You are on page 1of 3

ბერძენ-სპარსელთა ომები

ეს ომები მიმდინარეობდა ძვ.წ 490-449 წელს. არის მსოფლიო


ისტორიაში საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციების დაპირისპირების
პირველი მაგალითი. ძვ.წ. მეექვსე საუკუნიდან ირანმა გაავრცელა
თავისი ექსპანსია მცირე აზიაში. სპარსელების ტირანიის წინააღმდეგ
აჯანყდნენ მცირე აზიული ბერძნული ქალაქ-სახელმწიგოები(პოლისები),
მათ დაეხმარა ათენი. დარიოსი ადვილად გაუსწორდა ამ აჯანყებას,
გუმცა იმის გამო, რომ ათენი დაეხმარა ასევე მილერსაც, 490 წელს
გადასხეს ფლოტი ეგეოსის ზღვაში და ათენისა და სპარტას გარდა,
ყველა ბერძნულმა სახელმწიფომ ცნო სპარსელების უპირატესობა.
დარიოსმა გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა ათენი და ქალაქიდან 42
პიროვნების მოშორებით, მარათონის ველზე მოხდა ბრძოლა, რომელშიც
ბერძენი სტრატეგის(სარდლის), მილტიადეს ტაქტიკით ბერძნებმა
თავდასხმა მოიგერიეს და ბრძოლაც მოიგეს, გამარჯვებულ ათენელთა
სიხარული იმდენად დიდი იყო, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა მებრძოლი
სრული აღჭურვილობით, სირბილით გაემართა ათენისაკენ, გაირბინა 42
კილომეტრი, აგორაზე დაიძახა მოვიგეთ ბრძოლაო და უსულოდ დაეცა.
მის საპატივცემულოდ, დღემდე, ოლიმპიურ თამაშებში შეტანილია
მარათონული სირბილი. მარათონში განცდილი მარცხის შემდეგ,
აქამენიდელმა ირანელებმა დაიწყეს გენერალური ბრძოლისთვის
მზადება, თუმცა ირანში არეულობა დაიწყო, აჯანყდა ეგვიპტე და
მესოპოტამია და 486 წელს ირანის შაჰი გახდა ქსერქსე, რომელმაც
აღადგინა ქვეყანა და განაგრძო მზადება საბერძნეთში შეჭრისთვის.
ბერძნები სპარტის ინიციატივით, 481 წელს შეიკრიბნენ კორინთოსთან
საერთო ბერძნულ კონგრესზე, რომელმაც ბერძენთა სახმელეთო და
საზღვაო ლაშქრის მეთაურად, სპარტელი ლეონიდასი და ევრიბიადე
დანიშნა. 480 წლისათვის მიიღეს ათენის ლიდერის თემისტოკრეს
წინადადება, რომ მთავარი ბრძოლა სღვაზე გაემართათ. ბერძნები
პელოპონეში თერმოპილეს მახლობლად დაბანაკდნენ, ქსერქსეს არმიამ
მოღალატე ეპიალტე საიდუმლო ბილიკებით ატარა, მაგრამ სპარტის
მეფე ლეონიდასი სამას სპარტელთან ერთად ქსერქსეს მეომრებს
თერმოპილეს გასასვლელთან დაუხვდა და შეეწირა და ბერძენთა
დანარჩენი ნაწილები ბრძოლის ველიდან უდანაკარგოდ გავიდნენ.
ბერძნებმა შეძლეს საზღვაო ფლოტის თავიდან აღჭურვა და გადამწყვეტი
ბრძოლა, კუნძულ სალამინთან გაიმართა. ბერძნული ტრაერები
ადვილად მოძრაობასა და მანევრირებას ახერხებდნენ, მაშინ, როცა
სპარსულ-ფინიკიულ დიდ ხომალდებს, გაუჭირდათ აქ მოძრაობა,
ერთმანეთს შეეჯახნენ და ბერძნება ადვილად შეძლეს გამარჯვება. ძვ.წ.
479 წელს პლატეასთან და მიკალეს კონცხთან დაამარცხეს სპარსელები
და 449 წელს დაიდო კალიასის ზავი, თუმცა საბოლოოდ სპარსეთი
ალექსანდრე მაკედონელმა შეიერთა.

