You are on page 1of 4

სპარტა

ძვ.წ XIIსაუკუნეში პელოპონესში შემოიჭრილმა მომხდურმა დორიელებმა პელოპონესის


სამხრეთ ნაწილში ლაკონიაში ჩამოაყალიბეს სახელმწიფო სპარტა. დაიმორჩილეს
ადგილობრივი მოსახლეობა და თავად იქცნენ სამხედრო ელიტად. IX საუკუნეში სპარტა
ჩამოყალიბდა ცენტრალიზებულ სამხედრო ოლიგარქიულ სახელმწიფოდ. მის
დამფუძნებლად ითვლება ლეგენდარული კანონმდებელი ლიკურგე. სპარტის
ტერიტორიაზე არ იყო არც ერთი გალავანშემოვლებული ქალაქი. VIII-VII საუკუნეში ომების
შედეგად სპარტამ დაიპყრო მეზობელი მესენიის მიწები, გახდა დიდი პოლისი, ხოლო
მესენიის მოსახლეობა აქცია ჰელოტებად.

სპარტის საზოგადოება შედგებოდა სამი ჯგუფისგან: 1) სპარტიატი ანუ დორიელი-


სამხედრო ელიტა, სპარტის სრულუფლებიანი მოქალაქე, მათ თანაბრად ჰქონდათ
გადანაწილებული ლაკონიის და მესენიის მიწა გლეხებითურთ. 2) პერიეკები -თავისუფალი
მოქალაქეები, ეწეოდნენ მიწათმოქმედებას , ვაჭრობას, ხელოსნობას, მოკლებულნი იყვნენ
პოლიტიკურ უფლებებს. რიგ შემთხვევებში მათ სამხედრო სამსახურიც ევალებოდათ.
(დაახლოვებით 60 ათასი) 3) ჰელოტები- დაპყრობილი მესენიის მოსახლეობა იქცა
სრულიად უუფლებო ფენად ანუ მიწის მუშებად. მათ ამუშავებინებდნენ მიწის ნაკვეთებს.
ჰელოტები მოსავლის ნაწილს უხდიდნენ სახელმწიფოს. სპარტელები მხოლოდ სამხედრო
საქმით იყვნენ დაკავებულები და საარსებო წყაროს ჰელოტების შრომის წყალობით
იღებდნენ. (დაახლოვებით200 ათასი)

სპარტის მმართველობის სათავეში იდგა ორი მეფე (ბასილევსი), რომლებიც სარდლის


მოსამართლის და ქურუმის ფუნქციას ასრულებდნენ. ტიტულს მემკვიდრეობით იღებდნენ.
სპარტის სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა სახალხო კრება -აპელა. კრებაზე
სიტყვით გამოსვლის უფლება უმაღლესი თანადებობის პირებს ჰქონდათ. უმაღლეს
სასამართლო და სამხედრო საბჭოს იგივე უხუცესთა საბჭოს ეწოდებოდა - გერუსია, იგი
შედგებოდა 28 გერონტისგან (ჰერონტი), რომლებსაც არისტოკრატთა ფენიდან ირჩევდნენ
მთელი სიცოცხლის მანძილზე. რეალურ ხელისუფლებას ახორციელებდნენ ეფორები. 5
ეფორისგან შემდგარი კოლეგია აკონტროლებდა ლიკურგოსის კანონების შესრულებას,
მეთვალყურეობდა მეფის და ჰერონტების საქმიანობას.

სპარტის ცხოვრების წესი მკაცრი იყო. სამხედრო სახელმწიფო იდეალური მებრძოლის


აღსაზრდელად მუდმივ წვრთნას მიმართავდა. სპარტელი ბავშობიდანვე უნდა
დაუფლებოდა იარაღს და ყოფილიყო ფიზიკურად ამტანი. მცირე დანაშუალზეც კი
სასტიკად სჯიდნენ. იკრძალებოდა უცხოელის სპარტაში ცხოვრება , თავად სპარტელსაც არ
უნდა ეცხოვრა სამშობლოს გარეთ. კრძალავდნენ საგარეო ვაჭრობას. პატივისცემით
ეპყრობოდნენ ქალებს , მათ ევალებოდათ სამშობლოსთვის მეომრის აღზრდა. სპარტელს
ბავშობიდან აჩვევდნენ სიტყვაძუნძობას, ტერმინი „ლაკონიზმი“ მკაფიო და სხარტად
გამოთქმას ნიშნავს და წარმოსდგა სპარტის მშობლიური მხარის ლაკონიის სახელიდან,
ამიტომ სპარტელებს ლაკედემონელებსაც უწოდებენ. საფლავის ქვაზე სპარტელები
გარდაცვლილის სახელს აწერდნენ. ბრძოლაში დაღუპულის ქვას ურთავდნენ წარწერას „ელ
პოლემო“ –„ბრძოლაში“. ომში მიმავალ მეომარს აცილებდნენ ფრაზით“ფარით ან ფარზე“.

You might also like