You are on page 1of 10

5.

ძველი საბერძნეთი
1.ათენი
შუა საბერძნეთში მდებარეობს ატიკის ოლქი. ატიკის მოსახლეობა ძირითადად
მიწათმოქმედებას მისდევდა, მთებში კი ცხვარსა და თხას აძოვებდა. ატიკის
მთავარი ქალაქი იყო ათენი.
ათენის ცენტრს წარმოადგენდა აკროპოლისი _ ეს იყო გალავნით
გარშემორტყმული შემაღლებული ადგილი (გორაკი), რომელსაც მოსახლეობა
მტრის შემოსევის დროს აფარებდა თავს. აკროპოლისი თავდაპირველად ციხე-
სიმაგრეს წარმოადგენდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ათენი შედარებით უსაფრთხო
ქალაქი გახდა, ის ღმერთების თაყვანისცემის ადგილად გადაიქცა..
აკროპოლისის ცენტრს წარმოადგენდა აგორა _ ბაზრობისა და მოსახლეობის
თავშეყრის ადგილი. თავდაპირველად პოლისში ძალაუფლებას ფლობდა
არისტოკრატია, რადგან დემოსი სუსტი იყო. არისტოკრატიის წრიდან ირჩევდნენ
უხუცესთა საბჭოს ანუ არეოპაგს, რომელიც თავის მხრივ, ირჩევდა 9 მმართველს
ანუ _ არხონტებს. პოლისის მმართველობის ეს ორგანო წარმოადგენდა
გვაროვნული საზოგადოების ნაშთს.
ძვ.წ. VII საუკუნეში ათენში მცირემიწიანობის გამო მრავალი უბრალო ადამიანი
გაღარიბდა. მათ შემოსავალი არ ჰქონდათ თავი, რომ ერჩინათ, ამიტომ ვალს
იღებდნენ. ვალის გადახდა უმრავლესობას აღარ შეეძლო, ამიტომ არისტოკრატიის
მონა ხდებოდა. ამას დაემატა სასტიკი კანონები, რომლებიც არისტოკრატებმა
დაუწესეს ხალხს. ათენში, ძვ.წ. 624 წლიდან მოქმედებდა ბერძენი კანონმდებლის
დრაკონის მიერ შექმნილი კანონები, რომლის მიხედვითაც უმცირესი
დანაშაულისთვისაც კი ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა. ათენის თავისუფალ
მოსახლეობას ეწოდებოდა დემოსი. დემოსი უკმაყოფილო იყო შექმნილი
მდგომარეობით, ამიტომ დაუპირისპირდა არისტოკრატიას. დაიწყო შეტაკება.
შეშინებულმა არისტოკრატიამ გადაწყვიტა დათმობა.
ძვ.წ. 594 წელს არეოპაგმა ღარიბ არისტოკრატ სოლონს დაავალა რეფორმის
მომზადება. ამ რეფორმით სოლონმა:
1. გაზარდა დემოსის უფლებები. სოლონმა, უპირველეს ყოვლისა აკრძალა იმ
გლეხების დამონება, რომლებსაც ვალის გადახდა არ შეეძლოთ.
2. მან ყველა ძველი ვალი გააუქმა და დამონებული ათენელები გაათავისუფლა.
უცხოეთში მონად გაყიდული ათენელები სახელმწიფომ გამოისყიდა და დააბრუნა.
3. სოლონმა ათენის მოქალაქეებს უფლებები და მოვალეობები მათ ქონების
მიხედვით გაუნაწილა. მან ათენის მოსახლეობა ქონებრივი შესაძლებლობის
მიხედვით ოთხ ფენად დაყო. ყველა მოქალაქე გახდა სამხედრო ვალდებული და
ყველას შეეძლო სახალხო კრებაში მონაწილეობის მიღება. ატიკაში დაბადებული
ყველა მამაკაცი ათენის მოქალ აქედ მიიჩნეოდა, გამონაკლისს შეადგენდნენ
უცხოელები, მონები, ქალები და ბავშვები. რაც უფრო მდიდარი იყო მოქალაქე, მით
უფრო მაღალ კლასს განეკუთვნებოდა, უფრო მაღალ თანამდებობას იკავებდა და
უფრო მეტი მოვალეობებიც ჰქონდა. ყველა მათგანს სავალდებულო სამხედრო
სამსახური დაუწესა.