ათენი
ძვ.წ. 638-558 წელს ათენში აირჩიეს მმართველად სოლონი, რომელმაც
აკრძალა თავისუფალი ადამიანის მონად გაყიდვა და მისი მონად ქცევა,
გაიზარდა მოქალაქეების უფლებები(კაცი, ვისაც ბერძენი მშობლები
ყავდა), გაფართოვდა მოქალაქეების უფლებები, შემოიღო
მოქალაქეობის მცნება დაყო ის 4 ნაეილად, ეემოიღო ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო, რომელშიც ირჩევდნენ 3 წელს გადაცილებულ ბერძენ
მოქალაქეს ქონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად. სასამართლოს
ფუნქციებში შედიოდა არამარტო საქალაქო და სისხლის სამართლს
საკითხების განხილვა არამედ თანამდებობის პირთა საქამიანობის
კონტროლიც, კლისფინემ გააუქმა მოქალაქეთა დაყოფა ქონების
მიხედვით, ყველა გაათანაბრა, მთელი საბერძნეთი სამ ტერიტორიულ
ოლქად დაყო, სანაპირო, გარე ოლქები და შუა ნაწილი და 10 ფილედ
დაყო, რომლებშიც გვარები გამცალკევებული იყო და მლსახლეობა
შერეული, ყველა მოქალაქეს შეეძლო სახალხო კრებაში და
სასამართლოში მონაწილეობა. ოთხასთა საბჭო შეცვალა ხუთასთა
საბჭომ, ჩაატარა სამხედრო რეფორმა, შექმნა სტრატეგოსების კოლეგია,
რომელშიც 10 სარდალი შეიდოდა, რომლებსაც განუსაზღვრელი ვადით
ირჩევდნენ, მანვე შემოიღო ოსტრაკისმო ანუ ნატეხთა სასამართლო,
ყველოწლიურად სახალხო კრებაზე, მინიმუმ 6000 მოქალაქე თიხის
ფირფიტაზე წერდა იმ პირის სახელს, რომელიც იყო ტირანიისკენ
მიდრეკილი ფა უმრავლესობა რომ დაწერდა, მას ქალაქიდან 10 წლის
ვადით აძევებდნენ. დემოკრატიული რეფორმები დაასრულა პერიკლემ,
მის დროს ათენის უმალესი ორგანო გახდა სახალხო კრება, კრებაში
მონაეილეობდა 20 წელს ზემოთ ყველა ათენელი მამაკაცი, კრება
წყვეტდა ყველა ძირითად საკითხს, პოლიტიკა ეკონომიკა და ა.შ.
გადაწყვეტილებებს იღებდენენ ღია ან ფარული კენჭისყრით. სახალხო
კრების კანონებს ამზადებდა ხუთასთა საბჭო ბულე, რომელიც 1 წლის
ვადით ირჩევდა სახელმწიფო მოხელეებს, ორჯერ არავის ჰქონდა
თანამდებობის დაკავების უფლება, გამომაკლისი იყო მთავარსარდლის
თანამდებობა. სასამართლოს არჩევნებში მთელი ათენი მონაწილეობდა.
ბრალდებულისთვის უცნობი იყო იმ მკსამართლის ვინაობა, ვინც მის
საქმეს განიხილავდა. პოლისის სამხედრო საქმეებს განაგებდა
სტრატეგოსთა კოლეგია, 10 კაცის შემადგენბოლით, რომელსაც
ირჩევდნენ ღია კენჭისყრით, დანარჩენ თანამდებობაზე ფარულით.
პერიკლემ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც, ათენელაფ
ითვლებოდა ყველა მამაკაცი, ვისაც ორივე მშობელი ათენელი ჰყავდა.
ათენელი მოქალაქეობას კაგავდა ბრძოლაში გამოჩენილი ლაჩრობის,
ქურდობი, ვალების გადაუხდელობისა და ღმერთების უპატივცემულობის
გამო. ყველა მოქალაქე ფლობდა მიწას და მას თავად ან მონების
დახმარებით ამუშავებდა, მამაკაცის უმთავრეს მოვალეობას სამხედრო
სამსახური წარმოადგენდა და ის 49 წლამდე ითვლებოდა სამხედრო
ვალდებულად.

