You are on page 1of 7

რელიეფური ქანდაკება შუა საუკუნეების საქართველოში

ელენე ვაშაძე

შუა საუკუნეების ქართულ საეკლესიო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს


ქვის რელიეფურ სკულპტურას.

საქართველოში, განსაკუთრებით ადრეული შუა საუკუნეების ხანაში, რელიეფურ


გამოსახულებებს მთავარი როლი ეკისრებათ სარწმუნოებრივი არსის ხილულად
განცხადებაში. ისინი გვხვდება როგორც ხუროთმოძღვრული მონუმენტური სკულპტურის
სახით, ისე მცირე არქიტექტურულ ფორმებზე - ქვის სტელებზე, კანკელებზე, ემბაზებსა და
ტრაპეზებზე.

ქართულ ტაძართა ფასადებზე რელიეფური გამოსახულებები ძირითადად კარ -


სარკმელთა თავზე იკვეთება, ინტერიერში კი - ქვაზე კვეთილი ორნამენტული თუ
ფიგურული სახეებით პილასტრების კაპიტელები და კანკელებია დამშვენებული .

საქართველოში, უმეტესწილად, ეკლესიის ყველა ფასადი ფორმდებოდა იმის


გათვალისწინებით, თუ რომელი მხრიდან მიემართებოდა გზა ეკლესიისაკენ ( ხშირად
ჩრდილოეთი ფასადია სადად დატოვებული, როგორც ჩრდილისი, „ბნელის“ მხარე).
რელიეფური სკულპტურით ფასადთა მხატვრული გაფორმებისას მთავარი ყურადღება
საკურთხევლის სარკმლისა და შესასვლელი კარის აქცენტირებას ეთმობოდა ,
რომლებსაც მნიშვნელოვანი აზრობრივი დატვირთვა აქვთ საეკლესიო
ხუროთმოძღვრების სიმბოლიკაში. საკრალური გამოსახულებებით საკურთხევლის
სარკმლის და ეკლესიაში შესასვლელის გაფორმებას ჰქონდა აპოტროპეული - წმინდა
ადგილის დაცვის ფუნქცია. ზოგჯერ რელიეფური ფილები ფასადის ქვედა ნაწილშია
ჩასმული, ადამიანისთვის ახლო მანძილიდან აღსაქმელად, როგორც სალოცავი ხატები;
ზოგჯერ კი ისინი ეკლესიის კედლების ზედა არეებზეც გვხვდება .

ქართულ ხუროთმოძღვრულ სკულპტურას ახასიათებს კონსტრუქტიულობა,


არქიტექტონიკურობა - რელიეფი მჭიდროდაა დაკავშირებული ტაძრის კედლის
სიბრტყესთან და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. რელიეფური სცენების
კომპოზიციური აგება ეთანხმება იმ არქიტექტურული დეტალის ფორმას, რომელზედაც ის
იკვეთება, იქნება ეს სწორკუთხა არქიტრავი, ნახევარწრიული ტიმპანი თუ სარკმლის
ზედანი. რელიეფური გამოსახულება მკვეთრად არ გამოეყოფა კედლის სიბრტყეს და არ
„არღვევს“ მას. რელიეფი რბილად ამოდის ფონის სიბრტყიდან და როგორც ხატი ისეა
„დასვენებული“ ფასადზე.

რელიეფური პლასტიკის დღემდე მოღწეული უადრესი ქართული ნიმუშები V საუკუნეს


განეკუთვნება, თუმცამ, ეს არ გამორიცხავს უფრო ადრეული - IV ს-ის რელიეფების
არსებობასაფც, 337 წელს ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ
საქართველოს სხვადასხვა მხარეში იწყება ეკლესიათა მშენებლობა . ადრეული
ეკლესიები, უმეტესწილად, მცირე ზომისა იყო, რომლებიც მოგვიანებით უფრო დიდ
ტაძრებად გადაკეთდა, რის შედეგადაც ბევრი რამ თავდაპირველი ნაგებობის
დეტალებიდან დაიკარგა. ამდენად, შესაძლებელია IV ს-შიც არსებულიყო ამ ეკლესიების
( ასევე ქვაჯვარების) გამამშვენებელი ქვაზე კვეთილი რელიეფები.

