You are on page 1of 81

კედლის მხატვრობის სქემა

ნაწყვეტი
ქეთევან აბაშიძის სტატიიდან „ქრისტიანული ტაძრის
ხუროთმოძღვრული სახე“

ჟურნალი „რწმენა და ცოდნა“ № 3(7), 2001 წ.


ტაძარი არის ჭეშმარიტი ზეციური ტაძრის ხატი დედამიწაზე, ხილული ცა, მთლიანი სამყაროს
სახე. ამის შესაბამისად, მხატვრობის პროგრამა ზემოდან ქვემოთ განიშლება. გუმბათის
ნახევარსფეროში არის „ცა“, რომელიც დომინირებს; მთელს შიდა სივრცეში გამოისახება უფალი
„ღმერთი მამა, ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულითა ყოველთა და არა
ხილულთა“ (საქართველოსათვის დამახასიათებელია გუმბათის სფეროზე ანუ ცის კამარაზე
ტრიუმფალური ჯვრის გამოსახვა). გუმბათის ყელზე, სარკმლებს შორის ორ რეგისტრად
გამოისახებიან - სფეროს ძირში მთავარანგელოზნი, ხოლო მის ქვემოთ ძველი აღთქმის
წინასწარმეტყველნი - ღვთის რჩეულნი, რომელთაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველეს;
აფრებზე (გუმბათის, ანუ „ზეცის“ შემაკავშირებელი შენობის ქვედა ჯვრულ კორპუსთან)
გამოისახებიან მახარებლები - მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე - სწორედ ისინი, ვინც შეაკავიშირეს ცა
და დედამიწა; რომელთა ღვაწლით წერილობით დაგვრჩა ქრისტეს, განკაცებული ძე ღმერთის
მოძღვრება და მის მიერ მიწაზე გავლილი ცხოვრების აღწერა.
სვეტებზე, რომლებსაც გუმბათი (ცა) უჭირავთ და მას აფუძნებენ დედამიწაზე, გამოისახებიან ის
ადამიანები, რომლებიც თავიანთი მოწამეობრივი აღსასრულით წმინდანებად არიან შერაცხილნი:
ნეტარნი დედანი, მეუდაბნოენი, მესვეტენი, წმიდა მოწამე-მეომრები და სხვ. მსგავსად სვეტებისა,
ისინი დედამიწაზე ქრისტეს მოძღვრების განმამტკიცებელნი იყვნენ და მათ წმიდა ღვაწლს,
თავდადებას ემყარება, ეფუძნება ამქვეყნიური ეკლესია.
ტაძრის შენობის ქვედა, ჯვრული კორპუსის მნიშვნელოვანი სივრცული მონაკვეთი კონქით ანუ
გუმბათის ნახევრით დასრულებული საკურთხეველია. აქ მუდამ გამოისახება საუფლო ტახტზე
მჯდომი განკაცებული ღმერთი, იესო ქრისტე: ა) „ქრისტე დიდებითა“ - მაცხოვარი ანგელოზთა
დასის თანხლებით; ბ) „ქრისტე ვედრებითა“ - მაცხოვარი მავედრებელ ღვთისმშობელსა და იოანე
ნათლისმცემელს შორის და გ) საქართველოსათვის ყველაზე დამახასიათებელია საკურთხევლის
კონქში ყრმით ტახტზე მჯდომი ყოვლად წმიდა ღვთისმშობელის გამოსახვა, როგორც სამოთხის
დედოფლისა.
კონქს ქვემოთ უმრავღუსად გამოისახება „მაცხოვრის მიერ მოციქულთა ზიარება“,
ანუ მიწიერი ჟამისწირვის ზეციური წინასახე, ის, რაც აღესრულება საკურთხეველში.
მის ქვემოთ კი წარმოდგენილნი არიან ეკლესიის წმინდა მამები -
ღვთითგაბრძნობილი მღვდელმთავრები: წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ბასილი
დიდი, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვანი.
ტაძრის ინტერიერის ჯვრული კორპუსის კედლებზე იშლება ქრისტეს მიწიერი
ცხოვრების სცენები - თანმიმდევრული, კადრირებული სახით. სცენები სწორკუთხა
ჩარჩოებით მკაფიოდ გაემიჯნება ერთმანეთს. ხშირად, აქვეა ყოვლადწმინდა