4. სოლონის რეფორმების საფუძველზე გაფართოვდა ათენის სახალხო
კრება_ეკლესია რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსაც წარმოადგენდა.
5. სოლონის რეფორმის საფუძველზე დაარსდა სახელმწიფო საბჭო, იგივე ოთხასთა
საბჭო ანუ “ბულე”, რომელიც წარმოადგენდა მართვა-გამგეობის უმაღლეს
ორგანოს.
6. სოლონის რეფორმის საფუძველზე შეიქმნა “ნაფიც მსაჯულთა” სასამართლო
ჰელიეია
7. სოლონმა თავისი მომზადებული რეფორმით ათენში დაამკვიდრა თავისუფალი
ადამიანის ანუ მოქალაქის ცნება.

სოლონი

ძვ. წ. 509 წელს კლისთენეს მიერ გატარდა რეფორმები, რომლითაც ათენში


საბოლოოდ დამკვიდრდა დემოკრატიის პრინციპები.
1. კლისთენემ გააუქმა ათენის მოქალაქეთა დაყოფა ქონების მიხედვით. ათენი
დაიყო 10 ფილედ.
2. კლისთენემ სოლონის ოთხასთა საბჭოს ხუთასთა საბჭო გადაარქვა, რაც
ბუნებრივია გამოწვეული იქნებოდა ახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული
დაყოფით;
3. შეიქმნა ახალი სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ეწოდა სტრატეგოსთა კოლეგია
ანუ მთავარსარდალთა კოლეგია, ისინი ათენის ჯარსა და ფლოტს სარდლობდნენ.
ს შედგებოდა 10 კაცისაგან შემდგარი სტრატეგოსთა
5. ტირანიისაგან თავდასაცავად კლისთენემ შემოიღო ოსტრაკიზმი _ ბერძნულად
“ოსტრაკიმოს” ნიშნავს განდევნას, გაძევებას. ოსტრაკიზმის არსი შემდეგში
მდგომარეობდა: ყოველწლიურად სახალხო კრებაზე აყენებდნენ იმ ადამიანის
გამოვლენის საკითხს, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა არსებული სახელმწიფო
წყობისათვის. კრების მონაწილეები თიხის ნატეხებზე, ანუ ოსტრაკონებზე წედნენ
ასეთ პირთა სახელებს. ვისი სახელიც ყველაზე ხშირად გამეორდებოდა, მას
ათენიდან 10 წლის ვადით აძევებდნენ

კლისთენე

დემოსის საბოლოო გამარჯვება დაკავშირებულია პერიკლეს (ძვ.წ. 444 წ - 429 წწ)


სახელთან.
1. პერიკლეს დროიდან მოყოლებული ათენში ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ
ითვლებოდა სახალხო კრება – ეკლესია. სახალხო კრება იყო დემოსის ორგანო.
სახალხო კრებზე გამომსვლელს ეკრძალებოდა ოპონენტის შეურაცხყოფა და
უსაგნო საუბარი.
სახალხო კრება ერთი წლის ვადით ირჩევდა სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც
ორჯერ ზედიზედ თანამდებობის დაკავების უფლება არ ჰქონდათ. გამონაკლისი
იყო სტრატეგოსის ანუ მთავარსარდლის თანამდებობა. სტრატეგოსად ირჩევდნენ
ამ თანამდებობისათვის შესაფერის და გამოცდილ პირებს.
2.სახალხო კრებაზე განსახილველ კანონებს ამზადებდა ხუთასთა საბჭო – ბულე.
ბულეს წევრი შეიძლება გამხდარიყო ათენის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც 30
წელს მიაღწევდა.
3. აღარ მოქმედებდა არეოპაგი
4. კვლავ მოქმედებდა ჰელიეია – იგივე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
5. მოქმედებდა სტრატეგოსთა კოლეგია, რომელიც შედგებოდა 10 კაციდაგან.
პერიკლე არ იყო ტირანი და ერთპიროვნული მმართველი. მას
დემოკრატიულად ირჩევდნენ. ყოველ წელს, ვადის გასვლის შემდეგ პერიკლე
იხსნიდა სტრატოგოსის ვალდებულებას, მოსახლეობას წარუდგენდა თავისი
საქმიანობის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ ირჩევდნენ ხელახლა. ასე, რომ
პერიკლემ კიდევ უფრო გააძლიერა ათენი.
