You are on page 1of 5

წრომის, სამშვილდის, ბარცანას, ლიხნეს, მოქვის, სვეტიცხოვლის,

სამთავისის, გელათის და იკორთის ტაძრები: ყველა წარმოადგენს


გუმბათიან, ჩაწერილი ჯვრის ტიპის ეკლესიას. ამ არქიტექტურულ ტიპს
ქართულ ხუროთმოძღვრებაში გამოიყენებდნენ VII-XVIII საუკუნეებში
და იგი ხდება ერთერთი წამყვანი ტიპი გუმბათიან ტაძრებში. მისი
მთავარი მახასიათებლებია: გუმბათის ყელი ეყრდნობა ოთხ
თავისუფლად მდგომ ბურჯს, ან ორ ბურჯსა და ორ საკურთხევლის
კედლის შვერილს; ჯვრის მკლავებს ქმნის გუმბათიქვეშა კვადრატიდან
პერპენდიკულარულად განლაგებული ოთხი კამარა; სწორკუთხა გეგმაში
იწერება ჯვარი, ხოლო მკლავებს შორის ჩნდება გარკვეული სივრცითი
მონაკვეთები. ჩაწერილი ჯვრის ტიპის ყველაზე ადრეული ნიმუშია
წრომი.

წრომის ტაძარი მდებარეობს ქართლში,


ხაშურის რაიონში, მტკვრის მარჯვენა
სანაპიროძე. მის ადგილზე, ჯერ კიდევ IV
საუკუნეში მდგარა ეკლესია, სავარაუდოდ
მის ნანგრევებზე ააშენა ქართლის
ერისმთავარ სტეფანოზ II-მ VII საუკუნის
პირველ ნახევარში წრომის ტაძარი. იგი
იწყებს ქაღთული ხუროთმოძღვრების ახალ პერიოდს და გადადის
ადრეული შუა საუკუნეების არქიტექტურული პერიოდიდან
გარდამავალ ხანაზე. წრომში გუმბათი დაეყრდნო დამოუკიდებლად
მდგომ ორ წყვილ ბურჯს, მოეწყო ჯვრის მკლავების და მათ შორის
სივრცეების ინდივიდუალური გადახურვა. იმის გამო, რომ გეგმა იწერება
სწორკუთხედში, საკურთხევლის აფსიდი და პასტოფორიუმები ჯდება
ერთ ხაზზე, ხოლო საფასადო სიბრტყეზე მათი ერთმანეთისგან
განსსაცალკევებლად კეთდება სამკუთხა ნიშები. დასავლეთით
მოწყობილია ნართექსი და მის მეორე სართულზე მოეწყო პატრონიკე.
კარის ღიობები გაჭრილია: ჩრდილოეთის, დასავლეთის და სამხრეთის
კედლებზე, სამივე ცენტრის ღერძზე.
სამშვილდის სიონი მდებარეობს ქვემო
ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, მდ.
ჭივჭავსა და ხრამს შორის არსებულ
კონცხზე, წარწერის მიხედვით თარღდება
VIII საუკუნის II ნახევრით, maSenebelni:
qarTlis pitiaxSTa STamomavalni vinme
varaz bakuri da iovane. ტაძარი ძლიერ
დაზიანებულია. წრომისგან განსხვავებით
არ აქვს ნართექსი, მაგრამ სივრცის
წაგრძელების გამო დამატებული აქვს ერთი
წყვილი ბურჯი დასავლეთით. თუ წრომში ორი პასტოფორიუმი და
გარედან ორი ნიშა იყო, აქ საკურთხევლის გვერდებზე ოთხი ოთახია და
შესაბამისად ოთხი სამკუთხა ნიშაა ფასადზე. ჩრდილოეთით აქვს
ეკვდერი, სამხრეთით კი თაღებით გახსნილი გალერეა, როგორც წრომში,
აქაც სამი შესასვლელია, გუმბათის ცენტრის მართობულ ღერძებძე.
ბარცანას ტაძარი მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში, სოფ.
