You are on page 1of 25

ათენი - დემოკრატიის

სამშობლო
ისტორიის პედაგოგი
თამარ ბეკურაშვილი
მდებარეობა

შუა საბერძნეთში
მდებარე ატიკის ოლქი
ძველთაგანვე
საბერძნეთის ცენტრს
წარმოადგენდა. ატიკის
მთავარმა ქალაქმა
ათენმა თანდათან
მთელ ატიკაზე მოიპოვა
გავლენა.
ათენი
ათენის ტერიტორია
შედგებოდა
საკუთრივ ქალაქის,
ნავსადგურის
(პირეოსის) და
გარშემო მდებარე ათენის ტერიტორია
ტერიტორიისგან არქეოლოგიური
(სოფლები, პატარა მონაცემებით ძვ.წ. XVI
დასახლებები, ზღვის საუკუნიდან იყო
სანაპირო ზოლი). დასახლებული.
ლეგენდა
ათენზე
ქალღმერთი ათენასა და
ზღვის ღმერთ პოსეიდონს
შორის გაიმართა პაექრობა,
თუ ვის მფლობელობაში
უნდა ყოფილიყო ატიკა.
პოსეიდონმა კლდეს დაჰკრა
სამთითი და წყარო
გადმოადინა, ათენამ კი
თავისი შუბი ზეთისხილად
აქცია.ბერძნებს ათენას
საჩუქარი უფრო მოეწონათ
ამიტომ ამიტომ ქალაქს
ათენი დაარქვეს.
ზეთის ხილი

ზეთისხილი ატიკის
მთავარი პროდუქტი
გახდა, ზეითუნის
ზეთი ბერძნებს
საზღვარგარეთაც
გაჰქონდათ
სავაჭროდ.
აკროპოლისი
ათენას სახელზე
ბერძნებმა ტაძარი ააგეს
და ზეიმები დააწესეს,
რომლის დროსაც
იმართებოდა მუსიკალური
და სპორტული
ასპარეზობები,
მსხვერპლშეწირვა და
საზეიმო მსვლელობა.
მასში საზოგადოების
ყველა ფენა
მონაწილეობდა.
ათენის საზოგადოება

ათენის სახელმწიფოს შექმნა, ხუთი


დასახლების გაერთიანებით, გმირ
თეზევსს მიეწერება. თავისუფალი
მოსახლეობა მან სამ ფენად დაყო.
პირველ ფენას მიეკუთვნებოდნენ
წარჩინებულები ანუ ევპატრიდები,
მეორე და მესამე ფენა კი თავისუფალი
მოქალაქეები იყვნენ - დემოსი.
სახელმწიფო მმართველობა
 თავდაპირველად ათენში ძალაუფლებას
არისტოკრატია ანუ ევპატრიდები
ფლობდნენ, პოლისს სათავეში ბასილევსი
(მეფე) ედგა. აღმასრულებელ
ხელისუფლებას წარმოადგენდა არქონტთა
9 კაციანი კოლეგია, რომელსაც არეოპაგი,
ანუ არისტოკრატიის საბჭო ირჩევდა.
მოსახლეობის მეორე და მესამე ფენა ანუ
დემოსი ირჩევდა სახალხო კრებას -
ეკლესიას და ისინი ამ ეკლესიის წევრები
იყვენენ.
ათენი - დემოკრატიის
სამშობლო

პირველად მცნება მოქალაქე ათენში გაჩნდა.