ძვ.წ. 451 წელს პერიკლემ გამოსცა კანონი _ “წმინდა მოქალაქეობა”, რომლის
მიხედვითაც ათენის მოქალაქობას მიიღებდა ის, ვისაც დედ-მამაც ათენელი უნდა
ჰყავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ მიიღებდა “ათენურ პოლიტიკურ
უფლებებს”, ბავშვის მამობის აღიარება მისი დაბადებიდანვე უნდა მომხდარიყო,
რომ მას მოქალაქობა მიეღო. ათნელები მოქალაქეობას კარგავდნენ ბრძოლაში
ლაჩრობის, ქურდობის, ვალების გადაუხდელობის, ღმერთების უპატავცემლობის
გამო. ათენი მოქალაქე პირველ რიგში მიწის მფლობელი იყო და მას თვითონ ან
მონების დახმარებით ამუშავებდა. ახალგაზრდა ათენელის უმთავრესი მოვალეობა
სამხედრო სამსახურის გავლა იყო, რომლის დასრულების შემდეგ მას მსხვერპლი
უნდა შეეწირა ატიკის ყველა ღმერთისათვის, მსოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა იგი
სრულუფლებიანი მოქალაქე და 49 წლის ასაკამდე იმყოფებოდა ქალაქის
დამცველთა რიგებში.
პერიკლემ გააუქმა ყველანაირი საარჩევნო შეზღუდვა ათენელებისათვის. იგი
თვლიდა, რომ ღარიბი ადამიანი ვერ იქნებოდა კარგი სახელმწიფო მოხელე, რადგან
თანამდებობაზე არჩეულ ადამიანს სახელმწიფო საქმეებზე უნდა ეზრუნა და არა
ოჯახის შენახვაზე. ამიტომ პერიკლემ ძვ.წ. 451 წელს გამოცემული კანონით
პირველად შემოიღო თანამდებობის პირებისათვის ხელფასი. ძვ.წ. IV ს-ის
დასაწყისისათვის ხელფასი დაწესდა არა მხოლოდ თანამდებობეზე, არამედ
“ეკლესიაში” მონაწილეობისთვისაც. ეს კი ძლიერ ზრდიდა დემოსის უფლებებს,
ამავე დროს კი _ მოვალობებსაც. კანონის შემდგენელი პასუხს აგებდა თუ კანონი
უვარგისი იქნებოდა.
პერიკლე

სპარტა
ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს პელოპონესში შეჭრილმა ბერძნულმა ტომებმა,
დორიელებმა, ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დაიპყრეს. მათ დაარსეს ქალაქი
სპარტა. აქ ძვ.წ. IX საუკუნეში ჩამოყალიბდა ქალაქ-სახელმწიფო _ ლაკონიკა,
რომლის დედაქალიც გახდა სპარტა.
სპარტაში იყო მმართველობის განსაკუთრებული, სამხედრო-ოლიგარქიული
ფორმა. სპარტას სათავეში უდგა ორი მეფე და მეფობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
მეფეები წარმოადგენდნენ სპარტის ორ ყველაზე გავლენიანი საგვარეულოს.
მეფეები მხოლოდ ომის დროს ასრულებდნენ მხედართმთავრის მოვალეობას.
სპარტელთა საზოგადოება შედგებოდა 3 ნაწილისაგან:
1) სპარტიატები _ ანუ სრულუფლებიანი მოქალაქეები. ისინი თავს “თანასწორებს”
უწოდებდნენ, რადგან ყოველ მათგანს ერთნაირი ზომის მიწის ნაკვეთი ჰქონდათ;
ისინი ძირითადად სამხედრო საქმით იყვნენ დაკავებულნი;
2) პერიეკები _ ისინი იყვნენ ქალაქის განაპირას მცხოვრები ვაჭარ-ხელოსნები,
რომლებიც თავისუფლები იყვნენ, მაგრამ პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ.
3) ჰილოტები _ მიწის მუშები, ესენი იყვნენ დაპყრობილი მესენიელები, რომლებიც
დორიელებს საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან არ აუყრიათ, მაგრამ
სპარტის მოქალაქეებად არ ითვლებოდნენ. ჰილოტები ამუშავებდნენ სპარტელების
კუთვნილ მიწის ნაკვეთებს და მოსავლის ნახევარს მათ აძლევდნენ. მართალია
ისინი სრულიად უუფლებონი იყვნენ, მაგრამ სპარტელებს მათი მოკვლის ან
გაყიდვის უფლება არ ჰქონდათ; როგორც ვხედავთ სპარტაში ჩამოყალიბდა
სამხედრო-ოლიგარქიული სახელმწიფო ანუ სპარტელი სამხედო უმცირესობა
ბატონობდა დანარჩენ მოსახლეობაზე.