ღვთისმშობელის ან ეკლესიის „პატრონის“ (ვის სახელზეც ტაძარია აგებული)
ცხოვრების ამსახველი სცენები. ეს სცენები უმთავრესად, კამარებსა და კედლებზე ორ
ან სამ რეგისტრად არის წარმოდგენილი.
მოხატულობის ქვედა რიგში (რეგისტრში), მიწასთან ახლოს გამოისახებიან კვლავ
წმინდანები: მეუდაბნოენი, მესვეტენი, მარტვილები და სხვანი. ხოლო მათთან
ერთად კი, უმრავღუსად საკურთხეველთან ახლოს, ღვთისმშობლის ან მაცხოვრის
წინაშე ვედრების პოზებით ხელაპყრობილნი გამოისახებოდნენ ქტიტორები -
დამკვეთნი და მაშენებელნი ეკლესიისა, მათ შორის, მეფენი, რომლებზეც წმინდა
მადლი გარდმოდინდება (ისინი დავით წინასწარმეტყველის შთამომავალნი არიან).
ამგვარად, ქვედა რეგისტრი მიწიერ ადამიანებს ეთმობათ, ისინი საქმით ემსახურნენ
უფალს - მოწამეობრივი ცხოვრებით, ვნებებათა ძლევის გზით, გამუდმებული
ლოცვით ერისა და მამულისათვის, მათზე ზრუნვით, ეკლესიების მშენებლობით...
მოხატულობა არასოდეს იწყება უშუალოდ მიწის პირიდან. იგი ყოველთვის ოდნავ
აწეულია და პირველი რეგისტრის დაწყებამდე გამოხატულია, ან სქელი
ორნამენტული არშია, ან დეკორაციული ფარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს
იმას, რომ გამოსახულებანი კედელზე იმიჯნებიან ჩვენგან - მრევლისაგან.
კედელი გაიაზრება, როგორც განყენებული სივრცე, სადაც გადაიშღება
წმინდა სახარება, სადაც თითქოსდა „ცოცხლდება“ ქრისტეს ცხოვრება -
წინასწარუწყებანი, სასწაულები, მსხვერპლის განმზადება, ამაღლება...
რაკიღა ტაძარი ციური სამყაროს, ზესთასოფლის ხატია, მისი კედლები
პირობითად ამ მიღმურ მისტიკურ, უხილავ სივრცედ, „მეოთხე
განზომილებად“ გაიაზრება, ესე იგი, იმად, რაც უცვლელია, მარადიულია
და დროისა და სივრცის გარეშე დგას. ეს არის უჟამო ჟამი. შესაბამისად
ამისა, მართლმადიდებლური სამყაროს მოხატულობათა უმთავრესი
მხატვრული გამომსახველობითი ხერხებია: სიბრტყოვანება, ხაზობრიობა,
ფერადოვანი ლაქები... მოხატულობა კედლის სიბრტყეს ემორჩილება და
მის გასწვრივ განიფინება; ტაძრის კედლის სიბრტყე მისტიკური სივრცეა,
ხოლო ადამიანთა თუ საგანთა გამოსახულებანი არის მათივე ხატი,
სიმბოლური სახე, სული და არა ხორცი, არა მატერია.
ამგვარად, ტაძარი შინაარსობრივ-ფუნქციურად შეკრულ მთელს
წარმოადგენს, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა შიდა სივრცე. აქ
წმინდა მადლი გარდმოდინდება მიწიერი ეკლესიის მიერ აღსრულებულ
ლიტურგიასთან ერთად. ეს არის მისტიკური სივრცე, სადაც ხდება
ადამიანის ზიარება ზეციურ სამყაროსთან.
გუმბათის ნახევარსფეროში არის „ცა“, რომელიც დომინირებს; მთელს შიდა სივრცეში
გამოისახება უფალი „ღმერთი მამა, ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცათა და
ქუეყანისა, ხილულითა ყოველთა და არა ხილულთა“ (საქართველოსათვის
დამახასიათებელია გუმბათის სფეროზე ანუ ცის კამარაზე ტრიუმფალური ჯვრის
გამოსახვა)
აფრებზე (გუმბათის, ანუ „ზეცის“ შემაკავშირებელი შენობის ქვედა
ჯვრულ კორპუსთან) გამოისახებიან მახარებლები - მათე, მარკოზი,
ლუკა, იოანე