ქართული რელიეფური ქანდაკების განვითარების ადრეულ ეტაპზე, რომელიც მოიცავს


V-VII საუკუნეებს, მხატვრული გამომსახველობის თვალსაზრისით არაერთგვაროვანი
სურათი გვაქვს. ამ ეპოქაში ერთდროულად თანაარსებობს განსხვავებული სტილისტური
მიმართულებები. რიგ ძეგლებში ადგილი აქვს გვიანანტიკური, ელინისტური ხელოვნების
გავლენას, ზოგან ვხვდებით სასანიდური ირანის( რომელიც თავისთავად განიცდის
ძლიერ ელინიზაციას) ხელოვნების გამოძახილს. ასევე ძლიერია ადგილობრივი ,
ქრისტიანობამდელი საქართველოს ლითონმქანდაკებლობისა და ლითონზე გრავირების
ტრადიციები. ცალკეული რელიეფების მხატვრულ შესრულებაში ჩანს აღმოსავლეთ
ქრისტიანული ქვეყნების ( ბიზანტია, სირია, პალესტინა) ხელოვნების გავლენა.

ქვაზე კვეთილი რელიეფების ადრეული (V ს.) ნიმუშების თემატიკა შემოიფარგლება


ადრექრისტიანული ხანის ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ქრისტიანობის არსის
გამომხატველი სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით (ჯვრები, ცხოველები, ფრინველები ,
მცენარეული თუ გეომეტრიული მოტივები). ამის მაგალითია ბოლნისის სიონის
ბაზილიკის (478-493 წწ.) რელიეფები, რომლებიც ძირითადად ეკლესიის ინტერიერშია
განთავსებული. სადა ფასადები მხოლოდ მცირედ არის გაცოცხლებული რელიეფური
კვეთით, მაგ: საკურთხევლის სარკმლის თავზე წარმოდგენილი ფილა წრეში ჩახაზული
ტოლმკლავა ჯვრის გამოსახულებით, რომლის გარშემოც მსხვილი, რელიეფურად
ამობურცული ასომთავრული გრაფემებით შესრულებულია სამშენებლო წარწერა .
რელიეფებით შემკულია ბაზილიკის ჩრდილოეთი და სამხრეთი პორტიკების
სვეტისთავები, სადაც გვხვდება ირმების, შვლების, ჩიტების გამოსახულებანი , რომლებიც
მცენარეთა ნაყოფს შეექცევიან. ადრექრისტიანული ხანიდან მომდინარე ეს სიმბოლური
სცენა მორწმუნე სულების ქრისტიანობასთან ზიარების გამომხატველია და სხვადასხვა
ინტერპრეტაციით მრავლად გვხვდება ქართულ ხელოვნებაშიც ( მაგ: ირმები ხეებთან -
აკაურთის (V-VI სს) თელოვანის (VIII ს ) რელიეფები; ფრინველები ვენახში, რომლებიც
მტევნებს კენკავენ - აკვანების (VI) ირმები წყაროსთან - ატენის სიონის (VII სს) რელიეფები
და სხვა )

ბოლნისის სიონის ინტერიერში


რელიეფები საკურთხევლის აფსიდის
პილასტრების კაპიტალებზეა
გამოკვეთილი და წმინდა ადგილის
აქცენტირებას ემსახურება. აქ
მცენარეულ და გეომეტრიულ
მოტივებთან ერთად გვხვდება სცენები
ცხოველთა გამოსახულებებით -
ლომებს შორის მოქცეული ჯიხვი და
დათვი, რომელუიც კურდღელს
მისდევს. ამგვარი სიუჟეტებით
ადრექრისტიანული
იკონოგრაფიისთვის არის
დამახასიათებელი და მორწმუნე სულის საშიშროებისგან, ეშმაკური , ბოროტი ძალებისგან
ხსნის სიმბოლოს წარმოადგენს.