ჰილოტები ხშირად უჯანყდებოდნენ მოძალადეებს, ამიტომ სპარტელები
ხოცავდნენ ყველაზე ძლიერ ჰილოტებს. სპარტელების მეწინავე ჯარი
დაკომპლექტებული იყო ახალგაზრდა სპარტელებით, შემდეგ მოდიოდნენ
ვეტერანები, ბოლოს კი _ ჰილოტების დამხმარე რაზმები. უცხოელთა ზეგავლენის
შიშით სპარტელები კრძალავდნენ ყოველგვარ საგარეო ვაჭრობას. ბერძნული
ვერცხლის მონეტის ნაცვლად მიმოქცევაში ჰქონდათ რკინის მოუხერხებებელი და
მძიმე მონეტები. სპარტაში იკრძალეოდა უცხოელის ცხოვრება, არც სპარტელს
უნდა ეცხოვრა სამშობლოს გარეთ.
როგორც უკვე ავღნიშნეთ სპარტა სამხედრო ოლიგარქიული სახელმწიფო იყო.
(ოლიგარქია ნიშნავს მცირე ჯგულის მმართველობას). სპარტის პირველი კანონების
შემდგენელად ითვლება ლეგენდარული პიროვნება _ ლიკურგე. პლუტარქეს
გადმოცემით ლიკურგემ თავისი მეფობის დროს არაერთი რეფორმა გაატარა:
1. პირველი და მნიშვნელოვანი რეფორმა ყოფილა სახალხო კრების, იგივე “აპელა”-
ს შექმნა. სახალხო კრების მოწვევის უფლება ჰქონდა მეფეს ან უხუცესთა საბჭოს,
იგივე “ჰეროსიას”, “გერონტიას”, რათა მათი გადაწყვეტილებებისათვის კენჭი
ეყარათ. სახალხო კრებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება ჰქონდათ მხოლოდ
მეფესა და უხუცესთა საბჭოს წევრებს, ანუ “გერონტებს”. ხალხს მხოლოდ მათ მიერ
სახალხო კრებაზე შემოტანილი წინადადების კენჭისყრის უფლება ჰქონდა.
სახალხო კრებაზე ასევე ხდებოდა გენოტების არჩევაც. კენჭისყრა
მიმდინარეობდა ყვირილით; სახალხო კრებები იმართებოდა ღია ცის ქვეშ,
საგანგებოდ შერჩეულ ადგილზე. აქ არც სვეტებიანი დარბაზი იყო და არც სხვა რამე
შენობები. ლიკურგოსი ფიქრობდა, რომ საგანგებოდ მორთულობა ხელს შეუშლიდა
გონივრულ ბჭობას, რადგან საქმისათვის შეკრებილებს საღი მსჯელობის უნარი
ქარაფშუტული აზრებით შეეცვლებოდათ, თუ ისინი ქანდაკებებსა და სურათებს,
შენობის სამკაულებსა და ოსტატურად მორთულ ჭერს დაუწყებენ ჭვრეტასო.
2. ლიკურგოსის რეფორმების საფუძველზე შეიქმნა უხუცესთა საბჭო ანუ “ჰეროსია”
იგივე “გერონტია”. “ჰეროსები”, ბერძნულად “მოხუცს” ნიშნავს..
უხუცესთა საბჭო და წყვეტდა მნიშვნელოვან საქმეებს, ასამართლებდნენ
დამნაშავეებს. კრებაზე მიღებულად მიიჩნეოდა ის მოსაზრება, რომლის მომხრენიც
უფრო ხმამაღლა იყვირებდნენ. საბჭოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში
განთავისუფლებულ ადგილს იკავებდა 60 წელს მიტანებული “ახალგაზრდა”
გერონტი, რომელსაც სახალხო კრება ამტკიცებდა.
3. სახალხო კრება ყოველწლიურად ირჩევდა 5 ეფორს. ისინი მეთვალყურეობდნენ
მეფისა და ჰერონტების საქმიანობას. მათ თვით მეფის დაპატიმრების უფლებაც კი
ჰქონდათ.