გუმბათის ყელზე, სარკმლებს შორის ორ რეგისტრად გამოისახებიან -


სფეროს ძირში მთავარანგელოზნი, ხოლო მის ქვემოთ ძველი აღთქმის
წინასწარმეტყველნი
კონქში გამოისახება საუფლო
ტახტზე მჯდომი განკაცებული
ღმერთი, იესო ქრისტე: ა) „ქრისტე
დიდებითა“ - მაცხოვარი
ანგელოზთა დასის თანხლებით;
ბ) „ქრისტე ვედრებითა“ –
(დეისუსი)
მაცხოვარი მავედრებელ
ღვთისმშობელსა და იოანე
ნათლისმცემელს შორის
გ) საქართველოსათვის ყველაზე დამახასიათებელია საკურთხევლის კონქში ყრმით
ტახტზე მჯდომი ყოვლად წმიდა ღვთისმშობელის გამოსახვა, როგორც სამოთხის
დედოფლისა.
კონქს ქვემოთ უმთავრესად გამოისახება
„მაცხოვრის მიერ მოციქულთა ზიარება“,
მის ქვემოთ კი
წარმოდგენილნი არიან
ეკლესიის წმინდა მამები -
ღვთითგაბრძნობილი
მღვდელმთავრები: წმიდა
იოანე ოქროპირი, წმიდა
ბასილი დიდი, წმიდა
გრიგოლ
ღვთისმეტყველი და
სხვანი.
სვეტებზე, რომლებსაც
გუმბათი (ცა) უჭირავთ და მას
აფუძნებენ დედამიწაზე,
გამოისახებიან ის ადამიანები,
რომლებიც თავიანთი
მოწამეობრივი აღსასრულით
წმინდანებად არიან
შერაცხილნი: ნეტარნი
დედანი, მეუდაბნოენი,
მესვეტენი, წმიდა მოწამე-
მეომრები და სხვ. მსგავსად
სვეტებისა, ისინი
დედამიწაზე ქრისტეს
მოძღვრების
განმამტკიცებელნი იყვნენ და
მათ წმიდა ღვაწლს,
თავდადებას ემყარება,
ეფუძნება ამქვეყნიური
ეკლესია.
მაცხოვრის ათორმეტ დღესასწაულის სცენები

ხარება
შობა
მირქმა
იერუსალიმს შესვლა
ფერიცვალება
ლაზარეს აღდგინება
ჯვარცმა
სულიწმინდის მოფენა
ღვთისმშობლის მიძინება
ატენის სიონის
მოხატულობის პირველი
ფენა.
VII საუკუნე
ანიკონური დეკორი.
სქემა
ატენის სიონის XI საუკუნის მხატვრობა

საქართველოში, სადაც მთლიანი მოხატულობა XI საუკუნიდან სავალდებულო


გახდა, ხელი მიჰყვეს ძველი ტაძრების ხელახლა მოხატვას. ატენის სიონიც
ამგვარ ტაძართა რიცხვს განეკუთვნება.
ატენის მოხატულობის პროგრამა, რომელიც მთლიანად საქართველოსთვის
ტრადიციულ იკონოგრაფიას მისდევს, ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრებოდა,
რომ ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი იყო მიძღვნილი: აქ
ღვთისმშობლის სახეს მთავარი ადგილი უჭირავს, მისი ცხოვრება კი
წარმოდგენილია სცენების ვრცელი ციკლით.

კონქი. ღვთისმშობელი და მთავარანგელოზები


ატენის
საკურთხევლის
გამოსახულება

“ნიკოპეის” ტიპის
ღვთისმშობელი
საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია "ნიკოპეის" ტიპის
ღვთისმშობელი. ღვთისმშობელს ყრმა იესო უპყრია ხელთ და დგას მდიდრულ
საიმპერატორო ტანსაცმლით მოსილი ორ მთავარანგელოზს შორის.
მოხატულობის კოლორიტი მცირერიცხოვან რბილ, ზუსტად მიგნებულ
ტონთა რიტმულ შეხამებაზეა აგებული - რუხი ცისფრის და ღია მომწვანო-
ისრიმისფერთან და წითლის ნაირნაირ ელფერთან , ხავერდოვანი
მიხაკისფრიდან , ვიდრე იისფრამდე. კომპოზიციები ღია ცისფერი და ღია
ნაცრისფერი, თითქმის თეთრ ფონებზეა წარმოდგენილი.
მარიამისა და ელისაბედის
შეხვედრა
ატენის მხატვრობის ენერგიული,
ზომიერად დენადი ნახატი
გამოირჩევა სიმკაცრითა და
ძალმოსილებით.
გაბრიელ მთავრანგელოზი
დეტალი ხარებიდან

