყენება კონფორმულობასა
და თავდაჯერებულობას შორის კორელაციის გამოსავლენად. შედეგი ცხადყოფს,
რომ თუ კონფორმულობა მაღალია, ამ კვლევის მონაწილეთა თავდაჯერებულობა
დაბალია (Roswiyani & Tannur, 2021, გვ.388).

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, მონაწილეებს უთხრეს, რომ ისინი


ჩაცმულნი იყვნენ ქორწილში დამსწრე სხვა ადამიანებისგან ძალიან მსგავსაც ან
ძალიან განსხვავებულად, დისონანსის გადასაჭრელად მონაწილეთა მიერ
გამოყენებული კონფორმული/კონტრშემწყობი სტრატეგიები განსხვავდებოდა.
როდესაც ხვდებოდნენ დისონანსს, რომელიც გამოწვეული იყო ჩაცმის
ექსტრემალური უნიკალურობით, დაბალი თვითშეფასების მქონე მონაწილეები
ამბობდნენ, რომ შემდეგ ჯერზე ჩაიცმევდნენ ისე, რომ შეესაბამებოდეს სხვების
ჩაცმულობას, ხოლო მაღალი თვითშეფასების მქონე პირები აცხადებდნენ, რომ
გააგრძელებდნენ კონტშეწყობას ჩაცმულობაში (Chou et al., 2013, გვ.1).

საბოლოოდ, ზემოთ ხსენებული ექსპერიმენტებისა და კვლევების მიხედვით


თუ ვიმსჯელებთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორ ცვლადს შორის კავშირი
ნამდვილად არსებობს. ალბათ ყველა ადამიანს ქონია შემთხვევა თუნდაც
ბავშვობაში, როდესაც კონფორმული ქცევა განუხორციელებია, რადგან თვლიდა,
რომ უმრავლესობამ უფრო მეტი იცოდა. ასეთი ფიქრების მიზეზი სწორედ დაბალი
თვითშეფასება და ნაკლები თავდაჯერებულობაა. როდესაც არ ვართ
დარწუნებული საკუთარ უნარებში და შესაძლებლობებში, ვხდებით სხვებზე
დამოკიდებული განა იმიტომ, რომ მათ ჩვენზე მეტი იციან უბრალოდ სხვებს უფრო
ვენდობით, ვიდრე საკუთარ თავს. ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ რეალური,
ჯანსაღი თვითშეფასება, ნაკლებია შანსი, რომ კონფორმულ ქცევას
განახორციელებენ.
ბიბლიოგრაფია

Asch conformity line experiment. (2023, May 25). Simply Psychology.


https://www.simplypsychology.org/asch-conformity.html?
fbclid=IwAR3S4UMqf5XbBTHa-EwQ4AbHgVkxcvhmqL09AdFkFsNftBdNBTbtcz36STk

Chou, T., Dai, Q., Chang, E., & Wong, V. (2013). Replacement between conformity and counter-
conformity in consumption decisions. Psychological Reports, 112(1), 125-150.
https://doi.org/10.2466/01.07.09.pr0.112.1.125-150

Sherif (1935) auto-kinetic effect experiment. (2019, February 22). Mrs. Eplin's IB Psychology
Class Blog. https://mrseplinibpsychologyclassblog.wordpress.com/2019/02/22/sherif-
1935-auto-kinetic-effect-experiment/

Tainaka, T., Miyoshi, T., & Mori, K. (2014). Conformity of witnesses with low self-esteem to their
Co-witnesses. Psychology, 05(15), 1695-1701.
https://doi.org/10.4236/psych.2014.515177

Tannur, V., & Roswiyani, R. (2021). The correlation between conformity and self-confidence
among late adolescents in Jakarta. Advances in Social Science, Education and
Humanities Research. https://doi.org/10.2991/assehr.k.210805.062

You might also like