You are on page 1of 2

იშხნის მონასტერი

იშხანი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი


სამონასტრო და საეპისკოპოსო ცენტრი იყო, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ტაოში
(ამჟამად თურქეთის ფარგლებშია).
თავდაპირველი ეკლესია VII საუკუნის 30-იან წლებში ქალკედონიტ სომეხთა
კათალიკოსმა ნერსესმა ააშენა. არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX
საუკუნის I ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის დეიდაშვილმა და მოწაფემ საბა იშხნელმა განაახლა.
საბამ ტაძარი ააგო ძველი ეკლესიის ნანგრევებზე, რომლიდანაც გადარჩენილი საკურთხევლის
ნახევრადწრიული აბსიდი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით ნერსეს პატივსაცემად და
სახსოვრად საბას მთლიანად მოუქცევია ახალ შენობაში. საბა გახდა იშხანის პირველი ქართველი
ეპისკოპოსი. ამ ტაძრის ეპისკოპოსებს იშხნელებს ეძახდნენ. საეპისკოპოსო კათედრამ იშხანში XVII
საუკუნის მეორე ნახევრამდე იარსება. X საუკუნეში იგი კვლავ საფუძვლიანად აღადგინეს, მაგრამ
საბოლოო სახე ტაძარმა 1032 წელს ბაგრატ IV-ის მეფობის დროს, ხუროთმოძღვარ ივანე
მორჩაისძის ხელში მიიღო.
იშხანის ტაძარმა, მიუხედავად გადაკეთებებისა და ნგრევისა, მრავალი წარწერა შეინარჩუნა. 2011
წელს ქართულმა ექსპედიციამ გამოავლინა მანამდე უცნობი ასომთავრული წარწერა, რომელშიც
მოხსენიებულია ვინმე „თრდატის ძე“, შესაძლოა ტაძრის ერთ-ერთი ხუროთმოძღვარი. XVI საუკუნის
მეორე ნახევრიდან XVIII საუკუნის ბოლომდე აქ მეჩეთი ფუნქციონირებდა. ამ პერიოდიდან, მოხდა
იშხნის დიდი ნაწილის დანგრევა. 2016 წელს ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია.
ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ნუსხის მინაწერი მოგვითხრობს იშხნელ მოღვაწეთა
მწიგნობრულ საქმიანობაზე. იშხნის მონასტერში ილარიონ იშხნელის დაკვეთით გადაიწერა ასკეტურ
თხზულებათა კრებული და მესტიის სახარება. ამბერკი იშხნელის დავალებითა და დახმარებით
განუახლებიათ 1233 წლით დათარიღებული ხელნაწერი. აქვე 973 წელს, ეპისკოპოს ილარიონის
შეკვეთით, შესრულდა ჭედური, მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, რომელიც ახლა საქართველოს
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

უბისის მონასტერი
უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფელ
უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იმერეთში.
უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორ
ს.გორგაძის მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად
საფუძველი ჩაეყარა IX საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან
განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო
კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ
ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის
დემეტრეს დახმარებით, აუგიათ მონასტერი.
XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის
გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ
აკადემიკოს ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ
მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი და მოწაფე გერასიმე. ტაძარში
წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა,
ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა "უბისის წმინდა გიორგის
ფრესკა" და "საიდუმლო სერობა".
მონასტრის შენობა-ნაგებობაში შედის კოშკიც, რომელიც 1141 წელს ააგო სვიმონ
ჭყონდიდელმა დემეტრეს მეფობის დროს.
უბისის მონასტრის ერთ-ერთი განახლების ეტაპი იმერეთის მთავართა გვარის – აბაშიძეების
მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული, რომელბიც XVI_XIX საუკუნეებში მონასტრის მზრუნველებად
და მფლობელებად გვევლინებიან.
თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია,
გაუმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: „უბისს ავაგე საყდარი“...
უბისის მონასტერი კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო. საუკუნეების განმავლობაში აქ
ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები.
ტაძარი სხვადასხვა დროს გამოკვლეული იქნა ხელოვნების ისტორიის მკვლევარების მარი
ბროსეს, ს. გორგაძეს, ე. თაყაიშვილს, შ. ამირანაშვილს, ვ. ბერიძეს, რ. შმერლინგსა და სხვთა მიერ.

You might also like