ბოლნისის სიონში რელიეფური


გამოსახულებები წარმოდგენილია
აგრეთვე ეკლესიის სამხ-
აღმოსავლეთ ნაწილში
განლაგებულ ბაფტისტერიუმში,
პილასტრების კაპიტელებზე. აქ
ვხვდებით ორი ფარშევანგის
გამოსახულებას ჯვრის ორსავ
მხარეს. ფარშევანგთა
გამოსახულებანი
ადრექრისტიანული ხანიდან
ფართოდ იყო გავრცელებული
მთელი საქრისტიანოს ხელოვნებაში
( მათ შორის, ქართულ პლასტიკაში
(მაგ: V საუკუნის უკანგორის,
აკაურთის და სხვა რელიეფები.)
როგორც აღდგომის, სულის
უკვდავების სიმბოლო. აქვეა ვაზის
გამოსახულება ( ფოთლებთა და
მტევნებით) - მაცხოვრის სიმბოლო. აქ ვხვდებით აგრეთვე ხარის თავის ჰორელიეფურ
გამოსახულებას რქებს შორის ჯვრით. ხარის კულტი გავრცელებული იყო წარმართ
ქართველთა შორის. მისი მოთავსება სანათლავში რქებს შორის ჯვრით ამ წარმართულ
ღვთების (ტოტემის) გაქრისტიანებას შეიძლება აღნიშნავდეს. ბაფტისტერიუმის
კაპიტელებზე კვლავ გვხვდება ევქარტიული მოტივები- ირმების გამოსახულებები ,
რომლებიც მცენარეთა ნაყოფს შეექცევიან.

მხატვრული შესრულების მხრივ ბოლნისის სიონის რელიეფები სიბრტყობრივ-


გრაფიკული ხასიათისაა. გამოსახულებანი მცირედ არის (1სმ) ამაღლებული ფონის
მიმართ. მათი ზედაპირი სრულად ბრტყელია და ზემოდან მკვეთრი გრაფიკული ნახატით
დამუშავებული, ცალკეულ შემთხვევებში, მაგ: აფსიდის პილასტრების ლომების ფაფრების
გადმოცემისას, ეს ნახატი ორნამენტულ-დეკორატიულ ხასიაღს იღებს, და აღმოსავლურ ,
კერძოდ, სასანიდურ ხელოვნებასთან იჩენს მსგავსებას. რაც შეეხება ხარის თავის
გამოსახულებას, ის ბოლნისის სიონის სხვა რელიეფებისაგან განსხვავებით
ჰორელიეფურად(ჰორელიეფი — ქანდაკების სახე, მაღალი რელიეფი) არის გამოვლენილი,
ასევე მოცულობითად არის შესრულებული მისი რქები და ყურები, ხოლო თვალები,
დრუნჩი და სხვა დეტალები ღრმადჩაჭრილი გრაფიკული ხაზებითაა გადმოცემული.
ამგვარადვე შესრულებული ხარის თავები შემოგვრჩა სვეტიცხოვლის V საუკუნის მეფე
ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ტაძრისგან, რომლებიც ამჟამად XI საუკუნის
კათედრალის აღმ. ფასადზეა ჩასმული ( ორივე ხარს პირში მცენარის ტოტები აქვს).
ამგვარივე ევქრისტიანული მნიშვნელობის სახეებს ვხვდებით აკაურთის ეკლესიის ( V-VI
სს) არქიტრავის რელიეფზე, სადაც პალმების ხეებთან ირმების გამოსახულებებია .
აკაურთის ეკლესია
ერთ-ერთი ყველაზე
ადრეული ნაგებობაა
( ბოლნისის სიონის
შემდეგ) სადაც,
რელიეფების ძირითადი
ნაწილი თავდაპირველ
ადგილებზე შემოგვრჩა.
მაგრამ აქ ბოლნისის
სიონის პირუკუ
რელიეფებით ფასადებია
გაფორმებული, ხოლო
ინტერიერის გაფორმება
მხოლოდ აფსიდის ორსავ
მხარე იმპოსტებზე
ამოკვეთილი
ორნამენტული სახეებით
( აკანთის ფოთლები, წრეები, რომბები) შემოიფარგლება. აკაურთის ეკლესიაში
რელიეფური გამოსახულებებით განსაკუთრებით სამხრეთის ფასადია დამშვენებული ,
რადგან გზა ეკლესიას სწორედ ამ მხრიდან მიემართება. განსაკუთრებით
აქცენტირებულია კარი, რომელსაც ზემოდან დიდი ზომის არქიტრავი საზღვრავს, ხოლო
გვერდებზე ვერტიკალურად დაუყვება ვაზის ყლორტებისა და მტევნების რელიეფური
გამოსახულებები. არქიტრავის გვერდით მხარეებზე წარმოდგენილ ირმებსა და პალმებს
შორის გამოკვეთილია დანიელი ლომებს შორის. ძველი აღთქმის ამ წინასწარმეტყველის
სასწაულებრივი ხსმა ლომთა ხაროდან, რომელიც ქრისტიანულ სახითმეტყველებაში
გაიაზრება ქრისტეს ვნებებისა და აღდგომის წინასწარუწყებად , ადრექრისტიანული
ხანიდან მეტად პოპულარულია კატაკომბების მხატვრობასა და სარკოფაგების
რელიეფების რეპერტუარში და მიცვალებულის კულტთან იყო დაკავშირებული , რადგანაც
ეს თემა ადამიანის სულის ხსნის იდეასაც განასახიერებს. მეტად პოპულარულია ეს თემა
ადრეული შუასაუკუნეების ქართულ რელიეფებზე და ყოველთვის მნიშვნელოვან
ადგილასაა ამოკვეთილი. ამავე ფასადზე ორნამენტული საპირით შემკული სარკმლის
გვერდით, ცალკე ფილაზე, წრიული ფორმის ჩაღმავებულ არეზე ამოკვეთილია ფასში
წარმოდგენილი კუდგაშლილი ფარშევანგი. ჩრდ. ფასადზე შემორჩა რელიეფური ფილა
ჯვრის გამოსახულებით ვაზის ფოთლებში.