ხელისუფლების ეს ორი ორგანო – აპელა და გერუსია ზღუდავდა სპარტაში მეფის
ძალაუფლებას.
სპარტანელები მთელ საბერძნეთში საუკეთესო მებრძოლები იყვნენ. ბავშვის
აღზრდის პროცესი სპართაში იწყებოდა ბავშვის დაბადებიდან და არ იყო
დამოკიდებული მამის ნებაზე. მამას ბავშივი მიჰყავდა “ლესხიაში”- ეს იყო
ადგილი, სადაც უხუცესები ისხდნენ და ამოწმებდნენ ახალშობილს. ტუკი ბავშვი
ჯანმრთელი იყო, მაშინ მას ოჯახს უბრუნებდნენ გამოსაკვებად, ხოლო თუ სუსტი
და მახინჯი აღმოჩნდებოდა, მაშინ უდსკრულში ყრიდნენ ახალშობილებს. რჩეულ
ბავშვებს ჩვილობიდან სხვადასხვა გამოცდებს უტარებდნენ. ბავშვის საწოლი იყო
ძალიან უხეში და მაგარი. 7 წლის ასაკში სპარტელ ბავშვს აგზავნიდნენ სპეციალურ
ბანაკებში, ამ ბანაკებში ისინი სწავლობდნენ თუ როგორ გადაერჩინათ თავი, ვინც
ამ გამოცდებს ვერ უძლებდა, ისინი კვდებოდნენ. ბიჭებს ჩალის საგებებზე ეძინათ,
მათ ტანსაცმლის ტარების უფლებას 12 წლამდე არ აძლევდნენ. ზოგიერთი ბიჭუნა
თავის საგებზე ჭინჭარს აფენდა, რადგან ჭინჭრით დასუსხული სხეული უფრო
ადვილად თბებოდა. საკუტარ კვებაზე ბავშვებს თვითონ უნდა ეზრუნათ – ზოგჯერ
ქურდობის, ძარცვის და საჭიროებიდან გამომდინარე მკვლელობების გზითაც.
სხეულის წვრთნა ასაკის სესაფერისი სირთულის ვარჯისით მიმდინარეობდა.
მაგალიტაც ცნობილია, რომ წვრთნებიდან ამოღებული იყო მუშტებით ჩხუბი,
რადგან ეს საქმე სპორტსმენებისთვის იყო დათმობილი.
17 წლიდან ახალგაზრდა სპარტელი სახლში ბრუნდებოდა. მას უკანასკნელი
გამოცდა ელოდა: ის უნდა მოხვედრილიყო არტემიდეს ტაძარში, რომელიც მაღალ
მთაზე მდებარეობდა. ამ ტაძარში ახალგაზრდა სპარტელს “მსხვერპლი უნდა
გაეღო”. კერძოდ ტაძრის ქურუმები ყმაწვილს დიდი სამსხვერპლო თასის ზევით
აბავდნენ და როზგავდნენ სველი როზგებით სისხლის პირველი წვეთის
გამოსვლამდე. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბიჭი არ გამოსცემდა ხმას. მაგრამ
თუკი ახალგაზრდა დაიკვნესებდა, მაშინ მას უფრო ძლიერ ურტყამდნენ როზგებს.
ეს შეიძლება გაგრძელებულიყო გონების დაბინდვამდე.
საბრძოლო ხელოვნების გარდა სპარტელებს ასწავლიდნენ წერას, კითხვას და
სიმღერას. სპარტანელები იყვნენ პირველები სამხედრო ისტორიაში, რომლებმაც
საბრძოლო მიზნით გამოიყენეს მუსიკა და სიმღერა. ეს კეთდებოდა რიტმული
ნაბიჯისა და სწორი წყობისათვის.