ათენი გამოირჩეოდა დემოკრატიული
მმართველობით, ანუ აქ ქვეყნის მართვაში
ხალხიც იღებდა მონაწილეობას.
დემოკრატია (ბერძნულად) – “დემოს” -ხალხი,
“კრატოს” - ძალაუფლება.
დემოკრატიული რეფორმები
ათენში
ძვ.წ. 621 წლიდან ათენში მკაცრი კანონები მოქმედებდა,
რომლებიც არქონტმა დრაკონმა დაუწესა ათენელებს და
ქვის ფილებზე ჩაწერა. კანონები იმდენად მკაცრი იყო, რომ
მას “სისხლიანი კანონები” უწოდეს.
ძვ.წ. 594 წელს არქონტმა სოლონმა რეფორმები გაატარა.
მან მოსახლეობა ოთხ ფილედ - ტომად დაყო.
ძვ.წ. 560 წლიდან ათენს მართავს პისისტრატე. მან შექმნა
ჯარი, ფლოტი და “მოსიარულე მოსამართლეთა” სამსახური.
ძვ.წ. 509 წლიდან კლისთენემ მოსახლეობა დაყო ათ
ტერიტორიულ ფილედ. მან შემოიღო “ოსტრაკიზმო” ანუ
ათენიდან 10 წლით გაძევება.
ძვ.წ. 444 წლიდან ათენს მართავს პერიკლე, მის დროს
ათენში დამკვიდრდა დემოკრატია და არჩევნები ტარდებოდა
ღია კენჭისყრით.
ათენი - დემოკრატიის სამშობლო
ოსტრაკონი კენჭისყრის ჟეტონები
მოქალაქეები
 ათენის მოქალაქეებად
ითვლებოდნენ ათენელი
სრულწლოვანი მამაკაცები.
ქალები, ბავშვები, მონები და
უცხოელები უუფლებონი
იყვნენ.
ათენში მცხოვრებ
უცხოელებს, ათენელების
მსგავსად ეკისრებოდათ
სამხედრო მოვალეობა და
დღესასწაულების
დაფინანსება.
მონები
ათენის მოქალაქეთა
უმრავლესობას, ერთი მონა
მაინც ჰყავდა. მონებს
ათენელები იყენებდნენ
სახელოსნოებში, მინდვრის
სამუშაოებზე, ოჯახში.
არსებობდნენ
სახელმწიფო მონებიც,
რომლებიც საზოგადოებრივი
დანიშნულების
მშენებლობებზეც
მუშაობდნენ.
კულტურა
 ათენის მთავარ
ღირშესანიშნაობას
წარმოადგენდა აკროპოლისი -
ზედა ქალაქი. იქ სხვადასხვა
დროში აშენდა სხვადასხვა
დანიშნულების შენობა -
ნაგებობები. მათ შორის
აღსანიშნავია ღმერთების
პანთეონი, რომელიც თეთრი
მარმარილოთია ნაგები.
ათენში აღმართული იყო
ქალღმერთ ათენას 12 მეტრი
სიმაღლის ქანდაკება, რომელიც
ოქროსგან და სპილოს
ძვლისგან იყო დამზადებული.
უპასუხეთ კითხვებს:

რომელი საუკუნიდან ჩანს დასახლება


ათენის ტერიტორიაზე?
1) ძვ.წ. XVI საუკუნიდან
2) ძვ.წ. XVII საუკუნიდან
3) ძვ.წ. XVIII საუკუნიდან
უპასუხეთ კითხვებს:

ვის საპატივსაცემოდ დაერქვა ქალაქს


ათენი?
1) ქალღმერთ ათენას
2) ქალღმერთ აფროდიტეს
3) ღმერთ პოსეიდონის
უპასუხეთ კითხვებს:

რა მიიღეს საჩუქრად ბერძნებმა


ქალღმერთ ათნასგან?
1) სასმელი წყალი
2) ზეთის ხილი
3) ვაზი
უპასუხეთ კითხვებს:

რამდენ ფენად იყოფოდა ათენის


მოსახლეობა?
1) ორ ფენად;
2) სამ ფენად;
3) ოთხ ფენად.
უპასუხეთ კითხვებს:

რამდენი არქონტისგან შედგებოდა


არეოპაგი, ანუ არისტოკრატთა საბჭო?
1) 8 არქონტისგან;
2) 9 არქონტისგან;
3) 10 არქონტისგან;
უპასუხეთ კითხვებს:

როგორი მმართველობა იყო ათენში?


1) რესპუბლიკური;
2) ტოტალიტარული
3) დემოკრატიული.
უპასუხეთ კითხვებს:

რას ნიშნავს დემოსი?


1) ხალხს;
2) არისტოკრატიას;
3) მმართველს.
უპასუხეთ კითხვებს:

ვის არ ჰქონდა უფლებები ათენში?


1) მამაკაცებს;
2) უცხოელებს;
3) ქალებს.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like