ატენის, ზოგადად კი მე-11 ს. კედლის


მხატვრობისთვის
დამახასიათებელია სიძლიერე,
მონუმენტურობა, ძლევამოსილება,
პლასტიკურობა, დიდი კონტურის
ხაზები, ძლიერი ფიგურები, სადა
ფონები, ფიგურები მთელ კადრს
იკავებს, დეტალები მინიმალურადაა
მოცემული
მოდელირება მძალვრი და მკაფიოა.
მას მკაფიო გამოთეთრებები, ძლიერი
ხაზოვანება ახასიათებს.
იოსების სიზმარი
მოგვთა თაყვანისცემა
დეტალი
გელათი
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კონქის მოზაიკა
1125-1130წწ
კონქის კომპოზიცია
განყენებულ, ოქროსფერ
ფონზეა წარმოდგენილი.

ფონის ერთგვაროვნების
მიუხედავად ეს არ არის
სადა, უმეტყველო
ზედაპირი. აქ ფონი
აქტიურია. თითქოს
ფონი თავად ასხივებს
სინათლეს.

აქ ფონს სიმპოლური
მნიშვნელობა აქვს.
ეს ნათებადი ოქროსფერი
ღვთაებრივ, სულიერ,
ტრანსცენდენტულ
სამყაროს განასახიერებს.
მთავარანგელოზი მიქაელი, გელათის
მთავარი ტაძრის კონქის მოზაიკა
ქართული მონუმენტური ფერწერის განვითარების შემდეგი ეტაპი
მოდის პერიოდზე XII ს. მეორე ნახევრიდან XIII ს. პირველ
ნახევრამდე. ამ პერიოდის თავისებურებანი ვლინდება თამარ მეფის
დროინდელ კედლის მხატვრობაში: ვარძიაში (1184 - 1186 წწ.),
ბეთანიაში (XII ს.), ყინცვისში, ტიმოთესუბანში (XIII ს. დასაწყისი) და
ბერთუბანში( XIII ს. დასაწყისი). საგულისხმოა, რომ აქედან ოთხ
ტაძარში - ვარძიაში, ბეთანიაში, ყინცვისში და ბერთუბანში
შემორჩენილია თამარ მეფის პორტრეტები.

კომპოზიცია ამ პერიოდში ხდება უფრო მდიდარი, დინამიკური და


დეკორატიულიც. ჩნდება მრავალფიგურიანი კომპოზიციები
არქიტექტურული ან მთიანი ფონით. სახეების მოდელირება რბილია.
ფრესკები უფრო დინამიკურია, მომრგვალებული, ხაზგასმულად დენადი,
ზოგჯერ კი კლაკნილი ხაზებითაა აგებული.
ვარძიის „ღვთისმშობლის მიძინების“ ტაძრის მოხატულობა
ტაძრი მოხატვა დასრულდა
1185 წელს
ყინცვისის წმ. ნიკოლოზის
სახელობის ტაძარი
1184-1186 წწ
ყინცვისის ფერწერულ ტონალობას
განსაზღვრავს ინტენსიური
ცისფერი ფონი, ამასთან ლამაზად
შერწყმულია მწვანე, ოქროსფერ,
წითელ და თეთრ ტონებთან.
იერუსალიმს შესვლა

ყინცვისის მოხატულობას განსაკუთრებული რაფინირებულობა,


დახვეწილობა ახასიათებს. ფაქიზი, დენადი, ოვალური ხაზების ატენთან
შედარებით უფრო დინამიკური რიტმი. ,
იერუსალიმს შესვლა.დეტალი
განსაკუთრებით აღსანიშნავია ყინცვისის
ანგელოზი სცენიდან "მენელსაცხებლე
დედანი". ანგელოზის თავის ნაზი
დახრილობა, ხელების მომხიბლავი,
ქალური მოძრაობა, სამოსელის ხაზების
მუსიკალური რიტმი, ატყორცნილი
ფრთების თავისუფალი ნახატი, ყველა
ხაზების განსაკუთრებული ნარნარი,
მელოდიურობა და კოლორიტი შეეფერება
ნამდვილად სამეფო სკოლის მხატვრობას.
ყინცვისის მხატვრულ
სახეებს სიმსუბუქე,
თავისებური სინაზე
ახასიათებს.

