You are on page 1of 10

ათონის ქართველთა

მონასტერი
ათონის ივერთა მონასტერი – ისტორიული ქართული მონასტერი. მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის
ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე, აიონ-ოროსის ვიწრო, გრძელი და მთაგორიანი
ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ათონის მთის ქვედა კალთაზე, ეგეოსის ზღვის პირას. დაარსდა
980-983 წლებში.
965 წელს ათონის მთას ეწვია
გამოჩენილი ქართველი მოღვაწე
იოანე, რომელსაც ახლდნენ
ვაჟიშვილი ექვთიმე და მოწაფენი.
მათი წყალობით იქცა ათონის სავანე
არამხოლოდ დასავლეთში მყოფ
ქართველთა ძირითად საეკლესიო-
სამონასტრო ცენტრად არამედ
ქართული კულტურის მძლავრ
კერად.
ექვთიმე მთანწმინდელი
• 14 წლის განმავლობაში ქართველთა მონასტერს
ექვთიმე ათონელი ხელმძღვანელობდა. იგი ჯერ
კიდევ მამის სიცოცხლეში იოანეს ავადმყოფობის
გამო უძღვებოდა ქართული სავანის მთელ
საქმიანობას. მისი წყალობით იქცა ათონის სავანე
არამხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა
ძირითად საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად
არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერად.
ექვთიმე ათონელის საქმიანობამ საყოველთაო
აღიარება ჰპოვა. მადლიერი თანამემამულენი
კმაყოფილებით აღნიშნავდნენ ,, განანათლა და
შეამკო ნათესავი და ენაი ჩვენი’’ - გიორგი
ათონელი. ,,განავრცელა და განანათლა
ქართველთა ენაი’’ _ სვიმონ დვალი.
ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ექვთიმეს
სიცოცოხლეში გამოირჩეოდა, არამედ მომდევნო პერიოდშიც კარგა
ხანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. იქ
გრძელდებოდა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელშიც
მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ეს
მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ დამკვიდრდა
გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი ათონელი, რომელმაც
განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ წამოწყებული
საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივირონის წინამძღვრად იყო. ის
მრავალმხრივ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა და ენერგიულად
ხელმძღვანელობდა ქართული სავანის ბინადართა საეკლესიო-
სამონასტრო ცხოვრებას საქართველოს სამეფო დახმარებითა და
ხელშეწყობით მან ათონის ქართველთა მონასტერი გაამდიდრა,
განამტკიცა და გააძლიერა, აღმშენებლობითი სამუშაოც ჩაატარა და
მამულებიც შემოიმატა-შემოიმტკიცა.
• 1259 წელს ათონის ნახევარკუნძული, კერძოდ იქაური მონასტრები დაარბიეს ჯვაროსნებმა.
მტერს ვერც ივირონი გადაურჩა.
• XIV საუკუნის დამდეგს ათონი რამდენიმეჯერ იქცა მტრის სათარეშო არენად. არაბმა
მეკობრეებმა უმოწყალოდ გაძარცვეს ქართული სავანე და მთავარი ტაძრის დანგრევაც კი
განიზრახეს, მაგრამ მარმარილოს სვეტები ადგილიდან ვერ დაძრეს, გუმბათიანი ნაგებობის
ჩამოქცევა ვერ მოახერხეს.
• XVI საუკუნის დამდეგისათვის ქართველთა დახმარებამ და შეწირულობამ რამდენადმე
შეცვალა ათონელთა მდგომარეობა. გაჩაღდა აღმშენებლობითი საქმიანობა და დანგრეულ
ნაგებობათა აღდგენა-განახლება.
• XVII საუკუნიდან ათონელებს კვლავ ეხმარებოდნენ თანამემამულენი
• XVIII საუკუნეებში ათონს ეწვია არაერთი მოღვაწე, რამდენიმეჯერ იყო გამოჩენილი მწერალი
და მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი. საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და
ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქართველებმა ათონისადმი დახმარება შესამჩნევად
შეამცირეს
ათონის ივერთა მონასტერ მე-18 საუკუნეში. ტიმოთე
გაბაშვილი
• XIX საუკუნის დამდეგიდან, ქართველთა მდგომარეობა
ათონზე მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა დაკარგა
მფარველ-შემწენი. ქართველ მეფეთა სახით, ხოლო
ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა. ბერძნებმა
ათონელი ქართველები უფრო მეტად შეავიწროეს.
ამიერიდან რუსეთი უნდა დახმარებოდა გაჭირვებაში
ჩავარდნილ ქართველობას, მაგრამ დასავლეთის ამბებმა,
მძაფრმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, სამამულო ომმა მისი
ყურედღება ჩამოაშორა ათონს. ამით ისარგებლეს
ბერძნებმა და მტკიცედ დამკვიდრდნენ ივერთა მონასტერში
ქართული ხელნაწერები დღეს

• ათონის ივერთა მონასტრის ქართველები თანდათან შეავიწროვეს და უკანასკნელ


ხანებში მონასტერი მთლიანად ხელთ იგდეს ბერძნებმა. ამჟამად აქ ქართველთაგან
აღარავინ არის. თანდათან გაპარტახდა მონასტრის წიგნთსაცავიც. ათონის ივერთა
მონასტერში მხოლოდ 86 ხელნაწერიღა დარჩა. მათი უმრავლესობა X საუკუნისაა ,
რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
• ოპიზაში გადაწერილი ოთხთავი
• ოშკში თორნიკე ერისთავის დაკვეთით 978 წელს გადაწერილი ბიბლიის
ხელნაწერი;
• მრავალთავი;
• ეფთვიმეს მიერ თარგმნილი თხზულებათა კრებული.
ოპიზის ოთხთავი და მრავალთავი

You might also like