საგანგებო აღნიშვნის ღირსია სპარტელთა ლაპარაკის ხელოვნება. ისინი
საუბრობდნენ მოკლე და საქმიანი ფრაზებით, ეს ფრაზები იმდენად შთამბეჭდავი
იყო, რომ აზრის გამოთქმის ეს სტილი დღესაც სპარტელთა მშობლიური მხარის
პატივსაცემად (ლაკონიკა ეწოდებოდა სპარტელთა სამშობლოს) ლაკონიურად
იწოდება. ძვ.წ. V საუკუნეში ათენი და სპარტა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ბერძნული კოლონიზაცია
პოლისების პოლიტიკურ გაძლიერებას ბერძნების მატერიალური მოთხოვნილების
გაზრდაც მოჰყვა, რომლის დასაკმაყოფილებლადაც მარტო საკუთარი ტერიტორია
საკმარისი არ იყო. ამიტომ მათ ძვ.წ. VIII-VII სს-დან ხმელთაშუა და შავი ზღვის
სანაპიროზე, უცხო ქვეყნებში დაიწყეს ახალი ტერიტორიების ძიება და ათვისება. ამ
ტერიტორიებზე ბერძნები აარსებდნენ ახალშენებსა და კოლონიებს, სწორედ ამ
პროცესს ეწოდება კოლონიზიაცია.
თავდაპირველად ბერძნული ხომალდები მცირე ხნით მიადგებოდნენ უცხო
ნაპირებს რათა ევაჭრათ ადგილობრივ მოსახლეობასთან. ბერძნულ სავაჭრო
საქონელს შორის განთქმული იყო ქალაქ ათენის ჭურჭელი, ქალაქ კორინთოს
იარაღი და ქალაქ მილეტის ქსოვილები. ბერძნებმა თანდათან ხმელთაშუა და შავი
ზღვების სანაპიროებზე მიწების მიტაცება დაიწყეს, რომელსაც გარშემო გალავანს
ავლებდნენ. ასე დაარსდა ბერძნული კოლონიები და ბერძნული ახალშენები. მათ
შორის განსხვავება ის არის, რომ კოლონიებში ბერძნები გაბატონდნენ
ადგილობრივ მოსახლეობაზე, ახალშენებში კი ადგილობრივი მოსახლეობა
ძლიერი და განვითარებული იყო და ამიტომ ბერძნებმა ეს ვერ მოახერხეს, თუმცა
მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად მიმდინარეობდა.
ბერძნულ კოლონიზაციას არაერთი მიზეზი განაპირობებდა:
1.კოლონიზაცის დაწყების უმთავრესი მიზეზი იყო დემოგრაფიული სიტუაცია-
პოლისი ვეღარ აკმაყოფილებდა ჭარბ მოსახლეობას პროდუქტითა და
ნედლეულით, ვეღარ ასაქმებდა მათ. ასეთ ვითარებაში ბერძნთათვის გამოსავალი
ახალ მიწებზე დასახლება იყო;
2. ბერძენთა მიერ კოლონიზაციის დაწყების ძირითად მიზეზად ითვლებოდა
მიწების სიმცირე;
3. კოლონიზაციის მიზეზი ასევე იყო საშინაო კონფლიქტები. ეს კონფლიქტები
ხშირად სამოქალაქო ომამდეც მიდიოდა. სამოქალაქო ომისაგან თავის არიდების
ერთ-ერთი ხერხი კი კოლონიზაცია იყო _ უმცირესობასი აღმოჩენილი ჯგუფი
ტოვებდა ქვეყანას და აარსებდა ახალ ქალაქს.
4. ბერძნული კოლონიების დაარსების ერთერთი მიზეზი ასევე იყო გაღარიბებული
და ვალებში ჩაფლული ბერძენი მოსახლეობის მიერ სამშობლოს დატოვება.
5. კოლონიზაციის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ახალი მიწების ათვისებისა და
ვაჭრობის არეალის გაფართოებაც. პოლისებს ერთის მხრივ მათ მიერ წარმოებული
ჭარბი პროდუქტი უნდა გაესაღებინათ, მეორე მხრივ კი გარედან უნდა შემოეტანათ
ის ნედლეული, რომელიც მათ ქალაქებში არ მოიპოვებოდა.
კოლონიზაციის პროცესს ხელს უწყობდა ზღვაოსნობის განვითარება, რადგან
გემით მგზავრობა უფრო უსაფრთხო და ხანმოკლე იყო.