მოძრაობა, დენადობა,
დინამიკურობა - ეს
ატენისგან
განსხვავებული
მხატვრული განცდაა.
ფიგურების პროპორციები
გრძელდება, უფრო სიფრიფანა,
თხელი, „ელეგანტური“ ხდება.
ჯვარცმა

კადრის მიმართაც ფიგურები უფრო მცირე ზომისაა. მოძრაობა ისევ, ატენთან


შედარებით, უფრო მოხდენილი, ნატიფი, მსუბუქია.
დინამიკურობა ახასიათებს არა
მარტო ცალკეულ ფიგურა-სცენებს,
არამედ საერთო გადაწყვეტასაც.
საკურთხეველში, მაგალითად,
ეკლესიის მამებია გამოსახული
„ჭადრაკისებურად“. ყველაფერი
თითქოს გადაედინება ერთმანეთში.
სულ სხვა პრინციპია ატენში ის
თითქოს „მიჯაჭვულია“
არქიტექტურას, არქიტექტონიკურია,
ზუსტად მიყვება არქიტექტურის
წყობას.
ანგელოზის გამოსახულება.
მისი ფრთები კვეთს ზედა
რეგისტრის ხაზს და ბზობას
უერთდება და მისი ხელი
ქვემოთ, ბაგრატიონებისკენ
მიუთითებს.
უბისა

უბისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (იმერეთში) წარმოადგენს სამი


მხრიდან მინშენების მქონე დარბაზული ტიპის ნაგებობას. მისი საკმაოდ
დიდი ზომის ცენტრალირი ნაწილი (უშუალოდ ტაძარი) მთლიანად
მოხატულია.
უბისის მოხატულობა
XIV საუკუნის პირველი ნახევარი
მოხატულობა პალეოლოგოსური სტილის მხატვრობას განეკუთვნება.

მხატვრობა XIII-XIV სს ტრადიციების თანახმად ხალიჩასავით ფარავს კედლებს,


შესასვლელებსა და სარკმელის წირთხლებს. დაზიანებების მიუხედავდ შეიძლება
ითქვას, რომ ტაძრის ფერწერულმა დეკორმა ჩვენამდე სრული სახით მოაღწია
მოხატულობა პალეოლოგოსური სტილის მხატვრობას
განეკუთვნება.

ერთიანი, ხალიჩისებურად
დაფარული მოხატულობა.
მრავალფიგურიანი
კომპოზიციები, პილასტრების
ერთიანი შევსება, სარკმლის
წირთხლებისა თუ თაღის
კუთხეებში ორნამენტული
დეკორი, ბოლო რეგისტრის
ფარდისებური მოტივი,
რომელიც მთლიანად გასდევს
კედლებს, ის
დამახასიათებელი ნიშნებია,
რომელიც უბისის კედლის
მხატვრობაში გვხვდება.
მთელს ეკლესიაზე გაბატონებულია
კონქში გამოსახული ვედრების
კომპოზიცია. ის თავისი
მაშტაბურობით ტაძრის იდეურ და
კომპოზიციურ ცენტრს
წარმოადგენს.
ტახტზე მჯდომი მაცხოვრის თავზე პირი ღვთისა გამოსახება.
საკურთხევლის მომდევნო რეგისტრი საიდუმლო სერობის კომპოზიციას ეთმობა_
ცენტრლური სცენა ტაბლასთან მსხდომ მაცხოვარსა და მის მოწაფეებს, ხოლო აქეთ-
იქით პურითა და ღვინით ზიარებას.
მესამე რეგისტრი წმ. მამათა
რეგისტრია. რომელნიც გაშლილი
გრაგნილებით ხელში ცენტრისაკენ
(სარკმლისაკენ) მიემართებიან.
სარკმლის წირთხლებში (რომელიც
მამათა რეგისტრს ემთხვევა)
გამოსახული ანგელოზნი
სამწერობლებით ხელში კი უშუალოდ
ამ საპროცესიო მსველობის
წინამძღვრებად წარმოჩინდებიან.

You might also like