აკაურთის ეკლესიის შემორჩენილი რელიეფები მჭიდრო სახისმეტყველებით კავშირში


არიან და საერთო იკონოგრაფიულ( მითოლოგიური, ისტორიული პირების და სცენების
სისტემატური შესწავლა) პროგრამას ქმნიან, რომლის მთავარი თემაა სულის ხსნა და
აღდგომა. ყოვეოლი გამოსახულება - ფიგურული თუ ორნამენტული ამ იდეას სხვადასხვა
ფორმით გამოხატავს. მათ შორის ცენტრალური ადგილი ერთადერთ სიუჟეტურ სცენას -
დანიელის სასწაულებრივ ხსნას უჭირავს.

მხატვრული შესრულების თვალსაზრისით აკაურთის რელიეფები უფრო გრაფიკულ და


არა ქანდაკებრივ ხასიათს ატარებს, რასაც განაპირობებს კვეთის მანერა -
გამოსახულებები ფასადის სიბრტყის დონეზეა, მათ გარშემო ფონი მხოლოდ 1 სმ-ზეა
ამოღებული. მათი ზედაპირი სრულად ბრტყელია, გამოსახულებათა მომსაზღვრელი
სილუეტური ხაზი თხელი, წვრილი და უფრო ქვაზე გრაფიკულ ნახატს ემსგავსება , ვიდრე
რელიეფს.

მცხეთის ჯვრის ტაძარში რელიეფური გამოსახულებები მონუმენტური ხასიათისაა ,


რასაც ქმნის ფიგურათა მოზრდილი ზომებით, განზოგადებული ფორმებით და მაღალი
რელიეფით გამოვლენა.