სპარტა
სპარტა იყო სახმელეთო სახელმწიფო, შედგებოდა
პირველი-სპარტელი სრულუფლებიანი მოქალაქეებისგან, მათ
აუცილებლად ერთი სიდიდის მიწის ნაკვეთი უნდა ჰქონოდათ,
მეორე- ჰილოტები, დაპყრობილი მოსახლეობა, რომელიც ამუშავებდა
სრულუფლებიანი მოქალაქეების მიწებს და მოსავლის ნაწილს უხდიდა.
მესამე-ვაჭარ ხელოსნები, იგოვე პერიკები, რომლებიც თავისუფლები
იყვნენ, მაგრამ პოლიტიკური უფლებები ჩამორთმეული ჰქონდათ.
თავისუფალი სპარტელები მხოლოდ სამხედრო და სახელმწიფო
საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. სპარტა ოლიგარქიულ ქალაქ-
სახელმწიფოდ ძვ.წ. მეცხრე საუკუნეში ჩამოყალიბდა. მისი პირველი
კანონები ლიგურგემ შეადგინა. სპარტას ორი მეფე მართავდა, ისინი
მემკვიდრეობით იღებდნენ ამ ტიტულს, მაგრამ საშინაო საქმეებში
უმნიშვნელო როლს ასრულებდნენ. მათი ძალაულება რეალური
მხოლოდ ომის დროს ხდებოდა. დპარტაში დიდი უფლებებით
სარგებლობდა უმაღლესი სასამართლო და სამხედრო საბჭო, გერუსია,
რომელშიც მეფის ჩათვლით შედიოდა 30 წევრი, მისი შემადგენლპბა
არჩევითი იყო და აქ ირჩევდნენ 60 წელს გადაცილებულ
სრულუფლებიან მოქალაქე კაცებს. სპარტის უმაღლესი ორგანო იყო
სახალხო კრება-აპელა, რომელსაც 30 წელს გადაცილებული
სრულუფლებიანი მოქალაქეები ესწრებოდნენ, აპელას გავლენა მცირე
იყო, რადგან საკანონმდებლო უფლებები არ გააჩნდა, ხმის მიცემა
ხდებოდა ყვირილით, ვინც უფრო ხმამაღლა იყვირებდა, მას ირჩევდნენ.
სპარტაში არსებობდა ეფორების ხუთ კაციანი კოლეგია, ის
დამოუკიდებელი იყო და ყველას აკონტროლებდა, მას მეფის
დაპატიმრების უფლებაც კი ჰქონდა. დპარტას შემოსავლის ძირითადი
საქმე იყო ომები, ამიტომ აქ უდიდესი ყურადღება ექცეოდა სამხედრო
საქმეს. 8 წლამდე ბიჭები ოჯახში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი გადადიოდნენ
სახელმწიფოს განკარგულებაში, სპარტელები ბავშვობიდანვე
სწავლობდნენ იარაღის ხმარებას და ეჩვეოდნენ ფიზიკურ ამტანობას,
ნებისმიერ მცირე დანაშაულზეც სასტიკად ისჯებოდნენ. 18 წლის ასაკში
სამხედრო აღზრდა სრულდებოდა, ისინი წერა-კითხვასაც სწავლობდნენ,
თუმცა განალება მათთვის მეორეხარისხოვანი იყო. სპარტელი ქალებიც
გადიოდნენ სამხედრო აღზრდას, რომ მამაკაცების არყოფნის
შემთხვევაში და მტრის შემოსევის დროს თავის დაცვა შესძლებოდათ.
სპარტაში სახელმწიფო აკონტროლებდა ყველა მოქალაქის პირად
ქონებას. დიდი ხნის განმავლობაში სპარტადი ფულიც არ იჭრებოდა.
სპარტაში ასევე აკრხალული იყო საგარეო ვაჭრობაც, ყველაფერი
საჭირო თვითონ სპარტაში მზადდებოდა, ყველა სპარტელი ვალდებული
იყო დაეცვა და არ დაეწოვებინა სამშობლო.

You might also like