შილდასთან, თარიღდება VIII-IX
საუკუნეებით. ტაძარი ძლიერ
დაზიანებულია. წრომთან და
სამშვილდესთან შედარებით ბარცანას
გეგმა უფრო კომპაქტური გახდა და
მიუახლოვდა კვადრატს. ბურჯების
რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი,
გუმბათი ეყრდნობა ორ ბურჯსა და
აფსიდის შვერილებს. აქვს ოთხკუთხა
პასტოფორიუმები, ამიტომ აღარაა სამკუთხა ნიშები. აქვს ორი, ღია,
კარიბჭე დასავლეთით და სამხრეთით.
ლიხნეს ტაძარი მდებარეობს აფხაზეთში,
გუდაუთიდან ჩრდილოეთით, თარიღდება X
საუკუნით. მისი გეგმა წაგრძელებულია, აქვს
ნართექსი მის ზემოთ პატრონიკეა.
ნალისებური მოყვანილობის საკურთხევლის
და პასტოფორიუმების აფსიდები არის
შვერილი. გუმბათი, როგორც წრომში,აქაც
ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა.
აქაც სამი შესასვლელია, თავისი ტალანებთ, თუმცა აქ ჩრდილოეთის და
სამხრეთის კარის ღიობები გაჭრილია არა გუმბათის ცენტრის
მართობულად, არამედ ოდნავ ჩაწეულია დასავლეთისკენ, საყრდენი
ბურჯების ნაპირის გასწვრივ.
მოქვის ტაძარი მდებარეობს აფხაზეთში,
ოჩამჩირის რაიონში მდ. დვაბისწყლის და
მოქვისწყლის შესართავთან. როგორც
წერილობითი წყაროებიდან ირკვევა,
ტაძარი აგებულია ლეონ III აფხაზთა
მეფის მიერ X საუკუნის II ნახევარში,
საეპისკოპოსო კათედრად. ისევე როგორც
ლიხნეს, აქვს შვერილი აფიდები და
გუმბათიც ცალკე მდგომ ოთხ ბურჯს
ეყრდნობა. როგორც ბარცანას, აქვს ღია კარიბჭე დასავლეთით,
გარდა ამისა აქ მრავლადაა სიახლეები: დასავლეთით ემატება კიდევ
ერთი წყვილი ბურჯი, რითაც დასავლეთის შიდა სივრცე სამ ნავად
იყოფა. აქვს ორსართულიანი, სამმხრივი გარშემოსავლელი რომლის
დასავლეთ ნაწილში, პირველ სართულზე, ნართექსია. აქვს სამი კარის
ღიობი, აქედან სამხრეთის კარი, როგორც ლიხნეში, აცდენილია
გუმბათის ცენტრის მართობულ ღერძს, ჩაწეულია დამატებითსა და
საყრდენი ბურჯის შუა ღერძზე.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
მდებარეობს შიდა ქართლში, ქ. მცხეთაში.
ტაძარი დგას IV საუკუნის მირიან მეფის
დროინდელ, შემდგომში V საუკუნის
ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული
ბაზილიკის საძირკველზე, აგებულია
1010-1029 წლებში, ქტიტორი:
მელქისედეკ კათოლიკოსი. მაშენებელი ვინმე არსუკისძე. ზემოთ
მოყვანილი ტაძრებისგან განსხვავებით სვეტიცხოველი არ არის
გარდამავალ პერიოდში აგებული, არამედ განვითარებულ ფეოდალურ
ხანაში, თუკი გარდამავალი პერიოდი ძიების ხანა იყო, სვეტიცხოველში
ყველაფერი გათვალისწინებულია. გეგმა დაგრძელებულია აღმოსავლეთ-