ტაძრის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ფიგურული რელიეფები მხოლოდ


აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზეა განთავსებული, რადგან მათი აღქმა ამ ორი
მხრიდან არის შესაძლებელი. დანარჩენი ორი ფასადი კი ფაქტობრივად შეუმკობელია ,
რადგან დასავლეთი ფასადი ხრამის პირზეა, ხოლო ჩრდ. ფასადს მცირე ეკლესია
ფარავს.

აღმ. ფასადის საკურთხევლის აფსიდის სამწახნაგა


შვერილზე, სარკმელთა ზემოთ წარმოდგენილია სამი
რელიეფური ფილა,რომელიც ერთიან სამნაწილიან
კომპოზიციას ქმნის. რელიეფებზე ისტორიულ პირთა
სულის ხსნისათვის ლოცვა-ვედრებისა და უფლის მიერ
მათი კურთხევის თემაა ასახული, რაც ხაზგასმულია
რელიეფების თანმხლებ წარწერებშიც. თითოეული
ფილის ფონის თავისუფალ არეებზე ღრმად ჩაკვეთიი
ძველი ქართული გარემებით შესრულებული
ასომთავრული წარწერებია, რომლებიც ჯვრის
ეკლესიის მაშენებელთა - ქართლის ერისთავთა
სახელებს გვამცნობენ. ცენტრალურ ფილაზე
წარმოდგენილია ფეხზე მდგომი ქრისტე, რომელიც მის წინაშე მუხლმოყრილ ქტიტორს -
ერისმთავარ სტეფანოზ I-ს (586-604 წწ) აკურთხებს - თავზე ხელის დადებით.

საკურთხევლის აფსიდის
გვერდითა წახნაგებზე
განლაგებულ ფილებზე
წარმოდგენილნი არიან ასევე
მუხლმოყრილი და ვედრების
ჟესტით ქრისტესკენ
ხელებგაწვდილი სტეფანოზ
ერისმთავრის ძმა დემეტრე
( მარცხნივ) მარჯვენა ფილაზე
კი ადარნესე ვიპატოსი და მისი
მცირეწლოვანი ვაჟი ქობულ-
სტეფანოზი ( შემდგომში
ერისმთავარი სტეფანოზ II).
ორივე მხარეს გამოსახულ
ქტიტორებს მაცხოვარს
წარუდგენენ
მთავარანგელოზები მიქაელი
და გაბრიელი. ისინი ხელების ჟესტით ცენტრისკენ მიმართავენ ამ ფიგურებს . სამი
რელიეფური ფილის ერთ-ერთ გამაერთიანებელ ელემენტს წარმოადგენს ცენტრალური
ფილის ზემოთ კედლის სიბრტყიდან გამოწეულ სათაურზე გამოსახული ანგელოზი ხელში
საყვირით, რაც განკითხვის დღის თემას უსვამს ხაზს და ამ სამნაწილიანი კომოზიციის
საერთო შინაარს ( სულის ხსნა განკითხვის ჟამს) აძლიერებს. საკურთხევლის კონქის
სცენა მცხეთის ჯვრის ტაძარში საკურთხევლის გარე კედელზეა გადმოტანილი, მაგრამ
სრულიად გადამუშავებული კომპოზიციით და ექსტერიერის ფორმებს მისადაგებული .

ჯვრის აღმ. ფასადის სამნაწილიანი რელიეფური კომპოზიცია ერთგვარ ასოციაციას


იწვევს ტრიპტიქონის სამნაწილიანი ხატის ფორმასთან. შესაძლოა რელიეფის ავტორი
ტრიპტიქონის კომპოზიციიტაც ყოფილიყო შთაგონებული, თუმცა მან მონუმენტყური
ხელოვნების ამოცანიდან გამომდიარე, იგი შემოქმედებითად გადაამუშავა და
ხუროთმოძღვრულ ფორმას მიუსადაგა. ქტიტორული თემა კიდევ რამდენიმეჯერ არის
გაჟღერებული მცხეთის ჯვრის სამხ. ფასადზე: სავედრებელი წარწერის მიხედვით
სამხრეთი ფასადის შვერილი აფსიდის სარკმლის ზემოთ მოთავსებულ ფილაზე
გამოკვეთილია ჭაბუკი ქობულ-სტეფანოზი წმ.სტეფანე პირველდიაკვნის წინაშე
მუხლმოყრილი და ვედრებით ხელებგაწვდილი საერო ირის გამოსახულებით , რომელიც
შესაძლოა ხუროთმოძღვარს განასახიერებდერს.