კოლონიის დაარსება მეტად საპასუხისმგებლო საქმე იყო. მასში ქურუმები და
წინასწარმეტყველები ერეოდნენ. კოლონიის დასაფუძნებლად თავდაპირველად
ქალაქის კრებას წარუდგენდნენ ახალი კოლონიის დაარსების პროექტს, რომელსაც
ეს კრება ამტკიცებდა ან უარყოფდა. დამტკიცების შემთხვევაში არისტოკრატიის
საბჭო იღებდა გადაწყვეტილებას კოლონიის დაფუძნების პირობების შესახებ და
ასევე ადგენდა თუ ვინ უნდა გადასახლებულიყო იქ. შემდეგ ირჩევდა ექსპედიციის
ხელმძღვანელს, რომელიც ქალაქის არისტოკრატიის წარმოამდგენელი უნდა
ყოფილიყო, რომელსაც ეწოდებოდა ოიკისტი. მას უნდა ემართა ახლად
დაარსებული კოლონია და ასევე ეხელმძღვანელა მისი თავდაცვითი
სისტემისათვის. კოლონიის დაფუძნება საკმაოდ სარისკო საქმე იყო და ნიშნავდა
იმას რომ კოლონისტებს საბოლოოდ უნდა გაეწყვიტათ ურთიერთობა კოლონიის
დამაარსებელ ქალაქთან. ამიტომ კოლონისტები მიმართავდნენ ქალაქ დელფოსში
ღვთაება აპოლონის ორაკულს (მისანს) რჩევისათვის. ორაკული მათ
საორიენტაციოდ სთავაზობდა ზოგად გეოგრაფიულ არეალს და აფიქსირებდა იმ
კრიტერიუმებს, რომელიც უნდა დაეკმაყოფილებინა დასაარსებელ კოლონიას.
დასახლების ადგილის, კოლონიის, შერჩევისას ბერძნები ითვალისწინებდნენ
შემდეგ პირობებს:
1.ქალაქი ადვილი მისადგომი უნდა ყოფილიყო ზღვიდან;
2.ქალაქის დაცვა ადვილი უნდა ყოფილიყო;
3.ქალაქის გარშემო ნაყოფიერი მიწები უნდა ყოფილიყო;
4.ქალაქი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო წყლის მუდმივი მომარაგებით;
კოლონიების დამაარსებელ პოლისებს ეწოდებოდა მეტროპოლია ანუ “დედა
ქალაქი”. კოლონიის მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა. საბერძნეთიდან
გადმოსახლებული ბერძნები აწყობდნენ სახელოსნოებს, ქალაქის გარშემო
ამუშავებდნენ მიწას, ვაჭრობდნენ ქვეყნის სიღრმეში მცხოვრებ ადგილობრივ
მოსახლეობასთან. ზოგჯერ ბერძნები მათგან მონებს ყიდულობდნენ. მონების
ნაწილს კოლონიაში იტოვებდნენ, ნაწილს კი გასაყიდად მეტროპოლიაში
გზავნიდნენ. ასე რომ კოლონიები იქცნენ ბერძნული საქონლის გასაღების ახალ
ბაზრად. თავის მხრივ კოლონიების საბერძნეთში გზავნიდა დამატებით, იაფ
ნედლეულს, რაც მეტროპოლიის მზარდ ეკონომიკას სჭირდებოდა. თანდათანობით
ბერძნული კოლონიების მსოფლიო სავაჭრო ცენტრებად იქცა. როგორი იყო
დამოკიდებულება მეტროპოლიასა და კოლონიებს შორის? მას შემდეგ რაც
კოლონისტი ბერძნები მეტროპოლიას დატოვებდნენ, ისინი კარგავდნენ უკან
დაბრუნების უფლებას.
ბერძნებმა კოლონიები დაარსეს ხმელთაშუა ზღვისპირეთში: მაგ;
ბიზანტიონი, მასალია ანუ მარსელი, ნეაპოლი, სირაკუზი და სხვა. ჩრდილო შავი
ზღვისპირეთში: მაგ: პანტიკაპეონი, ოლვია ხერსონესი და სხვა; ასევე შავი ზღვის
აღმოსავლეთ სანაპიროზე, საქართველოს ტერიტორიაზე _ მაგ: ფაზისი-ფოთის
მახლობლად; გიენოსი-ოჩემჩირესთან; დიოსკურია-სოხუმთან; პიტიუნტი-
ბიჭვინთასთან. მათი მეტროპოლია იყო ქალაქი მილეტი; მცირე აზიის დასავლეთ
სანაპიროზე. ძვ.წ. VI ს-ის განმავლობაში ბერძნული კოლონიზაციის პროცესი
თანდათან შენელდა. ბერძნულ კოლონიურ ექსპანსიას წერტილი დაუსვეს
გაძლიერებულმა ეტრუსკებმა, კართაგენმა და სპარსეთის იმპერიამ.

You might also like