დასავლეთ ღეძის მიმართ. გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს, აღსანიშნავია
რომ, საკურთხევლის ბემა უერთდება ორ საყრენს და შემოდის
გუმბათქვედა სივრცეში, როგორც ეს არის ბარცანაში. დასავლეთ მკლავში
აქვს დამატებითი ორი წყვილი ბურჯი და ისე როგორც მოქვში, აქაც სამ
ნავად იყოფა დასავლეთ მკლავი. როგორც წრომში, ასევე აქაცაა ორი
სამკუთხა ნიშა აღმოსავლეთის ფასადზე. აქვს პატრონიკე და
ორსართულიანი პასტოფორიუმები. სადიაკვნესა და საკურთხეველს
შორის არის კიბის უჯრედი. დასავლეთით არის კარიბჭე, და იგი
მოთავსებულია ცენტრში, ხოლო ჩრდილოეთის და სამხრეთის კარები
გაჭრილია საყრდენ ბუჯსა და დამატებით ბურჯს შორის ღერძის
გასწვრივ (როგორც მოქვში).
სამთავისის საკათედრო ტაძარი მდებარეობს
ქართლში, კასპის რაიონში, მდ. ლეხურის
მარცხენა სანაპიროზე. აღმოსავლეთ ფასადზე
არსებული წარწერის მიხედვით აშენდა
სამთავნელი ეპისკოპოსის ილარიონ ძე ვაჩე
ყენჩაველის მიერ, აგებულია 1030 წელს.
სამთავისის ოსტატი უბრუნდება გეგმის
კომპაქტურობას და არა მარტო, მას სურს
ამოწუროს ჩაწერილი ჯვრის ტიპი და შექმნას მასზე ყველაზე მეტად
მორგებული ნაწარმოები, და როგორც ჩანს, ეს მას გამოსდის. ამას
მოწმობს მის შემდგომ აგებული ჩაწერილი ჯვრის ტიპის გუმბთიანი
ტაძრები. გუმბათი ეყრდნობა ოთხ ბურჯს, თუმცა აღმოსავლეთის ორი
ბურჯი მაქსიმალურადაა მიწეული საკურთხევლისაკენ, შემოსასვლელი,
როგორც ზემოთ მოყვანილ, უკანასკნელ ტაძრებზე, ასევე აქაც სამია, ჩრდ.
და სამხრ. კარებიც კვლავ საყრდენი ბურჯების ღერძის დასავლეთითაა
გაჭრილი, ორივე ერთმანეთის მოპირდაპირედ. კეთდება ადრინდელზე
ღრმა სამკუთხა ნიშები.
გელათის ტაძარი მდებარეობს იმერეთში,
ქუთაისიდან 11 კილომეტრში, მდ.
წყალწითელის ხეობაში. აგება დაუწყია დავით
აღმაშენებელს, თარიღდება: 1106-1125-1130
წლებით. აქვს შვერილი აფსიდი, აქ უკვე აღარ
გვხვდება ოთხი გუმბათის საყრდენი ბურჯი,
დარჩენილი ორი ბურჯი კი გაწეულია დას. და
განაპირა კედლებისკენ, ამით იზრდება
გუმბათის ყელის დიამეტრიც და შესაბამისად
გუმბათქვეშა სივრცეც. გვერდითი შესასვლელები ამ შემთხვევაში,
მოწყობილია გუმბათქვეშა სივრცის გასწვრივ, აქვს ნართექსი.
იკორთის ტაძარი მდებარეობს შიდა ქართლში,
გორის რაიონში, სოფ. იკორთას განაპირას. მასზე
მხოლოდ ცნობილია აგების თარიღი: 1172 წელი.
გეგმა მიახლოვებულია კვადრატთან. გუმბათი
ეყრდნობა ერთ წვილ ბურჯს და აფიდის
შვერილებს, თუმცა დასავლეთით არის
დამატებითი ბურჯები, რომლებზედაც
მოწყობილია პატრონიკე. აქვს მხოლოდ ორი
შესასვლელი, სამხრეთის კარი გაჭრილია იქ, სადაც აქვს სამთავისს.

You might also like