სამხრეთი პორტალის ტიმპანზე გამოკვეთილია ჯვრის ამაღლების კომპოზიცია.


ამაღლების თემა კვლავ ხმიანებს სამხრეთივე ფასადის მეორე შესასვლელის თავზე
გამოკვეთილ რელიეფზე, მხოლოდ აქ ქრისტეს ამაღლებაა. ხსნის თემა კი ორგზის
მეორდება სამხ. ფასადის ნიშების ზედა, თაღოვან ნაწილში წარმოდგენილ , ამჟამად
ძლიერ დაზიანებულ რელიეფურ კომპოზიციებში. ორივე სცენაში გაირჩევა ცენტრალური -
ფეხზე მდგომი ფიგურა და მისკენ მიმართული მუხლმოყრილი საერო პირები ( მათ შორის
ერთ-ერთი ქალი).

მცხეთის ჯვრის რელიეფების მხატვრულ-სტილისტურ შესრულებაში


ურთიერთშერწყმულია გვიანელინისტური და აღმოსავლური, კერძოდ სასანიდური
ირანის ხელოვნების გავლენები. გვიანტიკურ სკულპტურულ ტრადიციას ეფუძნება ჯვრის
რელიეფების გამოსახულებათა პლასტიკური, მომრგვალებული ფორმებით , მეტ -
ნაკლებად რეალურთან მიახლოვებული პროპორციებითა და მოძრაობებით გამოსახვა -
სამოსის ნაკეცების მიმართულება შეესატყვისება ფიგურათა მოძრაობას და ავლენს
სხეულის მოცულობით ფორმებს. ამასთანავე, სამოსის დრაპირება, თმა-წვერის
გადმოცემა ხაზობრივ-დეკორატიულ ხასიათს ატარებს, რაშიც ვლინდება აღმოსავლური
და ადგილობრივი მხატვრული ტრადიციები.

გვიანტიკური და აღმოსავლური ხელოვნების ტრადიციების გამოძახილს ვხვდებით


ატენის სიონის ( VIIს) მრავალრიცხოვან, არაერთგვაროვან რელიეფთა მხატვრულ
შესრულებაში -- ჩრდ. შესასვლელის ტიმპანში გამოსახულ სიმბოლურ სცენაში - ირმები
წყაროსთან აშკარაა ანტიკური ხელოვნების რემინისცენცია - დაბალი რელიეფით
შესრულებული ფიგურების კონტური მოქნილი და პლასტიკურია, ის მოხდენილად
გვიხატავს ირმების გრაციოზულ ფორმებსა და პროპორციას; დასავლეთ ფასადზე
წარმოდგენილ ნადირობის სცენაში მაღალი რელიეფით გამოვლენილი მოცულობითი
გამოსახულებანი გადმოგვცემენ ირმების და ცხენის დამახასიათებელ პლასტიკასა და
მოძრაობებს. დინამიურია მხედრის პოზაც, რომელიც მშვილდისარს ისვრის. მისი სამოსის
და თავსაბურავის დეტალები- გაფრიალებული ბაფთები სასანიდური
გამოსახულებებისთვისაა სახასიათო.

ატენის სიონის რელიეფთა ერთ დიდ ჯგუფს წარმოადგენს ქტიტორთა და წმინდანთა


დიდი ზომის გამოსახულებები, რომლებიც ტაძრის კედლების მოყვითალო ტონის
ქვისაგან განსხვავებით მომწვანო ფერის ქვაშია გამოკვეთილი. განსხვავებულია მათი
მხატვრული შესრულებაც. უხეში, დაუნაწევრებელი, ბლოკური ფორმები, სტატიკური ,
გაყინული პოზები, პორობითობა.

You might also like